კანაფის კლონირება
შინაარსი
- უპირატესობანი
- ნაკლოვანებები
- რაში მდგომარეობს წარმატებული კლონირების საიდუმლო
- ფესვების წარმოქმნის სტიმულატორები
- რას წარმოადგენს ფესვების ჰორმონები
- სტიმულატორების გამოყენება
- ფხვნილი
- სითხე
- გელი
- რა უნდა გავაკეთოთ კალმის გაფესვიანებისთვის
- გარემო პირობები
- როგორ ვიეშმაკოთ
- სტიმულატორების მომზადება სახლის პირობებში
- დარიჩინი
- თაფლი
- ტირიფის ექსტრაქტი
- ალოე ვერა
- ვაშლის ძმარი
- ასპირინი
- რა ემართება მშობელ მცენარეებს
- დასკვნა
კანაფის კლონირება - შესანიშნავი მეთოდია, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გენეტიკა საყვარელი შტამის მოსაყვანად ისე, რომ არ ვხარჯოთ ფინანსები კაკლებზე . ამ პროცესში სერიოზული ფუნქცია ფესვების ჰორმონებს აქვს, რომლებზეც ბევრია დამოკიდებული პროცესის წარმატებაში.
უპირატესობანი
კლონის ყველა თვისება და თავისებურება წინასწარ არის ცნობილი, რაც იმით აიხსნება, რომ კლონირებულ მცენარეში გენების ისეთივე ნაკრებია, რაც მშობელ მცენარეში. თუ თქვენ სელექციონერი ხართ, ეს უპირატესობა განსაკუთრებით ფასეული იქნება. ერთი კანამცენარე , ერთდროულად რამოდენიმე „ტყუპს“ იძლევა. ეს ძალიან მოსახერხებელია ახალი ბუჩქების მისაღებად ხარჯების მინიმიზაციისთვის.
პლიუსი გახლავთ ასევე ის, რომ კანაფის ჯიშების კლონირება „დედის“ სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. მას შემდეგ, რაც კალამი გამოიღებს ფესვებს, მისი გადარგვა მაშინვე არის შესაძლებელი. გამოტოვებულია თესლის გაღვივების პროცესი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი მცენარის მისაღებ დროს.
ნაკლოვანებები
დადებითი მხარეების გარდა, გამრავლების ამ მეთოდს აქვს ნეგატიური მომენტებიც, რომელთა შესახებ უმჯობესია წინასწარ იცოდეთ, რათა არ შეხვდეთ უსიამოვნო სიურპრიზებს.
კლონის გადარგვის შემდეგ, ჯერ შეამჩნევთ, რომ ის მშობელ კანამცენარეზე ნელა იზრდება. ეს ნორმალური მოვლენაა, არ იდარდოთ. დამწყები მებაღეები ხშირად უშინდებიან ასეთ რეაქციას და წყვეტენ პროცედურას, რადგან ჰგონიათ, რომ დაუშვეს შეცდომა და ყველაფერი გააფუჭეს.
გამრავლებულ მცენარეს შესაძლებელია ჰქონდეს სტრესული ფაქტორებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შედარებით დაბალი უნარი. მებაღემ საგულდაგულოდ უნდა ადევნოს თვალი შემდეგ ფაქტორებს:
- განათება;
- ტენიანობის დონე;
- ტემპერატურა;
- სასუქის დოზები;
- рН - მორწყვის ბალანსი.
„დედისგან“ მოშორების შემდეგ, ტოტი განიცდის სტრესს, რომელიც ვლინდება მავნე მწერების და მიკროორგანიზმების შეტევებისგან თავის დაცვის დაბალი უნარით. ამ შემთხვევაში გროვერი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს.
ნაკლს წარმოადგენს ისიც, რომ თქვენ ვერ გაამრავლებთ ავომოყვავილეს , რომელიც გენოტიპში შეიცავს Ruderalis. რთულია შექმნათ კლონები დომინანტი სატივას და ადრეული ყვავილობის სტრეინებისგან .
რაში მდგომარეობს წარმატებული კლონირების საიდუმლო
კანაფის კლონირების პროცესი არაპროგნოზირებადი პროცესია არა მხოლოდ დამწყებთათვის, არამედ გამოცდილი გროვერებისთვისაც . მიუხედავად ასეთი სირთულისა, პროცედურა მაინც პოპულარულია. გროვერს არაერთხელ ექნება წარუმატებელი მცდელობები, კლონმა შეიძლება არ გაიხაროს. ყველაზე ხშირად მცენარე იღუპება მებაღის ქმედებების გამო. სწორედ კლონის კულტივირებისას დაშვებული შეცდომები იწვევს მის სიკვდილს ჯერ კიდევ გამაგრების სტადიამდე.
წარმატებული კლონირებისთვის გროვერი მზად უნდა იყოს ექსპერიმენტებისთვის. სწორედ ამ შემთხვევაში გამოავლენს ის თავისთვის შესაფერის წარმატების ფორმულას. თავიდანვე განეწყვეთ, რომ თავდაპირველად შეიძლება არაფერი გამოგივიდეთ , მხოლოდ წარუმატებლობების შემდეგ შეძლებთ ააწყოთ განსაზღვრული ალგორითმი, რომლის შედეგიც კანაფის ჯიშების წარმატებული კლონირება იქნება. ჯერ კიდევ არ გამოუგონებიათ ერთიანი მეთოდი კლონის გაფესვიანებისთვის , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მებაღე ბიოსტიმულატორების სახით ფესვების ჰორმონებს გამოიყენებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფესვთა სისტემის განვითარებას.
შეგიძლიათ მოჭრათ კალმები ბრიტვის საშუალებით 45გრადუსიანი კუთხით, მაგრამ ჰორმონების პორციის და პროპაგატორის გარეშე გამარჯვების შანსი მინიმალურია.
ფესვების წარმოქმნის სტიმულატორები
უკვე მოამზადეთ ბასრი ბრიტვა ან სკალპელი, შეიძინეთ პროპაგატორი , რას აკეთებთ შემდეგ? შემდეგი ფაზა - ფესვის წარმოქმნის სტიმულატორის შერჩევაა.
უმჯობესია გამოიყენოთ პროდუქცია, რომელიც უშუალოდ მარიხუანასთვის არის განკუთვნილი. ასეთი საშუალება მაქსიმალურად საიმედო იქნება. მებაღეების ნაწილი ამბობს, რომ ჩვეულებრივი მებაღეობის პროდუქციაც მოქმედებს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მისგან ხეირი არ არის. შესაძლოა შედეგი მწარმოებელზეა დამოკიდებული, მაგრამ, რა საჭიროა გარისკვა, როდესაც შეიძლება ვიწრო მოქმედების სტიმულატორის შეძენა?
კანაფის გაფესვიანების დასაჩქარებელი მაღალი ხარისხის ჰორმონები არ ღირს ძვირი. ის დაახლოებით 25$ დაგიჯდებათ. კანაფის წარმატებული კლონირებისთვის ღირს ხარჯის გაწევა, რადგან ყველაფერი მიღებული შედეგით აგინაზღაურდებათ . თუ გსურთ გამრავლებით მომავალშიც დაკავდეთ , აუცილებელია შეიძინოთ ხარისხიანი ინსტრუმენტი, გაერკვეთ სტიმულატორებში და შეარჩიოთ სამუშაო მეთოდიკა. ეს ყოველივე მცდელობების და შეცდომების შედეგად მიიღება. ივარჯიშეთ იმდენი, რამდენიც სტაბილური, პოზიტიური შედეგის მისაღებად დაგჭირდებათ. ფესვის წარმოქმნის ბიოსტიმულატორის გამოყენება - მეთოდია, რომელიც დაგეხმარებათ.
რას წარმოადგენს ფესვების ჰორმონები
ასეთი ნივთიერებები ააქტიურებს მარიხუანას ზრდას. ბუნებაში არსებობს ბუნებრივი წარმოშობის 5 აღიარებული ჰორმონი:
- აუქსინები ;
- აბსციზის მჟავა;
- ციტოკინინები ;
- ეთილენი ;
- ჰიბერელინი .
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებში , რომლებიც კანაბისს განვითარებაში ეხმარება, მთავარ როლს თამაშობს ციტოკინინების და აუქსინების თანაფარდობა (ფესვის წვენი). არსებობს აუქსინების 2 ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა:
- ინდოლ-3-ძმარმჟავა (IAA) ან ინდოლ-3- ძმარმავა ( იუკ );
- ინდოლ-3- ცხიმმჟავა (IBA ან იუკი ).
სტიმულატორების გამოყენება
ზოგადად ფესვის წარმომქმნელი ინსტრუმენტები ეფუძნება IBA ან სინთეთიკურ აუქსინ NAA (1-ნაფტალინძმარმჟავა). მაღაზიები სავსეა განვითარების დამაჩქარებელი ეფექტური საშუალებებით. ინდორის მებაღეები, როგორც წესი, იყენებენ მათ სამ ძირითად სახეობას.
ფხვნილი
გავრცელებულია კომერციულ მწარმოებლებსა და მებაღეებში , რომლებიც გეგმავენ კლონების დიდ სივრცეში დარგვას. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მას ყველაზე ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს. მცირე პორცია საკმარისია უამრავი კლონისთვის .
ექსლუატაცია არ არის რთული: დაფარეთ მისით კალმის გადაჭრის ადგილი. პროდუქტის ეკონომიისათვის იყენებენ საშუალო სიღრმის მოცულობას, მაგალითად ბოთლის სახურავს. კლონის ბოლოს ათავსებენ ფხვნილში, შემდეგ მოცულობაში - გასამაგრებლად.
სითხე
კლონირების სითხე გამოსაყენებლად საკმაოდ უნივერსალური საშუალებაა. ზოგი გროვერი აზავებს მას რამდენიმე მილილიტრ рН 6.0 წყალში და მომზადებულ სითხეს ასხამს ნიადაგში. წარმოდგენილი სტიმულატორი აუმჯობესებს მცენარის მიწისქვეშა ნაწილს მთლიანად. კლონირების ამ მეთოდისთვის შესაფერისია შემდეგი შემავსებლები:
- ქოქოსის რძე;
- გრანულები აღმოცენებისთვის ;
- მინერალური ბამბა.
მებაღეების სხვა ნაწილი ათავსებს კალმის ბოლოს ხსნარში 5 წამით და შემდეგ რგავს მას ნიადაგში.
გელი
სავარაუდოდ, ეს ყველაზე გავრცელებული მასალაა კანაფის გროვერებს შორის. გროვერები აქტიურად იყენებენ მას სახლში კულტივირებისას . ის თითქმის სხვების მსგავსად გამოიყენება. მებაღე ათავსებს კალმის გადაჭრილ ნაწილს გელით სავსე პატარა ჭურჭელში. ამ პრეპარატის გამოყენება მარტივია და აუცილებლად მიგიყვანთ ტრიუმფამდე.
რა უნდა გავაკეთოთ კალმის გაფესვიანებისთვის
არ არის საკმარისი მხოლოდ სტიმულატორის გამოყენება. კლონის მისაღებად ცოტა შრომაც მოგიწევთ.
გარემო პირობები
გარემოს გაფესვიანებისთვის გადამწყვეტი როლი აქვს. ამ მიზნისთვის უმჯობესია პროპაგატორი და სინათლის ციკლი 18/6. თეთრი განათება საუკეთესოა, თუ ის ძალიან არ ათბობს ჰაერს. ჩვეულებრივი გახურების ნათურა არ გამოგადგებათ, გამოიყენეთ ლუმინესცენტური , მეტალო ჰალოგენური ან შუქდიოდური ნათურები. ძალიან ძლიერი სინათლის წყარო საჭირო არ არის, საკმარისია 250 ვტ. ძალიანაც რომ გინდოდეთ დააყენოთ 24 საათიანი განათება, არ გირჩევთ, რადგან მიწისქვეშა ორგანოების ფორმირება ძირითადად ღამე ხდება. სინათლის ენერგია - ნამდვილად კარგია, მაგრამ სარგებელს 18/6 რეჟიმი მოგიტანთ.
სასურველი შედეგის მისაღებად, გაფესვიანების დროს უნდა შეინარჩუნოთ ოპტიმალური კლიმატი. შეინარჩუნეთ ტენიანობა 60%, ხოლო ტემპერატურა 24 გრადუსი. ტენიანობის დონის მკვეთრი დაწევის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაატენიანოთ სტრეინები პულვილიზატორით . ოპტიმალური კლიმატის უზრუნველყოფა გაგიმარტივებთ ბალახის გაფესვიანებას .
როგორ ვიეშმაკოთ
შანსების გასაზრდელად, ზოგი მებაღე პატარა ეშმაკობებს მიმართავს. აუქსინების კონცენტრაციის ასამაღლებლად კლონირების ფხვნილი შეურიეთ ჩითილის გადასარგავ ნარევს. ეს მეთოდი ეფექტურად მოქმედებს საშუალო ზომის ქოთნებში გადარგულ მცენარეებზე, რაც იმით აიხსნება, რომ მცენარის ვეგეტაციის ეტაპზე საჭირო იქნება მისი გადარგვა ნაკლები კონცენტრაციის აუქსინების სუბსტრატში . წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება შეფერხდება. მოზრდილ ქოთანში გადატანით აღნიშნული პირობა ავტომატურად სრულდება.
ასევე დასაშვებია სუსტი ხსნარის გამოყენება საუკეთესო გაფესვიანებისთვის . დაამატეთ რამოდენიმე გრამი მასტიმულირებელი მასა წყალში და შემდეგ მორწყეთ სუბსტრატში დარგული კალამი. ეს მეთოდი გამოიყენება მცენარის საბოლოო კონტეინერში გადატანისას, რადგან ის არ იძლევა აუქსინების სუბსტრატში დაგროვების საშუალებას, შესაბამისად არ ფერხდება უჯრედებს ზრდა.
სტიმულატორების მომზადება სახლის პირობებში
მწარმოებლები გვთავაზობენ დიდი რაოდენობის გამფესვიანებელ საშუალებებს, რომლებიც აძლიერებენ კალმების იმუნიტეტს, თუმცა მათი უმეტესობა ქიმიური წარმოშობისაა. ბოლო წლებში მებაღეები უპირატესობას ორგანიკას ანიჭებენ და გაურბიან ხელოვნურ პრეპარატებს. მიზეზი ორგანიკის პოპულარობის ზრდა არის. გროვერისთვის სასარგებლო იქნება სხვა და სხვა სახის ორგანული წარმოშობის მასტიმულირებელი საშუალებების გაცნობა, რომელთა დამზადება სახლშიც მარტივად არის შესაძლებელი. მათ ნაწილს ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ.
დარიჩინი
ის სასარგებლოა არა მხოლოდ გაფესვიანებისთვის , არამედ სოკოს მოსპობისა და პროფილაქტიკისთვის, ის იცავს ახალგაზრდა და სუსტ მცენარეებს პათოგენებით დაზიანებისგან. ხარისხიანი შემავსებელი ნარგავს საშუალებას განავითაროს ფესვები ჰორმონების ხარჯის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტი დრო არის საჭირო. დარიჩინი იცავს „ახალშობილ“ კანაბისს მანამ, სანამ ის მოახდენს ფესვთა სისტემის ფორმირებას.
მოქმედებების თანმიმდევრობა:
- ჩაყარეთ და გულდასმით შეურიეთ რამოდენიმე გრამი დარიჩინი პატარა მოცულობაში ჩასხმულ სუფთა წყალს;
- მომზადებულ ხსნარში ჩადეთ კალმები;
- ჩარგეთ მიწაში.
თაფლი
მისი დახმარებით, კალმებს ჯერ კიდევ წლების წინ აფესვიანებდნენ , ასე რომ, ეს ნამდვილი ოლდსქულია . ამ სუბსტანციაში შედის უამრავი სასარგებლო ფერმენტი და ვიტამინი. პროდუქტი ეფექტურად ასრულებს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის ფუნქციებს. თაფლის გამოყენება გაფესვიანების სრულფასოვან დამაჩქარებლად არ არის რეკომენდირებული , მისი ძირითადი ამოცანა, ახალგაზრდა ფესვების დაცვაა.
გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური წარმოშობის თაფლი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას: მასში არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით შაქრის სიროფი. აუცილებლად დარწმუნდით, რომ თაფლი ნატურალურია.
ალგორითმი:
- თავდაპირველად გააცალკევეთ თხევადი და ჩაშაქრული თაფლი ერთმანეთისაგან;
- შემდეგ ჩადეთ კლონი თხევად ნაწილში, ამოღების შემდეგ დაელოდეთ ზედმეტი თაფლის ჩამოწურვას ;
- ჩარგეთ ნიადაგში;
ტირიფის ექსტრაქტი
ბუნებრივი გაფესვიანების სტიმულატორი, რომელსაც მებაღეები ასეული წლების განმავლობაში იყენებენ. ტირიფის წვენში ინდოლ-3- ცხიმმჟავა ( იმკ ) მაღალი კონცენტრაციაა, რომელიც მარიხუანას გაუმჯობესების ბუნებრივ სტიმულატორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ტირიფის ტოტები, რომლებიც მიწაზე დევს, იკეთებს ფესვებს, საიდანაც სრულფასოვანი ხე იზრდება.
მოსამზადებლად:
- აიღეთ ტირიფის რამოდენიმე ტოტი და დაჭერით ის ავტოკალმის ზომაზე, იმდენი, რომ ორი ჭიქა შეივსოს. არ გირჩევთ ჩამოცვენილი ტოტების გამოყენებას, რადგან მათში მჟავა ნაკლები რაოდენობით იქნება. ასევე შეიძლება ხის მერქნის გამოყენება, მაგრამ ის უფრო დიდი რაოდენობით დაგჭირდებათ ;
- დაჭერით მერქანი წვრილ ნაჭრებად და ჩადეთ 5 ლიტრიან კონტეინერში (ასევე ტოტები);
- აადუღეთ ქვაბში 4 ლიტრი წყალი;
- დაასხით მდუღარე წყალი დაქუცმაცებულ მერქანს ან ტოტებს და გააჩერეთ 12-24 საათის განმავლობაში;
- გადაწურეთ მიღებული სითხე და გადაასხით ქილაში.
ბიომასა მაცივარში 2 თვე ინახება. როდესაც დაიწყებთ კლონირებას, გადაასხით ექსტრაქტი ისეთ მოცულობაში, სადაც კალმების ჩადებას შეძლებთ. გააჩერეთ კალმები სტიმულატორში რამოდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩარგეთ.
ალოე ვერა
ეს ბუნებრივი დამაჩქარებელი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ზრდის ბიოსტიმულატორი გახლავთ. მას ზრდასრული ბუჩქების მოსარწყავადაც იყენებენ, ჯანსაღი განვითარებისათვის.
მოქმედებების თანმიმდევრობა:
- მოტეხეთ ალოეს ტოტი და ჩაწურეთ წვენი კონტეინერში, სადაც სუფთა წყალია;
- კარგად მოურიეთ სითხეს წვენის სრულ გახსნამდე, საბოლოოდ წყალი მწვანე ფერს მიიღებს;
- მოჭერით კალმები და ჩადეთ ხსნარში 24 საათით;
- 24 საათის შემდეგ კიდევ მოტეხეთ ტოტი და დარგვამდე ჩაარჭეთ მის რბილ ნაწილში კალმები;
- დარგეთ კალამი.
ვაშლის ძმარი
მას დიდი სარგებელი მოაქვს კანაფისთვის. მიუხედავად ამისა, მის გამოყენებას გაზავებული სახით გვირჩევენ. მჟავის მაღალი შემცველობა გაუზავებელ პროდუქტში ძლიერ აქვეითებს рН დონეს ნიადაგში.
ალგორითმი:
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი ძმარი;
- გახსენით 6 ჭიქა გაფილტრულ ან ნადგამ წყალში და კარგად მოურიეთ;
- ჩადეთ კალმები ხსნარში 10 წამით;
- დაიწყეთ დარგვა.
ასპირინი
ასპირინის აბებს ასევე იყენებენ ფესვების წარმოქმნის გააქტიურების მიზნით. აბები წარმოადგენს სალიცილის მჟავას. მართალია ასპირინი მთლად ორგანული არ არის, მაგრამ იაფი და პრაქტიკულია.
როგორ გამოვიყენოთ ასპირინი:
- შეიძინეთ ასპირინი, რომელიც არ შეიცავს დამატებით ინგრედიენტებს;
- გახსენით აბი წყლიან ჭიქაში;
- ურიეთ იქამდე, რომ წყალში არ დარჩეს მყარი ნაწილაკები;
- ჩადეთ ხსნარში კალმები რამოდენიმე საათით;
- დაიწყეთ დარგვა.
რა ემართება მშობელ მცენარეებს
„დედა“-ს შეუძლია არ გამოვიდეს ვეგეტაციის სტადიიდან, თუ არ შევამცირებთ სინათლის დღეს, რომელიც ახდენს ყვავილობის პროვოცირებას. რეგულარულად მორწყეთ ბუჩქი და შემოჭერით ზედა ტოტები. პირველი მოქმედების მიზანია - მცენარე არ გახმეს, მეორე - მცენარე არ გაიზარდოს ძალიან მაღალი. თქვენ გრჩებათ მცენარე, რომელიც მუდმივად გამარაგებთ გასამრავლებელი მასალით. მიღებული კლონები ამ მეთოდით ასევე შეგიძლიათ გარდაქმნათ ერთგვარ დონორად.
დასკვნა
ცოტა გროვერი ავლენს ინტერესს „ მიწისქვეშეთისადმი “ გროვინგის დროს, შემდეგ კი ეძებენ მიზეზს, თუ რატომ ვერ მიიღეს სასურველი შედეგი, არადა პასუხი მარტივია: მცენარე ვერ შეეგუა გროვერულ გარემოს. ახლა უკვე იცით, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ პირობები კარგი ხარვესტისათვის .