კანაფის პრაქტიკუმი: დეფოლაცია - ფოტოები და განმარტებები

იანვარი 14, 2021

შინაარსი

დეფოლაციის გამოყენება სულ უფრო ხშირი ხდება, თუმცა ხშირად ჩნდება პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში გამოუცდელობის და სპეციალისტების მიერ მოწოდებული პრაქტიკული მასალების სიმცირის გამო არის გამოწვეული. მოცემული სტატიის დეტალურად განხილვის შემდეგ გაიღრმავებთ ცოდნას და შეძლებთ საკუთარი გროვის ბევრად ხარისხიან მოვლას.

კანაფის პრაქტიკუმი

თქვენს წინაშეა სამი გაკრეჭილი მცენარე, რომელიც სულ მალე გადავა ყვავილობის ფაზაში.

კანაფის პრაქტიკუმი

იგივე ბუჩქები ყვავილობისას დეფოლაციის შემდეგ.

დეფოლაცია და მისი სარგებელი

დეფოლაცია - არის ფოთლების სტრატეგიული მოშორების პროცესი, რაც იძლევა შემდგომში კანაბისის განვითარების საშუალებას მებაღის სურვილისამებრ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ხარისხიანი დეფოლაცია, არამედ მანიპულაციის ჩატარებით გროვერის მიზნის ზუსტი ცოდნა.

რატომ არის დეფოლაცია სასარგებლო

შედარებით ხარისხიანი გირჩების მიღების შესაძლებლობა

ყვავილობის ადრეულ სტადიაზე სტრატეგიული დეფოლაცია იძლევა ნაკლებ ყვავილედებს. სამაგიეროდ მიღებული მოსავალი ბევრად უკეთესი ხარისხის არის. კანაფის გირჩები მაქსიმალურად ივსება მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად ღებულობს სინათლის სხივებს, სუფთა ჰაერს და ყველაზე დიდი გირჩები მდებარეობს უშუალოდ მცენარის კენწეროში. ქვედა ნაწილში მდებარე ყვავილედები ხშირად ფხვიერია (ან სულაც ცარიელი). არასაჭირო ფოთლების მოშორება ეხმარება მცენარეს უკეთესი ყვავილედების ფორმირებაში. როდესაც ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, კანაბისის გირჩები, როგორც წესი უფრო მსხვილი, მკვრივი და მძიმეა.

ობის წარმოქმნის და ლპობის წარმოშობის ალბათობის შემცირების შესაძლებლობა

ზოგჯერ მცენარე იმდენად ხშირი ხდება, რომ ფოთლები, ფაქტიურად ერთმანეთს ედება, რა დროსაც ჩნდება სველი ლაქები. ასეთი რამ ხშირია. თუ ყურადღებით არ ადევნებთ თვალს, ხშირ ფოთლებიანი მცენარეები დიდი ალბათობით დაზიანდება ფქვილისებრი ცვრით ან კვირტების ლპობით.

ტენიანობის დონის აუცილებელი შემცირება

ლოგიკურად მარტივი მისახვედრია და ბიოლოგიის კურსიდანაც ალბათ გახსოვთ, რომ ფოთლები მუდმივად გამოჰყოფს წყლის ორთქლს, რაც ზრდის ტენიანობის დონეს გროუბოქსსა და ზოგჯერ გროურუმშიც, ასევე უშუალოდ ბუჩქის „კრონაში“. თუ იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ტენიანი ჰავაა (ზოგჯერ ტენიანობა 70%-ს შეიძლება აჭარბებდეს),ფოთლების მოშორება მნიშვნელოვნად გეხმარებათ ტენიანობის მაჩვენებლის შემცირებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ტენიანობის თავიდან არიდება ყვავილობის სტადიის მეორე ნახევარში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს კვირტების გაშლა, ასევე იზრდება ობის გაჩენის და ლპობის ალბათობა.

გაკრეჭვის სიმარტივე

დეფოლაციის შემდეგ ბევრად მარტივია მცენარის გაკრეჭვა უშუალოდ ხარვესტის შემდეგ. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა!

სად ფორმირდება ყვავილედები?

მზარდი ღეროები, რომლებიც მომავალი ყვავილედების წარმოქმნის საფუძველი გახდება, ზევიდან ვარსკვლავებს ჰგავს. გროვერების სამყაროში მათ ხშირად კენწეროებს, ღეროებს ან „კოლა“-ს უწოდებენ („კოლა“ - ესპანური სიტყვაა, რომელიც კუდს ნიშნავს, კანაფის მასიური გირჩები მართლაც ჰგავს კუდებს).

სურათზე შეამჩნევთ რამოდენიმე ძირითად ღეროს, რომლებიც თეთრი ვარსკვლავებით არის მონიშნული. სწორედ მანდ გაჩნდება მომავალში ყველაზე დიდი ყვავილედები. ივარჯიშეთ და განსაზღვრეთ კიდევ რამოდენიმე „წერტილი“ გირჩების ფორმირებისთვის.

სად ფორმირდება ყვავილედები?

დეფოლაცია ყვავილობის სტადიის დასაწყისში

მეორე სურათზე წარმოდგენილი 3 მცენარე, ყვავილობის სტადიის დასაწყებად, გროვერის მიერ გადაყვანილი იყო 12/12 რეჟიმზე ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე. როგორც კი შეამჩნევთ თეთრ ბუსუსებს/პესტიკებს მომავალი ყვავილედების მიდამოებში - დაიწყეთ გაკრეჭვა. დადგა შესანიშნავი დრო დეფოლაციისათვის!

შენიშვნა: თუ ბუსუსების ნაცვლად დაინახავთ ბურთების კონებს, თქვენი მცენარე მამრია, შესაბამისად არანაირ გირჩებს არ მიიღებთ.

სად ფორმირდება ყვავილედები?

თეთრი ბუსუსები (პესტიკები) - მდედრი კვირტების წარმოშობის პირველი ნიშანია.

სად ფორმირდება ყვავილედები?

სურათზე შესრულებული სამუშაოს ნათელი მაგალითია. დეფოლაციამდე და მის შემდეგ, გროვერმა მოაშორა დიდი ფოთლები გრძელ ღეროებს, რათა გაესუფთავებინა გირჩებიანი ადგილები, რისი მეშვეობითაც გააუმჯობესა ჰაერის ცირკულაცია.

აუცილებელია ფოთლები მოაშოროთ ისე, რომ ყოველი მომდევნო რამოდენიმე სანტიმეტრის დაშორებით წარმოიქმნებოდეს მასიური ყვავილედები. მიეცით გირჩებს განვითარების საშუალება.

სად ფორმირდება ყვავილედები?

განშტოებას, რომელიც გროვერს ხელში უჭირავს არასდროს მოუღწევია ბუჩქის განვითარების ზედა წერტილამდე და მას საერთოდ არ ხვდებოდა შუქი. მისი ბლოკირება ასევე მოახდინა უფრო კარგ ადგილზე მდებარე სქელმა ღერომ. შედეგად, მიღებული იყო ტოტის მოჭრის გადაწყვეტილება, რათა მცენარე ორიენტირებულიყო ხელსაყრელ ადგილზე მდებარე და ვიზუალურად უკეთესი ტოტების განვითარებაზე.

კარგი კვირტები, როგორც წესი, მდებარეობს შედარებით სქელი ღეროს კენწეროში, რომლებიც ზედა ზღვარს სწვდება. ამიტომ, თუ ღერო მის გაყოლებაზე იზრდება, მისი მოჭრა არ დააყოვნოთ.

სად ფორმირდება ყვავილედები?

ფოტოზეა პატარა ტოტი, რომელიც გროუბოქსს ედება, ის ვერასდროს წარმოქმნის დიდ გირჩებს და წაართმევს ენერგიას ძირითად ღეროებს.

ასევე არ დაგავიწყდეთ მცენარის ქვედა ნაწილში არსებული წანაზარდების მოშორება, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ჩრდილში იქნებოდნენ. მსგავსი ქმედების განხორციელებას სპეციალისტები მხოლოდ ერთხელ გირჩევენ, ყვავილობის სტადიის დასაწყისში.

სად ფორმირდება ყვავილედები?

ფოტოზე წარმოდგენილია დეფოლირებული მცენარე, რომელსაც წანაზარდებიც მოაშორეს, მარცხენა მცენარე კი ხელუხლებელია.

სად ფორმირდება ყვავილედები?

კანაბისის დეფოლაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი (გვერდხედი) - დეფოლაციამდე და მის შემდეგ. არ დაგავიწყდეთ მცენარის დასვენება დეფოლაციის შემდეგ, რამოდენიმე კვირის განმავლობაში მაინც (ზოგიერთი გროვერი კვლავ ახდენს მცენარის დეფოლაციას პირველი ყვავილობიდან 2-4 კვირის შემდეგ).

ზოგიერთი მცენარე (განსაკუთრებით ეს ეხება კანაბისის სატივას შტამის განსაზღვრულ ჯგუფს) არ არის ხშირ ფოთლივანი და არ საჭიროებს დეფოლაციას. სხვებისთვის კი ეს პროცედურა აუცილებელია, რადგან ფოთლები იმდენად ხშირია, რომ იფარება სველი ლაქებით, ყვავილედებს კი არ ყოფნით სინათლე.

თუ მოვაშორებთ ბევრ ფოთოლს, შეიძლება შევაჩეროთ მცენარის ზრდა, ფოთლები შთანთქავს შუქს და გარდაქმნის მცენარისთვის აუცილებელ ენერგიად! არ არის აუცილებელი მცენარის დეფოლაცია, რომელსაც არ აქვს ხშირი ფოთლები (გამონაკლისს წარმოადგენს რამოდენიმე ქვედა ფოთოლი). ამან შეიძლება მიგვიყვანოს საბოლოო მოსავლის მნიშვნელოვან შემცირებამდე.

სად ფორმირდება ყვავილედები?

შერჩეული ჯიშის და მიღებული მცენარის მიუხედავად, დეფოლაციის და ვარჯიშის ნებისმიერი ტექნიკის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მცენარის ძირითადი ნაწილები და ყვავილედები უზრუნველვყოთ სინათლით და ხარისხიანი ჰაერით.

მოსაშორებელი ფოთლების რაოდენობის განსაზღვრა რომელიმე ერთი სტანდარტით,შეუძლებელია. შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ კონკრეტული მებაღის უპირატესობებზე. ზოგიერთი მებაღე მეტს აშორებს, ზოგი ნაკლებს, ნაწილი კი საერთოდ არ კიდებს ხელს ფოთლებს. კანაბისი საოცრად დრეკადია. გროვერობის ძირითადი მეთოდოლოგია მაინც პირად უპირატესობებზე მყარდება, რადგან, თითქმის ყველა პოპულარული მეთოდი და დეფოლაციის გრაფიკი კარგად მუშაობს.

სურათზე წარმოგიდგენთ სხვა მცენარეს დეფოლაციის შემდეგ.

სად ფორმირდება ყვავილედები?

მცენარე ახლა გადავიდა ყვავილობის ფაზაში. მანიპულაციის ჩატარებამდე ბუჩქს ჰქონდა წანაზარდები და ყველა ძირითადი ღერო საკმაოდ დაბლა მდებარეობდა. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ საბოლოო ჯამში ძირითადი ღეროები საბოლოოდ მცენარის ზედა ნაწილშია და ღებულობენ სინათლის სასურველ, პირდაპირ სხივებს. ნებისმიერი დეფოლატორისთვის სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს მთავარ მიზანს.

დეფოლაციის შემდეგ, მებაღემ გააგრძელა ფოთლების მოშორება, რომლებიც ერთმანეთს ედებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტია, გროვერი ძირითად ყურადღებას აქცევდა მცენარის საბაზისო მოვლას და ინარჩუნებდა ოპტიმალურ კლიმატს (მიკროკლიმატის შენარჩუნებას).

12 კვირის შემდეგ ბუჩქი მზად იყო მოსავლის ასაღებად. შესანიშნავი ხარვესტია.

12 კვირის შემდეგ ბუჩქი მზად

ყველა ყვავილედი გამოვიდა მაქსიმალურად მასიური და მკვრივი. ადვილი მოსაჭრელია და უბრალოდ შესანიშნავი მოსავალი.

12 კვირის შემდეგ ბუჩქი მზად

იყავით ყურადღებით. შეიძლება ფოთლების აქტიური მოშორებით შეაჩეროთ უშუალოდ გროვის ზრდა. იყავით ფრთხილად, ზედმეტი არ მოგივიდეთ! თუ გსურთ მოსავლის საუკეთესო შედეგის მიღება, მოახდინეთ მხოლოდ ხშირი ბუჩქების დეფოლაცია.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება! თუ მებაღე წინასწარ არ ამატებს სასუქს, დეფოლაცია არ შეიძლება! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გროვი, რომელიც გგონიათ რომ ცუდად რეაგირებს დეფოლაციაზე, - შესაძლებელია იყოს სასუქის გარეშე. დამატების შეტანა აუცილებელია, რადგან დეფოლაციისას აუცილებელია დეფოლაციისათვის. თითოეული ფოთოლი მცენარისათვის სასარგებლო ნივთიერებების მარაგია, რაც ნიშნავს რომ ფოთლების მოჭრისას თქვენ სამუდამოდ ართმევთ ბუჩქს ამ საკვებს. თუ რაიმე მეთოდით არ მიაწვდით მცენარეს საკვებს, მოგვიანებით, ყვავილობის სტადიაზე მცენარეს გაუჩნდება საკვების დეფიციტი.

ზრდის თუ არა დეფოლაცია მოსავალს?

სტრატეგიული დეფოლაციის შედეგად მცენარეს უჩნდება ნაკლები კვირტი. მაგრამ დარჩენილი კვირტები მსხვილი და ხარისხიანია. გროვერების სამყაროში დღემდე იყოფა აზრები, ცოტა და ხარისხიანი გირჩი სჯობს, თუ ბევრი და ჩვეულებრივი. ზრდის თუ არა დეფოლაცია მოსავალს? გირჩების ხარისხი და ეფექტი მანიპულაციების შემდეგ, ბევრად უკეთესია. ამავდროულად არ არის დამტკიცებული პირდაპირი კავშირი დეფოლაციასა და მიღებულ სტაფს შორის.

შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში მსგავსი ექსპერიმენტი ღია გრუნტშიც ჩატარდება. მაგრამ, მის შემდეგაც არ იქნება შესაძლებელი შედარების სქემაზე კატეგორიულად საუბარი.

ზრდის თუ არა დეფოლაცია მოსავალს

ბოლო ფოტო სტატიაში. თქვენ აკვირდებით შესანიშნავ გროვს, რომელსაც ჩაუტარდა დეფოლაცია 4 კვირის წინ. დარჩენილია ერთი თვე სიმწიფის პიკამდე მისაღწევად. აშკარაა, რომ მცენარემ მაქსიმალურად დადებითი რეაგირება მოახდინა ჩატარებულ სამუშაოზე.