კანაბისის დამუშავება მოსავლის აღების შემდეგ

მარტი 21, 2021

შინაარსი

მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვეთ რთული გზა კანაბისის დათესვიდან - მოსავლის აღებამდე და მიიღეთ გარკვეული რაოდენობის სტაფი ჩნდება კითხვა - რა ვუყოთ მას? შეიძლება თუ არა განჯის ხარისხის გაუმჯობესება? აუცილებელია თუ არა კიდევ რამის გაკეთება? როგორ შევუცვალოთ მას გემო და არომატი? კიდევ მრავალი კითხვა ჩნდება და წარმოდგენილი სტატია სრულყოფილ პასუხებს გაგცემთ.

გაკრეჭვა

გაკრეჭვა

არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა აიღოთ მაკრატელი და გაკრიჭოთ მცენარე:

  • კანაფის გირჩები ვიზუალურად იღებს აკურატულ და მადის აღმძვრელ ფორმას;
  • გაკრეჭილი ყვავილედების მოწევა უფრო მოსახერხებელია;
  • ფოთლები ზედმეტია, რადგან მათში ტეტრაჰიდროკანაბინოლის ძალიან დაბალი შემცველობაა;
  • თუ დატოვებთ ფოთლებს, მიხვდებით, თუ რატომ აქვს ბოლს მწარე გემო;
  • ფოთლებში ბევრად მეტი ტენია, ამიტომ გაშრობის პროცესის დროის გაზრდა მოგიწევთ;
  • გაშრობის პროცესში ფოთლები ხელს შეუშლის ჰაერის შეღწევას, იცვლება გირჩის საწყისი ფორმა და იზრდება ობის გაჩენის ალბათობა.

ეჭვგარეშეა, რომ გაკრეჭვის გარეშე ვერ მიიღებთ საუკეთესო ხარისხის გირჩებს. დაწვრილებით მოგიყვებით ამ პროცესის შესახებ.

სამუშაოს დაწყებამდე მოამზადეთ ადგილი, სადაც მანიპულაციას ჩაატარებთ. მოაშორეთ ყველა არასაჭირო ნივთი. გამოიყენეთ ბასრი მაკრატელი. წინასწარ მოიმარაგეთ მინის ნაჭერი ან ქაღალდი. ისინი დაგჭირდებათ ჩამოყრილი ტრიქომების და შაქრის ფოთლების მოგროვებაში.

მნიშვნელოვანია! კვირტები უნდა მოიჭრას სათითაოდ, არ მოეჭიდოთ მთლიან ღეროს. თუ ნაყოფს შორის ადგილი პრაქტიკულად არ არის, აუცილებლად გააცალკევეთ ისინი და მხოლოდ ამის მერე გაკრიჭეთ.

პირველ რიგში გაკრიჭეთ ღერო, რომელზეც გირჩი გაიზარდა. საკმარისია რამოდენიმე სანტიმეტრის დატოვება, ღეროს დასაჭერად, ისე რომ არ შეეხოთ უშუალოდ კვირტს. შესაძლებელია გრძელი ღეროს დატოვებაც, იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება თქვენთვის მოსახერხებელი. კონკრეტული წესები არ არსებობს, არ აჩქარდეთ, გაკრიჭეთ აკურატულად და თანმიმდევრულად, რათა არ დააზიანოთ გირჩების სტრუქტურა.

კვირტის მოჭრა სასურველია მაქსიმალურად სწორ, ერთ სიბრტყეზე. თუ გაკრეჭვა კუპრიან შტამს სჭირდება, ან უბრალოდ, სტაფი ძალიან ბევრია, მაკრატლის პირებზე გროვდება კუპრი, რაც ხელს უშლის პროცესის ხარისხიანად ჩატარებას. გამოიყენეთ სხვა ინსტრუმენტი, ან გაასუფთავეთ ის. გაკრეჭვის მერე საგულდაგულოდ დაათვალიერეთ თითოეული ყვავილედი, მათზე არ უნდა დარჩეს უსწორმასწორო ადგილები.

გამოცდილი მებაღეები ხშირად გაკრეჭვას მოსავლის აღებამდე, ბუჩქებზევე იწყებენ. სპეციალისტები დაწყებას მასიური, ზედა ფოთლებიდან გვირჩევენ. პროცესი ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს, დაიწყეთ დღეში ფოთლების სამი წყვილით, გაიმეორეთ დღე გამოშვებით. ზედმეტი ფოთლები სასიცოცხლო ციკლის დასასრულს, ხელს უშლის მცენარეს და ავნებს მოსავალს. ბუჩქი კარგავს დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ენერგიას მათზე, სიმწიფის პიკზე კი, ეს ნაწილი მაინც კვდება.

თუ გენანებათ ბოლომდე შემოჭრა, შესაძლებელია ტრიქომების მქონე ფოთლების დატოვება, რომლებიც ყვავილედების ძირშია. მათში კანაბინოიდების საკმარისი კონცენტრაციაა ეფექტის მისაღებად.

">

ვაშრობთ გირჩებს

ვაშრობთ გირჩებს

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელზეც შეცდომების დაშვება დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაფი გაფუჭდება. კითხვას, თუ რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს შრობის პროცესი, კონკრეტული პასუხი არ აქვს. ის დამოკიდებულია ტენზე, რომელიც უშუალოდ გირჩებშია და კულტურის მოყვანის გარემოზე. ზოგადად პროცესი 1-3 კვირა გრძელდება. როგორც კი გაკრეჭთ გირჩებს, თამამად გადადით პროდუქტის მომზადების ამ ეტაპზე.

დაალაგეთ ყვავილედები გლუვ ზედაპირზე, დატოვეთ მათ შორის მცირე მანძილი. იმისათვის, რომ შრობის პროცესი მაქსიმალურად თანაბრად მიმდინარეობდეს, ყოველდღიურად გადააბრუნეთ ისინი. ამგვარად ტენი თანაბრად აორთქლდება. მებაღეების ნაწილი სხვა მეთოდს იყენებს. გირჩებს კიდებენ ღეროებით, ვერტიკალურად. ამგვარად გაშრობის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი მეთოდი აუარესებს სტაფის ხარისხს, თუმცა ეს აზრი ოფიციალური კვლევებით დადგენილი არ არის.

რა არის აუცილებელი შრობისთვის:

  • არანაირი განათება (ჩრდილი, ან ბნელი შენობა მისაღებია, მთავარია გამოირიცხოს პირდაპირი სხივების მოხვედრა);
  • 18-22 გრადუსი ტემპერატურის მუდმივი კონტროლი (ზედა ზღვარი +35 გრადუსია);
  • შეინარჩუნეთ ტენიანობა 45-55% შუალედში.

ბოლო ორი პუნქტი პირდაპირ არის დაკავშირებული ობის ან სოკოს გაჩენის საშიშროებასთან. ამავდროულად, ზედმეტი ტემპერატურის და ძალიან დაბალი ტენის დროს, გირჩების ზედა ფენა შეიძლება ზედმეტად გაშრეს, რის გამოც ფსიქოაქტიური კომპონენტები ორთქლდება და მოსავლის ეფექტის შესაძლებლობები იკლებს.

რჩევები გირჩების შენახვასთან დაკავშირებით

რჩევები გირჩების შენახვასთან დაკავშირებით

ვიდრე გირჩების გაშრობას დავიწყებთ, აუცილებელია მათი მკურნალობა. გროვერების ნაწილი ამ მანიპულაციას აიგნორებს. მკურნალობის გარეშე გაშრობის შემთხვევაში, მცირე რაოდენობის ტენის დარჩენის მაღალი რისკი არსებობს. დროთა განმავლობაში გამოჩნდება შედეგიც - ობი და სოკო. კარგად გაშრობის გარდა, მკურნალობა იძლევა საშუალებას, საბოლოოდ დავაფიქსიროთ და მოვახდინოთ მზა პროდუქტის გემოსა და არომატის ფორმირება. შენარჩუნებული ტერპენები მაქსიმალურად იხსნება და ავსებს პალიტრას.

პროცედურა არ წარმოადგენს სირთულეს, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. მოამზადეთ მინის ქილა (სახურავი ჰერმეტულად უნდა ეხურება), სადაც ჩააწყობთ მოსავალს. აავსეთ ის ბალახით და მოათავსეთ მშრალ, ბნელ ადგილზე.

ყოველდღიურად შეამოწმეთ და პარალელურად მიეცით სტაფს „სუნთქვის“ საშუალება, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. განიავების აუცილებლობაზე მეტყველებს ქილაზე წარმოქმნილი კონდენსატის წვეთები. როგორც კი შეამჩნევთ, რომ წვეთები აღარ ჩნდება - პროდუქტი მზად არის გამოყენებისთვის, თამამად შეგიძლიათ შეინახოთ ის.

რეზიუმე

მართალია, კანაფის მოყვანის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპის შეუსრულებლობამ შეიძლება მრავალ თვიანი შრომა წყალში ჩაგიყაროთ. მოიკრიბეთ ძალები, გულდასმით შეასრულეთ ბოლო ეტაპები და მიაღწიეთ ნამდვილად კარგ შედეგს.