მოკლედ გაშენების საფუძვლებისა და მოვლის შესახებ

თებერვალი 7, 2020

კანაფის გენეტიკა

კანაფის დაყოფა შეიძლება 3 ძირითად სახეობად:

  1. Cannabis sativa (იგი ძირითადად იზრდება: აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ტაილანდიში ...),
  2. Cannabis indica (ამ კულტურების ადგილსამყოფელია ავღანეთი, პაკისტანი ...)
  3. Cannabis ruderalis (ძირითადად იგი ველურია, რომელიც იზრდება აღმოსავლეთ ევროპის მინდვრებში; უკრაინა, რუსეთი ...). რუდერალისი ტექნიკური კანაფია. მას არ აქვს საკმარისი ფსიქოაქტიური ეფექტი მოწევის დროს ადამიანის სხეულზე.

ამ სამი ტიპის კანაფის შერწყმით სელექციონერები მთელ მსოფლიოში ქმნიან უფრო და უფრო მეტ ახალ ჯიშებს - ჰიბრიდებს (სატივას, ინდიკასა და რუდერალისის შერეული გენეტიკა).

მოკლედ გაშენების საფუძვლებისა და მოვლის შესახებ

უხსოვარი დროიდან კაცობრიობა ზრდის კანაფს სხვადასხვა საჭიროებისთვის. მაგალითად, წარმოებისთვის: ბოჭკო, ტანსაცმელი, საწვავი, ზეთები, კრემები, ქაღალდი.

მაგრამ, იმის გათვალისწინებით რომ რუდერალისი არ შეიცავს THC-ს, არ არის მიზანშეწონილი მისი სუფთა სახით მოყვანა, რადგან კანაფის ამ ჯიშს ძალიან მცირე ზომა აქვს.

ამრიგად, სამრეწველო მიზნებისთვის იყენებენ - სატივასა და რუდერალის ჰიბრიდებს. ფოტოპერიოდული სატივას ჯიშები იზრდება 6 მეტრამდე. სატივას ფოთლებს აქვს ვიწრო და გრძელი ფორმა. სატივა თავის საციცოცხლო ციკლს ასრულებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მოსავალი კი დამოკიდებულია ჯიშზე, მისი პროდუქტიულობა ან საშუალოა ან ძალიან მაღალი.

ინდიკა არ იზრდება ძალიან მაღალი, მეტრამდე ან მეტრანახევრამდე აღწევს მისი სიმაღლე. როგორც წესი, მას აქვს გამოხატული ბუჩქის ფორმა, ფართო და აყვავებული ფოთლებით. კანაფის ეს სახეობა ბევრად უფრო სწრაფად მწიფდება, ვიდრე სატივა. ყვავილობის დროს, სქელი და ცხიმიანი "კვირტები" ფორმირდება ინდიკის ბუჩქებზე.

Cannabis indica-ს ყველაზე ხშირად იყენებენ მაღალი ხარისხის ჰაშიშის შესაქმნელად, რადგან ამ ტიპის კანაფი შეიცავს ყველაზე მეტ ფისს კონუსებზე.

მოწევის ეფექტი ამ ორ სახეობას შორის ასევე ძალიან განსხვავებულია.

ინდიკას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, იწვევს დამამშვიდებელ მოქმედებას ადამიანის სხეულზე (თქვენ სხეულით გრძნობთ ამას). ამერიკაში ამ ეფექტს "Stoned" უწოდებენ. ამ ჯიშის მოწევისას, გიპყრობთ სიზარმაცე, ძილიანობა და დაუოკებელი სურვილი - ქვასავით მოწყვეტით დაეცეთ საწოლზე, რომ შემდეგ შორიდან დააკვირდეთ მოვლენებს. ყველა მოძრაობა რთულდება, ადამიანის გრძნობები მძაფრდება, ფერები უფრო კაშკაშა ხდება, ხოლო ხმები უფრო გამოკვეთილია, იცვლება დროის აღქმა. ბალახის მოქმედების დასასრულს, ადამიანს აქვს ძლიერი მადა და მაცივრის გამოცლის სურვილი!

სატივას, ადამიანის სხეულზე, აქვს ცერებრული მოქმედება (ამას თავით გრძნობთ). ამერიკაში ამ ეფექტს უწოდებენ - High-ს (არსებობს ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია, რომელიც აძლიერებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას). ზოგჯერ, ამ ტიპის მარიხუანას მოწევის დროს, ვიზუალური ეფექტები შესამჩნევი ხდება. მაგრამ, უფრო ხშირად განწყობა უბრალოდ უმჯობესდება, ადამიანს სურს სიცილი და შემოქმედება, ქმნადობა, იგრძნობა გასულიერება და მძაფრდება ფრენის შეგრძნების ეფექტი, ყოველ წამი ივსება ბედნიერების ვიბრაციებით. ხშირად ვლინდება ყოვლისმომცველი ეიფორიის ეფექტი.

ყველა ადამიანი განსხვავებულია და, შესაბამისად, თითოეული თავად ირჩევს ამა თუ იმ სორტს.

თუმცა, ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი ხარისხის კანაფის ჯიშები, მაგალითად ჰოლანდიიდან ან ესპანეთიდან - ეს რაღაც შუალედურია სატივასა და ინდიკას შორის.

მაგალითისთვის განვიხილოთ ისეთი სორტი, როგორიცაა - Skunk # 1, რომელიც გამოყვანილია სათესლე ბანკისგან - Cultivators Choice. მასში 50% - კოლუმბიაა, 25% - მექსიკა, 25% - ავღანეთი. ამ ჯიშში: 75% სატივა და 25% ინდიკაა. ამიტომ, ეფექტი რჩება სატივისებრი, ხოლო მცენარის ზომა და მისი პროდუქტიულობა ინდიკას მსგავსია (მცენარეს აქვს მცირე ზომა და მაღალი მოსავალი).

კანაფის სასიცოცხლო ციკლი

კანაფის სასიცოცხლო ციკლი

სიცოცხლის პირველ დღეებში, კანაფს იმისათვის, რომ გაიზარდოს სიგრძეში და სიგანეში, ასევე მოახდინოს ფოთლების ფორმირება, ვეგეტაციის პერიოდში გრძელი დღეები სჭირდებათ. გახანგრძლივებული განათების ამ პერიოდში, მცენარე არ ქმნის ყვავილებს (გირჩებს). მცენარის ყველა ენერგია მიემართება ახალი ფოთლების ზრდა-განვითარებაში.

თეორიულად, თუ მცენარე მიიღებს სინათლის მაქსიმუმს- დღეში 24 საათს, ის შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში იყოს მუდმივ ზრდაში ყვავილის გარეშე.

კანაფი არის ორსქესიანი მცენარე, მდედრობითი და მამრობითი ყვავილებით.

მდედრობითი მცენარეები იწყებენ ყვავილობას, როგორც კი სინათლის რაოდენობა მცირდება 12 საათამდე. თუმცა, მცენარის ყვავილობის მთავარი პირობა არის სრული და უწყვეტი სიბნელე. მაგალითად, მთვარედან მოცემული ძალიან ძლიერი შუქის გამო, ყვავილობის პროცესი შეიძლება შეფერხდეს. სინათლის გარეშე, კანაფი გამოყოფს ჰორმონს, რაც სინათლის დროს ძალიან სწრაფად ირღვევა.

ასე რომ, თუ გსურთ მცენარეების გაშენება ღია სივრცეში, შეარჩიეთ ისეთი ჯიში, რომელიც იზრდება თქვენი საცხოვრებელი ადგილის სარტყელის შესაბამისად. თუ თქვენ აპირებთ კანაფის გაშენებას დახურულ სივრცეში, მაშინ უნდა ისწავლოთ მცენარით მანიპულირება.

თესლების გაღვივება

ხშირ შემთხვევაში თუ თესლი მაღალი ხარისხისაა, მაშინ გაღვივების პრობლემა არ არსებობს. მსოფლიოში ცნობილ სათესლე ბანკებში აქვთ გაღვივების 90-95% ალბათობა.

იმისათვის რომ თესლი გაღვივდეს, პირველ რიგში ჩაყარეთ ისინი წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში. როგორც კი თესლი მთლიანად ჩაიძირება წყალში, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაგროვილი აქვთ საკმარისი ტენიანობა. მოათავსეთ თესლი ორ სველ ბამბის ბალიშს შორის. მიაქციეთ ყურადღება რომ ბამბა იყოს მუდმივად ტენიანი. ბევრი ბინტს - გადაკეცილ რამოდენიმე ფენად. მაგრამ, არსებობს შანსი, რომ თესლი გაძვრება ბინტში. ასეთ შემთხვევებში, არ შეეცადოთ ბინტის გამოჭრა, თქვენ შეიძლება დააზიოანოთ ფესვი. ფრთხილად მოაცილეთ ზედმეტი ბინტი და ფრთხილად ჩადეთ მიწაში დარჩენილი ბინტის თანხლებით.

ხარისხიანმა თესლებმა უნდა გაჩვენოთ ფესვი 24 საათის შემდეგ. ითვლება, რომ თუ მათ 7 დღის შემდეგ ფესვი არ უჩანთ ეს ნიშნავს, რომ თესლი მკვდარია.

როგორც კი თესლიდან თეთრი ფესვი ამოვა, თესლი ჩააგდეთ მიწაში. სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 1-1,5 სანტიმეტრს. 2-5 დღის შემდეგ კი პირველი აღმოცენების ნიშნები იწყება.

ყოველთვის დაიცავით თესლის გაღვივებისთვის რეკომენდებული ტემპერატურა. ნიადაგის ტემპერატურა უნდა იყოს 23.8 ° C- დან 26.6 ° C- მდე დიაპაზონში, ჰაერის ტემპერატურა - შესაძლოა დაბალი იყოს 3-5 ° C- ით.

ნერგების გადანერგვა

ნერგების გადანერგვა

თუ გსურთ მცენარეების გარკვეული რაოდენობის მიღება, მაშინ ყოველთვის გამოიყენოთ სარეზერვო თესლი. ხომ არსებობს იმის შანსი რომ თესლი არ გაღვივდეს ან არ განვითარდეს, დაიღუპოს გაშენების დროს, ან სულაც აღმოჩნდეს საპირისპირო - მამრობითი სქესის.

თესლის გადარგვის ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ - შედარებით პატარა კონტეინერები, ბოთლები, ქოთნები. გადარგვის დროს მცენარეები განიცდიან სტრესს. ამ სტრესის შესამცირებლად, მცენარე გადარგეთ მისი სიცოცხლის პირველ - 5-7 დღეში. ამ ხნის განმავლობაში, ფესვი ნაკლებად იზრდება. თუ გადანერგვის ამ კონკრეტულ მომენს გამოტოვებთ, ფესვი შეიძლება გაიზარდოს ძალიან სწრაფად, რაც ასევე ზრდის მის დაზიანების რისკს. არ შეგეშინდეთ გადანერგვის - პატარა კანაფის ნერგი საკმაოდ მარტივი გადასატანია ნიადაგში! ნებისმიერი დამწყები მებაღე გაუმკლავდება ამას. გამოიყენეთ - სუფრის კოვზი. ფრთხილად ამოიღეთ მიწა ყლორტთან ერთად და გადანერგეთ იგი ახალ ქოთანში, მიწის მორწყვის შემდეგ. ღერო უნდა იყოს იმავე სიღრმეზე როგორც წინაზე იყო. ამის შემდეგ, საფუძვლიანად დაასხით რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი.

უნდა გვახსოვდეს, რომ გადანერგვა მათთვის ყოველთვის დიდი სტრესია, რაც იწვევს ზრდის შენელებას და განვითარებას. ასე რომ, შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად გადანერგოთ, იდეალურია თუ ეს მოხდება მხოლოდ ერთხელ მთელი ციკლის მანძილზე.

გენდერული განსხვავებები

გენდერული განსხვავებები

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, კანაფის ორსქესიანი მცენარეა, რომელსაც აქვს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის ყვავილები. ამასთან, თუ მცენარეებს ზრდით მოწევის მიზნით, მამრობითი სქესის მცენარეები დროულად უნდა მოაშოროთ! სინამდვილეში, მხოლოდ მდედრობითი კანაფის ჯიშები გამოყოფენ ფისს, რომელიც შეიცავს THC-ს ყვავილობის პერიოდში. თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები მოახდენენ მდედრობითის დამტვერვას, მაშინ ისინი, თავის მხრივ მთელ ენერგიას დახარჯავენ არა ფისზე, არამედ თესლის შესაქმნელად. ამრიგად, ასეთ მცენარეებში ფისი შეიცავს THC-ს ძალიან დაბალ პროცენტს.

როგორც წესი, თუ თესლი რეგულარულია, მაშინ შანსი 50/50 ზეა.

თუმცა, მამრობითი სქესისგან თავის მოსაშორებლად, ჯერ უნდა გაიგოთ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ისინი. დროთა განმავლობაში ეს საკმაოდ მარტივია. ყველა მდედრობით მცენარეზე ღეროებს შორის იზრდება მცირე ზომის "ანტენები", რომლებიც ასო ”V” -ს გავს. ასეთი ფორმირებები გვხვდება მხოლოდ მდედრებში. პირველი კონუსები იწყებენ ფორმირებას მთავარ ღეროზე, იმ ადგილებში, საიდანაც იზრდება ფოთოლი და გვერდითი ტოტები.

სასუქები

აქ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას - ყოველთვის გამოიყენეთ ორგანიკა. ქიმია შეიძლება არამხოლოდ ვერ დაეხმაროს მას, არამედ ზიანიც მიაყენოს. გარდა ამისა, ყველაფერი ბუნებრივი ბევრად უკეთესია, ვიდრე ქიმიური სუსპენზია.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ სასუქებთან ერთად ასევე უნდა იცოდეთ ზომა! სასუქების გადაჭარბებული გამოყენება მცენარისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც ჭარბი მორწყვა.

ორგანიკა

კანაფის გაშენება შესაძლებელია სასუქის გარეშეც. განსაკუთრებით თუ ღია სივრცეში გაიზრდით. ამასთან, მისი მოსავლიანობის გასაზრდელად და ზრდისთვის, მცირე რაოდენობით სასუქი სასარგებლო იქნება. ნაკელი უკეთესია გამოიყენოთ შეძენილი. ის არ შეიცავს არასაჭირო ბაქტერიებს, მიკრობებს, რომლებსაც მცენარის განადგურება შეუძლიათ. ასევე სასარგებლო იქნება ხის ფისის მიწაში დამატება.

შეეცადეთ რომ მცენარეს მიეწოდებოდეს ბევრი ჰაერი. ჰაერის მიმოქცევა უნდა იყოს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნითაც, ფესვთა სისტემაში. თუ ფესვები არ მიიღებენ საკმარის ჟანგბადს, მცენარის ფოთლები გაყვითლდება და გახმება. ასე რომ, ქოთანში რაც შეიძლება მეტი ხვრელი გააკეთეთ, არა მხოლოდ ქვემოდან, არამედ გვერდებზეც. კარგი იქნება თუ მიწაში გადაურევთ დატეხილ პენოპლასტებს.

ყოველთვის გააკეთეთ ჩანაწერები და აღნიშვნები, რათა მომავალში იცოდეთ როგორ იკვებება ეს ჯიში, რამდენი სასუქი, მორწყვა და შუქი სჭირდება.