როგორ მოქმედებს განათების ინტენსივობა კანაფის მოსავლიანობაზე?
შინაარსი
- ვინ ჩაატარა კვლევები?
- როგორი ნათურები იყო გამოყენებული კვლევების ჩატარებისას?
- სინათლის გავლენა კანაბინოიდების წარმოქმნაზე.
1. ვინ ჩაატარა კვლევები?
კანაბისის მოყვანის კვლევების მოძიება რთულია. მის შესწავლასა და სხვა და სხვა საკითხების კვლევაში მეცნიერებს საკანონმდებლო შეზღუდვები უშლიდა ხელს (კულტივაცია და ორგანიზმზე ზემოქმედება). თუმცა გამოხმაურებები და პირადი გამოცდილებები იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ აუცილებელია სამეცნიერო კვლევების ჩატარება.
მონაცემების მნიშვნელობაზე დაყრდნობით, Fluence Bioengineering და OutCo-მ გააერთიანა ძალები, რათა ჩაეტარებინათ ახალი კვლევა მცენარის განვითარებაზე სინათლის ინტენსივობის გავლენის შესახებ.
ორივე კომპანიას მიზნად ჰქონდა განესაზღვრათ სინათლის ოპტიმალური ინტენსივობა, რომელიც მოქმედებს მწარმოებლურობაზე და მეორეულ მეტაბოლიტებზე, კერძოდ, აქტიური კანაბინოიდის კონცენტრაციის დონეზე.
„როგორ მოქმედებს სინათლე მცენარის განვითარებასა და ზრდაზე, ასევე კანაბინოიდების მახასიათებლებზე - ეს არის ის, რაც სინამდვილეში არ იყო გამოკვლეული ფოტობიოლოგიური კვლევების მეშვეობით. განსაკუთრებით კანაფთან მიმართებაში, სინამდვილეში ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გამოქვეყნებული“ - ამბობს ჯოშ გეროვაკი, Fluence Bioengineering მებაღეობის სპეციალისტი.
Fluence - არის კომპანია ოსტინიდან, ტექასის შტატი, რომელიც აწარმოებს დიოდურ განათებას კომერციული მებაღეობისთვის. ის აწვდის დიოდურ განათებას კანაბისის მრავალ მსხვილ მწარმოებელს, ამზადებს პროდუქტს სამხრეთ ამერიკაში. მათი განათების სისტემები იძლევა საუკეთესო ხარისხის პროდუქტის მოსავლის გაზრდისა და ელექტროენერგიის ხარჯის შემცირების საშუალებას.
OutCo - ჩრდილოეთ კალიფორნიული კომპანიაა, რომელსაც მოჰყავს სამკურნალო და რეკრეაციული მარიხუანა. ის მიისწრაფვის მეცნიერებისა და კვლევებისკენ, რათა შეიმუშავოს სტრატეგია სტაბილური და მაღალი ხარისხის პროდუქციის მოსაყვანად. როგორც ამბობს ექიმი ელისონ ჯასტინი, კომპანიის განვითარების ვიცე პრეზიდენტი „კვლევები განსაზღვრავს ჩვენი სრულყოფის სტრატეგიას. ჩვენ მივყვებით კომერციული მებაღეობის მითითებებს. სწორედ იქიდან ვიღებთ მეთოდებს და ვიყენებთ მათ შენობებში მოყვანისთვის“.
2. როგორი ნათურები იყო გამოყენებული კვლევების ჩატარებისას?
კომპანიებმა ერთობლივად შეადგინეს პროტოკოლი და ჩაატარეს ექსპერიმენტი ხუთი ინტენსივობის სინათლის გავლენაზე (400, 600, 700, 800 და 1200 მკმოლი/მ2/ს) Hazy OG შტამზე, რათა შეესწავლათ მისი მოქმედება კულტივაციის პროცესზე.
3. სინათლის გავლენა კანაბინოიდების წარმოქმნაზე
მცენარის და მოჭრილი ტოტების ზრდა იმატებს სინათლის სიმძლავრის მატებასთან ერთად. საინტერესოა, რომ ორივემ მოახდინა პროდუქტიულობის დიდი ნახტომის დემონსტრირება 400-600 მკმოლ/მ2/ს შორის, ხოლო მოჭრილი ყვავილების მასა გაიზარდა 51 %-ით. ტესტმა ასევე გვაჩვენა, რომ ეს ზრდა შენელდა 800-1200 მკმოლ/მ2/ს ფარგლებში (5 და 9 პროცენტის შესაბამისობაში), რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ დაახლოებით 1200 მკმოლ/მ2/ს კანაბისი უახლოვდება სინათლით გაჯერების წერტილს.
მწვანე მასის წონა
მოჭრილი ყვავილედების წონა
კანაბინოიდების კონცენტრაცია ასევე საინტერესო აღმოჩნდა. კვლევებმა გვიჩვენა, რომ განათება ნაკლებად მოქმედებს ამ ჯიშის აქტიური ნაერთების კონცენტრაციაზე. თუმცა ცხადია, რომ დიოდი კანაბინოიდების წილს საშუალოდ 12%-ით ზრდის HPS ნათურებთან შედარებით, რაც მიგვითითებს სპექტრის შემადგენლობის გავლენაზე მოცემულ ასპექტში.
აქტიური კანაბინოიდების კონცენტრაცია
შედეგების შეჯამებისას, ჯასტინი ამბობს: „ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ PPFD-ს გაძლიერებისას (ფოტონების ნაკადის ფოტოსინთეზის სიმკვრივე), იზრდება მოსავლიანობა. როდესაც ჩვენ გამოვიყენეთ კვლევაში Fluence SPYDRx PLUS (მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება 800PPFD მიწოდებისთვის), ჩვენ დავინახეთ მწარმოებლურობის ზრდა 13,5%-ით, ამასთანავე, ენერგიის ხარჯი შემცირდა 44%-ით HPS ორმხრივ სანათებთან შედარებით. ჩვენთვის ეს ფასეულია. ეს HVAC დატვირთვის დაწევით მიღებულ ენერგიის ეკონომიასაც კი არ ითვალისწინებს“.
გაერთიანებული კომპანიები იმედოვნებენ, რომ ამ კვლევებში წარმოდგენილი მონაცემები დაეხმარებათ მებაღეებს განსაზღვრონ ოპტიმალური სინათლე მოსავლის მაქსიმიზაციისთვის, ეფექტურობის ზრდისთვის და კულტივაციის მეთოდების გაუმჯობესებისთვის.
„ჩვენ გვინდოდა ჩაგვეტარებინა ცდა, რომელიც არა მხოლოდ გააფართოებდა კანაფის შესახებ კვლევას, არამედ დაეხმარებოდა მეწარმეებს მიეღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები კანაფის მოყვანის ტექნოლოგიებთან და სტრატეგიებთან მიმართებაში, რომლებსაც ისინი იყენებენ კულტივაციის დროს, რათა დადებითი გავლენა იქონიონ თავიანთ ბიზნეს - ოპერაციებზე“, - აცხადებს გეროვაკი.
„ამჟამად ტარდება ძალიან ცოტა კვლევა, არც წარსულში ჩატარებულა ბევრი, ასე რომ Outco-სთვის ახლა არის დრო, რომ დაამტკიცოს ზოგიერთი ფაქტი და გაუზიაროს ისინი სხვა მეწარმეებს. დიოდების ინტენსივობის ტესტის გაშვების შესაძლებლობები საკმაოდ დიდი იყო“ - ამბობს ჯასტისი.
თუმცა, ცდის პროცესში მიღებული იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს სინათლე კანაბისთან, ჯერ კიდევ არის დამატებითი ტესტების ჩატარების აუცილებლობა, რათა გავიგოთ მეტი, იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სინათლე კულტივაციის თითოეულ ასპექტზე. კომპანიები იმედოვნებენ ცოდნის გაღრმავებას და ცდების ჩატარებას მომავალში თანამშრომლობით.
ტესტების მონაცემების შესწავლის შედეგად, OutCo გადაწყვიტა შეეცვალა კანაფის მოყვანის სტრატეგია. „არავინ და არაფერი გვეუბნება სწორად დაპროექტებული და განმეორებით ჩატარებულ ცდებზე მეტს. როდესაც ჩემა გენერალურმა დირექტორმა შეძლო დიოდების და HPS სანათების მონაცემების შედარება, ჩვენ უმალ მივიღეთ გადაწყვეტილება შენობების მოდერნიზაციის შესახებ“.
„საუკეთესო შედეგების გამო, რომლებიც მივიღეთ ნათურების ტესტის დროს და მონაცემების, რომლებიც მოვიპოვეთ, გვინდა გამოვიყენოთ დიოდები (LEDS). ჩვენ ველით, რომ ეს მოგვიტანს 2,5-ჯერ მეტ ფართს, ჩვენ გვინდა მოვიყვანოთ ხარისხიანი პროდუქცია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება უახლესი კვლევები და ტექნოლოგიები".