კანაბისის ტენდენციები 2020 წელს
შინაარსი
- სამუშაო ადგილების ზრდა
- ციფრულ ტექნოლოგიებზე აქცენტის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით
- კანონმდებლობა
- ინვესტირება
- გაერთიანება
სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ინფორმაციას კანაბისის ინდუსტრიის სწრაფი ზრდის შესახებ. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში კანაბისის ინდუსტრია აღმოჩნდა უხერხულობაში, რაც მეტყველებს, რომ პროგრესი ყოველთვის როდია მუდამ მზარდი და სწორხაზოვანი.
იმ დროისათვის, როდესაც ზოგიერთი ელემენტი იწყებს განვითარებას, დანარჩენები ჩამორჩებიან და ზოგჯერ რეგრესისკენაც კი მიდის.
სტატიაში აღწერილია კანაბისის გამოყენების ტენდენციები 2020 წელს.
სამუშაო ადგილების ზრდა
Columbia-ს შემოგარენის PuertoRicoи Guam 33 შტატში კანაბისის ლეგალიზაციამ და ეკონომიკურმა წინსვლამ გაზარდა სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა. ბოლო რამოდენიმე წელია, მოხდა წარმოუდგენელი გაფართოება, რომელსაც შეუერთდა 211000 ამერიკელი, რომლებიც ფლობდნენ კანაბისთან დაკავშირებულ ლეგალურ სამსახურს. 2020 წელს ბევრი სპეციალისტი აკეთებს პროგნოზს, რომ პერსონალის მართვის სისტემა და მოდელი კიდევ უფრო დაიხვეწება და მზად იქნება გაფართოებისთვის.
ცნობისათვის! ადამიანებს, რომელთაც სურს შემოგვიერთდნენ (გახდნენ მოცემული შტოს სრულუფლებიანი წევრები), უკვე უნდა დაიწყონ HR ხელმძღვანელების ძებნა, რათა დაიწყონ შესწავლისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური პროგრამების გავლა, რაც გულისხმობს გაყიდვების ვერტიკალურ და ეთიკურ პრაქტიკას. ეს შეიძლება ხდებოდეს უწყვეტი სწავლების ფორმით, ასევე თანამშრომლებზე კონტროლის გაძლიერებით, რასაც ეს სფერო კორპორატიულ გარემოში გადაჰყავს.
ციფრულ ტექნოლოგიებზე აქცენტის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით
ბიზნეს სტრატეგიების გადახედვამ გავლენა იქონია ყველა ძირითად შტოზე. ციფრულმა ტრანსფორმაციამ მომენტალურად შეცვალა ტრადიციული ვაჭრობის ფორმა. კანაბისის ინდუსტრიაში ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან ახალი მოთამაშეები, უფრო მოხერხებული ციფრული პროცესებით აფერხებენ მოქმედ მოთამაშეებს, მათ, რომლებიც ჯერ არ ითვალისწინებენ ციფრულ ფორმაზე მიჯაჭვულ კომპონენტებს.
თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულების შემთხვევაში, აღიარებულ მოთამაშეებს აქვთ უპირატესობა - ფული. ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისთვის არსებულ, ძლიერ კომპანიებში - ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს. მსხვილი კორპორაციები ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის არ ჩადებენ სახსრებს მუშაობის, პროცესების ავტომატიზირებაში.
კანონმდებლობა
მარიხუანას ლეგალიზაცია დიდი ხანია წარმოადგენს რთულ პროცესს, რადგან მრავალ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ შედის აკრძალული ნივთიერებების სიაში. მომსახურე პირები, მაგალითად გამყიდველები და მომწოდებლები კანაბისის გაყიდვისას ემორჩილებიან მკაცრ კანონებს. რესპუბლიკური ბანკის სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ კრეპომ განცხადებაში დააფიქსირა, რომ ეწინააღმდეგება საბანკო საქმის უსაფრთხოების აქტს, რომელიც კანაფის კულტურით დაკავებულ ორგანიზაციებს და ბანკს შორის პარტნიორობას ეხებოდა. კანაფის მოხმარებაზე აკრძალვა ნეგატიურად აისახება დისტრიბუტორების ფინანსურ სისტემებთან ურთიერთობაზე.
ინვესტირება
ცვლილებები კანონმდებლობაში პირდაპირ აისახება კანაფის საქმის ფინანსურ ასპექტებზე. 2018 წელს, როდესაც კანაბისის საქმეში ინვესტირება დიდი მოსავლის იმედს იძლეოდა, კონგრესის დაგვიანებული რეაქციის გამო, ინვესტორები იმედგაცრუებულები დარჩნენ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაპიტალის გაზრდა შეუძლებელია ინვესტირებით. ფერმერებმა და ბიზნესმენებმა უნდა გამოიჩინონ წინდახედულობა ინვესტორებთან, უნდა გაითვალისწინონ და ჩაატარონ პარტნიორული თანამშრომლობის ანალიზი. სწორად შერჩეული ბიზნეს მოდელი და კანონმდებლობის ცვლილებების კონტროლი 2020 წელს წარმატების მომტანი იქნება.
გაერთიანება
მოისაზრება, რომ ბარიერების გამყარება ინვესტირებისთვის, მიგვიყვანს მრავალი კომპანიის რესურსების კონსოლიდაციამდე.
კანაფის მწარმოებელი ძლიერი და შემდგარი კომპანიების მიერ მცირე დესპანსერების და საწარმოების შესყიდვა დაეხმარება მათ ფინანსების და ახალი ინვესტორების მოზიდვაში.
შერწყმის ტენდენცია გამოიწვევს წვრილი და უცნობი მოთამაშეების რეინკარნაციას. მსხვილმა მოთამაშეებმა მაქსიმალური მოგების მიზნით შეიძლება ჩაახშონ ის, რასაც პატარა მოთამაშეები ყველაზე უკეთ აკეთებენ.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ კანონმდებლობა და კონსოლიდაცია ამ სფეროში იწვევს რეგრესს, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი სურათი. ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ჩნდება ახალი იდეები, თუმცა კონგრესის მხარდაჭერა მიმართულია მსხვილი კომპანიებისკენ, რაც მცირე კომპანიებს ამ ინდუსტრიაში მოგების მიღების შანსს აკარგვინებს.