მავნებლებთან ბრძოლის სახელმძღვანელო "აუთდორის" პირობებში

ივლისი 5, 2020

შინაარსი

ღია გრუნტში მებაღეები უფრო ხშირად აწყდებიან სხვა და სხვა მავნებლებს. დაცვა შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კომპლექსური მიდგომა.

რა ინდა ვიცოდეთ IPM-ს შესახებ (ინტეგრირებული ბრძოლა მავნებლებთან)

IPM - ეს არის მავნებლებთან ბრძოლის პრობლემების გადაჭრის პროცესი ადამიანებისა და გარემოსათვის მინიმალური ზიანის მიყენებით. ეს ერთგვარი ეკოსისტემური სტრატეგიიაა, რომელიც ფოკუსირდება მავნებლების გრძელვადიან პროფილაქტიკაზე, ისეთი მეთოდების კომბინაციის საშუალებით, როგორიცაა ბიოლოგიური კონტროლი, გარემოს მანიპულირება, კულტურული პრაქტიკის ცვლილება და მდგრადი ჯიშების გამოყენება. პესტიციდები გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ მათი აუცილებლობა არსებობს დადგენილ პრინციპებთან შესაბამისობაში. მასალები შეირჩევა და გამოიყენება ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადამიანების ჯანმრთელობის, სასარგებლო ორგანიზმების და გარემოს დაზარალების რისკი.

მავნებლებთან ბრძოლის სახელმძღვანელო

ძირითადად IPM იყენებს პროფილაქტიკის ბუნებრივ და ეკოლოგიურ მეთოდებს, რომლების არის უსაფრთხო ადამიანებისთვის, შინაური და გარეული ცხოველებისთვის, მანამ, სანამ დაიწყებდეთ ბრძოლას გარემოსთვის სახიფათო პესტიციდებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პესტიციდი არის უკანასკნელი საშველი, უნდა შეარჩიოთ სიფრთხილით და გარემო პირობების გათვალისწინებით.

ყურადღება მიაქციეთ პატარა, თეთრ „ჰაეროვან ბურთებს“, რომლებიც ცურავს ფოთლების ზედაპირზე. ეს მწვანე ოქროთვალასებრის კვერცხებია. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მწერი მავნებელია, ოღონდ არა ამ შემთხვევაში. ეს მწერები იგერიებენ ნამდვილ მავნებლებს. მათი მოსპობა პესტიციდების მავნებლობის კიდევ ერთი არგუმენტია. მრავალი მწერი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი მოკავშირე მთელი სეზონის, ან მისი ნაწილის განმავლობაში.

ანალიზი და შეფასება

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს იმას, თუ რას შეიძლება წააწყდეთ: ამინდი (ტემპერატურა, ტენიანობა), გარშემო არსებული მცენარეები, ჰაერის ნაკადი და მცენარის ზოგადი მდგომარეობა.

გარემოს და მიკროკლიმატის შესწავლამ შეიძლება წაგართვათ დრო. მაგრამ ის მოგცემთ საშუალებას დაინახოთ რიგი კანონზომიერებებისა. მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის დაგეგმვა გახლავთ ჯანმრთელი კულტურის საწინდარი. გროვერი უნდა იჩენდეს ინიციატივას და არა მხოლოდ რეაგირებდეს. ის თავად ქმნის პირობებს. პრობლემის გაჩენისას არ ღირს აქტიური რეაგირება. მნიშვნელოვანია გააანალიზოთ სიტუაცია და შემდეგ მიიღოთ ზომები.

პროფილაქტიკური და პროაქტიური IPM შეთავაზებები

აიღეთ ლუპა, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ. უახლოეს მომავალში ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. თუ იპოვით დაზიანებულ ფოთოლს, მოწყვიტეთ ის და კარგად დაათვალიერეთ.

მიაქციეთ ყურადღება მცენარეებს ყოველდღიურად

აუცილებლად შეხედეთ ფოთლებს ქვედა მხრიდან, თუ საჭირო გახდა იხოხეთ კიდეც! თუ თქვენ დაინახავთ წვრილ ყვითელ ლაქებს ფოთლებზე, ესე იგი თქვენს გროვს რაღაც ვნებს და ნელ-ნელა მის ჭამას იწყებს. კანაბისისთვის მავნე მწერების უმრავლესობა ბინადრობს ფოთლების ქვედა მხარეს და წოვს წვენს, რის შემდეგაც ტოვებს ყვითელ ლაქებს.

მიაქციეთ ყურადღება მცენარეებს ყოველდღიურად

მსგავსი მავნებლობა დამახასიათებელია მრავალი სახის მწერებისათვის: ტკიპა, ფრთათეთრა და თრიპსები. თუ ხედავთ ასეთ სიმპტომებს, აიღეთ ლუპა, შეამოწმეთ ფოთლის ქვედა მხარე და მოძებნეთ დამნაშავე. სხვა ნიშნები - წვრილი შავი წერტილები დაზიანებებთან- ეს მწერის არის (დიახ, ისინი ჭამენ და ინელებენ). თუ თქვენ შეამჩნევთ მბზინავ, ლოკოკინას მსგავს ლორწოს, ესეც მწერის კვალია, მაგ ადგილას გაჩნდება ობი ან ჭიანჭველები.

თუ თქვენ ხედავთ ჭიანჭველების ჯგუფს, რომელიც მიემართება თქვენი მცენარისკენ, მიჰყევით მათ! ისინი მიზეზამდე აუცილებლად მიგიყვანენ.

მიაქციეთ ყურადღება მცენარეებს ყოველდღიურად

დაზიანებები კანაბისის ფოთლებზე. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ რაღაც წოვს წვენს თქვენი ფოთლებიდან. საგულდაგულოდ გამოიკვლიეთ თქვენი მტერი! ეს თრიფსების დაზიანებებია.

ამ ფოტოზე რამოდენიმე მოვლენა ერთდროულად ხდება! მარცხნიდანაა ბუგრები (წვრილი, ოვალური, შავი კვერცხები - ბუგრების კვერცხებია), ცენტრში, ჰაერში შეკიდებულ ძაფზე, პატარა თეთრი კვერცხი მწვანე ოქროთვალასებრის კვერცხია. თუ დაინახავთ ასეთ კვერცხებს, ეს კარგი სიახლეა! თქვენ გყავთ დამხმარეები.

კიდევ ერთი პრობლემა გროვერებისთვის დგება ყვავილობის დროს - ესაა მუხლუხო. შუაგულ ყვავილობაში ჩრჩილს უყვარს კვერცხის დადება გირჩების ტკბილ ბოლოებზე. რაც ცოტა ხანში მუხლუხოს გაჩენის გარანტიას იძლევა, რომლებიც შეჭამენ თქვენს ყვავილედებს და გამოიწვევენ ობს.

იცნობდე საკუთარ მტერს!

რთულია განსაზღვროთ მავნე არსების ვინაობა, რომელსაც ლუპიდან დაინახავთ. სწორედ ამ დროს იწყება კვლევა. მარიხუანას გავრცელებულ მავნებლებზე გამოიყენეთ ნებისმიერი ინფორმაციის წყარო, მაგალითად ჩვენი საიტი. ჩვენთან აღწერილია მავნებლების საკმაოდ მრავალი სახეობა.

„კანაბისის გავრცელებული მავნებლების“ შესახებ ინფორმაციის მოძიების სხვა ვარიანტია - გამოიყენოთ Google. ის შეგიქმნით შეხედულებას მათ ვიზუალურ მხარეზე. იმის ზუსტი ცოდნა, თუ რასთან გაქვთ საქმე, დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რომელი ბუნებრივი ზომები უნდა მიიღოთ კონკრეტულ მწერთან საბრძოლველად.

მიაქციეთ ყურადღება მცენარეებს ყოველდღიურად

სურათზე ნაჩვენებია ფოთლის ქვეშ დაკიდებული ობობისებრი ტკიპა.

არ იჩქაროთ ქიმიკატების გამოყენება. გააანალიზეთ, რა იცით მოწინააღმდეგის შესახებ და გაიხსენეთ მისი სისუსტეები. მაგალითად, ასეთ ტკიპებს უყვართ მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა. საკმარისია შეუქმნათ არსებობისთვის არაკომფორტული პირობები და ის წავა. რამოდენიმე დღის განმავლობაში, უბრალოდ აპკურეთ წყალი მცენარეებზე, ამგვარად გაზრდით ტენს. დამატებით შეგიძლიათ დაატენიანოთ უშუალოდ ფოთლები. კიდევ ერთი ვარიანტი - იმ მწერების შეძენა, ან შეგროვებაა, რომლებიც ამ ტკიპებს ჭამენ.

მოიმარაგეთ, BT რათა გაუმკლავდეთ მუხლუხოებს

მრავალი მებაღე BT-ს უწოდებს ერთადერთ გამონაკლისს - საფრქვევ საშუალებას ყვავილობის დროს. ეს სრულიად საფუძვლიანი განცხადებაა, რადგან საუბარი მიდის ბუნებრივ ტოქსინზე, ორგანულ ინსექტიციდზე, რომელიც მოქმედებს უშუალოდ მუხლუხოებზე. ახდენს განსაზღვრული ბაქტერიების გენერირებას. ეს კრისტალები აქტიურდება მუხლუხოების მიერ ფოთლების ჭამის შემდეგ. კრისტალები სრულად ანადგურებენ მწერის კუჭ-ნაწლავს.

კანაფის დაფარვა თხელი, მსუბუქი ბადით - სავსებით კარგი ვარიანტია, რომელიც ხელს შეუშლის ჩრჩილს დადოს კვერცხები ყვავილედებზე. თუმცა მოგიწევთ საკმაოდ დიდი დროის ხარჯვა მათ დილა-საღამოს მოხსნაში. უფრო მარტივია ბუნებრივი საშუალებების გამოყენება.

BT - შედარებით იაფი და სუპერეფექტური საშუალებაა. მისი დასხურება ხშირად შეიძლება, ის არ ავნებს გარემოს და გირჩებს. უნდა მოაპკუროთ ისეთ დროს, რომ მალე შეშრეს. მისი მოფრქვევა სასურველია ყვავილობის დროს. როგორც წესი 2 კვირაში ერთხელ მცენარის შეწამვლა საკმარისია (სეზონის განმავლობაში სამჯერ). ბუნებრივი საშუალებებით მცენარის დაცვა მოითხოვს საკმაოდ დიდ ძალისხმევას. შესაძლოა რაღაც დროის განმავლობაში დაგჭირდეთ ბადეები, რათა არ დაუშვათ ჭარბი ტენიანობა. საუბარია მხოლოდ რამოდენიმე დღეზე. ასეთი შრომის გაწევა არ არის რთული, როდესაც იცით, თუ რამდენად კარგ შედეგს მიიღებთ.

გაეცანით ამინდის პროგნოზს მცენარის განვითარების პერიოდისათვის

თუ თქვენ ცხოვრობთ რაიონში წლების განმავლობაში, კარგად გეცოდინებათ ამინდის ცვლილებები აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე. გააანალიზეთ როდის გრილდება? როდის იწყება წვიმები? იცვლება თუ არა მზის სხივები და ჩრდილი თქვენს ბაღში სეზონის ცვლილებასთან ერთად?

თუ თქვენ არც ისე დიდი ხანია რაც კონკრეტულ რეგიონში ხართ, კლიმატმა და მიკრო კლიმატმა შესაძლოა შეგიქმნათ მოულოდნელი პრობლემები, თუ ყველაფერს წინასწარ არ დაგეგმავთ. ჩაატარეთ დაკვირვებები, რომ დაინახოთ, როგორია რეგიონისთვის ტიპიური ამინდი მცენარის ყვავილობის პერიოდისათვის იმ შტამისთვის რომელიც მოგყავთ.

უნდა აწარმოოთ ჟურნალი ყოველწლიურად, რეგულარულ საფუძვლებზე. კალენდარში შეგიძლიათ აღნიშნოთ, თუ როდის იწყება თითოეული ჯიშის ყვავილობა და მოსავლის აღების სავარაუდო ვადები. ეს ვადები არ არის საბოლოო, შეიძლება არ იყოს რაიმე ინფორმაცია, მაგრამ ისინი აუცილებლად მოგცემენ საშუალებას, დაგეგმოთ მომავალი მოქმედებები და შეგიქმნით წარმოდგენას, თუ რას უნდა ელოდეთ. (არ დაგავიწყდეთ, რომ მეტეოროლოგიც უნდა იყოთ!).

აუცილებლად ჩაიწერეთ გასული წლების ამინდის მონაცემები. ჟურნალში არა მხოლოდ ტემპერატურის ჩაწერას აქვს აზრი, მოახდინეთ მონაცემების დეტალური დაფიქსირება. ჩამოთვალეთ მწერები რომლებთან ბრძოლაც მოგიწევთ და გროვინგის პროცესში შექმნილი პრობლემები. ასე თქვენ გვერდს აუვლით შეცდომების განმეორებით დაშვებას.

თუ თქვენ ცხოვრობთ ჩრდილოეთში, აუცილებლად იპოვით სასარგებლო ინფორმაციას შემდეგ რჩევებში:

  • აგვისტოში დღეები საგრძნობლად მცირდება. ასე გრძელდება სექტემბრამდე, რაც აფერხებს ტენის აორთქლებას.
  • ოქტომბრის განმავლობაში ძირითადად თბილა, თუმცა ზოგჯერ ტენიანობა საგრძნობლად იმატებს.
  • მუხლუხო ყოველ წლიურ პრობლემას წარმოადგენს, რაც იწვევს ობს უშუალოდ ყვავილედებზე.
  • ნებისმიერი მცენარე, დაავადებული Botrytis-ით (კვირტების ლპობა), ქმნის ჭარბ ტენიანობას.
  • ოქტომბრის პირველი ორი კვირა ხასიათდება ქარებით და უხვი ნალექით, ამიტომ ბუჩქებს არ ავნებს დახმარება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ღეროები იქნება მტვრევადი და გირჩები ძალიან გაფისული.
  • ბუგრები ჩნდებიან სექტემბრის დასაწყისში და რჩებიან ოქტომბრამდე. ზოგ მწერს უყვარს დაბალი ტემპერატურა, ზოგს მაღალი ტენიანობა. ყურადღებით დაათვალიერეთ ფოთლები ქვევიდან და გირჩები.
  • მზის ადრე ჩასვლა იწვევს დღისით მცენარეების მეტ სიკაშკაშეს. ცივმა ტემპერატურამ, ტენიანობამ და ჰაერის ცივმა ცირკულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფქვილისებური ნამი. ასეთი სახასიათო ამინდები იმაზე მეტყველებს, რომ დროა გავასუფთავოთ და შემოვჭრათ თითოეული მცენარის შიდა/ქვედა იარუსი და დამატებით შევუქმნათ მცენარეს ვენტილაცია. ბოლო რჩევა აუცილებლად გასათვალისწინებელია.