მაგიური ტრიუფელების კულტივაცია

აპრილი 7, 2020

ჯადოსნური ტრიუფელების საკუთარი ხელით ზრდა ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა. ასეთი დამოუკიდებლობა არა მხოლოდ დაზოგავს ფულს, არამედ საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ ენერგეტიკული კავშირი ტრიუფლებთან. ფსილოციბინური სოკოების ყველა შტამი არ არის შესაფერისი მოცემული საქმიანობისთვის, ასე რომ თქვენ ყურადღებით უნდა შეისწავლოთ ჯიშების აღწერილობა.

მაგიური ტრიუფელების კულტივაცია

უპირატესობები

ტრიუფელების გაზრდის უპირატესობა სოკოებთან მიმართებაში იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბევრად უფრო გამძლეები არიან გარე ფაქტორების მიმართ, მაგალითად, სიცხესა და ტენიანობაში. შეიძლება ითქვას, რომ მათი გაშენების პროცესი უფრო მარტივია. მთავარი უპირატესობა კვლავ ფსილოციბინის უფრო მაღალი კონცენტრაციაა.

საინტერესოა! ზოგიერთ წრეში ფსილოციბინის მოყვარულები ტრიუფელებს ფილოსოფიურ ქვებს უწოდებენ.

ტრიუფელების გაზრდის მეთოდები

ტრიუფელების ზრდის ორი ძირითადი გზა არსებობს:

  • კულტივაციისთვის საჭირო კომპლექტის გამოყენება
  • ნულიდან

კომპლექტების მნიშვნელობა სოკოს მსგავსია. შრუმერისთვის ყველაფერი გაკეთებული და მზაა, მან მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაიცვას ინსტრუქციებში მითითებული ნაბიჯები და დაელოდოს სკლეროციის გამოჩენას!

გროუვერი, რომელიც თვითგანვითარებისკენ მიისწრაფვის და აპირებს ყველანაირად გაიაროს „სიბრძნის ქვების“ შექმნის პროცესი სრული კონტროლით, მიიღებს არა მხოლოდ ტრიუფელის ცხოვრების ციკლის ფუნდამენტურ იდეას, არამედ განსაცვიფრებელ პროდუქტს, რომელიც იძლევა ძლიერ და უჩვეულო თრიფს.

კულტივაციის მეთოდი

კულტივაციის მეთოდი

დაგჭირდებათ:

  • შპრიცი სპორებით, შრუმერის მიერ შერჩეული შტამების სპორი ან ცოცხალი მიცელიუმის (psilocybe mexicana ან tampanensis შესანიშნავი ვარიანტია სასურველი შედეგის მისაღწევად).
  • ბალახის თესლი (სუბსტრატი).
  • ჭურჭელი ფილტრებით (პაკეტი ან ქილა).
  • მადუღარა.
  • წყალი.
  • ინკუბატორი (დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე).

ნაბიჯ-ნაბიჯ:

  • თავდაპირველად, თქვენ უნდა შექმნათ მზარდი სუბსტრატი. ბალახის თესლი ყველაზე ხშირად გამოიყენება სუბსტრატის ბაზისთვის, რომლის ალტერნატივაა ჭვავი. იმისათვის რომ შექმნათ სასიცოცხლო საფუძველი, 500 მილილიტრ წყალში უნდა მოათავსოთ 1 კილოგრამი თესლი.
  • შემდეგი, თქვენ უნდა განახორციელოთ გარდაუვალი სტერილიზაცია. მოთავსეთ ის ყველაფერი რაც კულტივაციისთვის გჭირდებათ პაკეტში და ჩადეთ ქვაბისებრ მადუღარაში.
  • მოცემული ფილტრ-პაკეტი უნდა დამუშავდეს 1 საათის განმავლობაში.
  • სპორების ინოკულაცია შპრიციდან, უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც ნარევი მთლიანად გაცივდება. ინოკულაცია ხორციელდება ჭურჭლის გახსნის გარეშე, წინასწარ დამზადებული ფილტრის ხვრელის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ეტაპზე რეკომენდებულია ხელთათმანების ყუთში მუშაობა, იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურება. მიზანშეწონილია სწრაფად ჩატარდეს სამუშაო სტერილიზაციის შესაბამისად.
  • შეანჯღრიეთ ინოკულირებული სუბსტრატი, რათა მთელ სუბსტრატში აირიოს სპორები ან მიცელიუმი.
  • მიღებული ნარევი უნდა განთავსდეს თბილ და ბნელ ადგილას. იდეალური ტემპერატურაა 21-25 გრადუსი ცელსიუსით - ასე რომ გამოიყენეთ ინკუბატორი ან იზოლირებული გათბობის მატი, ეს იმ შემთხვევაში თუ ოთახის ტემპერატურა დაბალია.
  • თავდაპირველი კოლონიზაციის პროცესი 2-4 კვირას მოითხოვს. ამ პერიოდის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ პაკეტი.
  • მას შემდეგ, რაც გავრცელების პერიოდი დასრულდა და სუბსტრატი მთლიანად კოლონიზირებულია, ყველაზე რთული სამუშაო დასრულებულად ითვლება - უნდა დატოვოთ მიცელიუმი თავის თავთან მარტო (ნუღარ შეანჯღრევთ). ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად გაიზარდო მაგარი, თხილისებრი ტრიუფელები. ზრდა შეიძლება გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში. სკლეროცია გაიზრდება მანამდე, სანამ გროუვერი შეუქმნის მათ შესაფერის პირობებს ან მანამდე სანამ მას მოთმინება ეყოფა რომ დაელოდოს მოსავალს.

გაშენება ისეთი რთული არ არის, როგორც ჩანდა. ნაყოფიერების ეტაპი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის რისკი მცირდება, მაგრამ, მეორეს მხრივ, პროცესს უფრო მეტი დრო დასჭირდება, რადგან ფსიქოაქტიური ტრიუფელების ფორმირებასა და მომწიფებას უფრო მეტ დროს სჭირდება, ვიდრე ფსილოციბინის სოკოებს.

ზემოქმედება სხეულსა და გონებაზე

ზემოქმედება სხეულსა და გონებაზე

მოსავლის გახანგრძლივების მოლოდინი 100%-ით ღირს იმად, რომ იცოდეთ ჯადოსნური ტრიუფელების ეფექტი. გავლენა გაცილებით უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, ჩვეულებრივი ფსილოციბისგან განსხვავებით. მოხმარებიდან 30-60 წუთის შემდეგ, დაიწყება სრული თრიფი, რომელიც დასრულდება 3-6 საათიანი მოგზაურობის შემდეგ. სხვა რეალობის შეცნობის ყველაზე აქტიური ეტაპი მინიმუმ 2 საათიანია. ფსიქონავტები, გარდა ბუნებრივი ვიზუალური მოვლენებისა, ხშირად განიცდიან ღრმა აღტაცებას, გაოცებას, დეზორიენტაციას დროსა და სივრცეში, კუნთების რელაქსაციას, სხეულის ვიბრირებას (ცივს ან ცხელს). აღსანიშნავია, რომ თითოეული გამოცდილება განსაკუთრებით განუმეორებელი და უნიკალურია.

ფსიქოდელიური მოგზაურობა ფანტასტიკური და შესანიშნავი გამოცდილებაა. სამწუხაროდ, ეს არ ეხება ყველას. ზოგი აღმოაჩენს, რომ რეალობის ცვლილება არის რთული და სტრესული გამოცდილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შიში და პანიკური შეტევები (”Bad Trip”). ეს ფენომენი ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ჯადოსნური ტრიუფელების ეფექტი მხოლოდ დროებითია და რამდენიმე საათში გაივლის. პირველი გამოცდილების დროს, სასურველია ფხიზელი ადამიანის ყოფნაც (როგორც "ძიძა"), რომ ასეთ ვითარებაში ის დაგეხმაროთ დამშვიდებაში.