გროუბოქსის განათება

აპრილი 24, 2021

შინაარსი

განათება კანაფის ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. მის ხარისხისა და რაოდენობაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მოსავლის მასა, არამედ მოქმედების ეფექტურობა და ზოგადად მცენარის განვითარებაც. აუცილებელია განათების შერჩევას ყურადღებით და დიდი პასუხისმგებლობით მივუდგეთ.

ღია გრუნტში კულტივირებისას, პრობლემები არ იქმნება, რადგან ყველაფერზე პასუხისმგებელი მზეა, მებაღისთვის მხოლოდ კარგი ადგილის შერჩევაა საჭირო მარიხუანას თესლების დასარგავად, მაგრამ ინდორში სიტუაცია სხვაგვარია. მებაღეს აქვს არჩევნის 3 ვარიანტი:

  • დნატ
  • ლედ
  • ესლ

თითოეულ მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო განათება კანაფისთვის.

რომელ მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ნათურის შერჩევისას?

რომელ მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ნათურის შერჩევისას?

გამოცდილი მებაღეები ყველაზე ხშირად 400-600 ვატი სიმძლავრის დნატ ნათურას გვირჩევენ, როგორც უნივერსალურ საშუალებას. რაც ნაწილობრივ მართალია, ნაწილობრივ არა. დიდი ხნის განმავლობაში მებაღეები ორიენტირებულები იყვნენ ენერგიის მოხმარების მოცულობაზე, როგორც სინათლის წყაროს ეფექტურობის ფაქტორზე. ბოლო დროს ადარებენ ლუქსს და ლუმენებს, თუმცა არც ეს არის სწორი. მოკლედ გაგაცნობთ ყველა საზომი ერთეულის მახასიათებლებს, გაიგებთ თუ რას აღნიშნავს ისინი და რა მახასიათებლებს უნდა დაეყრდნოთ განათების შერჩევისას.

ვატი (ვტ)

ვატი გვიჩვენებს იმ ენერგიის რაოდენობას, რომელსაც მოიხმარს ნათურა. მაგალითად განვიხილოთ ნატრიუმის აირგანმუხტავი ნათურა 400ვტ. ეს მაჩვენებელი გროვერს აცნობებს, რომ ნათურა მოიხმარს 400ვატს, თუმცა მოხმარებული ენერგიიდან რამდენი ტრანსფორმირდება სასარგებლო სინათლედ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი სამუშაო ტემპერატურა შეიძლება 600გრადუსს აჭარბებდეს? დნატ-ის სასარგებლო მოქმედების საშუალო კოეფიციენტი მხოლოდ 30%-ია. ამის გამო 180 ვატიანი შუქდიოდური ფიტო ნათურა ბევრად სჯობს მის კონკურენტს ენერგოეფექტურობით.

ლუმენი (ლმ)

ამ ერთეულით იზომება იმ სინათლის რაოდენობა, რომელსაც ასხივებს წყარო, მჭიდრო კავშირშია ლუქსთან (ლუქსზე მოგვიანებით გიამბობთ). ლუმენი უჩვენებს მებაღეს, თუ რა რაოდენობით სინათლის გამომუშავება შეუძლია ნათურას. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ შემთხევაში ყველაფერი ერთნაირად არ არის, რადგან გამომუშავებული სინათლე არ ნიშნავს მის ხარისხს. რა აზრი აქვს კაშკაშა ნათურის შეძენას, თუ ის არ ასხივებს სასარგებლო სპექტრებს და სასურველი შედეგი არ მიიღება?

ლუქსი (ლქ)

მოცემული პარამეტრის საშუალებით შეიძლება გავიგოთ, თუ რამდენი სინათლე ხვდება ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე. თუმცა ამ კრიტერიუმზე დაყრდნობაც არ არის სანდო, რადგან მისი საშუალებით არ არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ რომელ სინათლეზეა საუბარი

PAR

აი ეს კი უკვე საინტერესოა. წარმოდგენილი აბრევიატურა იშიფრება როგორც ფოტოსინთეტიურად აქტიური გამოსხივება. PAR-ს უწოდებენ დიაპაზონს 400-დან 700ჰმ-მდე.

PPF

ეს კი არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლო პარამეტრია. მას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება დამწყებმა მებაღემ. ის გვიჩვენებს ფოტონების რაოდენობას, რომლებიც წამში ხვდება მცენარის მწვანე მასის კვადრატულ მეტრზე.

ღია ცის ქვეშ, ზაფხულის ცხელ დღეს PPF დაახლოებით 2000 მიკრომოლს შეადგენს კვადრატულ მეტრზე. ფიტო ნათურების ნაწილს კიდევ უფრო მეტი ეფექტურობის უზრუნველყოფა შეუძლია! თუმცა ამის საჭიროება არ არის, რადგან კანაფის ბუჩქს სავსებით ჰყოფნის წამში 500 მიკრომოლი კვადრატულ მეტრზე.

გაითვალისწინეთ, რომ PPF დამოკიდებულია როგორც ნათურის სიმძლავრეზე, ასევე მცენარესა და ნათურას შორის დისტანციაზე. თქვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ისეთი დაშორება, რომლის დროსაც კანაფი მიიღებს ფოტონების მაქსიმალურ რაოდენობას.

ინდუქციური და მინიატურული ნათურები

ამ ორი სინათლის წყაროს შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ, განა იმიტომ, რომ მას მცენარისთვის სარგებელი არ მოაქვს, პირიქით, მცენარე ძალიან კარგად იზრდება. საქმე იმაშია, რომ ფასის გამო ისინი ყველა გროვერისთვის არ არის ხელმისაწვდომი. არაკომერციული კულტივატორები საკუთარი მოხმარებისთვის 2-5 ბუჩქს რგავს და ეკონომიური თვალსაზრისით მათი შეძენა არ არის მიზანშეწონილი.

მინიატურული ნათურა

მინიატურული ნათურა

ორმაგი სანათი და მზის სინათლის თითქმის იდენტური სპექტრი - რა უნდა გვინდოდეს მეტი? ბოქსიდან გამოსული სხივებიც მზის სხივებს მოგაგონებთ. წარმოდგენილი ნათურები ნატრიუმის ნათურებს ყველა პუნქტით 40%-ით სჯობს:

  • ნაკლებად ხურდება;
  • შედარებით „სწორი“ და ეფექტური სპექტრი;
  • მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

კომპლექტი არაფრით არ განსხვავდება დნატისგან: სანათი, ნათურა და ბალასტი. არ ეცადოთ ნატრიუმის ნათურის დროსელის გამოყენება, რადგან ისინი ერთმანეთს არ შეესაბამება. და კვლავაც, ასეთი ძვირი ნათურის შეძენას, სჯობს მთლიანი გროუბოქსი შეიძინოთ.

ინდუქციური/პლაზმური

ინდუქციური/პლაზმური

ცნობილი ნიკოლა ტესლა, სწორედ მის სახელს უკავშირდება XIX საუკუნეში ახალი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც დღემდე გამოიყენება ამ მოწყობილობებში. ძირითადი განსხვავება ინდუქციურსა და სინათლის წყაროების სხვა სახეობებს შორის მდგომარეობს ექლეტროდების არ არსებობაში. ნათება უზრუნველყოფს ელექტრომაგნიტურ ველს კოლბაში, რის საშუალებითაც ის ბევრად დიდი ხანი იმუშავებს სხვა ნებისმიერთან შედარებით.

დნატ, ესლ, ლედ

აღნიშნული ნათურები იცის ყველა მებაღემ, ვისაც ცოტა მაინც ქონია შეხება მარიხუანას თესლების კულტივირებასთან. ვისაუბროთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე, ასევე შევეხოთ მათ მნიშვნელოვან ასპექტებს.

დნატ

დნატ

ეს ტექნოლოგია ნახევარ საუკუნეზე დიდი ხანია რაც გამოიყენება. მას გროვერების ოქროს სტანდარტს უწოდებენ. დადებითი მხარეებიდან შეიძლება გამოვყოთ:

  • სინათლის სპექტრი ხვდება ფოტოსინთეტიურად ეფექტურ დიაპაზონს. ასეთი სხივების ქვეშ ბუჩქი ყველა შემთხვევაში კარგად იზრდება;
  • ნაკადის კარგი გამავლობა, რომელიც ფოტონების მცენარის ყველაზე მიუვალ ადგილებში შეღწევის საშუალებას იძლევა.

უარყოფითი მხარეებია:

  • დაბალი ეფექტურობის ხარისხის კოეფიციენტი (დაახლოებით 30%) და დიდი რაოდენობით ენერგიის მოხმარება;
  • დამატებით მოგიწევთ ბალასტის და დროსელის შეძენა;
  • მოგიწევთ დამატებით სავენტილაციო კონტურის მონტაჟი;
  • სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ტენიანობას და ტემპერატურას;
  • ხანძრის საშიშროება.

სიმძლავრის შერჩევა სასურველია ბოქსის ზომების მიხედვით. თუ ვისაუბრებთ ეფექტურობის ინდექსზე, 600 ვატიანი ნათურისთვის მისი მაქსიმუმი შეადგენს 2200 umol/m²*s და მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ფიტო სანათი დამაგრებულია პლანტაციის თავზე, 1 მეტრის დაშორებით.

LED

LED

ბევრი გროვერი დარწმუნებულია, რომ შუქდიოდებს წინ კიდევ აქვს მომავალი. დღეისათვის დიოდები დადებითი მახასიათებლების გამო, კარგად უმკლავდება საქმეს ნატრიუმის ანალოგებთან შედარებით:

  • სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 80%-ია, ენერგიას მცირე რაოდენობით მოიხმარს;
  • ვინაიდან ნათურა ფაქტიურად არ თბება, არ არის ტენიანობის დონესა და ტემპერატურულ რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემები;
  • არ იქმნება ხანძრის საფრთხე;
  • მებაღეს არ სჭირდება დამატებითი სავენტილაციო კონტურის მონტაჟი.

მიუხედავად ბევრი დადებითი თვისებისა, მოწყობილობა არ არის იდეალური. უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიზეზებმა:

  • დაბალი გამავლობა. მოგიწევთ მცენარის ქვედა ნაწილის დამატებით განათება, დეფოლაცია, ან LST (Low Stress Training) ტექნიკის გამოყენება, კანაფის აუტომოყვავილე ჯიშებისკულტივირებისას მცენარე ვერ მოასწრებს სტრესის შემდეგ ძალების აღდგენას;
  • ხარისხიანი დიოდები საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ხარჯები კარგი მოსავლით ანაზღაურდება.

როგორი LED-ნათურები არსებობს:

  • ბიქოლორული (წითელი და ლურჯი)
  • მულტიქოლორული
  • ფულლ-სპეტრი (თეთრი ან ვარდისფერი, რომელიც ყველა ლურჯი ფერისგან შედგება).

კანაფის გროვინგისთვის რეკომენდირებულია მესამე ვარიანტის შერჩევა, მინიმუმ მულტიქოლორულის. ბიქოლორული ფიტო სინათლე გამოგადგებათ ვეგეტაციის სტადიამდე. ყვავილობის დროს კანაფი საჭიროებს სინათლის ენერგიით სრულად უზრუნველყოფას. თუ ბუჩქიდან 10სმ. დაშორებით განვათავსებთ 260 ვატიანი ფულლ-სპექტრის შუქდიოდური ნათურების მოქმედება 2200 umol/m²*s იქნება.

ესლ

ესლ

წლების განმავლობაში ნათურები არ შეცვლილა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი არ არის ეფექტური, მისი დადებითი მხარეებია:

  • დაბალი ფასი;
  • მოიხმარს მცირე რაოდენობის ელექტრო ენერგიას;
  • არ იქმნება ხანძრის საფრთხე;
  • დროსელი და სავენტილაციო სისტემის გაუმჯობესება საჭირო არ არის;
  • სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 15-20%-ია, რაც არც ისე ცუდი მაჩვენებელია.

მინუსებად შეიძლება ჩაითვალოს ის ყველაფერი, რაც არ ჩამოვთვალეთ. ენერგოეფექტური ნათურები გამოგადგებათ მცირე პლანტაციების შემთხვევაში. თუ თქვენს ნაკვეთზე უკვე რამოდენიმე სტრეინი იზრდება, თითოეულისთვის მოგიწევთ დამატებითი სანათის შეძენა. დამატებითი განათებისთვის ესლ კარგი ვარიანტია, რაც მთავარია ბიუჯეტურია. თუ გროვერი ესლ ნათურის ქვეშ გადაწყვეტს მცენარის მოყვანას, საჭირო იქნება 2 სხვა და სხვა ფერის ნათურის შეძენა:

  • ვეგეტაციის პერიოდის დასაწყისში უნდა გამოიყენოთ 6500კ;
  • ყვავილობის ეტაპზე უნდა ჩაირთოს 2700კ.

მოექეცით მაქსიმალური სიფრთხილით, გაითვალისწინეთ მისი სიმყიფე და ვერცხლისწყლის შემცველობა. 250 ვატიან ენერგოეფექტურ ნათურებში PPF 600 umol/m²*s-ია, ნათურები უნდა იყოს მცენარის თავზე, 20 სანტიმეტრის დაშორებით. ერთი გროუბოქსისთვის ასეთი განათება ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის.

სიმძლავრე განისაზღვრება ბოქსის ზომის მიხედვით

თუ არ გიყვართ მათემატიკა, არ იდარდოთ, გათვლები არ მოგიწევთ, რადგან ამაზე ჩვენ ვიზრუნეთ და წარმოგიდგინეთ ცხრილს. ორიენტირებული იყავით ლუმენების და ლუქსის მაჩვენებლებზე, რადგან საჭიროა გასანათებელი ფართის განსაზღვრა. თუმცა მსგავსი ინფორმაცია ყველა ნათურაზე არ არის მითითებული. არ არის პრობლემა, რადგან ყველა მწარმოებელი უთითებს ვატებს, რის საშუალებითაც შესაძლებელია სწორი განათების შერჩევა.

სიმძლავრე განისაზღვრება ბოქსის ზომის მიხედვით


მებაღეობის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე, იდეალური განათება არის ის, რომლის გამოყენების შედეგად გროვერი მიიღებს 1 გრამ მოსავალს ერთ ვატზე. დღეს გროვერების ნაწილი იღებს უფრო მეტ მოსავალს, მაგრამ ისინი იყენებენ განათების თანამედროვე საშუალებებს, რომლებიც ჯერ არ არის მასიურად გავრცელებული. სტატიაში წარმოგიდგინეთ სრული ინფორმაცია, რომელიც კარგი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ფიტონათურების გამოყენების შემთხვევაშიც კი.