როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

მაისი 20, 2020

შინაარსი

გირჩების სიმკვრივე - ეს ყველაფერი არ არის, თუმცა სასიამოვნოა! თუ თქვენი გირჩები ფუმფულა და მსუბუქია და არ იცით ამის მიზეზი, ეს სტატია თქვენთვის არის.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

კანაბისის მკვრივი გირჩის ნათელი მაგალითი

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

გროვერის ცუდი მუშაობის შედეგი. ზედმეტად მსუბუქი და ფხვიერი ყვავილედი

გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რის გამოც გირჩები არ არის ისეთი კომპაქტური, როგორიც უნდა იყოს.

1. გენეტიკა

თქვენ ვერასდროს აჯობებთ მცენარის გენებს. ზოგ მცენარეს, იდეალური პირობების მიუხედავად, მხოლოდ პატარა და ჰაეროვანი გირჩების ფორმირება შუძლია. თუ გენეტიკა არ ითვალისწინებს გირჩების სიმკვრივეს, თქვენი ბრალი არ არის, რომ გირჩები ფუმფულაა, თქვენ ვერაფერს შეცვლით.

მნიშვნელოვანია! დაბალი სიმკვრივე ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ კვირტები ცუდია. ეს დამახასიათებელია სატივას ჯიშებისა და ჰიბრიდებისთვის .

მოწევის დროს თქვენ ვერ შეამჩნევთ სხვაობას!

შტამის შერჩევა, რომელიც წარმოქმნის მკვრივ ყვავილედებს , მნიშვნელოვნად გაზრდის სასურველი შედეგის მიღების ალბათობას. შტამები, გადახრილი ინდიკასკენ , ფლობენ ტენდენციას განავითარონ ასეთი სტაფი, თუმცა ჩვენს დროში თითქმის ყველა შტამი არის ჰიბრიდი. მხოლოდ რამოდენიმე სტრეინი განეკუთვნება ჩვენთვის საინტერესო კატეგორიას: Bubba Kush, Critical Purple Kush, Somango, Cinderella Jack Auto.

2. ცუდი საკვები ყვავილობის სტადიაში

კანაბისის მცენარეები, როგორც წესი, პატიობენ შეცდომებს ვეგეტაციის სტადიაში. საკვები ნივთიერებების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მანამ, სანამ მცენარე მწვანეა და ჯანმრთელი. მიუხედავად ამისა, როცა გროვი გადადი ყვავილობის სტადიაზე და ფორმირდება ყვავილედები, საკვები ნივთიერებები პირდაპირ ახდენენ გავლენას ხარისხზე, სიმკვრივეზე და მოსავლიანობაზე.

არ მისცეთ საშუალება მცენარეს, ამოწუროს საკვები ნივთიერებები კვირტების ფორმირების დროს.

ყვავილობის პერიოდში არ დასჯერდეთ ჩვეულებრივ ნიადაგში არსებულ საკვებ ნივთიერებებს. მცენარე, რომელიც იზრდება ერთსა და იმავე ნიადაგში თესლებიდან მოსავლის აღებამდე, ყვავილედების ფორმირების დროს კარგავს საკვებ ნივთიერებებს. სწორ კვებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დიდი და მკვრივი გირჩების წარმოქმნაში.

ყვავილობის სტადიაში მცენარე საჭიროებს სასუქს.

თუ თქვენ უკვე ამატებთ წყალში საკვებ დანამატს, ეს თემა თქვენ არ გეხებათ.

თუ თქვენ არ იყენებთ სასუქს, ყვავილობის დროს მცენარის გამოკვება კარგი იდეაა (ფოსფორისა და კალიუმის დიდი შემცველობით). გამონაკლისია შემთხვევები, როცა თქვენ რეგულარულად გადაგაქვთ ახალი ნიადაგი, ან იყენებთ კომპოსტირებულ , შეცვლილ ნიადაგს (რომელიც ნელ-ნელა გამოყოფს ორგანულ საკვებ ნივთიერებებს მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში). კონკრეტულ მარკას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იცოდეთ, რომ მცენარეს აწვდით ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება.

სხვა მხრივ, თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ მცენარეებს ზედმეტი საკვები ნივთიერება, რაც იწვევს დამწვრობას, რომელიც გახლავთ კოსმეტიკური და არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას გირჩების სიმკვრივეზე. თუ თქვენ აძლევთ მცენარეს დიდი რაოდენობით აზოტს ყვავილობის სტადიაზე, მან შეიძლება შეაფერხოს კვირტების განვითარება.

საბედნიეროდ, მარტივია მცენარეში ზედმეტი აზოტის განსაზღვრა. აზოტის ტოქსიურობის ძირითადი სიმპტომია მუქი მწვანე ფოთლები.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

აზოტის გადაჭარბებამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ზოგიერთი ფოთლის გაყვითლება, რისი გამოსწორებაც მარტივია. უბრალოდ შეამცირეთ აზოტის დონე, რომელსაც ღებულობს მცენარე. არ შეწყვიტოთ მისი მიწოდება, უბრალოდ შეამცირეთ დოზა.

თუ თქვენ იყენებთ უნივერსალურ საკვებ ნივთიერებებს (აზოტის მაღალი შემცველობით), უნდა იპოვოთ ყვავილობის სტადიის შესაფერისი. ისინი ცნობილია «Bloom» (ყვავილობა) სასუქის სახელით.

რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ თქვენ იყენებთ სასუქს «Bloom», მაგრამ მცენარე ისევ მუქია?

ამ შემთხვევაში შეამცირეთ მთლიანად საკვები ნივთიერებების რაოდენობა. არ შეცვალოთ თანაფარდობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაქციები, რათა გაარკვიოთ, თუ რამდენი საკვები ნივთიერება დაამატოთ (მაგალითად, საკვები ნივთიერებების 1/3 შემცირებით), უფრო მარტივია წყლის დამატება ნივთიერებების შერევის დროს, რათა ნარევი ნაკლებად იყოს გაჯერებული და პროპორციები უცვლელი.

აზოტის ტოქსიურობის მკურნალობისას დარწმუნდით, რომ აწვდით საკმარის წყალს, იმდენს, რომ იგი ძირში დაგროვდეს. წყლის გამავლობა გვეხმარება სასუქის დაგროვების თავიდან აცილებაში.

თუ თქვენ უკვე იყენებთ საკვებს და უწინდებურად ხედავთ საკვები ნივთიერებების დეფიციტს, სავარაუდოდ ის გამოწვეულია pH არასწორი ბალანსით.

საკვები დანამატების შესახებ

სიმართლე რომ გითხრათ, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ არაჩვეულებრივ ხარისხსა და სიმკვრივეს მხოლოდ საბაზისო საკვები ნივთიერებების გამოყენებით. ისინი შეიცავენ ყველაფერს, რაც საჭიროა კანაფის სწორი ზრდისთვის, ამიტომ თქვენ არ გჭირდებათ არანაირი დანამატები მასიური ყვავილედების მოსაყვანად. თუ სასუქის მწარმოებელი გარწმუნებთ, რომ მისი პროდუქტი ზრდის გირჩების ზომას ან სიმკვრივეს - ეს მხოლოდ მარკეტინგია.

ცხადია, საკვებ ნივთიერებებს მოაქვთ სარგებელი, ოღონდ მთლიანობაში ნარგავისთვის და კონკრეტულად მცენარის ზედა ნაწილისთვის. თუ გპირდებიან მოსავლიანობის ამაღლებას, ეს სრულიად შესაძლებელია.

სასუქის გამოყენების რჩევები ყვავილობის დროს

დაამატეთ მხოლოდ ერთი ახალი დანამატი ერთ ჯერზე. ეს მოგცემთ საშუალებას, განსაზღვროთ თუ რომელი კონკრეტული ნივთიერება მოგცემთ შედეგს.

ყოველთვის გამოიყენეთ დანამატები, წარმოებული იგივე კომპანიის მიერ, რომელიც აწარმოებს თქვენს მიერ გამოყენებულ ძირითად საშუალებებს. ერთი და იგივე ბრენდის საქონლის გამოყენება გამორიცხავს არასასურველ ურთიერთქმედებებს . ყველა კომპანია აწარმოებს საქონელს კომპლექსური გამოყენებისთვის.

გამოიყენეთ საშუალებები ეკონომიურად. გროვერს მოუწევს დიდი გზის გავლა, სანამ შეარჩევს სწორ ნაკრებს და დოზებს. ზედმეტ დანამატს შეუძლია მიაყენოს მცენარეს ზიანი, მაგალითად დაწვას მცენარე, ან შეანელოს გირჩების ზრდა. ყოველთვის დაიწყეთ მინიმალური რეკომენდირებული დოზით და გაზარდეთ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცენარე მასზე კარგად რეაგირებს.

3. არასწორი განათება

სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია და ხშირად საბოლოო სტაფის სიმკვრივე საერთოდ არ არის დამოკიდებული განათებაზე. მიუხედავად ამისა, კვირტების მაქსიამლური სიმკვრივისთვის ოპტიმალური განათებაა:

HPS (მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები), რომლებიც ასევე ცნობილია დნატ სახელით.

ხარისხიანი დიოდური ნათურები.

რაც შეეხება ფლუორესცენტულ სინათლის წყაროებს, ისინი ასევე ეფექტურია, მხოლოდ უშუალოდ ბუჩქებთან საკმაოდ ახლოს განთავსების შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ მეორე და მომდევნო იარუსების გირჩები იქნება ნაკლებად მკვრივი.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

დიოდური ნათურების ხარისხზე აქცენტი შემთხვევითი არ არის. იაფი ნაკეთობის შეძენა ქმნის სინათლის ცუდი გამავლობის რისკს ბუჩქის სტრუქტურის ქვედა ნაწილში და წარმოიქმნება იგივე პრობლემა, რაც ლუმინესცენტური ნათურების შემთხვევაში. თუ გირჩების სიმკვრივე თქვენთვის პრინციპული საკითხია, ყავავილობის დროს გამოიყენეთ HID ნათურები. HPS ნათურების ყვითელი შუქი, ჯერჯერობით საუკეთესოა, რაც გროვინგისთვის შექმნილა. შედარებით მცირე შედეგები მიიღება LEC / CMH ნათურების ამოქმედებისას . დიოდური ნათურების გამოყენების დროს რეალური ფერი აქვს მხოლოდ ბუჩქის ზედა ნაწილს, დანარჩენი ღებულობს იასამნის ფერს.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

4. შეცდომები ვეგეტაციურ ფაზაში

ვეგეტაციის სტადიაში თქვენ სრულად აკონტროლებთ მცენარის საბოლოო ფორმას და ზომას. ეს გაძლევთ საშუალებას, წინასწარ მისცეთ მცენარეს განვითარების მიმართულება.

თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მოსავლიანობა ვეგეტაციის სტადიაზე მცენარის ვარჯიშით, რის შედეგადაც მან შეიძლება ერთის ნაცვლად რამოდენიმე გირჩის ფორმირება მოახდინოს.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

თუმცა, თუ თქვენ მოგყავთ მცენარე გირჩების ზედმეტად დიდი რაოდენობით, მან შეიძლება ვერ მოახერხოს მათი გამოკვება მოსავლის აღებამდე. თუ თქვენ შედარებით პატარა ბუჩქი გაქვთ, შეეცადეთ მისი ყურადღება გაამახვილოთ მხოლოდ რამოდენიმე, ძირითად მასიურ ყვავილედზე და არა ათეულებზე . ზოგადი ემპირიული წესი იმაში მდგომარეობს, რომ 120 სმ. სიმაღლის მცენარეს უნდა ქონდეს პირველადი 4 - 10 გირჩი. დიდ და განიერ მცენარეებს შეიძლება ქონდეთ მეტიც.

არ გააფრქვიოთ ზრდის ენერგია ზედმეტად ფართოდ, შედეგად თქვენ მიიღებთ ათეულობით სუსტ კვირტს.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

არ გადახვიდეთ ყვავილობის სტადიაზე დროზე ადრე

შედარებით მსხვილ მცენარეებს შეუძლიათ ქონდეთ უფრო მსხვილი გირჩები და დროზე ადრე განათების 12/12-ზე გადართვით ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ სუსტები ძლიერი ღეროების წარმოსაქმნელად.

შეეცადეთ გადაერთოთ ყვავილობის სტადიაზე, მაშინ, როცა თქვენი მცენარე მიაღწევს სასურველი ზომის დაახლოებით ნახევარს. რამდენადაც, 12/12-ზე გადასვლის შემდეგ მათი ზომა დაახლოებით 2-ჯერ იზრდება.

5. შეცდომები ყვავილობის ფაზაში

„ჰაეროვანი“ გირჩების წარმოქმნის გავრცელებული მიზეზი ხშირ შემთხვევაში ყვავილობის დროს მცენარეზე ცუდი ზრუნვაა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ კარგი სიმკვრივის მიღებას:

ფოთლების დიდი რაოდენობით წარმოქმნა

როდესაც მცენარე იმდენად დაფარულია ფოთლებით, რომ ჰაერი და სინათლე ვერ აღწევს მათ მიღმა, გირჩები გამოდის ფუმფულა და მსუბუქი.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

არ დააიგნოროთ მავნებლები და დაავადებები

მომენტალური რეაგირება არა მხოლოდ საკვები ნივთიერებების უკმარისობის დროს უნდა მოახდინოთ, არამედ ნებისმიერ სხვა პრობლემაზე, რათა არ მიუშვათ მცენარეზე კონტროლი. დამცავი საშუალებებით დამუშავება დაზიანების ადრეულ სტადიაზე, მარტივად უმკლავდება პრობლემას.

ექსტრემალური ტემპერატურები (განსაკუთრებით სიცხე)

ბევრი მებაღე აიგნორებს მიკროკლიმატის პრობლემებს ყვავილობის სტადიაზე. ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან, რამდენად შეიძლება იქონიოს ამან გავლენა საბოლოო შედეგზე. მარტივია ისეთი პრობლემების იგნორირება, როგორიცაა სითბო, რადგან, როგორც წესი, თქვენი გროვი განაგრძობს განვითარებას.

თუ ბუჩქები კარგად გამოიყურება, ტემპერატურის ამბავში ყველაფერი რიგზეა, ასეა? სამწუხაროდ არა.

როდესაც ყვავილობის სტადიისთვის ჰაერი ხდება ზედმეტად თბილი (+26 გრადუსზე მეტი), გირჩები ღიავდება და ხდება უფრო ჰაეროვანი.

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

ზედმეტად ცივ ჰაერს შეუძლია მიგვიყვანოს მცირე ზომების, ჰაეროვან გირჩებამდე .

როგორ მოვიყვანოთ კანაფის მკვრივი გირჩები

კიდევ ერთი რამ, რაც უკავშირდება ტემპერატურას: კანაბისს , ყვავილობის დროს უყვარს სითბო დღისით, ღამით კი სიგრილე. კვირტის განვითარების გასაუმჯობესებლად, ყვავილობის სტადიაში ეცადეთ შეინარჩუნოთ ტემპერატურა18 - 27 გრადუსის ფარგლებში.

მაღალი ტენიანობა

ტენიანობა ყვავილობის სტადიაში, გახლავთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელის იგნორირებაც ხშირად ხდება. მცენარის თითოეული ფოთოლი გამოყოფს ტენს, რაც ნიშნავს, რომ მცენარის განვითარებასთან ერთად გროურუმში ტენიანობა იმატებს. მცენარეს უყვარს ტენი, როდესაც ის პატარა და ახალგაზრდაა, მაგრამ ყვავილობის სტადიაზე ეს იწვევს პრობლემებს.

მაღალმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს კვირტების ლპობა, ფქვილისებური ნამი, რაც გახლავთ საკმარისი საფუძველი ტენის კონტროლისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. კვირტები არ ხდება ისეთი კაშკაშა, როგორიც შეიძლება იყოს, საბოლოოდ ღებულობენ ფხვიერ, ჰაეროვან სტრუქტურას.

შეინარჩუნეთ ტენიანობის მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლები, მანამ, სანამ ხდება ყვავილედების ფორმირება.

ჰაერის ცუდი ცირკულაცია

კანაფის გირჩები ყველაზე კარგად ვითარდება მაშინ, როცა მიიღებენ ბევრ სინათლეს და სუფთა ჰაერს. სინათლეზე ჩვენ უკვე ვიზრუნეთ, ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ გროვი ღებულობს ჰაერის კარგ ცირკულაციას, რომელიც გვეხმარება ტენიანობის კონტროლში, ხელს უშლის ტენიანი ლაქების წარმოქმნას.

ნებისმიერი სხვა სახის სტრესი

თუ თქვენი მცენარე არ არის დიდად მომხიბვლელი და გეჩვენებათ ავად ყვავილობის სტადიაზე, ეს პირველია, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა გააუმჯობესოთ გირჩების სიმკვრივე. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რომ გამოასწოროთ პრობლემა მანა, სანამ დაიწყებთ სხვა მანიპულაციების რეალიზებას.

6. შეცდომები მოსავლის აღების დროს

არ აიღოთ მოსავალი დროზე ადრე.

მოსავლის აღებამდე, ბოლო რამოდენიმე კვირაში გირჩები იკრებენ მასას, წონას და სიმკვრივეს. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გადახვალთ ხარვესტზე რამდენიმე კვირით ადრე, ისენი ნაკლები ზომის და სიმკვრივის იქნება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. იგივე ეხება მოსავლის აღების დაგვიანებას.