რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ კანაფზე თეთრ ნადებს შევამჩნევთ?

იანვარი 18, 2022

კანაფის მოყვანისას, ყურადღება მრავალ საკითხს უნდა მივაქციოთ - განათებას, კვებას, მოსავლის რაოდენობის გაზრდას და სხვა. ბევრი გროვერი არც კი ფიქრობს ობის დაავადებაზე, რომელიც ძალიან ხშირად ჩნდება მცენარეზე. სწორედ ობი შეიძლება გახდეს მცენარის ჯანმრთელობის სერიოზული რისკების მიზეზი.

შინაარსი

თუ მარიხუანაზე ობის ნიშნები შეამჩნიეთ, არასდროს მოიხმაროთ ის.

დაობებული კანაფის მოხმარება არ მიაყენებს ზიანს ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში ზიანი შეიძლება სერიოზული აღმოჩნდეს, მან შესაძლებელია გამოიწვიოს ხველა, ღებინება, თავის ტკივილი, ისეთი სერიოზული პრობლემებიც კი, როგორიც ასპერგილოზია.

მარიხუანაზე ობი ჩნდება როგორც ზრდის პროცესში, ასევე მოსავლის აღების შემდეგ, თუ ადგილი აქვს მის არასწორ პირობებში შრობასა და შენახვას.

ფუჭდება თუ არა კანაფი?

ფუჭდება თუ არა კანაფი?

მარიხუანას, როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეს, შეუძლია ობის წარმოქმნა. თუ მცენარეზე თეთრ ლაქას დაინახავთ - სავარაუდოდ ეს ობია. სავარაუდოდ მოგიწევთ მცენარის მოჭრა და ახალი გროვის მცდელობა.

ობი შეიძლება იყოს სხვა და სხვა ფერი: თეთრი, ჭუჭყიანი-თეთრი, ყვითელი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი.

თუ არ გაჩნდა ობი, თქვენს მცენარეს არაფერი ემუქრება. სანამ მოსავალი სწორად ინახება, მასაც არაფერი დაემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე, როგორც ყველა სხვა მცენარის, კანაფის უჯრედბიც იშლება და მჟავიანდება, რაც ამცირებს მის ეფექტს.

ობის სახეობები

კანაფზე შეიძლება გაჩნდეს რამდენიმე სახეობის ობი, თითოეული მათგანი ერთნაირად საშიშია. ობის განვითარება ნებისმიერ სტადიაზე არის შესაძლებელი. უმეტეს შემთხვევაში, ობი მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე ჩნდება.

წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია თვეების განმავლობაში გაწეული შრომის უშედეგოდ ჩავლა. განვიხილოთ ობის შედარებით გავრცელებული სახეობები, რომლებიც კანაფის ზრდის დროს გვხვდება, როგორ მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება და შევამციროთ მათი ზრდის ალბათობა. სამწუხაროდ, როდესაც ჩნდება ობი, მცენარის ზრდას აზრი აღარ აქვს, მკურნალობის მეთოდები არ არსებობს.

ობი შეიძლება გვხვდებოდეს კონკრეტული ჯიშების შემთხვევაში, ამიტომ რეკომენდირებულია ყოველთვის ჩავატაროთ კვლევები მათი შერჩევისას.

თეთრი ფქვილისებრი ნამი

თეთრი ფქვილისებრი ნამი

ობის ეს ტიპი ჩნდება ცხელი, ტენიანი, სტაგნაციური (უმოძრაო) ჰაერის პირობებში. ძირითადად ის ჩნდება მსხვილ, ზედა ნაწილში მდებარე ფოთლებზე, რადგან მათ შორის ჰაერი ნაკლებად მოძრაობს. ობი შეიძლება ღეროზეც გაჩნდეს, ამიტომ, აუცილებელია მთელი მცენარის საგულდაგულოდ სრულად დათვალიერება!

ამ ტიპის ობი, ასეთივე სიხშირით ჩნდება დახურულ შენობებში, ცუდი ვენტილაციის მქონე გროუბოქსებში. ხშირად დაათვალიერეთ თქვენი მცენარეები. თუ ბოქსში მოათავსებთ ვენტილატორს და გააუმჯობესებთ ჰაერის ცირკულაციას, შესაძლებელია შეამციროთ ფქვილისებრი ნამის წარმოქმნის რისკები.

ობის მოცემული სახეობა ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს მცენარეს ფქვილი მოაყარეს. ხშირად ფქვილისებრი ობი კანაფის ყვევილედების ტრიქომებში შეიძლება აგერიოთ. მათი განსხვავების მარტივი საშუალება - კაშკაშა სინათლის დასხივებაა, ტრიქომები, ობის ნადებისგან განსხვავებით, წვრილი კრისტალების მსგავსად ბზინავს.

საბედნიეროდ, თუ დროულად შეამჩნევთ, რომ მცენარეზე ობი ჩნდება, შესაძლებელია მისი გადარჩენა. გირჩევთ მომენტალურად მოაშოროთ მცენარის დაზიანებული ნაწილები.

შემდეგ შეგიძლიათ ფუნგიციდების გამოყენება. ისინი ებრძვიან სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრს.

თეთრი ფქვილისებრი ნადებისგან გათავისუფლების კიდევ ერთი საშუალება -ნიმის ზეთის (Neem Oil) გამოყენებაა. ის მოიპოვება ინდოეთში მზარდი მცენარისგან და ძალიან ეფექტურად აფერხებს სოკოს გავრცელებას და ეფექტურად ებრძვის მავნებელ მწერებს.

არსებობს რამდენიმე თვითნაკეთი ფუნგიციდი, რომელიც გამოირჩევა ეფექტურობით:

  • საკვები სოდის, თხევადი საპნის და მცირე რაოდენობის წყლის კომბინაცია პულვილიზატორში, მოქმედებს ფუნგიციდის მსგავსად. სასურველია კასტილიური საპნის გამოყენება, რადგან პიტნის არომატი აფრთხობს მავნებლებს.
  • შეურიეთ ერთი წილი პირის ღრუს სავლები საშუალება სამ წილ წყალს და პულვილიზატორის საშუალებით დანამეთ მცენარე. გირჩევთ, რომ აღნიშნული მეთოდი მცენარის სრულად დანამვამდე, გამოიყენოთ მცირე მონაკვეთზე, რადგან არსებობს მცენარის დაზიანების ალბათობა.
  • მცენარის წყლით დანამვა შესაძლებელია პრობლემის სწრაფი გადაჭრის საუკეთესო საშუალება იყოს. თეთრი ფქვილისებრი ნამი - სოკოს ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა, რომელიც თითქმის არ გადადის წყლით; ეს მეთოდი მნიშვნელოვნად აფერხებს ობის გავრცელებას. უმჯობესია სხვა, შედარებით ეფექტური მეთოდის გამოყენება, რადგან აღნიშნული არ სპობს სოკოს, ის მხოლოდ აფერხებს მის გავრცელებას.

სურათებზე წარმოდგენილია ფქვილისებრი ნამი:

სურათებზე წარმოდგენილია ფქვილისებრი ნამი
სურათებზე წარმოდგენილია ფქვილისებრი ნამი

ნაცრისფერი ობი/კვირტის სიდამპლე

ნაცრისფერი ობის მეცნიერული სახელწოდებაა - botrytis cinerea. როგორც წესი, ობი ნაცრისფერი - მოყავისფროა. ის ჩნდება გრილ, ტენიან გარემოში. მისი ზრდისთვის აუცილებელია სპორები. მათი გავრცელება შესაძლებელია ჰაერის, ტანსაცმლის და წყლის საშუალებით. სწორედ ეს გახლავთ გაკრეჭვის დროს მოწყობილობების სტერილიზაციის აუცილებლობის მიზეზი.

ყვავილედების ლპობის ალბათობის შესამცირებლად გირჩევთ:

  • დარწმუნდით, რომ არ გაცვიათ პოტენციურად ინფიცირებული ტანსაცმელი და მცენარესთან მუშაობის დაწყების წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები. შენობაში მოყვანა მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადების გაჩენის რისკს.
  • ყოველთვის გაასტერილეთ მოწყობილობები, რომლებსაც მცენარესთან იყენებთ.
  • ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურასა და ტენიანობას. დაავადება შედარებით ნელა ვრცელდება მშრალ და თბილ გარემოში.
  • ყურადღება მიაქციეთ ძირითად ღეროს, რადგან მასთან ჰაერის ცირკულაცია ნაკლებია. დაავადების აღმოჩენისთანავე მოჭერით დაზიანებული ნაწილი და დარწმუნდით, რომ ის არ ეხება მცენარის სხვა ნაწილებს. ლპობა შეიძლება გავრცელდეს ძალიან სწრაფად, ამიტომ არ გადადოთ დაზიანებული ნაწილების მოჭრა.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე გამოსახულებას, თუ როგორ გამოიყურება მოცემული დაავადება. დაზიანებული ყვავილედები შეხებისას ადვილად იშლება.

ნაცრისფერი ობი/კვირტის სიდამპლე
ნაცრისფერი ობი/კვირტის სიდამპლე

თეთრი ობი

ობის ეს ტიპი შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოს სხვა და სხვა სახეობებით, მაგალითად aspergillus, cladosporium და penicillum. რამდენადაც, ბევრ ჩვენგანს არ აქვს ლაბორატორია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა ობის გამომწვევი სოკოს სახეობის დადგენა, მოხდა სოკოების ერთ კატეგორიად გაერთიანება, რადგან ისინი ერთმანეთს ჰგვანან და იზრდებიან ერთსა და იმავე პირობებში. ობი ძირითადად თეთრი ფერის არის, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ნაცრისფერი, მწვანე, შავი და ყვითელი შეფერილობა.

თეთრი ობი ძირითადად მოსავლის აღების შემდეგ ჩნდება, შრობის პროცესში. თუ კანაფს სათანადო პირობებში არ გავაშრობთ, მასში დარჩება ტენი, რაც იდეალური გარემოს ქმნის აღნიშნული ტიპის ობისთვის. უნდა ვისწავლოთ სწორად გაშრობა. კანაფის საჭირო პირობებში შენახვა - პრობლემის აღმოფხვრის საუკეთესო საშუალებაა.

ვიდრე გადავალთ კანაფის სწორად გაშრობის განხილვაზე, ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურება თეთრი ობი:

თეთრი ობი

შენახვის წესები

მარიხუანაზე თეთრი და ნებისმიერი ლაქების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო საშუალება - სწორი შენახვაა.

საუკეთესოა მინის ან კერამიკული ტარის გამოყენება. კონტეინერი უნდა იყოს ჰერმეტული, რათა არ მოხდეს სხვა სურნელის და გემოს შერევა.

შეგიძლიათ კონტეინერი გრილ და ბნელ ადგილზე შეინახოთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ გირჩები არ არის ტენიანი. თუ იყენებთ ახლად გარეცხილ კონტეინერს, დარწმუნდით, რომ ის მშრალია. დარჩენილი წყლის უმნიშვნელო რაოდენობაც კი ზრდის ობის გაჩენის რისკს.

მნიშვნელოვანია იქონიოთ გრილი და ბნელი სათავსო, რადგან ახალი ყვავილედები მდიდარია ტჰკ და კბდ-თი. სინათლის პირდაპირი სხივების მოხვედრის შემდეგ, ტჰკ იწყებს დაშლას და წარმოქმნის CBN კანაბინოიდს, რომელიც ნაკლებად ეფექტურია. თუ ეს მოხდება, არაფერი გემუქრებათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ THC წარმოქმნის CBN-ს, მარიხუანას არ ექნება თავდაპირველი გემო.

მინის ქილები მოსავლის შენახვის საუკეთესო საშუალებაა. მათი შენახვა სიგრილეში შეიძლება 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. თუ მოსავალს კერამიკულ ქილაში მოათავსებთ და მასზე თეთრი ნადები გაჩნდება, ესე იგი, ქილა არ იყო მშრალი, რამაც მოახდინა ობის გაჩენის პროვოცირება.

შეამოწმეთ ძველი მარაგი

თუ შეინახეთ მარაგი და ღელავთ არასასურველ მოვლენებზე, არსებობს მეთოდები, რომლებიც დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება.

თუ მარიხუანას დიდი ხნის განმავლობაში ინახავთ, მოხმარებამდე საჭიროა მისი შემოწმება.

თუ ფოთლები გაშრა და გახდა ფხვიერი, სავარაუდოდ ის არ იქონიებს სასურველ ეფექტს.

თუ ყვავილედებზე აღმოაჩინეთ თეთრი, ფხვნილის მსგავსი ლაქები, ის დაავადებულია და მისი მოწევა კატეგორიულად აკრძალულია.

თუ გაქვთ დაობებული კანაფი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ალუბლის ზეთის ან თაფლის დასამზადებლად. დეკარბოქსილირების პროცედურის და იზოპროპილის ან ეთანოლის გამოყენების დროს ობის სპორები კვდება, რაც კანაფს მოხმარებისთვის უსაფრთხოს ხდის.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ გირჩის ხელით დაფშვნა, თუ გაიგებთ მტვრევის ხმას, მარიხუანა მშრალია. თუ ხმაური არ აქვს, გირჩი ტენიანია და ობის გაჩენის რისკი მაღალია.

ვიზუალური სიგნალების გარდა, ქილის გახსნისას იგრძნობთ სასიამოვნო სუნს. თუ სუნი მძაფრია, სავარაუდოდ გაჩენილია ობი. ლაქების არქონა არ ნიშნავს ობის არარსებობას. თუ იგრძნობა პლასტიკის სუნი, მოსავალი ცუდად ინახებოდა.

იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ინახავდით მარიხუანას, მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს მარიხუანას სუნი. რაც უფრო დიდია მცენარე, სურნელი იქნება უფრო ინტენსიური. მაგრამ ის არ უნდა იცვლებოდეს. თუ შერეულია სხვა სურნელი, შენახვის პირობები დარღვეულია.