როგორ ეხმარება კანაბისი ართრიტის მქონე პაციენტებს

ოქტომბერი 29, 2020

შინაარსი

სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციის ფარგლები ფართოვდება მთელს მსოფლიოში. განვითარებული ქვეყნების გარდა ლეგალიზება ხდება განუვითარებელ ქვეყნებშიც. მაგალითად აფრიკაში, ზიმბამვესა და განაში. ასეთი ცვლილებები სრულიად კანონზომიერია. ართრიტი - ერთ-ერთი დაავადება, რომლის დროსაც სამედიცინო კანაბისს რეალურად შეუძლია დახმარება. ეს დამტკიცებულია კლინიკური და მრავალი რეალური პრაქტიკის საფუძველზე. მოცემულ მასალაში დეტალურად განვიხილავთ ამ ქრონიკული დაავადების პროფილაქტიკის საკითხს.

შესავალი

ფიზიკური ტკივილი პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნის და ეს დაავადება ფაქტიურად განუკურნებელია. კანაბისს შეუძლია ტკივილის და შეშუპების საგრძნობლად შემცირება, ასევე შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება. ეს ხდება ეფექტის წყალობით, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია კანაბიდიოლის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე მოქმებით, ასევე ბუნებრივ ცხიმებზე, რომლებსაც მცენარე შეიცავს. გარდა ამისა, კანაფს შეუძლია ძვლების ჯანმრთელობის გაძლიერება, აღდგენის პროცესში ძვლის ქსოვილის მინერალიზაციის სტიმულირებით.

ართრიტის მასშტაბები

ართრიტის მასშტაბები

ალბათ ყველა ჩვენთაგანი იცნობს ვინმეს (ძირითადად ასაკოვანს დასუსტებული იმუნური სისტემით), ვისაც აქვს ართრიტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პლანეტაზე. ართრიტი სხვა და სხვა ფორმებში, სიცოცხლის სხვა და სხვა ეტაპზე უჩნდება მსოფლიოს ყოველ მეოთხე ადამიანს. ტერმინი „ართრიტი“ მოიცავს ასობით „მონათესავე“ დაავადებას, რომლებიც აზიანებენ სახსრებს და მის გარშემო ქსოვილებს.

მხოლოდ ესპანეთში 230000 ადამიანს აქვს რევმატოიდული ართრიტი, განუკურნებელი ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს შეშუპებული პერიფერიული სახსრები, რაც ქმნის საშინელ დისკომფორტს. რევმატოლოგების საზოგადოების პრეზიდენტის, ხოსე ლუის ანდრე სანჩესის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ართრიტის სამკურნალოდ ყოველწლიური გლობალური ხარჯები მილიონ ევროს აღემატება.

სიმპტომები და მიზეზები

თუმცა ეს დაავადებები ხშირად ერევათ ოსტეოართრიტსა და ოსეოპოროზში (სამივეს ახასიათებს სახსრების ტკივილი), რევმატოიდული ართრიტი სხვა წარმომავლობის არის. ართრიტი ფაქტიურად აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური უჯრედები შეცდომით უტევენ ორგანიზმის სხვა უჯრედებს. იმის ნაცვლად, რომ ორგანიზმმა შეუტიოს ავთვისებიან მიკროორგანიზმებს და არაუჯრედულ აგენტებს, ისეთებს, როგორიცაა ბაქტერიები ან ვირუსები, ორგანიზმი უტევს სინოვიალურ გარსებს, რომლებიც ამარტივებს სახსრების მოძრაობას, რის შემდეგაც საბოლოოდ ანადგურებს ხრტილს და ძვლებს. პათოლოგია გამოვლენილი იყო მრავალი საუკუნის წინ, მაგრამ მისი მიზეზი დღემდე უცნობია.

დაავადების სიმპტომები - ტკივილი და შეშუპება, რასაც მედიკამენტებით მკურნალობენ - ძლიერ ასუსტებს პაციენტებს. საბოლოოდ მაინც მივყავართ სახსრების დაზიანებამდე, რაც პაციენტის ყოველ დღიურ აქტიურობას ამცირებს. საბედნიეროდ სამედიცინო მარიხუანას შეუძლია დაავადების პროგრესირების შეჩერება, ან უარეს შემთხვევაში პაციენტის რაღაც დროით ტკივილისგან განთავისუფლება.

სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების მხარდაჭერა

სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების მხარდაჭერა

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა საშუალება მოგვცა დეტალურად გავაანალიზოთ კანაბისის მოქმედება ართრიტზე.

პირველი მერცხალი

ართრიტის დროს კანაბისის სარგებლობაზე, ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი, რომლის შედეგები სპეციალიზირებულ სამედიცინო გამოცემაში იყო გამოქვეყნებული, ჩატარდა ათი წლის წინ. მაშინ მეცნიერების ჯგუფმა შეძლო დაემტკიცებინა დასკვნა, რომლის თანახმადაც, CB1 ენდოკანაბინოიდურ ცოცხალი ორგანიზმების სისტემის რეცეპტორებს ნამდვილად შეუძლიათ დახმარება ოსტეოართრიტის კონტროლში. ეს გავრცელებული დაავადება მჭიდროდ არის დაკავშირებული რევმატოიდულ ართრიტთან. მათ აქვთ მსგავსი სიმპტომატიკა. ოსტეოართრიტი იწვევს შეშუპებასა და სახსრებისა და ხრტილების გალევას. შედეგები აღმოჩნდა იმედის მომცემი, რამდენადაც ოსტეოართრიტი ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ეს დაავადება მსოფლიოში 10 მილიონ ადამიანზე მეტს აქვს. გარდა ამისა, დღეისათვის არ არსებობს არც ერთი ეფექტური წამალი დაავადების პროგრესირების კონტროლისთვის. გამოვლენილი შედეგები და ენდოკანაბინოიდური სისტემის დადებითი როლი დაავადების მკურნალობაში, გახდა მრავალი აქტუალური კვლევის მიზეზი.

პროცესი გრძელდება

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა, კატეგორიული ფორმებით მიგვანიშნა კანაბისის საფუძველზე შექმნილი წამლის დიდ თერაპიულ პოპტენციალზე რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში, რომელიც აზიანებს ხელებს და ფეხებს, იწვევს ტკივილს და აზიანებს ადამიანის ვიზუალურ მხარეს.

შემდეგ ჩატარებული კვლევები ორიენტირებული იყო კანაბისში აღმოჩენილ ბუნებრივ ცხიმებზე, ე.წ. სტეროლებზე. ეს ნაერთები აქტიურად გამოიყენება ანალგეტიკების ჭეშმარიტ ალტერნატივად რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს. კანაბისში სტეროლების არსებობა ამტკიცებს ჩვენი საყვარელი მცენარის დადებით როლს დაავადებასთან ბრძოლაში. მეცნიერები არ სჯერდებოდნენ მიღწეულ შედეგებს და სულ მალე დადასტურდა, რომ კანაბისი ასევე ამცირებს ციტოკინების მოქმედებას. ასე უწოდებენ ცილების ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესებს.

დანერგვა მედიცინაში

როდესაც საქმე მიდგება მკურნალობაზე, რეკომენდირებულია მარიხუანას სამედიცინო ჯიშების გამოყენება კანაბიდიოლის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალი შემცველობით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანაბიდიოლი, მარიხუანას ძირითადი თერაპიული კანაბინოიდია, რომელიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რითიც ანელებს დაავადების პროგრესირებას. ჩვენს შემთხვევაში საუბარია რევმატოიდულ ართრიტზე, რადგან ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ორგანიზმში საკუთარ უჯრედებს ანადგურებს. გარდა ამისა, ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეუძლია დაეხმაროს პაციენტს დეპრესიის თავიდან არიდებაში. თუ გამოწერილი წამალი იწვევს უარყოფით ეფექტებს, კანაბისის მომადუნებელი თვისება მათ დაძლევაშიც დაგეხმარებათ.

ისტორიული ცნობები სამედიცინო მარიხუანასა და ართრიტის შესახებ

ისტორიული ცნობები სამედიცინო მარიხუანასა და ართრიტის შესახებ

ყველა თანამედროვე კვლევა ამტკიცებს კანაბისის უპირატესობას ძვალ-სახსროვანი ტკივილების დროს, რის შესახებაც ევროპელებისთვის ცნობილი XVIII საუკუნიდან იყო. ჩინელები, რომლებმაც იცოდნენ მცენარის ტკივილგამაყუჩებელი თვისების შესახებ, გამოიყენებდნენ მას სამედიცინო მიზნებისათვის ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 ათასი წლის წინ. ფაქტიურად, ეს ერთ-ერთი პირველი ჩანაწერია კანაბისის სამედიცინო თვისებების შესახებ, ტექსტში, ნათქვამია, რომ კანაბისი „შველის რევმატიზმს“ და მიუთითებენ მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასა და ამ დაავადების მკურნალობის ეფექტურობაზე (ცხადია, რომ სახელწოდება იმ ეპოქაში ჯერ არ არსებობდა, აღწერილია მისი ძირითადი სიმპტომები).

საჭირო შტამის შერჩევა

მოცემული მასალის წაკითხვის შემდეგ, ალბათ ბევრს გაუჩნდება სურვილი თავად შეამოწმოს მარიხუანას ეფექტი ართრიტთან ბრძოლაში. არ ღირს მარიხუანას მოხმარება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. უნდა გესმოდეთ, რომ კანაბისი არის სასარგებლო დანამატი და არა ძირითადი სამკურნალო საშუალება. მარიხუანას გამოყენება სასურველია იმ ქვეყნის ყველა კანონებისა და წესების დაცვით, სადაც პაციენტი გადის მკურნალობას.

როგორც უკვე ითქვა, ართრიტთან ბრძოლა სამედიცინო მარიხუანას გამოყენებით, რეკომენდირებულია კანაბიდიოლის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალი შემცველობის შტამების საშუალებით. ამ საკითხში უპირატესია ინდიკას შტამები. ისინი დადებითად მოქმედებენ კუნთებსა და რბილ ქსოვილებზე.

რეკომენდაციები

თუ გაინტერესებთ უფრო კონკრეტულად, შეგიძლიათ სცადოთ OG Kush კლასიკური ჯიში. ეს ინდიკას ძლიერი ჰიბრიდია, რომელსაც შეუძლია სწრაფად და ეფექტურად შეამსუბუქოს ტკივილი. მისი მარტივი კულტივაციის და ყვავილობის მოკლე პერიოდის გამო ის შესანიშნავია გამოუცდელი მებაღეებისთვის. მეორე ვარიანტია ჩვენი ორიგინალური შტამი RemoChemo. ეს არის ძლიერი შტამი, რომელიც ნამდვილად ადუნებს კუნთებს თავისი სედატიური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით.

და მაინც, ყველა ინდიკას სტრეინი კარგად მოქმედებს ართრიტზე. თუმცა, ბევრი სატივას კულტურასაც აქვს დადებითი მოქმედება. კარგად გაეცანით ჩვენს სიდბანკში არსებულ ასორტიმენტს. მაღალ მოსავლიანი შტამები ართრიტთან ბრძოლის გარდა, იწვევენ ეიფორიას, მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი. სამწუხაროდ დეპრესია ხშირად ახასიათებს ტკივილისგან დატანჯულ ადამიანებს.

მალამოები და კრემები

მალამოები და კრემები

პაციენტებმა, რომლებიც ვერ იტანს ბოლს, ასევე ისინი, ვინც უპირატესობას ანიჭებს კანაბისის სხვა მეთოდებით მიღებას, შეუძლიათ გამოიყენონ ზეთები და მალამოები. კანაფში შემავალი კანაბინოიდები, არ იხსნება წყალში, მაგრამ იხსნება ცხიმებსა და ორგანულ ხსნარებში, ამიტომ მათი ათვისება უკეთ ხდება მალამოს სახით გამოყენების დროს.

გარდა ამისა, ენდოკანაბინოიდური სისტემის რეცეპტორების დიდი რაოდენობა მდებარეობს კანზე, ისინი ახდენენ პრეპარატების ეფექტის მაქსიმალურ ზრდას, რის შედეგადაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მაგალითად, კბდ-თი გაჯერებული ზეთი ახდენს ზემოხსენებული ციტოკინების ანთებითი მოქმედების მოდულირებას, ხოლო კრემები, ამცირებენ კიდურების პარალიჩს და ციტოკინების გამომუშავებას. კვლევების თანახმად, რომელიც თეირანის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, პრეპარატი, რომელიც შეიცავს 1 % სუფთა კანაბიდიოლს, საკმარისი იქნება აღნიშნული ეფექტის მისაღებად. მოქმედი პრეპარატების რიგშია მსოფლიოში ცნობილი Sativex. ეს არის ყველაზე პოპულარული წამალი, რომელიც დაფუძნებულია კანაბისზე, ის ამცირებს ტკივილს და ინიშნება დამატებითი თერაპიის სახით გაფანტული სკლეროზის დროს, მისი შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო.

ძვლებზე ზემოქმედება

ტკივილის გაყუჩების გარდა, კანაბისი არის ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მიერ დაზიანებული ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება. ძვლები დროთა განმავლობაში განიცდის დელირებას, რამაც შეიძლება სინოვალური სახსრების ფენქციონალურ დეგრადაციამდე მიგვიყვანოს.

კანაბისის ეფექტი არ შემოიფარგლება ტკივილის მოდულირებით. კანაბისი ასევე იცავს ძვლებს. ეს არის ისრაელის თელავივის უნივერსტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომელიც გამოქვეყნებული იყო ძვლებისა და მინერალების კვლევების ჟურნალში. კვლევამ აჩვენა, რომ ვირთხებში მენჯის მოტეხილი ძვლები უფრო მალე ხორცდებოდა კანაბიდიოლის შეყვანის დროს. როგორც გაირკვა კბდ ამაგრებს ძვლებს შეხორცების დროს, აჩქარებს კოლაგენური მატრიქსის მომწიფებას, რაც უზრუნველყოფს ახალი ძვლის ქსოვილის მინერალიზაციას. გარდა ამისა, კანაბიდიოლით მკურნალობის შემდეგ, შეხორცებული ძვალი უფრო ჯანმრთელი და მყარია.

ამგვარად, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ კანაბისი არა მხოლოდ ზრდის სიცოცხლის ხარისხს ხანგრძლივ პერსპექტივაში, არამედ ეხმარება პაციენტებს ტკივილის დავიწყებაში, რომლის ატანაც ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ყოველ დღე უწევთ.