კანაფის ორგანული და მინერალური სასუქები

აპრილი 1, 2021

შინაარსი

რამდენად განსხვავებულებიც არ უნდა იყვნენ გროვერები გამოცდილებითა და თეორიული ცოდნით, გროვის წარმატებისთვის „საიდუმლო საშუალების “ ძებნა ყოველთვის აქტუალური რჩება. არსებობს თუ არა იდეალური საკვები ნარევი კანაფისთვის? მოდით ერთად ვეცადოთ პასუხის გარკვევა. რა არის აუცილებელი გროვისთვის, რომელი ელემენტები რაზე მოქმედებენ და შესაძლებელია თუ არა სასუქის გამოყენების გარეშე მსხვილი და ხარისხიანი გირჩების მიღება. ამ კითხვებზე პასუხებს სტატიაში იპოვით.

სასუქის აუცილებლობა კანაფისთვის

სასუქის აუცილებლობა კანაფისთვის

ნებისმიერი მცენარის შესწავლისას, აუცილებლად მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ სასუქი სასიცოცხლო ენერგიის ძირითადი წყაროა, ის ისევე მნიშვნელოვანია მცენარისთვის, როგორც ადამიანისთვის საჭმელი. სასუქში მცენარის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი ყველა მიკროელემენტი და ბიოლოგიური კომპონენტია. უნდა გაითავისოთ ერთი მთავარი წესი: ხარისხიანი მოსავლის მიღება შეუძლებელია შესაბამისი დამატებითი ენერგიის გარეშე. გირჩებს ექნება შესანიშნავი გემო და არომატი, ფსიქოტროპიული ზემოქმედებაც მაქსიმალური იქნება. უჯრედოვანი სისტემის და ქსოვილების ფორმირებისას, გარანტირებული გექნებათ საუკეთესო შედეგი.

კანაფის მოყვანა გრუნტში, საშუალებას იძლევა, რომ ყველა აუცილებელი საკვები კომპლექსი უშუალოდ სუბსტრატში იყოს. ასეთი „მარაგები“ სავსებით საკმარისია სრული სასიცოცხლო ციკლისთვის. ჰიდროპონური სისტემის გამოყენება მოითხოვს დამატებითი სასუქს.

არსებობს თუ არა კანაფის სასუქი

რა თქმა უნდა, როგორც ყველა მცენარისთვის, კანაფისთვისაც არსებობს სპეციალიზირებული ნარევები. მებაღეს შეუძლია თავად მოამზადოს საკუთარი სასუქი. სასუქი იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:

მიუხედავად შედარებით ძვირი ფასისა, მებაღეები ორგანიკას ანიჭებენ უპირატესობას, რაც იმით აიხსნება, რომ მსგავსი „საკვები“ მაქსიმალურად პოზიტიურად მოქმედებს მიღებული სტაფის გემოსა და არომატზე, ასევე მისი მოხმარების შემდეგ ეფექტის სიძლიერეზე.

ორგანიკა

ორგანიკა

მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია მინერალურ კომპონენტებზე, რომლებიც მოიცავს სხვა და სხვა ორგანულ ნაერთებს. ასეთი ნივთიერებების წყარო, შეიძლება იყოს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის. ორგანული სასუქების საფუძველია:

  • ნაკელი და ფრინველის ექსტრემენტები;
  • ხის მერქანი და ნახერხი;
  • კომპოსტი;
  • ბლანტი მასა მდინარეების, ტბების ან ზღვების ფსკერზე, რომელიც წარმოიქმნება მინერალური ან ორგანული ნივთიერებების დალექვით და ტორფი;
  • სიდერატები და სხვა.

ცალკე პუნქტად უნდა განვიხილოთ კომპლექსური ორგანული სასუქები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილ ვარიანტებში, ძირითადი ელემენტები გახლავთ:

  • აზოტი;
  • ფოსფორი;
  • კალიუმი.

მცირე დოზებით კალციუმიც განიხილება.

თუ სასუქს სწორად მოვამზადებთ, უბრალო ორგანიკასთან ერთად, მებაღე აღმოაჩენს ნამდვილ „სუპერ იარაღს“, რომლის საშუალებითაც მცენარეს გაუჩნდება მილიონობით ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გროვის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გროვერის დროის ეკონომიაა. არ მოგიწევთ რეგულარულად სასუქის დამატება, ტენიანობის დონის განსაზღვრა, მუდმივად დოზირების გათვლა და სხვა მანიპულაციები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი თავისთავად, თქვენი ჩარევის გარეშე ჩაივლის.

უპირატესობები და ნაკლოვანებები

ყველა ობიექტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოვყოთ ორივე ჯგუფი.

+

  • სტაფის გემოსა და არომატის გაუმჯობესება
  • არ საჭიროებს გამორეცხვას ხარვესტამდე
  • იცავს ზედმეტი კვებისა და წყლისგან, აწვდის მცენარეს მხოლოდ საჭირო რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებებს
  • გროვს ხდის ავტონომიურს, მებაღისგან საჭიროა მხოლოდ მცირე კორექტივები საჭიროების მიხედვით
  • ორგანიკა ეკოლოგიურია (ქიმიკატების გარეშე)

  • ინგრედიენტებს შორის არის არასასიამოვნო, ზოგჯერ მძაფრი სუნის მქონე ინგრედიენტები
  • არ მოქმედებს სწრაფად (ნებისმიერი კორექტირება მოითხოვს დროს, სანამ გამოვლინდება გროვის რეფლექსია ჩატარებულ მანიპულაციაზე)
  • ხშირად გროვერს ინტუიციაზე დაყრდნობა უწევს, რასაც ვერ ვიტყვით მინერალურ სასუქზე, სადაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და დაგეგმილია
  • ნაკლებად უმკლავდება ინფექციებს და მწერების შემოტევებს
  • ჰიდროპონური სისტემებისათვის არ არის საუკეთესო ვარიანტი.

მინერალური სასუქი

მინერალური სასუქი

მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია არაორგანული წარმოშობის ნაერთებზე. აშკარაა, რომ სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია აქ უფრო მაღალია და ისინი ახდენენ მინერალური მარილის ფორმირებას. ბუნება მსგავს რამეს ვერ ქმნის, მინერალური სასუქი ძირითადად ქიმიური მრეწველობის პროდუქტია.

გავმეორდებით, მსგავსი კომპლექსური დანამატები - მაქსიმალურად კონცენტრირებული მასალაა, რომელიც ერთი საშუალო ჭიქაში, იმაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ერთი ნიჩაბი ორგანიკა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის უმარტივესი საშუალება, რომელიც მცირე დანახარჯებით მცენარის საკვებით სრულად უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევს. მათი გამოყენება სახიფათოა, თუ ზუსტად არ განვსაზღვრავთ დოზებს. შეცდომები ხშირად მოსდით დამწყებ და გამოცდილ გროვერებსაც. ზედმეტმა სასუქმა შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა და მცენარის სიკვდილი.

არ დაგავიწყდეთ, რომ მინერალური სასუქი საჭიროებს ხერვესტამდე, ბოლო დეკადაში, სუფთა წყლით გამორეცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში სტაფი თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

უპირატესობები და ნაკლოვანებები

+

  • გროვის მოსავლიანობის ზრდა
  • ინდორულ გროვინგში არ არის სუნი
  • ეკონომიურობა
  • მისაღებია ჰიდროპონიკაში
  • მისი გამოყენება მარტივია, ზედოზირების საფრთხის მიუხედავად
  • გროვინგის კონტროლი უფრო მარტივია

  • გამოუცდელობის და არასაკმარისი ინფორმირებულობის დროს, ზედმეტი დოზის გამო, შეიძლება გავანადგუროთ გროვი
  • მარიხუანას არომატი და ეფექტი მცირეა, ორგანიკულ კულტივირებასთან შედარებით
  • პორციების განსაზღვრა საჭიროებს ზუსტ და დეტალურ გათვლებს

როგორ მივიღოთ ბევრი გირჩი სასუქის გარეშე

როგორ მივიღოთ ბევრი გირჩი სასუქის გარეშე

ალბათ გინახავთ, ყოველგვარი სასუქის და მოვლის გარეშე გაზრდილი მარიხუანა. რუდერალისსაც აქვს თავის „მოსავალი“. ანუ, გირჩების მიღება შესაძლებელია ყოველგვარი სასუქის გარეშე. ამ შემთხვევაში, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ სტაფის მოხმარებისას, ეფექტი ან სულ არ იქნება, ან იქნება მინიმალური. ნებისმიერი გროვერის ამოცანა ხომ მაქსიმალური ეფექტის მქონე სტაფის მიღებაა, ეს კი შეუძლებელია კომპლექსური მიდგომის გარეშე. შესაბამისი სასუქის დამატების გარეშე, წარმატებული ხარვესტის მიღება შეუძლებელია.

ყველგან არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, კანაფის აუტომოყვავილე ჯიშების სრულმა სასიცოცხლო ციკლმა, თავისუფლად შეიძლება ჩაიაროს სასუქის დამატების გარეშე, თუ რა თქმა უნდა, ძირითად კომპონენტებს ის უშუალოდ გრუნტიდან მიიღებს. ასეთი გროვინგისთვის საჭირო იქნება დიდი მოცულობის ქოთნები (10 ლიტრზე მეტი).

საკვები სუბსტრატის მომზადების საიდუმლო

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მესამედი გარეცხილი ქოქოსის კოირა
  • მეათედი წილი პერლიტი და ვერმიკულიტი
  • 50% ვერმიკომპოსტი.

პირობითად, ვიღებთ 20 ლიტრიან კონტეინერს. ვურევთ 1 მუჭა ცხენის და ქათმის ნაკელს გრანულებში და ვამატებთ 200 მლ. ხის ნაცარს, რის შემდეგაც ვამატებთ ხსნარს „ბაიკალ ემ1“ (ოპტიმალური პორცია 1:500). მიღებულ ნარევს ვაჩერებთ სამი დღე-ღამის განმავლობაში, ბნელ ადგილზე. 3 დღის შემდეგ, მიიღებთ კანაფის ეფექტურ სასუქს. ყველა კომპონენტი ხელმისაწვდომია ნებისმიერ მებაღეობის მაღაზიაში. ამ რაოდენობის სასუქი თავისუფლად გეყოფათ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

როგორ უნდა მივაწოდოთ მცენარეს სასუქი სწორად

როგორ უნდა მივაწოდოთ მცენარეს სასუქი სწორად

სჯობს მცენარეს აკლდეს სასუქი, ვიდრე ზედმეტი დოზით მიეწოდებოდეს. ნაკლებობა, რაღაც დოზით მაინც მოგვცემს ხარვესტს, ზედმეტობამ კი თავისუფლად შეიძლება მოსპოს გროვი.

თუ ხდება უცხო შტამის კულტივირება, უმჯობესია სასუქი მხოლოდ მაშინ დაამატოთ, როდესაც გამოვლინდება მისი საჭიროების ნიშნები. მცენარის „შიმშილის“ გამოვლენა მარტივი არ არის, თუმცა გამოცდილი გროვერები ამას უპრობლემოდ უმკლავდებიან. ვეგეტაციის სტადიაზე, შიმშილი ვლინდება მცენარის ზრდის ტემპის შენელებით. კიდევ ერთი გამოვლენაა - ფოთლების ფერის ცვლილება. დამწყები მებაღეებისთვის, ამ სიმპტომებიტაც რთული იქნება პრობლემის გამოვლენა, მაგრამ რამოდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ.

ორგანიკასთან მუშაობა

მებაღე კვებავს არა მცენარეს, არამედ გრუნტში არსებულ მიკროორგანიზმებს, რის შედეგად იზრდება მათი რაოდენობა. ყოველ 2 კვირაში ერთხელ, ნიადაგში შეაქვთ სასუქი, შუალედებში კი უბრალოდ რწყავენ სუფთა წყლით. სპეციალისტები ასეთი ვარიანტისთვის გვირჩევენ კომპოსტურ ჩაის, ბიოჰუმუსს ან სტიმულატორებს (მხოლოდ ორგანულ სასუქთან შესაბამისს).

მუშაობა მინერალურთან

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პრობლემები, გამოიყენეთ ცხრილები, რომლებიც მწარმოებლების მიერ მითითებულია სასუქის შეფუთვაზე. იმისათვის, რომ დაიცვათ გროვი, გამოყენება დაიწყეთ რეკომედნირებული დოზის მეოთხედით. მხოლოდ შიმშილის გამოვლინების შემდეგ გაზარდეთ დოზა. გამორეცხვა ბევრად რთული პროცესია, ვიდრე დოზების შემცირება.

გამოიყენეთ მერტი. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, მაქსიმალური ეფექტურობით გამოიყენებთ სასუქს. პერიოდულად გაზომეთ საკვები კომპონენტების კონცენტრაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად, მომენტალურად შეგიძლიათ დოზების ცვლილება.

სასუქის აუთდორულ და ინდორულ მოხმარებას შორის სხვაობა თითქმის არ არის. განსხვავება მხოლოდ სასუქის რაოდენობაშია. ანალოგიურად, არ არის სხვაობა ფოტოპერიოდულებსა და აუტომოყვავილეებს შორის, ამიტომ არ დაუჯეროთ მწარმოებლების მარკეტინგულ ხრიკებს.

რეზიუმე

წარმატების მთავარი საიდუმლო, არ არის სასუქის ხარისხსა და ღირებულებაში. ყველაზე მნიშვნელოვანია გროვზე ზრუნვა. ცალსახად იმის თქმა, ორგანიკა სჯობს თუ მინერალური სასუქი, შეუძლებელია. ყველა სიტუაცია განსხვავებულია და დეტალურ შესწავლას საჭიროებს.