კანაფის მოყვანა
კანაფს უყვარს თბილი, ტენიანი ამინდი, მაგრამ ზრდის პროცესის დროს, შეიძლება მისი მოყვანა უფრო მკაცრ პირობებშიც. მართალია, თუ იქნება ძალიან ცივი და მშრალი ამინდები, მცენარე ვერ შეძლებს გაიზარდოს თავისი ზომის შესაბამისი, და ასევე ექნება ნაკლები ფოთლების მასა. ცივ, მშრალ კლიმატზე, კანაფი ვერ შეძლებს გამოავლინოს თავისი სრული პოტენციალი. განსაკუთრებით ზრდის ადრეულ ეტაპზე, ყინვა და სიცივე ძალიან აზიანებს მცენარეს. ერთის მხრივ კანაფი როგორც კი მიაღწევს კონკრეტულ ზომას, მაშინ უკვე შეუძლია გადაიტანოს ეს სირთულეები უფრო მარტივად.
იმისათვის, რომ კანაფი ნორმალურად გაიზადოს, მას სჭირდება მშვიდი ამინდი, მუდმივი სითბოთი და წვიმებით. განსაკუთრებით ზრდის პირველ კვირებში.
დასარგავად, ყველაზე უკეთესია - ტენიანი ფხვიერი ნიადაგი, რომელიც შეიცავს ბევრ საკვებ ელემენტს. მიწა, რომელიც შეიცავს ბევრ სველ თიხას, უზრუნველყოფს სუსტი ბოჭკოს განვითარებას. მცენარის მშრალ, ქვიშისებრ მიწაში დარგვისას, მცენარე ვერ გაიზრდება შესაბამისი ზომის. კანაფი თავს ცუდად გრძნობს გამომშრალ, უტორფო ნიადაგში. იდეალურ ვარიანტში, კანაფის დარგვა საუკეთესოა კარგად დამუშავებულ მინდვრებში, სადაც ზრდიან ხორბალს. ცუდი არ იქნებოდა, თუ იქვე ახლომახლოს იქნება ტბა, მდინარე, არხი .
თუ თქვენ კანაფს გაზრდით შავ ნაყოფიერ მიწაში, მაშინ ნიადაგს აღარ სჭირდება დასასუქება. ასეთ მიწაზე კანაფის მოყვანა შეიძლება მრავალი წლის მანძილზე გადაბმულად. როდესაც მინდორში იზრდება კანაფი, ის თავისი ფოთლებით ფარავს მიწის ზედაპირს მზის სხივებისგან, რის გამოც სხვა მცენარე ვერ იზრდება. კანაფი არ აფუჭებს მიწას, ამიტომ შემდეგ ის მიწა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სხვა მცენარის გასაზრდელად.
კანაფის სასიცოცხლო ციკლი საკმაოდ ხანმოკლეა. ამ ხნის მანძილზე ფესვთა სისტემა იზრდება არც ისე დიდი, თუ შევადარებთ რომელიმე დიდ ბუჩქს. ასე რომ, მიწის ზედა ფენაში უნდა იყოს ბევრი სათადარიგო საკვები მინერალები. ზრდის დაჩქარებისთვის, საკვებ ელემენტად იყენებენ შემდეგი სახის სასუქებს: ნაკელი, ნაცარი.
კანაფი კარგად იტანს სასუქებს. ამიტომ, ჩარგვამდე როგორც წესი მიწას ასასუქებენ ორჯერ - ზამთარში და გაზაფხულზე - ზევიდან აყრიან ნაკელს დათესილ კანაფზე.
კანაფის დასათესად, უმჯობესია მიწა გავთოხნოთ ღრმად, გავაფხვიეროთ ის როგორც საჭიროა. შეიძლება დაგჭირდეთ რამოდენიმეჯერ გათოხვნაც. თუ კანაფის დათესვამდე იმ ადგილას მოყავდათ ბოსტნეული,მაშინ მიწა უნდა გაითოხნოს შემოდგომაზე - ძალიან ღრმად, რის მერეც ტოვებთ ასეთ მდგომარეობაში ზამთრის პერიოდში. გაზაფხულის მოსვლისთანავე, გააფხვიერეთ მიწა.
დასარგავად უმჯობესია გამოიყენოთ ერთწლიანი ან ორწლიანი თესლები. თუ თესლი ინახებოდა 2 წელზე მეტ ხანს, მათი სიოცხლისუნარიანობა საგრძნობლად კლებულობს.
კანაფის დასარგავად იდეალურ დროდ სპეციალისტები თვლიან მაისის შუა-ბოლო პერიოდს - სადღაც 15-დან 25 მაისამდე, როდესაც მიწა იწყებს გათბობას. პერიოდის ამ ინტერვალში, მცენარე იღებს ბევრ ტენს და სინათლეს, ხოლო მოყინვის საშიშროება კი თითქმის ნულის ტოლია. თუმცა უფრო მოგვიანებითაც თუ დარგავთ, კანაფი მაინც მოასწრებს ყველა ფაზის გავლას და გაყვავებას სიცივეების დაწყებამდე.
თესლი არ უნდა ჩარგოთ ძალიან ღრმად, რომ მათ გაუადვილდეთ მიწის ამოჭრა, სადაც მზის სხივები არ აღწევს.
მიწის უნდა დამუშავდეს ადრეულ ეტაპზე, სანამ მცენარე ჯერ კიდევ პატარაა.
შემდგომში მცენარე უკვე საჭიროებს მორწყვას, თუ დიდი ხნის მანძილზე არ მოვა წვიმა, და ასევე აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალყური, რომ დაიცვათ თქვენი მცენარე პარაზიტებისგან, ობისგან და სხვა დაავადებებისგან.