რამდენად ხშირად უნდა მოვრწყათ კანაფი შენობაში?
შინაარსი
- რამდენად ხშირად მივაწოდოთ წყალი გროვს?
- ტენიანობა „სუპერ ნიადაგში“
- როგორ მოვრწყათ
- ქოთნიდან გამოსული წყლის აღება
- კარგი დრენაჟი - წარმატების საწინდარია
- მორწყვის სიხშირის შესახებ: მინიმუმიდან ჭარბად მორწყვამდე
- სხვა და სხვა საკვები ნივთიერებები ყვავილობის სხვა და სხვა ფაზებისთვის
- დასუსტებული კანაფი
მარიხუანას მოყვანისას ნიადაგში ან სხვა გარემოში, მაგალითად, ქოქოსის კოირაში , გროვერს მორწყვა ხელით მოუწევს. მორწყვა გახლავთ ინდორში კანაფის მოყვანის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მისი საფუძვლიანი ცოდნა აგარიდებთ იმედგაცრუებებს.
კანაბისის მორწყვა სარწყავით - ჩვეულებრივი პრობლემაა გროვერების უმრავლესობისთვის. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, მორწყვა განხორციელდება იდეალურად.
რამდენად ხშირად მივაწოდოთ წყალი გროვს ?
მებაღე იწყებს მორწყვას, როგორც კი სუბსტრატი ან ნიადაგი დაიწყებს შრობას . ოპტიმალურ მომენტად ითვლება - როდესაც მიწის ზედაპირი თითის ნახევარი ფალანგის სისქეზეა მშრალი.
- ნიადაგი - მორწყეთ მცენარე, როდესაც ნიადაგი გაშრება თითის ნახევარი ფალანგის სიღრმეზე (ან თუ ქოთანი მსუბუქი გეჩვენებათ);
- ქოქოსის კოირა - მცენარე ირწყვება 1-2 დღეში ერთხელ. თუ ქოქოსი რჩება ნესტიანი 3 დღეზე დიდ ხანს, ეცადეთ დაასხათ ნაკლები რაოდენობის წყალი, მანამ, სანამ მცენარე არ გაიზრდება და არ დაიწყებს მეტი რაოდენობის წყლის მოხმარებას. არ დაელოდოთ ქოქოსის კოირის გაშრობას, მაგრამ არც მაშინ მორწყათ, თუ 1,5სმ. იქნება სველი. თუ კონტეინერი რეალურად მსუბუქია - წყლის მიწოდების დროა!
როგორ უნდა მოვრწყათ კანაბისი სწორად? (თხევადი საკვები ნივთიერებების კარგად დრენირებადი ნარევის გამოყენებისას)
- დაელოდეთ, სანამ ნიადაგის ზედაპირი არ გაშრება დაახლოებით 1,5 სმ. სიღრმეზე (გამოიყენეთ საკუთარი თითი, გააკეთეთ ღრმული თითის ერთ ფალანგზე და შეამოწმეთ ნიადაგის სიმშრალე)
- ქოქოსის კოირა უნდა მორწყათ 1-2 დღეში ერთხელ, თუ ეს შესაძლებელია, შესაბამისად არეგულირეთ წყლის რაოდენობა, რომელსაც აწვდით ნარგავებს. აქაც იგივე 1,5 სმ. არ უნდა გაშრეს მორწყვის შუალედებში.
- თუ რეგულარულად ამატებთ წყალში საკვებ ნივთიერებებს, ყოველ ჯერზე ზედმეტად დაამატეთ +10/20% წყალი, რაც მოგცემთ სასუქის ეკონომიის საშუალებას.
- მნიშვნელოვანია! თუ წყალი ძნელად გამოდის ქოთნიდან და მის გასვლას 5 დღეზე მეტი სჭირდება გასაშრობად შემდეგ მორწყვამდე, სავარაუდოდ თქვენ დრენაჟის პრობლემა გაქვთ, ან მოსარწყავად განსაზღვრული წყლის რაოდენობაა შესამცირებელი. თუ თქვენი მცენარეები ქოთანთან შედარებით ძალიან პატარა ზომისაა, ნაკლებად მორწყეთ, სანამ ნარგავები მოძლიერდება და გაიზრდება.
ტენიანობა „სუპერ ნიადაგში“
- თუ კანაფი მოგყავთ „სუპერ ნიადაგში“ ან სხვა საკვები ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის მქონე ქოთნის ნარევში, წყალში სხვა სასუქის დამატება არ გჭირდებათ. მცენარეს ყველა საჭირო ნივთიერების მიღება ნიადაგიდან შეუძლია.
- ყოველთვის, როცა არ ამატებთ წყალში ზედმეტ საკვებ ნივთიერებებს, უნდა მოერიდოთ ქოთნიდან გამოსული წყლის მოხვედრას, რადგან ისინი გამორეცხავენ ნიადაგში საკვები ნივთიერებების ნაწილს.
- მორწყვა მანამ, სანამ ძირის ნაწილში დაგროვდება წყალი მნიშვნელოვანია თხევადი საკვები ნივთიერებების გამოყენებისას, რადგან ეს უშლის ხელს საკვები ნივთიერებების დაგროვებას, მაგრამ სუპერ ნიადაგთან ეცადეთ მიაწოდოთ წყალი საკმარისად, რათა ნიადაგი დასველდეს სრულად, მაგრამ არ გაიჟღინთოს ისე, რომ გამოვიდეს ძირიდან.
ზოგიერთი მებაღე ხელმძღვანელობს „ქოთნის აწევის“ მეთოდით, რომ გადაწყვიტოს, თუ როდის მორწყას მცენარე (დაიცადეთ, სანამ ქოთანი არ გახდება მსუბუქი, ამით გაიგებთ, რომ მცენარემ შთანთქა წყალი), თქვენი გადასაწყვეტია, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ.
მცოდნეები მცირე ნარგავებს რწყავენ ლიტრიანი მოცულობებიდან , ხოლო მოზრდილებს ხუთ ლიტრიანებით . აგროვებენ კონტეინერებში გამოსულ წყალს და ღვრიან.
როგორ მოვრწყათ
დამწყები გროვერები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ჩვეულებრივ სარწყავს. მაგრამ როცა ბევრი მცენარეა, ან როცა ისინი უკვე დიდი ზომისაა, სარწყავის მოცულობა პატარაა და მისი გამუდმებით გადავსება მოგიწევთ.
ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია სითხის სატუმბი ნასოსის გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ ტუმბოთ წყალი დიდი კონტეინერიდან. ფოტოზე წარმოდგენილია სამ ლიტრიანი მოცულობა ნასოსით .
მასიური კარვებისთვისაც კი ასეთი მოწყობილობის გამოყენება საკმაოდ კომფორტულია.
არც ისე იშვიათად მებაღეები ამონტაჟებენ წყლის საქაჩ რთულ წვეთოვან სისტემებს. განსაკუთრებით ბევრი მცენარის შემთხვევაში. სისტემის შეძენა შეიძლება მზა სახით, ასევე შეგიძლიათ თავად დაამზადოთ.
ქოთნიდან გამოსული წყლის აღება
აუცილებლად მოათავსეთ ქოთნიანი მცენარეები ლამბაქზე ან სინზე, რათა ყოველთვის იყოს შესაძლებელი გამოსული წყლის მოშორება. თქვენ შეგიძლიათ მოაგროვოთ და გადაღვაროთ წყალი სადგამიდან.
თუ თქვენ მოათავსებთ გროვს პლასტიკის სადგამზე , რის შემდეგაც მცირედ დახრით მას, შესაძლებელი იქნება მთელი გამომავალი წყლის მოგროვება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ის თავად ჩამოიწურება და მოთავსდება სადგამის ქვედა ნაწილში. სადგამის ქვეშ მოთავსებული ნივთის სისქე არ უნდა იყოს 1 სმ-ზე მეტი.
პლასტიკის სინები კარგად მუშაობს, თუ ისინი სამუშაო სივრცეს შეესაბამება.
დაამონტაჟეთ სინები მცირე დახრით , ამოუდეთ რამე ქვევიდან. მთელი წყალი გაედინება წინ და ამარტივებს მის მოგროვებას.
მათთვის, ვისაც არ უნდა ხელით შრომა, რეკომენდირებულია წყლის მოსაგროვებლად მტვერსასრუტის გამოყენება. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი მოწყობილობა. არსებობს კომპაქტური მოწყობილობები, რომლებიც ჩვეულებრივ წყლის მოცულობებთან მუშაობს. ასეთი კომპაქტური მოწყობილობების ერთადერთი პრობლემაა - ხმაური მუშაობის პროცესში. მაგრამ საუბარია რამოდენიმე წუთზე, ამიტომ ესეც არ წარმოადგენს პრობლემას.
კარგი დრენაჟი - წარმატების საწინდარია
მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ წყალს შეუძლია ქოთნიდან თავისუფლად ჩამოედინება, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე გაიზრდება ზედმეტად ტენიან სუბსტრატში , რაც მიგვიყვანს მის მოსპობამდე .
გარდა იმისა, რომ კონტეინერში არის დრენაჟი, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უშუალოდ ნიადაგის გამოდინება. თუ ერთი ქოთნის მორწყვის პროცესი მოითხოვს რამოდენიმე წუთს, ეს ნიშნავს, რომ რეალურ გარემოში, არასაკმარისი დრენაჟია (მასა საკმაოდ სქელია და წყალი რთულად გამოედინება).
როგორ გავაუმჯობესოთ დრენაჟი
- არასდროს გამოიყენოთ ტენი და გრუნტის ნარჩენები, რომელიც გამოდის ქოთნიდან. თითქმის დარწმუნებით შეიძლებ ითქვას, რომ მათ არ გააჩნიათ სასარგებლო თვისებები, რომლებიც შეუწყობენ ხელს კანაბისის ზრდას.
- დამატებით შეურიეთ პერლიტი, რათა გააფხვიეროთ ნიადაგი და მისცეთ წყალს კარგად გადინების საშუალება.
- მერქანი ან ხის ნათალი - არ არის საუკეთესო არჩევანი კანაბისის მოსაყვანად, თუმცა მათ ხშირად ურჩევენ ნიადაგის დრენაჟის გასაუმჯობესებლად. ამავდროულად, უმჯობესია მოერიდოთ ნიადაგის გამოყენებას, რომელიც შეიცავს მერქანს ან ხის ანათალს .
- გამოიყენეთ „ჭკვიანი(smart) ქოთნები“ - ასეთი ნაჭრის ქოთნები ეხმარება ფესვებს ჟანგბადის მიღებაში, გარდა ამისა, ისინი გამორიცხავენ ზედმეტად მორწყვას.
ზედა ფოტოზე მოყვანილია კანაბისის მოსაყვანი საუკეთესო ნიადაგის მაგალითი - მდიდარი, კომპოსტირებული და კარგად დრენირებადი . მსგავსი სუპერ ნიადაგი იძლევა საშუალებას მოვახდინოთ კულტივაცია დანამატების გარეშე.
მორწყვის სიხშირის შესახებ: მინიმუმიდან ჭარბად მორწყვამდე
მცენარის ზრდის დასაწყისში, მორწყვა საჭიროა ყოველ დღე. ახალგაზრდა მცენარის მორწყვა რეკომენდირებულია 2-3 დღეში ერთხელ. თუ თქვენ მცენარეს სჭირდება დიდი დრო გასაშრობად, შესაძლებელია საჭირო იყოს ნაკლები რაოდენობით წყლის დასხმა, სანამ მცენარე არ დაიწყებს შედარებით სწრაფად ზრდას.
თუ გრძნობთ, რომ რწყავთ გროვს საკმაოდ ხშირად, შესაძლოა უნდა მიაწოდოთ მეტი წყალი. ასევე შეგიძლიათ გადაიტანოთ მცენარე შედარებით დიდ ქოთანში (რომელიც უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებს ტენიანობას).
თუ გრუნტი 3-4 დღეზე დიდ ხანს შრება, დარწმუნდით, რომ თქვენს ქოთანს აქვს კარგი დრენაჟი და განიხილეთ წყლის რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა.
თუ გრუნტი შრება 1 დღის ან ნაკლების განმავლობაში, ეცადეთ გაზარდოთ წყლის რაოდენობა, ან გადარგოთ დიდ ქოთანში.
ქოთნის ზომებზე საუბრისას, საუკეთესოა ახალგაზრდა მცენარეების შედარებით მცირე ქოთნებში დარგვა, გადარგვისთვის გაითვალისწინეთ შედარებით დიდი ზომის ქოთნები, ზრდადი მცენარეების ზომის შესაბამისად. მცირე ზომის კონტეინერებით დაწყება - არ იძლევა ტენიანობის კარგად კონტროლის საშუალებას, მაგრამ მისი მორწყვა და წარმოქმნილი პრობლემებზე რეაგირება არის ადვილი.
თქვენ შეგიძლიათ დარგოთ თესლები პირდაპირ საბოლოო კონტეინერში, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ თავიდან არ მოგივიდეთ ჭარბად მორწყვა, რადგან თავიდან ბუჩქები არ მოიხმარს ბევრ წყალს.
თუ თქვენ დაიწყეთ ზრდა პატარა მოცულობაში, სპეციალისტები გირჩევენ დიდ ქოთანზე ორიენტირებას, როდესაც მცენარე არის 1-2 კვირის, როგორც კი ფოთლები მიაღწევს რეზერვუარის ნაპირებს.
საკვები ნივთიერებების გამოყენებისას, მორწყვის დროს დაამატეთ 10-20% წყალი
მდიდარი კომპოსტური ნიადაგი, დიდი რაოდენობის პერლიტით დამატებითი დრენაჟისათვის - იდეალური ნიადაგია კანაბისისთვის , რომელიც საშუალებას იძლევა ყოველთვის სწორად მოვრწყათ კანაბისი.
ყოველთვის, როცა რწყავთ მცენარეს, დარწმუნდით, რომ უზრუნველყავით მცენარე საკმარისი რაოდენობის წყლით, რომ მიიღოთ 10-20% ქოთნიდან გამოსული წყალი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ამატებთ წყალში სასუქს.
ზოგჯერ ნიადაგი, ისეთი როგორიცაა ქოქოსის კოირა , იწყებს ბუნებრივი მარილების მოგროვებას სასუქიდან , რომელიც არასდროს არ გამოირეცხება. დაგროვილმა მარილებმა შეიძლება გამოიწვიოს pH დონის პრობლემები და საკვები ნივთიერებების უკმარისობა.
დარწმუნდით, რომ თქვენ წყალს აწვდით მანამ, სანამ ის მიაღწევს სადგამს . ეს ასევე კარგი საშუალებაა, რათა დარწმუნდეთ რომ თქვენი მცენარე ღებულობს ყველაფერს რაც მას სჭირდება.
გარდა ამისა, მოცემული პრაქტიკა უმალ გაგაფრთხილებთ დრენაჟის ნებისმიერი პრობლემის შესახებ.
სხვა და სხვა საკვები ნივთერებები ყვავილობის სხვა და სხვა ფაზებისთვის
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ იყენებთ თქვენს მიერ არჩეული ნიადაგის შესაბამის სასუქს, ის უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული, უნდა ქონდეს მკაცრი გრაფიკი ვეგეტაციის და ყვავილობის ფაზისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეტაპისთვის სხვა და სხვა არჩევანია გასაკეთებელი.
თუ თქვენ რეგულარულად იყენებთ სასუქს, დაამატეთ ის წყალში, ძირითადად რეკომენდირებულია მცენარისთვის დამატების მიცემა ყოველი მორწყვისას. ეს იძლევა ფესვებში საკვები ნივთიერებების სტაბილურად უზრუნველყოფის გარანტიას. თუ შეამჩნევთ, რომ ფოთლების ბოლოები დაიწვა, უნდა შეამციროთ სასუქის მიწოდების ინტენსივობა. შეფუთვაზე დატანილი რეკომენდაციების უმეტესობა ზედმეტად ძლიერია კანაფისთვის, სასურველია დოზების ნახევრად გაყოფა.
კომპოსტირებული ნიადაგი თუ სუპერ ნიადაგი
კომპოსტირებულ ნიადაგში მოყვანისას გრუნტი იქმნება იმისთვის, რომ ნელა უზრუნველყოს მცენარე დამატებებით მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. რეგულარული მორწყვის დროს, გამოსული წყლის დიდი მოცულობის მიღებამდე, თქვენ ასევე გამორეცხავთ საკვები ნივთიერებების ნაწილს.
ეს კარგია, როდესაც მცენარე სასუქს იღებს წყლის მეშვეობით, რაც მათი ნიადაგში დაგროვების საფრთხეს გვაცილებს თავიდან. და მაინც, ეცადეთ აირიდოთ დიდი რაოდენობის გამოსული წყლის დაგროვება, თუ გსურთ შენარჩუნდეს სტაბილური კვება მოსავლის აღებამდე.
სუპერ ნიადაგში მცენარე უნდა მორწყათ მანამ, სანამ არ დაფიქსირდება ქოთნის ძირიდან გამომავალი წყალი.
მორწყვის სწორი პრაქტიკა დაგვეხმარება შევამციროთ მარილების რაოდენობა და ავირიდოთ კვების პრობლემების წარმოქმნა.
დასუსტებული კანაფი
თუ თქვენს მცენარეებზე ჩნდება სიცოცხლიუნარიანობის შესუსტების ნიშნები, სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი ღებულობენ ცოტა ან ბევრ წყალს, მაგრამ ყოველთვის ეს არ არის მიზეზი. დასუსტება შეიძლება სხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული:
წყალი მიეწოდება დიდი რაოდენობით ან ზედმეტი სიხშირით;
წყალი მიეწოდება არასაკმარისი რაოდენობით ან ზედმეტად იშვიათად;
მცენარე შეიძლება დასუსტდეს მიკროკლიმატის დაუცველობის დროს. მაგალითად, როცა ზედმეტი ტენი ან სიმშრალეა. ასეთ პირობებში კანაფი ვერ შეძლებს ტენის ხარისხიან გადატანას მთელ სტრუქტურაში.
მცენარე ზოგჯერ სუსტდება, თუ ხანგრძლივი გაშრობის შემდეგ მივაწვდით დიდი რაოდენობით წყალს. ეს სერიოზული სტრესია, რომელიც ფესვებზე წყლის ძლიერი წნევით არის გამოწვეული.
ჭკნობა ხშირად არის გამოწვეული რაღაცით, რაც დაკავშირებულია ფესვებთან, მაგრამ მცენარე ხშირად უშვებს ბევრ ფოთლებს სანამ ჩაქრება სინათლე, თითქოს ის ემზადება ძილისთვის. ეს მოვლენა უკავშირდება ბუნებრივ ბიორითმს .
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ან ნაკლები მორწყვა, დარწმუნდით, რომ ყოველ ჯერზე კარგად რწყავთ მცენარეს წრეზე (არ მორწყათ მცენარე გულში). დაელოდეთ სანამ სუბსტრატის ზედაპირი 1.5 სანტიმეტრზე არ გაშრება. ქოქოსის კოირაში ეცადეთ მორწყათ 1-3 დღეში ერთხელ, არ მისცეთ მას სრულად გაშრობის საშუალება.