როგორ დავაჩქაროთ კანაბისის ზრდა?

მარტი 7, 2021

შინაარსი

კანაფის მოსავლის აღება გროვინგის ყველაზე სასურველი სტადიაა. გირჩების სრული მომწიფების მომენტის განსაზღვრიდან, გროვერები მოუთმენლად ელიან ხარვესტს.

სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როგორიცაა:

  • მცენარე, რიგი მიზეზების გამო, ნელა იზრდება და ხარვესტის ეტაპი იგვიანებს;
  • მებაღის მოუთმენლობა იმარჯვებს და ნაყოფის გასინჯვის სურვილი დაუოკებელი ხდება;
  • მებაღე, გარკვეული მიზეზების გამო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაელოდება ხარვესტს.

ასეთ სიტუაციებში გროვერს არ ავნებდა კანაფის ზრდის დასაჩქარებელი გაკვეთილები. ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ მივუახლოვდეთ სასურველ ხარვესტს და ვაიძულოთ კანაბისი, რომ მოსავალი დროზე ადრე მოგვცეს.

რა ახდენს გავლენას კანაბისის ზრდაზე?

რა ახდენს გავლენას კანაბისის ზრდაზე?
  • გენეტიკა;
  • გარემო.

გენეტიკა

მარიხუანას ფოტოპერიოდული ჯიშები

ფოტოპერიოდების სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა უმეტესწილად დამოკიდებულია განათების რეჟიმზე. ღია გრუნტში მოყვანისას, ვეგეტაციის ფაზა სრულდება მაშინ, როდესაც მცირდება სინათლის დღის ხანგრძლივობა (ხდება 14 საათი და ნაკლები). ზოგადად ეს ხდება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. რამდენი ხნის განმავლობაში დარჩება მცენარე ამ სტადიაში, პირდაპირ არის დამოკიდებული სტრეინის ნიადაგში გადარგვის მომენტზე. მებაღეები გადარგვას მაქსიმალურად ადრე ცდილობენ, რათა კანაფის ბუჩქებმა შეძლონ ზრდის პოტენციალის სრულად რეალიზება. ღია გრუნტში, გადარგვის დროს განსაზღვრავენ ადგილმდებარეობის კლიმატურ პირობებზე დაყრდნობით. ყველაზე ხშირად ეს არის პერიოდი აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე.

ფოტოპერიოდების ყვავილობა დამოკიდებულია შტამზე. შეიძლება ითქვას, რომ ინდიკას ჯიშები ყვავილობს სატივაზე ადრე. განსხვავება გამოწვეულია კანაბისის აუთდორული კულტივირებისთვის შერჩეული ადგილის თბილი სეზონის ხანგრძლივობით. ინდიკა ყვავილობს 6-10 კვირა, სატივა 10-16.

ღია გრუნტში ფოტოპერიოდების სრული სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს:

  • Sativa — 160-260 დღე-ღამე;
  • Indica — 80-120;
  • ჰიბრიდები დომინანტი გენის გარეშე — 120-160.

თუ ხდება კანაბისის ინდორული კულტივირება, მებაღეს განათების 12 საათიან რეჟიმზე გადასვლის გზით, დამოუკიდებლად მოუწევს ბუჩქის ყვავილობაზე გადაყვანა. მას შეუძლია შეამოკლოს, ან გაახანგრძლივოს მცენარის ვეგეტაცია. თეორიულად, კანაბისს ვეგეტაციის პერიოდში უსასრულოდ შეუძლია ყოფნა. ინდორის პირობებში, ყვავილობის ხანგრძლივობა ძლიერი განათების, ზრდის სტაბილურობის და ნარგავის შედარებით მცირე გაბარიტების გამო მცირდება.

ინდორში ფოტოპერიოდები ხარვესტს იძლევიან:

  • სატივა - 150-240 დღე-ღამე;
  • ინდიკა - 70-105;
  • თანაბარი ჰიბრიდები - 110-140.

ავტომოყვავილეები

ავტომოყვავილეები

ავტომოყვავილეები ყველაზე სწრაფად მზარდ კანაბისად ითვლება. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დადგენილია გენეტიკით და მასზე ზემოქმედება შეუძლებელია. ისინი თავად იწყებენ ყვავილობას მიწაში გადარგვიდან 2-4 კვირაში. მნიშვნელოვანია დავიცვათ ავტომოყვავილეები სტრესისგან, რადგან ის დრო, რომელსაც ისინი ძალების აღდგენას მოანდომებენ, არ ანაზღაურდება. ისინი ყველა შემთხვევაში დაიწყებენ ყვავილობას გენეტიკით განსაზღვრულ დროს. 1-2 კვირით უმნიშვნელო გადაცდენა შეიძლება შეეხოს მხოლოდ ყვავილობის ეტაპს. არ დაგავიწყდეთ, რომ დომინანტი ინდიკას მქონე მარიხუანა სასიცოცხლო ციკლს უფრო სწრაფად გადის, ვიდრე დომინანტი სატივას ჯიშები.

დომინანტი ინდიკას მქონე ავტომოყვავილეების გროვი გრძელდება:

  • ინდორში - 39-63 დღე;
  • აუთდორში - 56-70.

დომინანტი სატივას ავტომოყვავილეების გროვი გრძელდება:

  • ინდორში - 63-77დღე;
  • ღია გრუნტში - 70-84.

გარემო

გარემო

ხელოვნურად შექმნილ გარემოში სტრეინი იზრდება და ვითარდება დაჩქარებულ ტემპში. პირველ რიგში ეს დამოკიდებულია სტაბილურობაზე, რომელსაც გროვერი უზრუნველყოფს. შენობაში კულტივირების თითქმის იდეალური პირობების შექმნა შეგვიძლია, აუთდორი ასეთ საშუალებას არ იძლევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შტამი საქვეყნოდ ცნობილმა სიდბანკმა შექმნა, არ ღირს მისი საპასპორტო მონაცემების 100%-ით ნდობა. მონაცემები გათვლილია ინდორის სრულყოფილ ლაბორატორიულ პირობებზე. იდეალური პირობებიდან ყოველგვარი გადახრა იწვევს კანაბისის ზრდისა და განვითარების ცვლილებას.

რა მოქმედებს ყველაზე მეტად სტრეინის ზრდის სისწრაფეზე:

  • ჰაერის ტემპერატურა;
  • განათების ინტენსიურობა;
  • ტენიანობა;
  • ნიადაგის ან სუბსტრატის ხარისხი;
  • სასუქი და მორწყვა.

კიდევ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მარიხუანას ზრდაზე?

კიდევ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მარიხუანას ზრდაზე?

არასტაბილური გენეტიკა; მრავალ ჯიშს აქვს რამოდენიმე ფენოტიპი, რომლებიც შეიძლება სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობით განსხვავდებოდეს. ამის გამო, 2-მა იდენტურმა თესლმა გირჩები სხვა და სხვა დროს შეიძლება მოგვცეს;

ფესვთა სისტემის მოცულობა; რაც უფრო მსხვილი და განვითარებულია ფესვთა სისტემა, მით უფრო მსხვილი გაბარიტები აქვს ბუჩქის მიწის ზედა ნაწილს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კანაბისის ზედა ნაწილის განვითარებას მეტი დრო დასჭირდება. როდესაც ფესვებს ცოტა ადგილი დარჩება, კანაბისის ზრდა შენელდება. მებაღე თამამად შეძლებს მის ყვავილობის სტადიაზე გადაყვანას, რადგან ბუჩქი მეტად არ გაიზრდება;

კანაბისის სრულყოფაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტრესი; ტრავმები, გროვერის შეცდომები ან არასწორად შერჩეული სასუქი იწვევს კანაბისის ზრდის შეჩერებას, რადგან მცენარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მთელ ენერგიას ძალების აღდგენაზე ხარჯავს. მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემდეგ შეძლებს ის ენერგიის ზრდაზე გამოყენებას. სტრესს იწვევს მოსავლის ზრდისთვის გამოყენებული ნებისმიერი ტექნიკა. თუ ერთ-ერთ მათგანს მაინც გამოიყენებთ, მზად იყავით მოსავლის რამოდენიმე კვირის დაგვიანებით აღებისთვის.

როგორ მივაღწიოთ მარიხუანას მაქსიმალურად სწრაფ განვითარებას?

როგორ მივაღწიოთ მარიხუანას მაქსიმალურად სწრაფ განვითარებას?

კულტივირების ოპტიმალური პირობები

კანაბისის დაჩქარებული ზრდის წინაპირობა - ოპტიმალური გარემო პირობები და სწორად შერჩეული სასუქი გახლავთ. იმისათვის, რომ მცენარემ დროულად მოგვცეს მოსავალი, პროფესიონალი მებაღეები გვირჩევენ შემდეგი წესების დაცვას:

  • ტემპერატურული რეჟიმი; კულტივირების ოპტიმალური ტემპერატურა 24 გრადუსია. ასეთი ტემპერატურის დროს მცენარე ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. მუდმივად ამ ტემპერატურის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, ეცადეთ 20-27 გრადუსი შუალედი მაინც დაიცვათ;
  • განათება; განათების ინტენსივობა მოქმედებს მცენარის მეტაბოლიზმზე. რაც უფრო დიდი რაოდენობის სინათლით ივსება მცენარე, მით უფრო სწრაფად იზრდება. ხშირ შემთხვევაში, საშუალო სტატისტიკურ სტრეინს საშუალოდ 150 ვატი განათება სჭირდება, სასურველია ორიენტირება პლანტაციის ფართზე მოახდინოთ. კვადრატულ მეტრზე 1 ცალი 400 ვატიანი ნათურა საკმარისი იქნება. ასევე მიაქციეთ ყურადღება სინათლის სექტრების შემადგენლობას. ვეგეტაციის სტადიაზე უნდა ჭარბობდეს ლურჯი სპექტრი, ხოლო ყვავილობის სტადიაზე - წითელი;
  • ტენიანობის დონე; კანაბისისთვის კომფორტის უზრუნველსაყოფად შეინარჩუნეთ ტენიანობის 40-60% მაჩვენებელი. ამ დიაპაზონის ზრდა გამოიწვევს ობის გაჩენას, კლება კი გამოიწვევს სტრესს;
  • ნიადაგის ხარისხი; შეარჩიეთ კარგად დრენირებადი კანაბისის მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები დალპება. გარდა ამისა, ზედმეტი ტენი შეზღუდავს ფესვებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, შესაბამისად, გაჩნდება ობი. ასევე აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ გრუნტის рН დონეს, რამდენადაც, მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად შთანთქავს ფესვები სასარგებლო კომპონენტებს. рН დონის იდეალური მაჩვენებელია - 5.5-6.5.
  • სასუქი და მორწყვა; სასარგებლო კომპონენტები მცენარის საშენ მასალას წარმოადგენს. მათი უკმარისობის დროს, კანაფი ვერ შეძლებს ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ზომიერების დაცვა. კანაფის ძირითადი საკვები ელემენტებია: ფოსფორი, კალიუმი და აზოტი. ვეგეტაციის პერიოდში კანაბისს უნდა მივაწოდოთ გაზრდილი პორციებით აზოტი, ყვავილობის ეტაპზე - ფოსფორი. კალიუმი ყველა ეტაპზე ერთნაირი დოზებით არის საჭირო. რაც შეეხება მორწყვას, მორწყვა უნდა იყოს რეგულარული. კონკრეტული პერიოდულობა არ არსებობს, საჭირო დრო თავად განსაზღვრეთ: თითით გადასწიეთ ნიადაგი რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზე. თუ ნიადაგი მშრალია, მორწყეთ, თუ ნესტიანია, მოიცადეთ რამდენიმე დღე.

სასუქი და ზრდის სტიმულატორები

სასუქი და ზრდის სტიმულატორები

ეს პრეპარატები გამოიყენება მცენარის ზრდის დასაჩქარებლად. მათში შემავალია მცენარისთვის საჭირო საკვები ელემენტები, ჰორმონები ამინომჟავებით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მწვანე მასის შექმნასა და მკვრივი გირჩების შექმნაში. სასუქის და მასტიმულირებელი პრეპარატების საშუალებით კულტურას ექნება ის ყველაფერი, რაც საჭიროა სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის.

ვეგეტაციის სტადიაზე სასურველია შემდეგი დანამატების გამოყენება:

  • ორგანული სასუქი Bio-Grow, მწარმოებელი BioBizz; მისი გამოყენება ნებისმიერი მეთოდით მოყვანის დროს არის შესაძლებელი. ბიო გროუ- შემადგენლობაშია შაქრიანი ჭარხლის ექსტრაქტი, რომელიც ნიადაგში სასარგებლო მიკროორგანიზმების გააქტიურებას იწვევს. ის ასევე გამოიყენება პირველივე ფოთლების გაჩენისთანავე;
  • ზრდის სტიმულატორი DiamondNectar, მწარმოებელი GHE. მის შემადგენლობაშია იშვიათი ფულვის მჟავა, რომელიც ლეონარდიტიდან წარმოიქმნება. ეს საშუალება პოზიტიურად მოქმედებს ფესვების განვითარებაზე და ეხმარება მცენარეს სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმაში.

ყვავილობის პერიოდში მოიმარაგეთ:

ორგანული სასუქი Bio-Bloom, მწარმოებელი BioBizz; მასში შემავალია მრავალი ამინომჟავა და ჰორმონი, რომელებიც მონაწილეობას იღებენ გირჩების ფორმირებასა და მომწიფებაში. ბიო ბლუმს იყენებენ ყვავილობის ფაზის განმავლობაში;

ყვავილობის სტიმულატორი BioBloom. ბიოლოგიური აქტივატორია, რომლის შემადგენლობაში შედის ბბ, რომელიც პასუხს აგებს საკვები ელემენტების ტრანსპორტირებაზე ისეთ ადგილებში, სადაც მცენარე დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, ის კარგად მოქმედებს ფოტოსინთეზის პროცესსა და სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმის უნარზე.