როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

სექტემბერი 9, 2020

შინაარსი

გსურთ მოიყვანოთ კანაფის ჯუჯა მცენარეები? არსებობს მარიხუანას კულტივირების მარტივი მეთოდები, როდესაც მცენარე რჩება პატარა, ამასთანავე წარმოქმნის ფსიქოტროპული ნივთიერებებით მდიდარ მრავალ განშტოებას! იმისათვის, რომ ბუჩქი იზრდებოდეს საჭირო ფორმისა და ზომის, საკმარისია გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები.

მოკლედ მთავარი საკითხის შესახებ (როგორ შევინარჩუნოთ კომპაქტური მცენარეები, მოსავლის ზარალის გარეშე)

წარმოგიდგენთ მარიხუანას კულტივირების სასწავლო მასალის მოკლე მიმოხილვას. დაწვრილებით ინსტრუქციებს განვიხილავთ სტატიის მეორე ნაწილში.

გენეტიკა

პირველ რიგში საჭიროა შეარჩიოთ დაბალი ჯიში. დღეისათვის მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომია ჯიშების დიდი არჩევანი. მაგალითად, Black Jack Auto, ის რჩება კომპაქტური, ამასთანავე იძლევა შესანიშნავ მოსავალს. მცირე ზომის ეგზემპლარების მისაღებად საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს სწრაფად მოქმედი ავტომოყვავილე შტამები. თუმცა ჩვენი ჩანაფიქრისთვის ჯუჯა ფოტოპერიოდული ჯიშებიც გამოდგება. მოგვიანებით მოგიყვებით რამოდენიმე ჯიშის შესახებ, რომლებსაც რეკომენდაციას ვუწევთ მცირე ფართობზე მოსაყვანად და წარმოგიდგენთ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ რაც შეიძლება მცირე ზომის მარიხუანა.

მოყვანის თავისებურებანი

კანაბისის კულტივირებისთვის გამოიყენეთ სწორი განათება - ლუმინესცენტური ნათურები (მაგალითად,კლნ ან Т5) და ზოგიერთი დიოდი საუკეთესო არჩევანია მცირე შენობისთვის. გაითვალისწინეთ სინათლის სპექტრი. ლურჯი ელფერის შუქის გამოყენება, როგორც წესი, მცენარის სიმაღლეში ზრდას აფერხებს, იმ დროს, როდესაც წითელი ასტიმულირებს მის ზრდას.

შეზღუდეთ სივრცე ფესვებისთვის. დიდ ქოთნებში მცენარემ ხის ზომებს შეიძლება მიაღწიოს! მარიხუანას მოყვანა მცირე ზომის ქოთნებში, როგორც წესი, არ აძლევს მას სიმაღლეში ზრდის საშუალებას, მაგრამ კვირტები ვითარდება, მანამ, სანამ ბუჩქი ღებულობს საკმარის სინათლეს და საკვებ ნივთიერებებს. ფესვის ზრდის შეზღუდვა ამცირებს მცენარის ზომას.

შეარჩიეთ მოყვანის სტილი, რომელიც ბუჩქების პატარა ზომის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. ზოგადად იყენებენ შემდეგი ტექნიკებიდან ერთ-ერთს: „სიმწვანის ზღვა“ (პატარა ქოთნებში მოთავსებული ბევრი ნარგავი), „მწვანე ეკრანი“ (გამოიყენება ეკრანი ან ბადე), „მანიფოლდინგი“ (ახალგაზრდა მცენარის ფორმის მასიური მანიპულაცია), ან ვარჯიშის სხვა სახეობები (დაწვრილებით მოგვიანებით მოგახსენებთ).

ძირითადი რჩევები

  • სინათლის წყარო იქონიეთ მცენარეებთან რაც შეიძლება ახლოს. დარწმუნდით რომ სანათი არ უშლის მცენარეებს. ძლიერი სინათლე დაგეხმარებათ ზრდის შეჩერებაში.
  • გაკრიჭეთ მცენარეები - მოაშორეთ მცენარეს ზედა ნაწილი, როდესაც ის სულ რამოდენიმე კვირის იქნება. ეს ტექნიკა „ტოპინგის“ სახელით არის ცნობილი. ის აიძულებს მცენარეს გახშირდეს და გაიზარდოს სიგანეში.
  • კანაფის „ტრენინგის“ მეთოდები აიძულებს მცენარეს დარჩეს სასურველი სიმაღლის და შეინარჩუნოს საჭირო ფორმა. მაშინაც კი, თუ მცენარე საკმაოდ დიდია, დახმარება შესაძლებელია. განსაკუთრებით გამოგადგებათ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა LST (პროგრესული ტრენინგის მეთოდი, რომლის დროსაც კენწერო რბილად იღუნება, ყოველგვარი გადატეხვის და შემოჭრის გარეშე) და სუპერ გაყოფა (ექსტრემალური გადაღუნვა), თუ თქვენ გჭირდებათ მცენარის ფორმის შეცვლა ან სიმაღლის შემცირება.
  • არ დაელოდოთ დიდი ხანი ყვავილობის ფაზაზე გადასვლას. ეს არ ეხება ავტომოყვავილე ჯიშებს. მაგრამ, თუ მოგყავთ ფოტოპერიოდული (ჩვეულებრივი) მცენარეები, დაიწყეთ ყვავილობის სტადია მაშინ, როცა მცენარე სასურველი სიმაღლის ნახევარს მიაღწევს. მარიხუანას სიმაღლე დაახლოებით ორმაგდება მას შემდეგ, რაც ის 12/12 განათებაზე გადაჰყავთ.

გადაღუნვის ან ღეროების მიმაგრებით შესაძლებელია ისიც მოხერხდეს, რომ ბუჩქი იყოს ბრტყელი.

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

დაწვრილებითი ინფორმაცია

წარმოგიდგენთ დაწვრილებით ინფორმაციას ჯუჯა მარიხუანას კულტივირების თითოეული ზემოთ ხსენებული პუნქტის შესახებ, მათთვის, ვინც სერიოზულად გადაწყვიტა ჰალუცინოგენის მოყვანა.

გენეტიკა

შეარჩიეთ ჯიში, რომელიც ბუნებრივ პირობებშიც დაბალი იქნება.

კანაბისის ზოგიერთ ნაირსახეობას აქვს სიმაღლეში ზრდის ტენდენცია, იმის მიუხედავად, თუ რას გააკეთებთ თქვენ. თუ შტამი მონიშნულია როგორც «XL», დაანებეთ მას თავი! თუმცა, ზოგიერთი ჯიში რჩება ძალიან კომპაქტური სპეციალური მოვლის გარეშეც კი.

ავტომოყვავილეები კვირტების წარმოქმნას იწყებენ 3-4 კვირაში და როგორც წესი მოსავლის ასაღებად მზად არიან 2-3 თვეში. ასეთი სწრაფი სასიცოცხლო ციკლის წყალობით, თითქმის ყველა ავტომოყვავილეს აქვს უმნიშვნელო ზომები. მოძებნეთ ჯუჯა შტამები,თუ გსურთ მიიღოთ მინიმალური ზომის მცენარე.

მცირე ფართზე მოსაყვანად რეკომენდირებულია შემდეგი ჯიშები:

  • Amnesia Auto გახლავთ კომპაქტური, აქვს ჰალუცინოგენების შემცველი კაშკაშა ყვავილედები და იძლევა კარგ მოსავალს.
  • Berry Auto ჯუჯა შტამი, რომელიც სწრაფად მწიფდება და არ მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას.
  • Black Jack Auto ეს არის ეგზემპლარი, რომელიც ბუნებრივ პირობებშიც დაბალი იზრდება, ამასთანავე არის მოსავლიანი. თუ ზოგიერთი ტოტი იზრდება ძალიან მაღალი, შესაძლებელია სხვა და სხვა ტექნიკის გამოყენება. მისი ნარკოტიკული ზემოქმედება არაფრით ჩამოუვარდება მის „დიდ“ ანალოგებს.
  • Blue Critical Auto ინარჩუნებს უმნიშვნელო ზომებს მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე. კარგად რეაგირებს „ვარჯიშზე“, აქვს სქელი კვირტები, ახდენენ ძლიერ ჰალუცინოგენურ ზემოქმედებას.
  • Cinderella Jack Auto - მცირე ზომის მცენარეა, იძლევა ძლიერ, მკვრივ კვირტებს. ეს ჯიში საკმაოდ პოპულარულია, რადგან მისი მოქმედება ძლიერი და ხანგრძლივია.
  • Cream Cookies Auto აქვს ძლიერი ჰალუცინოგენური ზემოქმედება. ასევე ის გამოირჩევა თავის მომხიბლავი შესახედაობით. მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე რჩება პატარა, მისი მოყვანა ადვილია და იძლევა კარგ მოსავალს.
  • Cream Mandarin Auto - ეს შტამი ინარჩუნებს პატარა ზომას, მისი ვიზუალის გამო შეიძლება იფიქროთ, რომ ზრდაში ჩამორჩება. კვირტებს აქვთ ციტრუსის სასიამოვნო სურნელი. ისინი არ გამოირჩევიან დიდი ზომებით, მაგრამ სწრაფად მწიფდება და აქვს ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედება.
  • Pineapple Express Auto ძალიან პოპულარული ავტომოყვავილე სახეობაა. მცენარე საკმაოდ დაბალია, სწრაფად მწიფდება, კვირტებს სასიამოვნო სურნელი აქვს.
  • Pink Kush CBD 30: 1 - სამედიცინო შტამია არანაკლებ 0,5% ტგკ- შემცველობისა, აქვს ლამაზი კვირტები და მწიფდება სწრაფად.
  • Red Poison Auto - ამ ჯიშში მომხიბვლელია წითელი ან იასამნის ფერი, რომელიც ვლინდება ეგზემპლარების უმრავლესობაში, განსაკუთრებით თუ ბუჩქი სიგრილეში გექნებათ ღამის პერიოდში მოსავლის აღებამდე. გამოირჩევა კვირტების სიუხვით და ძლიერი ჰალუცინოგენური ეფექტით.
  • Tangerine Dream Auto- აქვს მათრობელა ციტრუსების სურნელი და მაღალი მოსავლიანობა.
  • THC Bomb Auto მარტივი მოსაყვანია, მოდის შესანიშნავი მოსავალი ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედებით.
  • Wedding Cheesecake Auto რჩება საკმაოდ კომპაქტური, მალე მწიფდება და ფლობს ძლიერ ჰალუცინოგენურ ზემოქმედებას.

ასევე შესაძლებელია ფოტოპერიოდული „დაბალი“ შტამების შერჩევა. ნაირსახეობები, რომლებსაც აღწერაში მითითებული აქვთ „სწრაფი“ ან „ექსპრესი“, შესაძლებელია გახდნენ კანდიდატები მარიხუანას მოკლე დროში მოსაყვანად. ყვავილობის პერიოდი იწყება ადრე, იმისათვის, რომ გაიგოთ მცენარის სიმაღლე, კარგად უნდა გაეცნოთ კონკრეტული ჯიშის აღწერას. ფოტოპერიოდულ ჯიშებს ზოგადად უფრო დიდი ზომები ახასიათებთ, ვიდრე ავტომოყვავილე ანალოგებს. მაგრამ ისინი შეიძლება იდეალური ვარიანტი იყოს მარიხუანას პატარა ფართზე მოსაყვანად, თუ შეარჩევთ შესაფერის ჯიშს და დაიწყებთ ყვავილობის სტადიას, როდესაც მცენარე 3-4 კვირის გახდება. არ მისცეთ მას ზომებში გაზრდის საშუალება, სანამ განათებას 12/12-ზე გადაიყვანთ!

რეკომენდირებული „ჯუჯა“ ფოტოპერიოდული შტამები:

  • AuroraIndica სწრაფად იზრდება, აქვს მკვრივი, მასიური კვირტები, რჩება დაბალი და იძლევა ადრეულ მოსავალს.
  • Candy Kush Express FAST ადვილად მოსაყვანია. გამოირჩევა ადრეული მომწიფებით, სასიამოვნო სურნელით და ორგანიზმზე ძლიერი მოქმედებით.
  • Cream Caramel FAST სწრაფად მოყვავილე შტამია, აქვს შესანიშნავი მოსავლიანობა, არაჩვეულებრივი არომატი და კაშკაშა ნარკოტიკული ეფექტი.
  • Original Amnesia. ეს ჯიში არ გამოადგება მათ, ვისაც სურს სწრაფად მიიღოს მოსავალი, რადგან მის მომწიფებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. უპირატესობა მისი მცირე ზომა, ექვემდებარება ვარჯიშს. კვირტები მსხვილი და ლამაზია, ზემოქმედებით შეესაბამება სახელწოდებას „ამნეზია“.
  • Peyote Critical იძლევა ძლიერ ზემოქმედებას, ზოგჯერ ის არარეალურ და საშიშ შეგრძნებებს იწვევს. ბუჩქი დაბალი მხოლოდ ვარჯიშით რჩება. თუ ყვავილობის სტადიას 4 კვირიდან დაიწყებთ, მაშინ ის არ გაიზრდება დიდი.
  • Romulan. ეს შტამი ძალიან პოპულარულია და გამოირჩევა თავის მცირე ზომით, იზრდება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ტგკ- მაღალი შემცველობის წყალობით იწვევს ძლიერ ჰალუცინოგენურ მოქმედებას. მართალია არ მოდის დიდი მოსავალი, მაგრამ ეფექტის გამო მისი მოყვანა ნამდვილად ღირს.
  • Royal Cookies სპეციალისტების მიერ მოყვანილია სპეციალურად რეკრეაციული მიზნებისთვის. რაც ნიშნავს, რომ ტგკ- მაღალი შემცველობის გამო მცენარეს აქვს განტვირთვის და მოდუნების ეფექტი. ხოლო კომპაქტური ზომები იდეალურს ხდის მას დახურული ბაღისთვის.
  • Speedy Chile FAST- აქვს მრავალი კაშკაშა კვირტი თავის პატარა ღეროზე. ამ ჯიშის გამოყენება ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს შფოთვა.
  • Sweet Russian აქვს საშუალო ზომის ლამაზი კვირტები, რჩება კომპაქტური, აქვს ძლიერი მოქმედება.
  • Sweet Tooth რჩება დაბალი მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ვარჯიშის გამოყენების გარეშე, ასევე აქვს ძლიერი მოქმედება, ტგკ- მაღალი შემცველობის წყალობით.
  • Bomb დაბალი შტამია, იძლევა დიდ მოსავალს, შესანიშნავი ჰალუცინოგენური პოტენციალით. მარტივი მოსავლელია.

მოყვანის თავისებურებანი

იმისათვის, რომ მიიღოთ კარგი მოსავალი პატარა ფართის ნაკვეთიდან, საჭიროა გარკვეული ძალისხმევა. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ ზოგიერთი თავისებურება, რამდენადაც, როგორც დიდ ასევე „ჯუჯა“ მცენარის მოვლას აქვს თავის ნიუანსები.

განათების საშუალებების შერჩევა

გამოიყენეთ მარიხუანას კულტივაციისთვის სწორი განათება - კლნ (კომპაქტური ლუმინესცენტური ნათურა), ტ5 და ზოგიერთი დიოდი საუკეთესო არჩევანია მცირე ფართისთვის. განვიხილოთ თითოეული მათგანის პლიუსები და მინუსები.

კლნ მოსახერხებელია მცირე ფართზე გამოყენებისას, რადგან ისინი კომპაქტურია და მათი განთავსება შესაძლებელია ნარგავებისგან რამოდენიმე დიუიმის მოშორებით.

კლნ-ს განათების მაგალითი

კლნ- განათების მაგალითი

კომპაქტური ლუმინესცენტური განათება გამოდგება მხოლოდ პატარა პლანტაციების შემთხვევაში. ის ხელს უწყობს მაღალი მოსავლის მიღებას. თუ თქვენ გადაწყვიტეთ გაზარდოთ მცენარეების რაოდენობა, დაგჭირდებათ რამდენიმე დიდი ან ბევრი პატარა კლნ ნათურა. რაც გამოიწვევს ტემპერატურის და დენის ხარჯის ზრდას. ამიტომ, თუ გაქვთ საკმარისი ფართი ბევრი ბუჩქის მოსაყვანად, რეკომენდირებულია განიხილოთ განათების სხვა საშუალებები.

ლუმინესცენტური ნათურები ტ5 ფლობს დაბალ პროფილს, მათი მონტაჟი შესაძლებელია ნარგავებთან ახლოს. ასეთი განათების შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან კარგი მოსავლის მიღება, თუ მოხერხდება სწორი და ფართო ბუჩქის გაზრდა (როგორც სურათზეა მოცემული). ნაკლი გახლავთ ის, რომ ასეთი ტექნიკა გამოიმუშავებს ბევრად მეტ სითბოს, დიოდებთან შედარებით. ელექტროენერგიის ხარჯის მხრივ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი.

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

დიოდები არსებობს სხვა და სხვა ზომისა და ფორმის, ამიტომ ისინი გამოგადგებათ ყველა სახის პლანტაციაში. LED განათება მოიხმარს მცირე რაოდენობით ელექტრო ენერგიას, რაც საუკეთესო ვარიანტია მცირე ზომის დახურული ბაღებისთვის. საშუალოდ, დიოდები იძლევა დაახლოებით ორჯერ მეტ სინათლეს, ვიდრე ფლუორეცესნტური ნათურები, ისეთები, როგორიცაა კლნ ან ტ5, ერთნაირი რაოდენობის ელექტრო ენერგიის მოხმარებისას. მოცემული ტექნიკის ახალი მოდელები კიდევ უფრო ეფექტური იქნება გამოყენებისას.

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

დიოდური ნათურების გამოყენების მაგალითი.

სინათლის სპექტრი

განათების გამოყენება, რომლის სპექტრში დიდი რაოდენობით არის ლურჯი, როგორც წესი, ხელს უწყობს მცენარის სიმაღლეში ზრდას და ხელს უწყობს მის გაბუჩქვას (ფოთლები უფრო მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და უფრო ხშირს ხდის ბუჩქს). ამავდროულად, წითელი შუქის გამოყენებამ შეიძლება მცენარის სიმაღლეში ზრდას შეუწყოს ხელი. დიოდები, ან ნათურები სპექტრს მარკირებით 4000კ, 5000კ და 6500კ, რომლებსაც ლურჯი შეფერილობა აქვთ - შესანიშნავი არჩევანია დაბალი კანაფის მოსაყვანად.

მოცულობის ზომა

იმისათვის, რომ მარიხუანა დარჩეს კომპაქტური, აუცილებელია შევზღუდოთ სივრცე ფესვებისათვის. ამისათვის რეკომენდირებულია მცირე ზომის ქოთნების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანაბისის ზომამ ხის ზომას შეიძლება მიაღწიოს! მათი კულტივირება მცირე ზომის ქოთნებში, საშუალებას არ მისცემს მცენარეს გაიზარდოს სიმაღლეში. ამასთან არ დაზარალდება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი: კვირტები გააგრძელებს ზრდას მანამ, სანამ მცენარე მიიღებს საკმარისი რაოდენობის სინათლეს და საკვებ ნივთიერებებს. განვიხილოთ მაგალითები.

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

ეს ავტომოყვავილე ეგზემპლარი, მოყვანილი მცირე ზომის ჭიქაში, გაიიზარდა 15 სმ. სიმაღლის.

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

ყველა ეს ავტომოყვავილე ბუჩქი დარგული იყო ერთსა და იმავე დროს, ჰქონდათ 4 ერთნაირი შტამი. პატარა კარავში ქოთნები 1 გალონი მოცულობის იყო, დიდში კი გამოიყენებოდა 3 გალონი მოცულობის ქოთნები. მცირე კონტეინერი - არის მიზეზი, თუ რატომ გაიზარდა მცირე კარავში დაბალი და გაბუჩქული მცენარეები.

აი კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ქოთნის ზომა კანაბისის სიმაღლეზე. ყველა ეს მცენარე დარგეს ერთდროულად. ბუჩქების ნაწილი დარგული იყო 3 გალონი მოცულობის ქოთნებში, დანარჩენი ჭიქებში. ყველა იყო დაახლოებით ერთი ზომის ფოტოს გადაღებისას.

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

ერთი კვირის განმავლობაში დიდ ქოთანში გაზრდილმა მცენარეებმა სიმაღლეში გადაასწრეს ქოთნებში არსებულ მცენარეებს. ერთი და იგივე ჯიშის მცენარეები სხვა და სხვა მოცულობებში სხვა და სხვა ზომის გაიზარდა. პატარა ზომის ქოთნებს კანაბისის ზომის შემცირებასთან მივყავართ!

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

ჯუჯა ბუჩქების მოყვანის მეთოდები

არსებობს მინი - მარიხუანას მოყვანის რამოდენიმე მეთოდი. განვიხილავთ ძირითად მეთოდებს. ყველაზე პოპულარულ ტექნიკებს განეკუთვნება:

  • „სიმწვანის ზღვა“ (SoG). მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ვიქონიოთ ბევრი მცენარე პატარა ქოთნებში;
  • «Screenof Green» (ScrOG) - მეთოდი, რომლის დროსაც ქოთანი თავსდება ისე, რომ იზრდებოდეს ბადის ან ეკრანის გაყოლებაზე. ეს აიძულებს მას შეინარჩუნოს დაახლოებით ერთი სიმაღლე.
  • «Manifolding» - ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ტარდება მცენარის ფორმებით მანიპულაციები ადრეულ ვადაზე, რათა მოხდეს მისი გაბუჩქვა და სიმეტრიული ზრდა. მაგალითად, შეიძლება შეიქმნას ძლიერი ძირითადი ღერო რამოდენიმე სიმეტრიული ტოტით. ეს ყოველივე იძლევა შედარებით მცირე ბუჩქებიდან საოცარი მოსავლის მიღების საშუალებას;
  • ტრენინგის სხვა სახეობები, ისეთები, როგორიცაა „დაბალი სტრესით გადაღუნვა“ (LST- Low Stress Training) და სუპერ კვეთა (ცნობილი High Stress Training სახელით ) სასარგებლოა მარიხუანას ზომის შესამცირებლად. პირველის შემთხვევაში ცენტრალური ღერო იღუნება ისე, რომ მოთავსდეს ჰორიზონტალურად, ამ დროს გვერდითი ტოტები იღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და იწყებს ზევით ზრდას. მეორე ვარიანტში ხდება ბუჩქის ტოტების მასიური გადაღუნვა. ეს ხდება მოსავლის გასაზრდელად (თუ მცენარე განიცდის სტრესს კულტივაციის დროს, ტგკ- დონე იზრდება).
როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები
როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები
როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები
როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

ძირითადი რჩევები

იქონიეთ სინათლის წყარო ბუჩქთან რაც შეიძლება ახლოს. ამასთანავე სანათი უნდა მოთავსდეს ისე, რომ მან არ იქონიოს მცენარეზე ნეგატიური ზემოქმედება. მანძილი, რომელზეც უნდა განთავსდეს ნათურა, დამოკიდებულია კონკრეტულად მის სახეობაზე. კაშკაშა სინათლე დაგეხმარებათ ჯუჯა მცენარის მიღებაში.

გაკრიჭეთ ბუჩქი. აუცილებელია მოჭრათ კენწერო, სანამ ბუჩქი სულ რამოდენიმე კვირისაა. ეს ტექნიკა ცნობილია ტოპპინგის სახელით. მისი საშუალებით ფოთლები გახშირდება, ხოლო თვითონ ღერო იქნება დაბალი. ეს მოგცემთ საშუალებას, არა მხოლოდ შეამციროთ ბუჩქის ზომა, არამედ გაზარდოთ მოსავალი. ასე გამოიყურება 3-4 კვირის მცენარე:

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

გაკრეჭვის საუკეთესო პერიოდი, რომელიც ჯუჯა მცენარეს მოგცემთ - არის პერიოდი, როდესაც მცენარეს აქვს ფოთლების დაახლოებით 6 კომპლექტი. ამ დროს იჭრება ძირითადი ღეროს მხოლოდ ზედა ნაწილი.

როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები
როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები
როგორ მოვიყვანოთ შეზღუდულ სივრცეში კანაფის კომპაქტური მცენარეები

რჩევა ავტომოყვავილე შტამების გაკრეჭვის შესახებ: გაკრიჭეთ მცენარე მას შემდეგ, რაც მასზე გაჩნდება კვირტები. ტოპინგი ყვავილობის სტადიაზე, ზოგადად ცუდი იდეაა, რადგან ის აფერხებს მცენარის განვითარებას. თუმცა ეს შეიძლება იყოს კარგი ტაქტიკა, თუ შეგნებულად გსურთ ბუჩქის ზრდის შეჩერება.

არ დააყოვნოთ ყვავილობის ფაზაზე გადასვლა. ეს რეკომენდაცია ეხება მხოლოდ ფოტოპერიოდულ (ჩვეულებრივ) მცენარეებს და არა ავტომოყვავილე ჯიშებს. ტრადიციული შტამებისთვის ყვავილობის სტადია იწყება მაშინ, როცა მცენარე საჭირო ზომის ნახევარს აღწევს. მას შემდეგ, რაც მარიხუანას 12/12 რეჟიმზე გადაიყვანთ, ის გააორმაგებს თავის სიმაღლეს. ამიტომ ღერო შეიძლება გახდეს ძალიან დიდი, თუ ზედმეტი დროის მანძილზე დააყოვნებთ.

ამ სტატიის შემდეგ კარგად უნდა იცოდეთ, თუ რა არის საჭირო სასურველი ზომის მარიხუანას მისაღებად!