კანაფის 7 ყველაზე გავრცელებული მუტაცია
შინაარსი
- სამფოთლიანი მუტაცია
- ორფეროვანი ფოთლები
- ფოთლის ცენტრიდან ამომავალი კვირტები
- „ერთუჯრედიანი sყუპები “
- ბუჩქი, რომელმაც თავად „მოიკვეთა თავი“
- ფოთლის არაჩვეულებრივი ფორმა
- პატარა ფოთლების უჩვეულო რაოდენობა თითოეულ ფოთოლზე
მუტაცია მცენარეებში - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. თუ მებაღე რეგულარულად არის დაკავებული კანაბისის კულტივაციით და მცენარეებიც უხვად აქვს, ხშირად შეხვდება მუტაციის გავრცელებულ ფორმებს. იმის გარკვევა თუ რომელი მუტაციაა აღმოჩენილი, საკმაოდ რთულია. მოცემულ მასალაში გთავაზობთ უკეთ გაეცნოთ გავრცელებულ მუტაციებს.
1. სამფოთლიანი მუტაცია
სტაჟიანმა მებაღეებმა სავარაუდოდ იციან, რომ პრაქტიკულად ყველა თესლიდან წარმოქმნილი ამონაზარდი განვითარებას იწყებს ფოთლების წყვილი კომპლექტაციით. სურათზე წარმოდგენილია ასეთი ფორმირების მაგალითი.
პატარა ამონაზარდი ჰიდროპონური დანადგარიდან და მინერალური ბამბიდან.
დროდადრო გროვერი აწყდება „ სამფოთლიანებს “. ეს ყველაზე გავრცელებული მუტაციაა და ადრე თუ გვიან თქვენ აუცილებლად წააწყდებით მას. ასეთი ჩითილი უნდა გაზარდოთ ჩვეულებრივად, რადგან მასში განსაკუთრებული არაფერია.
მსგავს ამონაზარდებს უვითარდებათ დაახლოებით მესამედჯერ მეტი გვერდითი განშტოებები, ვიდრე ჩვეულებრივ მცენარეს, ამიტომ ის პოტენციურია და მიმზიდველი მცენარეების ვარჯიშისა და ScrOG ტექნიკის გამოყენებისთვის. ფოტოზე წარმოდგენილია კიდევ ერთი „ სამფოთლიანი “ ჩითილის მაგალითი.
სამფოთლიანი ამონაზარდი აღმოცენდება გრუნტიდან.
მიაქციეთ ყურადღება ! ზოგიერთი მცენარე განაგრძობს ასეთ ზრდას იმ დროს, როცა სხვა მცენარეები გადაასწრებენ მუტაციას და განაგრძობენ იგივე ფორმატში ზრდას ხარვესტამდე.
2. ორფეროვანი ფოთლები
ორფეროვან ფოთლებს ძირითადად აქვთ განსხვავებული ფერი, რომელიც იყოფა მათი სტრუქტურის შუაზე სწორი ზოლით. ეს მუტაცია ითრევს მცენარის ერთ ან ორ ფოთოლს. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც შესაძლოა აღმოაჩინოთ მსგავსი მთელი ღერო, ან მცენარის ნაწილი.
როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, ორფეროვანი ფოთლები არაფერზე არ მოქმედებს, მაგრამ ვიზუალურად საკმაოდ ეფექტური და ლამაზია!
„განსხვავებულობის“ ეს მაგალითი შეიძლება დაკავშირებული იყოს განსხვავებულ ქიმერებთან, როდესაც სხვა და სხვა ქსოვილები თავსდება დიდ მონაკვეთებზე. არა მხოლოდ კანაბისს, არამედ სხვა მცენარეებსაც შეუძლია მსგავსი ფოთლების ფორმირება.
კანაფის ორფეროვანი ფოთოლი - ბუნებრივი მუტაციაა. ის არ უნდა აგვერიოს მცენარეებში საკვები ნივთიერებების დეფიციტში. ძირითადად მუტაცია ეხება ერთ ან ორ ფოთოლს. სანერვიულო რეალურად არაფერია. ზოგჯერ ფოთლის ნახევარი ხდება იასამნისფერი. თვალსაჩინო მაგალითი იხილეთ ფოტოზე:
კანაფის ორფეროვანი ფოთოლი - შუაზე გაყოფილი, იასამნისფერი და მწვანე.
მიუხედავად ასეთი ორიგინალური შემთხვევებისა, ხშირ შემთხვევაში ფოთლის ნახევარი ხდება ღია ყვითელი, თეთრიც კი.
მცენარის ორიგინალური მაგალითი, რომელიც შუაზე გაყოფილია იასამნისფრად და მწვანედ.
მნიშვნელოვანია! თუ მცენარე არ არის გაყოფილი სიმეტრიულად და იწვევს ეჭვებს, აუცილებლად შეამოწმეთ ის თამბაქოს მოზაიკურ ვირუსზე. სავარაუდოდ ეჭვი არ გამართლდება, მაგრამ შემოწმება არ გაწყენთ.
თამბაქოს მოზაიკური ვირუსის მაგალითი. დარწმუნდით და არ დაუშვათ მთელი გროვის დაავადება.
3. ფოთლის ცენტრიდან ამომავალი კვირტები
ფოტოზე წარმოდგენილია სტანდარტული, ნორმალური კანაფის ფოთოლი. კანაფის ფოთლები ლამაზია, ძირითადად ისინი არ შეიცავენ ტეტრაჰიდროკანაბინოლის ან სხვა კანაბინოიდების მაღალ კონცენტრაციას, ყოველ შემთხვევაში გირჩებთან შედარებით. ამიტომ, რასტამანების უმრავლესობა არ ეწევა ფოთლებს და არ იყენებს მათ კანაფის პროდუქტების მოსამზადებლად.
კანაფს ნორმალური ფოთოლი ( ფუძესთან არ არის არანაირი კვანძი).
თუმცა ზოგიერთ მუტაციას მივყავართ იქამდე, რომ ფოთლებზე წარმოიქმნება მადის აღმვძრელი, სასიამოვნო ბონუსი.... მოულოდნელი დამატებითი ყვავილედები!
ეს არის მუტაცია, რომლის დანახვასაც ყველა მებაღე ისურვებდა. მიუხედავად უცნაური მდებარეობისა, მოცემული წარმონაქმნები აბსოლუტურად ჰგავს ბუჩქზე არსებულ დანარჩენ გირჩებს. თქვენ ღებულობთ რამოდენიმე დამატებით კანაბინოიდებით და ტრიქომებით გაჯერებულ გირჩს !
ზოგჯერ ყვავილედების საკმაოდ შთამბეჭდავს ზომებს აღწევს. თუ დავუჯერებთ ინფორმაციას, რომელსაც კანაფის მწარმოებლები აქვეყნებენ (ანგარიშები, გროურეპორტები და სხვა), ფოთლებზე მიღებული გირჩების მასას ხშირად ნახევარ გრამამდე მიუღწევია!
წარმოდგენილ ფოტოზე ყურადღება მიაქციეთ ძალიან არაჩვეულებრივ მუტაციას. ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უშუალოდ ფოთლებიდან წარმოიქმნება როგორც მდედრი, ასევე მამრი ყვავილედები. მართალია ეს უჩვეულოდ ლამაზი სანახავია, ასეთი ბუჩქები უნდა მოაშოროთ გროურუმიდან. რადგან ასეთ სიტუაციაში მოხდება სტრანდარტული დამტვერვა და გირჩებზე მოხდება დიდი რაოდენობით თესლების ფორმირება.
4. „ერთუჯრედიანი ტყუპები“
ეს არაჩვეულებრივი მუტაცია ეხება ღვივის ყველაზე ადრეულ სტადიაზე მუტაციას. აღმოცენების პროცესში და განვითარების პირველ ეტაპზე თესლზე წარმოიქმნება ერთი ან რამოდენიმე ღვივი. ორზე მეტი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ასეთებიც ხდება. სწორედ ამიტომ მოვიფიქრეთ მუტაციისთვს ასეთი სახელწოდება. რადგან ყველა ასეთ ამონაზარდს შეიძლება განუვითარდეს საკუთარი ფოთლები, რომლებიც შემდგომ დამოუკიდებელ მცენარედ გარდაიქმნება.
როდესაც ეს ამონაზარდი ვითარდებოდა, მას ჰქონდა ერთი თესლიდან წარმოქმნილი ორი წარმონაქმნი. თუ ყურადღებით დააკვირდებით, შედარებით მაღალ მცენარეს „ სამფოთლიანი “ მუტაცია აქვს! საოცრებაა!
აუცილებლად მიიღეთ სარგებელი ასეთი მუტაციისგან. გადარგეთ ამონაზარდები ცალკეულ მოცულობებში, ასე თქვენ შეძლებთ სეზონზე ერთდროულად მიიღოთ ორი ბუჩქი ერთი თესლიდან. თუ არ გაყოფთ მათ, სავარაუდოდ ერთი მათგანი არ მისცემს მეორეს ფორმირების და განვითარების საშუალებას.
5. ბუჩქი, რომელმაც თავად „მოიკვეთა თავი“
მრავალი მებაღე სპეციალურად, თავად აჭრის ბუჩქს თავს და ავარჯიშებს, რითიც აიძულებს მცენარეს გახდეს უფრო ხშირი და მოახდინოს ყვავილედების ფორმირება დიდი რაოდენობით. მსგავსი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ტოპინგის მეთოდით. ტრადიციულად კანაბისი ფორმირდება სამკუთხედის ფორმის (კლასიკური ნაძვი) და მისთვის უფრო პროდუქტიული სილუეტის მისაცემად გამოიყენება მაღალი სტრესის ვარჯიშები. ზრდის მთავარი წერტილის „დახშობა“ საკმაოდ მარტივია, თუ ამას აგრო ტექნიკასთან ზუსტ შესაბამისობაში გავაკეთებთ.
ფოტოზე წარმოდგენილია ნორმალური ახალგაზრდა მცენარე, სწორი ზრდის წვერით და ზევით თავმოყრილი ფოთლებით.
სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ აჭრის მებაღე წვერს, ზრდის ზედა კვანძის მოშორების მიზნით:
დააკვირდით სრულიად ჯანმრთელი მცენარის არაჩვეულებრივ მუტაციას. მან თავად „ჩაახშო“ ზრდის ზედა წერტილი, მის ადგილზე ჩვეულებრივი ფოთლის ზრდით.
ქვევით წარმოდგენილია წერტილოვანი ფოთლის ზრდის კიდევ ერთი მაგალითი, იმ ადგილზე, სადაც უნდა წარმოქმნილიყო გირჩები. ასეთი მუტაციის შესწორება არ ღირს. საჭირო მოვლის შემთხვევაში, ბუჩქი მოახდენს არანაკლებ შთამბეჭდავი ყვავილედების ფორმირებას გვერდით.ისინი წარმოიქმნებიან გვერდით განშტოებებზე. ფოტოზე იხილეთ ერთ-ერთი გროვერის მიერ დაფიქსირებული შესანიშნავი შედეგი:
შესანიშნავი ბუჩქი არაჩვეულებრივი მუტაციით ცენტრალური ღეროს ზედა ნაწილში. გირჩები მაინც შესანიშნავი გამოვიდა.
6. ფოთლის არაჩვეულებრივი ფორმა
როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეს, კანაბისსაც ხშირად უვითარდება უჩვეულო ფორმის ფოთლები. ისინი შეიძლება წარმოიქმნას ბუჩქის მხოლოდ გარკვეულ ნაწილში ან ვრცელდებოდეს მის მთელ სტრუქტურაზე.
ფოტოზე გამოსახულ ფოთოლს აქვს გაყოფილი ბოლო მისი ზრდის ერთ-ერთ წერტილში. ეს საკმაოდ არაჩვეულებრივი და მომხიბლავია.
უნდა აღინიშნოს, რომ ფოთლების ზოგიერთი ფორმები გახდნენ გროვერების მასისთვის რჩეულები. ეს განსხვავებები სავარაუდოდ დაიწყო შემთხვევითი მუტაციით, შემდეგ კი გარდაიქმნნენ კანაბისის სრულყოფილ „ შტამებად “.
ამის ნათელი მაგალითია Ducksfoot (ითარგმნება „ბატის თათები“). სამწუხაროდ კანაბისის თესლების შეძენა, რომლებისგანაც შეიძლება მსგავსი სილამაზის მიღება, ჯერჯერობით შეუძლებელია. ასეთი მცენარეების მიღება ამ ეტაპზე მხოლოდ კლონირებით არის შესაძლებელი.
ბუჩქი ბატის თათების მსგავსი ფოთლებით.
არ დაგწყდეთ გული, თანამედროვე სელექცია ახდენს სასწაულებს და დღეისათვის საკმაოდ ბევრი სიდბანკი გვთავაზობს მსგავსი ფოთლების მქონე ჰიბრიდების სათეს მასალას. მაგალითად Dutch Passion ბანკის ასორტიმენტში არსებობს ჰიბრიდი Frisian Duck. მასზე წარმოქმნილი ფოთლები გამოიყურება არა ორდინალურად და ეფექტურად.
შესანიშნავი გირჩები ცნობილი ბრენდისგან.
არასტანდარტული გარეგნობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი - შტამი Australian Bastard Cannabis (ABC) ნაკლებად ცნობილი ბრენდისგან Painted Forest Farms. შეაფასეთ მისი აკურატულობა და სილამაზე. მნიშვნელოვანია! მსგავსი მუტაციები არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებენ ნეგატიურად კანაბინოიდების შემადგენლობაზე. სამაგიეროდ თქვენი გროვი ძალიან ლამაზი და ესთეტიური იქნება.
არაჩვეულებრივი სილამაზე წარმოუდგენელი „თითების“ რაოდენობით თითოეულ ფოთოლზე.
7. პატარა ფოთლების უჩვეულო რაოდენობა თითოეულ ფოთოლზე
კანაფის ფოთლების „სტანდარტული“ რაოდენობად ითვლება შვიდი. თუმცა საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვა ვარიაცებიც. მაგალითად, ცხრა წერტილი ახალგაზრდა მცენარის ფოთოლზე. არსებობს კიდევ ბევრი ნათელი მაგალითი, როდესაც ზოგიერთი მცენარე ფლობს უფრო მეტ ან ნაკლებ ფოთოლს.
ფოტოზე გამოსახულია კანაფის ფოთლების ტიპიური ფორმა შვიდი წერტილით.
თუმცა ეს სულ არ გამორიცხავს მოულოდნელი ფორმის ფოთლების (წერტილების რაოდენობის მიხედვით) გაჩენის შესაძლებლობას. მეტიც, ერთი ბუჩქის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ვარიაციის გაჩენა.
შეხედეთ ამ „სიგიჟეს“, რომელიც ერთ-ერთი მებაღის მცენარეზე გაჩნდა. ფოთოლს 30 „თითი“ აქვს!
ცამეტ „ თითიანი “ კანაფის ფოთოლი.
არც ისე იშვიათი შემთხვევებია, როდესაც ხდება პირიქით და წერტილების რაოდენობა ნაკლებია. შეხედეთ საოცარ ბუჩქს. თუ მცენარეს შორიდან შეხედავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს რაღაც სარეველაა.
თითოეულ ფოთოლს მხოლოდ ერთი წერტილი აქვს!
შევხედოთ მუტაციებს უფრო ახლოს და ზევიდან.
რამდენი წერტილი შეიძლება ჰქონდეს ფოთოლს და როგორ ხდება ეს? თუ დავუჯერებთ გამოცდილ მებაღეებს, საქმე მცენარის გარემოს გავლენაშია. რაც უფრო ინტენსიურია ზრდა, მით უფრო მაღალია დიდი რაოდენობის ფოთლების წარმოშობის ალბათობა. ეს უკვე სხვა განხილვის თემაა.
წარმოდგენილ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, ამ შემთხვევაში საუბარია არა მუტაციაზე, არამედ გარემოს ზემოქმედებაზე. ეს მცენარე იძულებით დააბრუნეს ყვავილობის ფაზიდან ვეგეტაციურში. ასეთ ილეთს რევეგას უწოდებენ, სიტყვისგან Re-Vegged.
მცენარემ უცნაურად დაიწყო რეაგირება შექმნილ პირობებზე.
იმედი გვაქვს, რომ მოგეწონათ გავრცელებული მუტაციების მოკლე მიმოხილვა. თუ გაქვთ საკუთარი მაგალითები, გაგვიზიარეთ, თან დაურთეთ სურათები ან ვიდეო რგოლები.