როგორ შევარჩიოთ ნიადაგი და როგორ ვკვებოთ კანაფი სახლის პირობებში?

მაისი 16, 2021

შინაარსი

გრუნტის მომზადების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ მისგან ღებულობს მცენარე საკვებ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია ოპტიმალური განვითარებისა და ნაყოფიერებისთვის. მიწა - ეს არის ფაქტიურად მთელი გროვინგის ფუნდამენტი.

მრავალი დამწყები გროვერი დარწმუნებულია, რომ შეიძლება მხოლოდ საფირმო, დაბალანსებული ნიადაგის შეძენა და ამით კვების საკითხი მოგვარებულია, თითქოს და საკმარისია მხოლოდ მცენარის პერიოდულად მორწყვა. წარმოდგენილ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რატომ არის ეს მოსაზრება მცდარი, მოგცემთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს მარიხუანას ზრდისა და სასუქით უზრუნველყოფის შესახებ.

რატომ არის აუცილებელი დამატებითი კვება?

რატომ არის აუცილებელი დამატებითი კვება?

თუ გამოვიყენებთ, დაბალანსებულ, ხარისხიან შემავსებელს, აუტომოყვავილე კანაფის ჯიშები, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიზრდება და მოგცემენ უხვ მოსავალს. ჩნდება 2 კითხვა, რომელიც შეიძლება გაერთიანდეს ერთ წინადადებაში: „რამდენ გირჩს მოგვცემს ასეთი სტრეინი და რამდენად ხარისხიანი იქნება მოსავალი?“. მოდით გავარკვიოთ, რა უნდა მისცეს გრუნტმა სტრეინს, იმისათვის, რომ მივიღოთ ნამდვილად კარგი და უხვი მოსავალი.

ყველასთვის ცნობილია, რომ ვეგეტაციის ეტაპზე ბალახი უხვად მარაგდება აზოტით, მწვანე ფოთლების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. ყვავილობის სტადია მოითხოვს ფოსფორითა და კალიუმით უზრუნველყოფას. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარის მოთხოვნები იცვლება, მისი ზრდის ეტაპების შესაბამისად. რაც უფრო დიდი ხანი იზრდება ბუჩქი, მით უფრო დიდი რაოდენობის ნუტრიენტი სჭირდება მას მოსავლის აღების მომენტამდე.

ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ სასუქი და მისი რაოდენობა განსხვავებული უნდა იყოს მცენარის განვითარების სხვა და სხვა ეტაპზე. მებაღემ „დიეტა“ უნდა გაყოს 2 ეტაპად. ვეგეტაციის ფაზაზე მცენარე უნდა გაჯერდეს თავიდანვე, ყვავილობის ფაზაზე სასუქი ხელახლად იქნება დასამატებელი.

როგორ შევარჩიოთ ან დავამზადოთ ნიადაგი?

როგორ შევარჩიოთ ან დავამზადოთ ნიადაგი?

ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ნაყიდი გრუნტი. არ მოაგროვოთ მიწა ტყესა და ბოსტანში, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები. მოგროვებულ მიწაში შეიძლება იყოს მავნე მიკროორგანიზმები, პარაზიტები, მწერები, სოკოს სპორები, ობი და სხვა.

ყურადღება მიაქციეთ ნიადაგის ნარევის 3 ძირითად მახასიათებელს: рН, РРМ და მთავარი კომპონენტების NPK თანაფარდობა (Nitrogenium, Phosphorus, Kalium). ხარისხიანი შემავსებელი შეესაბამება შემდეგ მოთხოვნებს:

  • pH - დაახლოებით 6;
  • PPM — 400 – 600;
  • აზოტის შემცველობა უნდა იყოს მეტი, ვიდრე ფოსფორისა და კალიუმის (მაგალითად 250/200/200).

ფოსფორი და კალიუმი მოგვიანებით იქნება საჭირო, ყვავილობის დროს მათ ცალკე ამატებენ.

კრიტერიუმების შესაბამისი გრუნტის შეძენისას, ნუ ენდობით შეფუთვაზე მოცემულ მითითებებს. უმჯობესია დაეყრდნოთ გამოცდილებას. თუ შეატყობთ მოცემული ინფორმაციიდან გადახრას, დამოუკიდებლად დააკორექტირეთ მონაცემები. ჩვენ გირჩევთ:

  • აიღეთ სუფთა წყალი рН 6.0 დონითა და РРМ 500-ით, მორწყეთ მიწა მანამ, სანამ სითხე დაიწყებს სადრენაჟო ხვრელებიდან ჟონვას;
  • მონიშნეთ გაჟონილი წყლის მაჩვენებლები;
  • თუ, მაგალითად, გამოსულ წყალს აქვს მაჩვენებლები: рН-6.5, PPM-1000 - მორწყეთ გრუნტი ხელახლად, ამჯერად გამოიყენეთ წყალი pH-5.7 და РРМ-300 მაჩვენებლებით;
  • თუ ამის მერე pH და PPM დრენაჟული წყლის მაჩვენებლები ტოლი იქნება 6 და 600, ყოჩაღ! ყველაფერი იდეალურადაა. თქვენ უკვე მზად გაქვთ კანაფის ქოთნის ხარისხიანი შემავსებელი.

РРМ-მაჩვენებლის გასაზრდელად, წყალს დაამატეთ კანაფის სასუქი, рН კი რეგულირდება სპეციალური შემადგენლობების ნაზავის საშუალებით.

როგორ მოვამზადოთ კარგი გრუნტი მარიხუანასთვის?

როგორ მოვამზადოთ კარგი გრუნტი მარიხუანასთვის?

რაც არ უნდა კარგი იყოს შეძენილი ნიადაგი, ყოველთვის არის შესაძლებელი მისი გაუმჯობესება. მცენარე იკვებება სითხეებისა და აირების მიღებით, შესაბამისად, მიწა კარგად უნდა შთანთქავდეს და ინარჩუნებდეს ტენსა და ჰაერს.

ჰაერის მოძრაობისთვის შეიძლება პერლიტის გამოყენება. ზოგიერთი მიწა, მაგალითად Greenworld, უკვე შეიცავს პერლიტს. მას მიწის მოცულობის დაახლოებით 25%-ს ამატებენ. შესაძლებელია მეტის დამატებაც, მაგრამ აერაციის ზედმეტად გაზრდით, იქმნება მიწის სწრაფად გაშრობის და ხშირი მორწყვის აუცილებლობის გაჩენის რისკი.

პერლიტის გარდა, ჰაერის კარგი მიმოცვლისთვის შეგიძლიათ ჭიაყელები დაიხმაროთ. მახასიათებლების გასაუმჯობესებლად დაამატეთ ბიოჰუმუსი (რომლის მშრალი და თხევადი სახით შეძენაც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ), საპროპელი ან დოლომიტის ფქვილი. საპროპელი შეიცავს მრავალ საკვებ ელემენტს, გარდა ამისა, ის ასრულებს ტენის შენარჩუნების ფუნქციას. დოლომიტის ფქვილი გამოიყენება მაღალი მჟავიანობიანის მქონე კანაფის სასუქის დამატების შემდეგ, рН ბალანსის დასარეგულირებლად. სხვა და სხვა საშუალების დამატების შემდეგ, კარგად მოურიეთ ნიადაგს და მიაღწიეთ pH და PPM ნორმალურ მაჩვენებლებს წყლის გამოყენების საშუალებით.

მარიხიუანას ნიადაგის 5 მარტივი რეცეპტი

მარიხიუანას ნიადაგის 5 მარტივი რეცეპტი

უკვე გავერკვიეთ ნიადაგის მაჩვენებლებში, დროა გადავიდეთ რეცეპტების განხილვაზე.

პირველი

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ვარიანტია, რომელიც მრავალ დამწყებ მებაღეს ძალიან მოსწონს. საკმარისია აიღოთ 50% მაღაზიაში შეძენილი მიწა (არა ტორფის ნიადაგზე) და შეურიოთ ის 45% პერლიტს. 5% გამოიყენება კერამზიტი, რომლითაც კეთდება დრენაჟი.

მეორე

  • 50% ნებისმიერი მაღაზიის მიწა;
  • დაახლოებით 24% ქოქოსის ბოჭკო;
  • 20% პერლიტი;
  • 6% კერამზიტი.

ბოლო ინგრედიენტი მოათავსეთ ქოთნის ძირზე. ეს გახლავთ გამოცდილი რეცეპტი, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ გროვერულ ცოდნას. შემადგენლობაში ასევე ამატებენ თხევად ბიოჰუმუსს.

">

მესამე

საჭირო კომპონენტები შემდეგი თანაფარდობით ირევა:

  • 40% კომპოსტი;
  • 30% ვერმიკომპოსტი;
  • 10% დოლომიტი;
  • 20% პერლიტი.

პირველი 2 პუნქტი ბალახის ზრდისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის, რომელიც მდიდარი იქნება ორგანული წარმოშობის სასარგებლო ელემენტებით. ბოლო პუნქტი უზრუნველყოფს ხარისხიან დრენაჟს და ჰაერის ცირკულაციას. 10%-იანი კომპონენტი ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას, აჯერებს მას კალციუმითა და მაგნიუმით.

მეოთხე

  • 44% ტორფის ნიადაგი;
  • 26% კომპოსტი;
  • 10 %-10% ნაწილდება პერლიტზე, ნაცარსა და დოლომიტზე.

ნიადაგის ნარევის მოსამზადებლად, თავდაპირველად კარგად უნდა შეურიოთ გრუნტი კომპოსტს (რომელიც სუბსტრატის განსაკუთრებულ სტრუქტურას ქმნის) და პერლიტს, რომელიც დრენაჟს უზრუნველყოფს. ნაცარი და დოლომიტი მოგვიანებით ემატება და საგულდაგულოდ მორევა საჭირო არ არის. კულტურის დარგვამდე, ქოთნის ძირზე გააკეთეთ დრენაჟი, დააყარეთ ნიადაგი, მსუბუქად დატკეპნეთ და დაატენიანეთ.

მეხუთე

  • 60 % მაღაზიის გრუნტი;
  • 10 % კომპოსტი;
  • 25 % პერლიტი;
  • 5 % კალციუმის ჰიდროქსიდი.

ბოლო პუნქტი გამოიყენება pH ბალანსის ნორმალიზებისთვის.

როგორ იცვლება მარიხუანას სასუქი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში

როგორ იცვლება მარიხუანას სასუქი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში

ნიადაგის მომზადების შემდეგ, ვეგეტაციის ეტაპზე, სასუქი საჭირო არ არის, საკმარისია მორწყვა 6,5 მჟავიანობის და PPM – 600 წყლით. როდესაც სტრეინი დაიწყებს ყვავილობას, მონაცვლეობით მორწყეთ წყლითა და სასუქით (ფოსფორის და კალიუმის შემცველობით). ამ ფაზაზე უმჯობესია წყლის და საკვები ხსნარის მჟავიანობის გაზრდა 6,8-მდე, რადგან ასეთი მაჩვენებლით, Kalium და Phosphorus მაქსიმალურად ეფექტური ათვისება ხდება. РРМ გაზარდეთ 800-1000მდე.

გირჩების მომწიფებამდე რამოდენიმე კვირით ადრე, გირჩევთ სრულად შეწყვიტოთ სასუქის გამოყენება. ამ დროს აუცილებელია კანაფის გამორეცხვა. ამ მიზნით გამოიყენეთ სუფთა წყალი РРМ არ უნდა იყოს 200-ზე ნაკლები. მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე, სრულად შეწყვიტეთ მორწყვა, მოუწყეთ მცენარეს სტრესი. არ დაგავიწყდეთ, რომ მორწყვებს შორის, მიწა უნდა ასწრებდეს სრულად გაშრობას. თუ მიყვებით ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინსტრუქციას, აუცილებლად მიაღწევთ საუკეთესო შედეგებს.