როგორ ვაკონტროლოთ კანაფის სუნი ინდორში?
შინაარსი
- სუნის გაქრობის მეთოდები
- ნახშირის ფილტრი / სკუბერი (ჰაერიდან სუნის გაქრობა)
- როგორ შევარჩიოთ და დავამონტაჟოთ ნახშირის ფილტრი
- როგორ გავაქროთ სუნი გამოუვალ სიტუაციაში?
- სუნის ნეიტრალიზატორი (სუნის დამალვა)
- ჰაერის გამწმენდი (ჰაერის ფილტრი)
- ოზონის გენერატორი
1. სუნის გაქრობის მეთოდები
გქონიათ შემთხვევა, რომ სადმე მდგარხართ, გარშემო არავინ ყოფილა და გიგრძვნიათ მარიხუანას სუნი?
კანაბისის ერთ - ერთი მიმზიდველი ატრიბუტი, მისი მძაფრი, უნიკალური სუნი გახლავთ. სამწუხაროდ, ეს შესანიშნავი არომატი მომენტალურად იცნობა და შეიძლება ბევრი უსიამოვნება გამოიწვიოს.
მოყვავილე კანაფი - შესანიშნავი სუნის ძლიერი წყაროა და იმისათვის რომ დავიცვათ მცენარეები, მოგიწევთ მისი დამალვა გარშემომყოფებისაგან .
ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ სუნის ნეიტრალიზების საშუალებებსა და ეფექტურ მეთოდებს, რომელთა ეფექტურობა დამტკიცებულია პრაქტიკის საფუძველზე.
როდესაც საქმე გროურუმში სუნის „ განულებას “ ეხება, სულ ორი გამოსავალი არსებობს. თქვენ ან იპოვით საშუალებას „ გაასუფთავოთ “ ჰაერი სუნისგან , ან გამოიყენებთ მისი დამალვის მეთოდებს.
მცირე გროვისთვის, სადაც სულ 1-2 ბუჩქია, თქვენ მარტივად აირიდებთ არასასიამოვნო სუნს.
შედარებით დიდი გროვისთვის, სავარაუდოდ დაგჭირდებათ ჰაერის გასუფთავება, რათა დარწმუნდეთ, რომ გარეთ არ გამოდის არანაირი ფიმიამი , რომელსაც ცნობისმოყვარე ადამიანების ყურადღების მიპყრობა შეუძლია.
წარმოგიდგენთ შენობაში სუნისგან განთავისუფლების ძირითად საშუალებებს:
- ნახშირის ფილტრი / სკუბერი ;
- სუნის ნეიტრალიზატორები ;
- ჰაერის გამწმენდები;
- ოზონის გენერატორები (არ არის რეკომენდირებული !).
2. ნახშირის ფილტრი / სკუბერი (ჰაერიდან სუნის გაქრობა)
ნახშირის ფილტრები და სკუბერი - არომატებისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებებია. ეს ერთმნიშვნელოვნად ოპტიმალური ვარიანტია კანაფის ამბრეს კონტროლისთვის. ეს მოწყობილობები ფაქტიურად ისრუტავს სუნს ჰაერიდან, ახდენს სუნის მქონე ნებისმიერი გაზის ნაერთების ნეიტრალიზებას .
ნახშირის ფილტრი - ეს ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ, როდესაც დასახულია სავენტილაციო სისტემიდან გამომავალი სუნის განეიტრალების ამოცანა, ღირსეული აპარატი იძლევა გარანტიას, რომ არ მოხდება სამუშაო სივრციდან კანაფის სუნის გაჟონვა.
არომატისა და ჰაერის სხვა მინარევების შთანთქმისთვის ეს მოწყობილობები იყენებენ აქტივირებულ ნახშირს.
სკუბერის მუშაობისთვის თქვენ უნდა შექმნათ „დაბინძურებული ჰაერის“ მიწოდების მექანიზმი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა გამოიყენოთ ვენტილატორი, რათა მიაწოდოთ ან გამოსრუტოთ ჰაერი ფილტრის მქონე კონსტრუქციიდან.
აღნიშნული ამოცანის რეალიზების შედარებით გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს ნახშირის ფილტრის მონტაჟი შენობის სავენტილაციო სისტემაში ან დამატებითი გამწოვის გამოყენება, რომელიც გაიტანს თბილ ჰაერს კანაფის მოყვანის ზონიდან. როდესაც ცხელი ჰაერი გამოდის თუნდაც გროუბოქსიდან , ნახშირის ფილტრი აქრობს სუნს უშუალოდ გასვლისას.
კანაფის ნარგავებიან კარავში დამონტაჟებული ნახშირის ფილტრის მაგალითი - ეს მოწყობილობა აქრობს ყველა სუნს ჰაერიდან, ამიტომ სუნი არასდროს არ სცდება კარავის ფარგლებს.
- ნახშირის სკუბერების უპირატესობები:
- მაღალი ეფექტურობა;
- მარტივი მონტაჟი და გამოყენება;
- ხანგრძლივი მუშაობა.
3. როგორ შევარჩიოთ და დავამონტაჟოთ ნახშირის ფილტრი
1. განსაზღვრეთ „ გამავალი“ მილის დიამეტრი
ჰაეროვანი გაგრილების მქონე მრავალი სტანდარტული სანათი , რომელსაც მარიხუანას მოსაყვანად იყენებენ, აღჭურვილია 6 დიუიმიანი გამავალი ხვრელით. მოყვარული გროვერების უმრავლესობისთვის, რომლებიც კარავს იყენებენ, საჭირო იქნება: ვენტილატორი, ნახშირის ფილტრი და ჰაერის გამყვანი მილები.
რატომ 6 დიუიმი ? 6 დიუიმიანი ვენტილატორი საკმაოდ ძლიერია, იმისთვს , რომ ხარისხიანად მოახდინოს ჰაერის ვენტილაცია საშუალო ზომის ყველა გროურუმიდან . 4 დიუიმიანისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სუსტია და არ უხდება სტანდარტულ გროუ - ნათურებს . 8 დიუიმიანი და უფრო მსხვილი ფილტრები, ძირითადად გამოიყენება კომერციული საქმიანობის დროს. მათ სჭირდებათ შედარებით ძლიერი (და ძვირი) ვენტილატორები , რომლებიც გამოიყენება დახურული სივრციდან დიდი მოცულობის ჰაერის მასის ვენტილაციისთვის . გარდა ამისა, შეუძლებელია მათი შეერთება პირდაპირ სტანდარტულ განათების დანადგარებთან .
2. შეარჩიეთ მოცულობითი ხარჯის ნომინალი ვენტილატორსა და ნახშირის ფილტრს შორის.
ისინი უნდა იყოს ერთნაირი. დაიშვება უმნიშვნელო გადახრა სკუბერის და არავითარ შემთხვევაში ვენტილატორის მხარეს. ასეთ შემთხვევაში ორივე მოწყობილობა იმუშავებს მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად. ამასთანავე ეს დამატებით იძლევა სისტემის უსაფრთხოების გარანტიას.
ფოტოზე წარმოდგენილია - „ ექვსდიუიმიანი “ ელემენტების მზა კომპლექტი: ნახშირის ფილტრი, ვენტილატორი და ჰაერის გამყვანი. ყველა ჩამოთვლილი თავისუფალ გაყიდვაშია.
3. დაამონტაჟეთ ვენტილატორი და ფილტრი ვენტილაციაში
ნახშირის სკუბერი , მოთავსებული სავენტილაციო სისტემის უკანა ნაწილში, დაიყვანს არომატის გაჟონვის რისკს მინიმუმამდე.
4. როგორ გავაქროთ სუნი გამოუვალ სიტუაციაში?
ერთ - ერთი ხრიკი, რომელიც შედარებით სწრაფად იძლევა ოთახში სუნის გაქრობის საშუალებას, ნებისმიერ საგანგებო მდგომარეობაში, არის გამწოვი ვენტილატორის მონტაჟი ნახშირის ფილტრის თავზე. მნიშვნელოვანია მისი დაყენება იქ, სადაც სუნი ყველაზე მეტად მძაფრია. ეს ასე გამოიყურება:
ფოტოზე წარმოდგენილია ვენტილატორის მაგალითი, რომელიც მოთავსებულია ნახშირის ფილტრის თავზე - რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გამოუვალ სიტუაციაში, რათა სუნი გავიდეს მთელი ოთახიდან.
თქვენ ვენტილატორის მიმაგრებაც კი არ დაგჭირდებათ. გაგიკვირდებათ, თუ რამდენად ეფექტურად და სწრაფად მუშაობს ეს მეთოდი.
5. სუნის ნეიტრალიზატორი (სუნის დამალვა)
მნიშვნელოვანია! არ არის რეკომენდირებული სუნის გამწმენდი საშუალებები მოათავსოთ უშუალოდ გროურუმში ან გროუბოქსში . მათი ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ შედეგად არ არის გამორიცხული კანაფის გირჩების გემოსა და არომატზე ზემოქმედება, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ გემოს გამის სიკაშკაშის შემსუბუქება, არამედ მათი უარესობისკენ შეცვლაც. საშუალებები საოცრად ეფექტურია სივრცის გარეთ მოხმარებისა შემთხვევაშიც. ისინი არ აქრობენ სუნს, მხოლოდ ნიღბავენ.
გროვერები ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს სხვა და სხვა საშუალებების გამოყენებით, აბაზანის სპრეებიდან დაწყებული ოდეკოლონით დამთავრებული. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს არცერთი საყოფაცხოვრებო მასალა არ გამოდგება ამ საქმისათვის. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი ნეიტრალიზატორების გამოყენება შეიძლება ნეგატიურად აისახოს სტაფის გემოსა და არომატზე.
მნიშვნელოვანია! ერთი გროვის განმავლობაში გამოიყენეთ ერთი და იგივე ნეიტრალიზატორი . ნებისმიერი საშუალება უნდა იყოს მუდმივი, რადგან მცენარე გამოყოფს სურნელს თავიდანვე და არომატის სიმძაფრე იმატებს მოსავლის აღებამდე.
არსებობს რამოდენიმე პროდუქტი ექსპლუატაციის რთული პირობებისთვის, რომლებიც ეფექტურია მცირე შენობებისთვის.
საყოფაცხოვრებო ნეიტრალიზატორები
სპრეი, აეროზოლი Glade და სხვა. ზოგადად ისინი ეფექტურია რამოდენიმე საათის განმავლობაში. რეკომენდირებულია მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში.
საუკეთესო სპრეი გახლავთ: Ozium Air Sanitizer - მას აქვს ციტრუსის სუნი და კარგად ერევა კანაფის სუნს.
ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის გამოყენების ხანგრძლივობა.
ეს სპრეი გახლავთ სუნის დამალვის საშუალება.
მნიშვნელოვანია! არასდროს არ გააფრქვიოთ სპრეი მცენარესთან ახლოს ყვავილობის პერიოდში, რადგან სუნი შეიძლება გადაეცეს ყვავილედებს .
სამრეწველო ნეიტრალიზატორები
მარიხუანას სუნის რეკომენდირებული ნეიტრალიზატორი გახლავთ - Ona ბრენდის პროდუქტები. თავდაპირველად ისინი შემუშავდა კანალიზაციის მოწყობილობების სუნის კონტროლისთვის. ეს საშუალებები ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის თავის საოცარი ეფექტურობის და სუნის განეიტრალების უნარის წყალობით.
პროდუქტები Ona მარტივად გამოიყენება. ისინი ეფექტურია სუნის გასაქრობად მცირე გროურუმისა და ნებისმიერი ზომის გროუბოქსისთვის . სამწუხაროდ, საშუალებები მოქმედებს მცირე დროის განმავლობაში და უნდა შეიცვალოს რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
Ona Gel უფრო ეფექტურია მარიხუანას სუნის დასაფარად. ყოველ შემთხვევაში ასეთ შედეგებს გვიჩვენებს ტესტები. ერთი-ორის განლაგებით სამუშაო სივრცის ფარგლებს გარეთ, თქვენ შეძლებთ დაფაროთ მარიხუანას თითქმის ყველანაირი სუნი.
არასდროს არ მოათავსოთ Ona- ს პროდუქტები მცენარეებთან ახლოს.
თუ თქვენ იყენებთ საშუალებებს, რომლებიც წარმოებულია Ona ნიშნის ქვეშ, ვერავინ, ვინც შემოვა ოთახში, ვერ იგრძნობს ვერანაირ სუნს და ვერ გაიგებს მარიხუანას არსებობის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის იმავე ოთახშია.
არ დაგავიწყდეთ, რომ ისევე, როგორც სხვა ნეიტრალიზატორებს , ამ საშუალებებსაც შეუძლიათ შეცვალონ ყვავილედების არომატიკა , იმ შემთხვევაში თუ ისინი ერთსა და იმავე ჰაერს იყენებენ. ამიტომ არ უნდა მოათავსოთ ისინი ერთ ზონაში.
თუ არის ვენტილაციის სისტემიდან გამომავალი სუნის განეიტრალების აუცილებლობა, ცალსახად რეკომენდირებულია ნახშირის ფილტრის გამოყენება. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამავალი ჰაერი მიმართოთ ona პროდუქტზე, სანამ მას გარეთ გაუშვებთ.
რამდენ ხანს მუშაობს ნეიტრალიზატორები ? ეს დამოკიდებულია პროდუქტის ზომაზე, რომელსაც თქვენ იძენთ, ასევე სივრცის ტემპერატურასა და ტენიანობაზე .
როგორც წესი, დრო გრძელდება 4-6 კვირის განმავლობაში, რაც მოიცავს ყვავილობის სტადიის მეორე ნახევარს, როდესაც ხდება განსაკუთრებით მძაფრი სუნის გამოყოფა.
6. ჰაერის გამწმენდი (ჰაერის ფილტრი)
ეს მოწყობილობა სრული გაგებით ახდენს ჰაერის გაფილტვრას. ჩვენ ყველას გვსიამოვნებს სუფთა ჰაერის სუნთქვა. ბევრი გამწმენდი, მოგვეწოდება სუნის შემცირების საშუალების სახით, რომელიც როგორც წესი მოქმედებს ფილტრის საშუალებით. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მარკეტინგულ ხრიკს უფრო ჰგავს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის გამწმენდი გამოდგება სხვა, ფუნქციურად ძირითადი ამოცანებისთვის და არა მოცემული მასალისთვის აქტუალური საკითხის გადასაჭრელად.
7. ოზონის გენერატორი
ზოგჯერ შენობებში, სადაც მოჰყავთ მარიხუანა, სუნის გასანეიტრალებლად აყენებენ ოზონის ფილტრს. მწარმოებლები დამაჯერებლად აცხადებენ, რომ მათი მოწყობილობები აქრობენ სუნს, ასუფთავებენ ჰაერს და ებრძვის ობის წარმოქმნასაც კი.
როგორც არ უნდა გვარწმუნებდეს რეკლამა, საჭიროდ ვთვლით გითხრათ, რომ ეს არ გახლავთ სიმართლე. არსებობენ მებაღეები, რომლებიც იგივეს ამტკიცებენ. სამწუხაროდ ეს ტყუილია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავაიგნორებთ ფაქტს, რომ ოზონი ნახშირის ფილტრზე ნაკლებად ეფექტურია, მთავარი და მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა გარემოსთვის მათი მავნებლობა გახლავთ. თან ისეთი მნიშვნელოვანი მავნებლობა, რომ მრავალი ქვეყნის კანონით აკრძალულიც კი არის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოზონის გენერატორები საზიანოა პირადად თქვენთვის.
ამას ამტკიცებს აშშ-ს გარემოს დაცვის, შრომის დაცვის, ტექნიკის უსაფრთხოების და სხვა მრავალი სააგენტო ჩატარებული კვლევების საფუძველზე.
გროვერების ნაწილი ამტკიცებს, რომ არსებობს ოზონის გამოყენების შედარებით უსაფრთხო საშუალებები, ისეთი როგორიცაა ოზონის მოშორება სახლიდან, იმისათვის, რომ ის არ მოხვდეს ჰაერში. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დაჟინებით გირჩევთ არ გამოიყენოთ ოზონის გენერატორები, ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აშორებენ სუნს, რაც ნახშირის სკუბერსაც შეუძლია. უარეს შემთხვევაში, ეს ავნებს თქვენს ფილტვებს, შინაურ ცხოველებს და ზოგადად მთელ გარემოს.