როგორ გავამაგროთ გირჩებით დამძიმებული ტოტები?

თებერვალი 7, 2022

შინაარსი

მძიმე, მკვრივი გირჩები - ნებისმიერი გროვერის ოცნებაა. მაგრამ, ზოგჯერ ისინი იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ ტოტებმა უბრალოდ ვერ გაუძლონ დატვირთვას, რის გამოც შესაძლებელია მათი გადატეხვა. მაღაზია GanjaSeeds-ის ბრიდერები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეიძლება მოსავლის გადარჩენა. რჩევები გამოადგებათ როგორც აუთდორის, ასევე ინდორის მოყვარულებს.

მსხვილი გირჩები არ არის პრობლემა

მსხვილი გირჩები არ არის პრობლემა

კანაფის მოყვანისას, გროვერები ისწრაფვიან სქელი ფენა ტრიქომების მქონე დიდი რაოდენობის გირჩების ფორმირებისკენ. ამ თითქმის გამჭვირვალე, მოკლე ბუსუსებში გროვდება ყველაზე ძვირფასი - კანაბინოიდები და ტერპენები. თუ ბუჩქები სწორედ ასეთი გირჩებით დაიხუნძლება, მებაღის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს.

წარმატებული მოსავლით გახარებულებს, არ უნდა დაგავიწყდეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - მძიმე გირჩი - დიდი დატვირთვაა ტოტებზე. მაშინაც კი, თუ მცენარე მოყვანილია მარიხუანას ხარისხიანი თესლებისგან, ის არ არის დაზღვეული ტრავმისგან.

კანაფის ტოტებმა შეიძლება ვერ გაუძლონ დატვირთვას. მათი ფორმირების სტადიაზე უკვე საჭიროა ტოტების გამაგრებასა და მათთვის საყრდენის შექმნაზე ზრუნვა.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა გამოყენება მოგცემთ ტოტების გადატეხვის თავიდან არიდებისა და მოსავლის საჭირო კონდინციამდე მიყვანის საშუალებას.

საყრდენები და ტოტების მიბმა

თოკები, ჯოხები და სარები, შპალერისებრი საყრდენი სისტემა - ეს ნივთები ყველა მებაღეს მოეპოვება. ეს მარტივი საშუალებები გამოგადგებათ როგორც ინდორში, ასევე აუთდორში.

გასამაგრებელ საშუალებად, სასურველია გამოიყენოთ ახალი ხელსაწყოები, რადგან უკვე გამოყენებული საყრდენები შეიძლება დაავადებული იყოს სოკოთი ან სხვა ინფექციებით. კანაფის დაავადების თავიდან ასაცილებლად, გამოყენებამდე, უმჯობესია მათი დეზინფექცია. ამისათვის გამოიყენეთ სპეციალური ხსნარები:

  • რკინის ან სპილენძის სულფატის ხსნარი;
  • კალიუმის პერმანგანატის ხსნარი;
  • ქლორიანი კირის ხსნარი (შესაძლებელია ქლორის შემცველი მათეთრებლის გამოყენება).

დეზინფექსიისათვის ასევე შესაძლებელია ტექნიკური სპირტის, ქლოროჰექსიდინის გამოყენება. სამეურნეო მაღაზიებში იყიდება ინსტრუმენტების დასამუშავებელი საშუალება „ფარმაიოდი“.

ბამბუკის საყრდენები

ბამბუკის საყრდენები

ბამბუკის საყრდენები ჩვეულებრივი სარებისგან გამძლეობით, სიმყარით და სიმსუბუქით გამოირჩევა. მათი მეშვეობით შესაძლებელია კანაფის ღეროების ისე გამაგრება, რომ მძიმე გირჩებმა გვერდით ტოტებს არ ავნოს.

კანაფის გასამაგრებლად, საჭიროა საყრდენი ჩავარჭოთ ბუჩქის გარშემო და რბილი თოკით, ან ელასტიური სამაგრებით დავაფიქსიროთ ტოტები. ტოტები არ უნდა მიმაგრდეს მჭიდროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუარესდება გირჩებისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდება და შენელდება მათი განვითარება.

კანაფის ქოთანში მოყვანისას, მათი დამაგრება შესაძლებელია ქოთნის კიდეების გასწვრივ, სკოჩის ან იზოლენტის მეშვეობით. ქოთნის პერიმეტრის მიხედვით გამოიყენეთ 6-8 ბამბუკის ჯოხი.

მსხვილი გირჩების დამაგრება შესაძლებელია საყრდენების გარეშე, თოკის გამოყენებით. თუ ბუჩქზე შეამჩნევთ მძიმე გირჩებს, მიამაგრეთ ისინი ძირითად ღეროს. ამ მეთოდის გამოყენება უმჯობესია აუთდორში, რადგან ღია გრუნტში მზარდ მცენარეებს შედარებით მკვრივი ღერო აქვთ და უძლებს ორმაგ დატვირთვას.

შპალერული საყრდენი სისტემა

ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორც ინდორში, ასევე აუთდორში. შპალერის ბადისებური სტრუქტურა სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისების საშუალებას იძლევა და თანაბრად ანაწილებს გირჩებს.

შენობაში შპალერის გამოყენება სხვა და სხვა გზით არის შესაძლებელი. ყველაზე ტრადიციული - შპალერის ვერტიკალური განთავსებაა, როდესაც მას ბუჩქების გასწვრივ ათავსებენ (ან დიდი ბუჩქის ერთ მხარეს). მეორე ვარიანტი - ბუჩქების თავზე შპალერის შეკიდებაა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე გირჩების დაფიქსირება, მაქსიმალურად თანაბარი განაწილებით.

ჰორიზონტალური კონსტრუქცია ბადით

მას ხშირად იყენებენ კანაფის ScrOG ტექნიკით მოყვანისას. „მწვანე ზღვა“ იქმნება მძიმე გირჩების ბადის ხვრელებში გამაგრებით.

ჰორიზონტალური კონსტრუქცია საჭირო შედეგს მხოლოდ მაშინ იძლევა, თუ მებაღემ მისი გამოყენება სწორად იცის. ის უნდა ფლობდეს გამოცდილებას, რამდენადაც საჭირო ხდება ბუჩქების გაკრეჭვა, მათთვის სწორი მიმართულების მიცემა - აღნიშნული მანიპულაციები მაქსიმალური სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, მცენარის მინიმალური სტრესით.

არასწორად დამონტაჟებული ბადე ხელს უშლის მცენარის ზრდას. ბუჩქის ქვედა ნაწილებს არ ჰყოფნის განათება, ჰაერი, განვითარება ნელდება. სწორედ ამიტომ, ჰორიზონტალური ბადეების გამოყენება რეკომენდირებულია გამოცდილი მებაღეებისთვის.

საყრდენი ბადეები

საყრდენი ბადეები

როდესაც საუბარია მძიმე გირჩების გამაგრებაზე, საყრდენი ბადე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც გროურუმში, ასევე აუთდორში. მრგვალი, სამკუთხედი ან ოთხკუთხედი მეტალის ბადეები შესანიშნავად იჭერს მცენარეს.

შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური მეტალის ბადე, რომლისგანაც მარტივად შეძლებთ საჭირო ფორმის კარკასის გაკეთებას. მოჭერით საჭირო ზომის ბადე, შემოახვიეთ ის ბუჩქს და გაამაგრეთ გვერდები (გამოიყენეთ მავთული ან მიამაგრეთ ნაპირები ბრტყელტუჩას საშუალებით).

ბადის ქვედა ნაწილი შეგიძლიათ ჩადოთ მიწაში ან დააფისქიროთ მეტალის სამაგრებით. კონტეინერში მოყვანის შემთხვევაში, მოსახერხებელია ბადის გარედან გამაგრება.

დროთა განმავლობაში, განჯას ტოტები გამოვა ბადის ხვრელებში. როდესაც გირჩები აკრეფს მასას, ტოტები მარტივად დაიჭერენ მათ.

პომიდვრის საყრდენი კარკასი

მეტალის კონსტრუქცია, რომელსაც პომიდვრის მოსაყვანად იყენებენ, ხშირად გამოიყენება კანაფის კულტივირებისას. საიმედო ლითონის წნელებით გაკეთებულ ბადეში, ბუჩქები ნამდვილად საიმედოდ იქნებიან.

ერთადერთი, რის გაკეთებაც გროვერს მოუწევს - კონსტრუქციის მცირე მოდიფიცირებაა. იმის გამო, რომ პომიდვრის ბუჩქი ქვედა ნაწილში დაბალია, ზედაში კი განიერი, კარკასს აქვს შესაბამისი ფორმა, ამიტომ, გროვერმა უნდა დააფიქსიროს კანაფის ბუჩქი ბადის ქვედა ნაწილში.

პომიდვრისთვის განკუთვნილი კარკასი შეიძლება არ მოგეჩვენოთ საუკეთესო ვარიანტად ინდორისთვის, რადგან არ არის მოსახერხებელი განათების განთავსება, მაგრამ, როდესაც მცენარე გადადის გირჩების ფორმირების ფაზაში, ბადე ხდება ნამდვილი მონაპოვარი. ის საიმედოდ იჭერს ტოტებს და გროვერს არ უწევს გირჩების გამაგრებაზე დარდი.

დიდი რაოდენობით ბუჩქების მოყვანისას, მებაღეს არ უწევს კარკასების დამოუკიდებლად დამზადება, საკმარისია პომიდვრის საყრდენი კარკასების საჭირო ადგილზე მონტაჟი. მეტალი მყარია და მისი გამოყენება წლების განმავლობაში არის შესაძლებელი.

სპეციალური სამაგრები (კაუჭები)

ბუჩქების გროუტენტსა და გროურუმში მოყვანისას, მძიმე გირჩების გასამაგრებლად მოსახერხებელია სამაგრების გამოყენება. პლასტიკის მცირე ზომის კაუჭები ადვილად მაგრდება ტენტის ან ოთახის ჭერზე, რითიც ნაწილდება დატვირთვა. სამაგრები პრაქტიკულად არ ცვლის ბუჩქის ზრდის მიმართულებას, მათი გამოყენება - ყველაზე მარტივი მეთოდია მასიური გირჩების დასამაგრებლად.

ტოტების გასამაგრებელი სასუქი

ტოტების გასამაგრებელი სასუქი

იმისათვის, რომ მცენარის ღეროები იყოს ძლიერი და გაუძლონ მძიმე გირჩების დატვირთვას, აუცილებელია ბუჩქისთვის სასუქის დამატება. მარიხუანა საჭიროებს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს. თუ ეს ან სხვა მიკროელემენტები მცენარეს საკმარისი რაოდენობით მიეწოდება, კანაფი გაიზრდება ძლიერი და დამოუკიდებლად გაუძლებს დატვირთვას.

GanjaSeeds სპეციალისტები გირჩევენ მკაცრად აკონტროლოთ სასუქის დამატების რეჟიმი. მნიშვნელოვანია ბუჩქი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ნივთიერებებით, ასევე მნიშვნელოვანია მათი ზომიერება. მაგალითად, კალციუმის სიჭარბე კალიუმის ან ფოსფორის ნაკლებობის დროს, იწვევს ბიოქიმიურ დისბალანსს და მცენარის დაავადებებს.

აუთდორის შემთხვევაში გროვერებს ორგანული სასუქის - ვერმიკულიტის ან საკუთარი წარმოების კომპოსტის გამოყენება შეუძლიათ. კომპოსტი შეიცავს კანაფისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტს, ასევე აჯერებს ნიადაგს სასარგებლო ბაქტერიებით.

ჩითილის კონტეინერში გადარგვისას, საჭიროა მისი შევსება გრუნტისა და კომპოსტის ნარევით. მცენარის ზრდასთან ერთად, რეკომენდირებულია მოცულობაში კომპოსტის დამატება (2-3 კვირაში ერთხელ). საკვების რეგულარული დამატება ძალიან ეფექტურია - ბუჩქი იმდენად ძლიერდება, რომ დამოუკიდებლად იჭერს მძიმე გირჩებს.