ორგანიკა, თუ კანაფის პირდაპირ მიწაში მოყვანა

თებერვალი 20, 2020

გროვერისთვის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან დავალებას წარმოადგენს - მიწის დასასუქება, მისი გაჯერება საკვები ელემენტებით, და არა თავად მცენარე, როგორც ბევრ დამწყებ გროვერს ჰგონია. მცენარის სასიამოვნო სუნი,ასევე მისი სპეციფიური გემო, პირდაპირ კავშირშია, თუ რომელ სასუქს იყენებთ.

აქ შეიძლება პარალელის გავლება შემდეგი ფრაზით - „ ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ“. მცენარე იკვებება ნიადაგიდან და იღებს ზრდისთვის აუცილებელ ყველა საჭირო ნივთიერებას. მაგრამ, მცენარის პოტენციალის სრულად გახსნა, კანაფს შეუძლია ბუნებასთან ბალანსის საფძველზე, ბუნებრივ გარემოში . ასეთ რეზულტატის მიღწევა შეუძლებელია ქიმიკატების გამოყენებით, და არა მთლიანად ნატურალური სასუქის. ეს შეიძლება შევადაროთ შემდეგს- როგორც მაღაზიაში დახლზე მოთავსებული ხელოვნურად, ქიმიაზე მოყვანილი ხილი, ნატურალური ბოსტნის ხილს ვერ შეედრება, ასევე კანაფიც, ქიმიური დანამატებით გაზრდილი ვერ შეედრება ნატურალურ სასუქებზე მოყვანილს. გემო, სუნი და სარგებელი საგრძნობლად განსხვავდება.

ქიმიური დანამატების გამოყენებით, უარესდება მცენარის ხარისხი, მისი სუნი, გემო და სარგებელი. ორგანიზმი ვარდება ყველანაირი საზიანო ქიმიური ნაერთების მავნე ზემოქმედებაში. ჩარეცხვის ყველანაირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიც კი, რომელსაც იყენებენ კანაფის მოყვანის ბოლო ეტაპზე, მხოლოდ უმნიველოდ ეხმარება მცენარეს გათავისუფლდეს ქიმიისაგან. მითუმეტეს, თუ თქვენ მოგყავთ-სამკურნალო ჯიშები, მავნე ნივთიერებების და ქიმიის შემცველობა დაყვანილი უნდა იქნეს მინიმუმამდე.

ორგანიკის გამოყენება ღია გრუნტში, განსაკუთრებულად აქტუალურია. ბუნება წლობით აყალიბებს იდეალურ ეკოსისტემას, სადაც მცენარე თავს გრძნობს კომფორტულად. კანაფის ფესვთა სისტემა მიწიდან იღებს ყველა ელემენტს, რომელიც აუცილებელია მისი ზრდისათვის და დაწიფებისათვის. ამასთან, მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობა აქტიურად ეხმარება მას. მებაღეს ესაჭიროება მხოლოდ კარგი ნაყოფიერი მიწა, ბევრი მზის სხივი და ტენი.

დახურულ სივრცეში, გროუბოქსის გამოყენებითკანაფის მოყვანა, ბევრად რთულია, რადგან აქ შეზღუდულია ქოთნის მოცულობა, განათების ნაკლები სპექტრი და მინერალების ნაკლები რაოდენობაა. ასე რომ, პირველი მოსავალი იქნება, არც ისე ბევრი. თუმცა ორგანიკის გამოყენება ამ შემთხვევაშიც მეტად მომგებიანია.

კანაფის მოყვანისას, ორგანიკის გამოყენება ძალიან მარტივია. საკმარისია დარგვამდე მოვამზადოთ ნიადაგი, ხოლო დარგვის მერე, მოვრწყათ მცენარე. ასეთი გაზრდის დროს, არ ესაჭიროება рН დონის კონტროლი, რამდენადაც მცენარე სრულად იწოვს ყველა ორგანულ საკვებ მნივთიერებას ნიადაგიდან.

მცენარის მდგომარეობა ადვილად შეიძლება გავარჩიოთ ფოთლების ფერითაც კი. განსაკუთრებით, ყვავილობის ეტაპზე. ქიმიის გამოყენებით, ფოთლები იცვლიან ფერს. ორგანიკის გამოყენებით კი კანაფის ფოთლებს აქვთ მწვანე შეფერილობა ზრდის მთლიანი ციკლის მანძილზე!

მომზადება

მომზადება

მცენარის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფესვთა სისტემა აქვს. გაღივებისას მიწის გამოყენების დროს, უნდა კონტროლდებოდეს ფესვთა განვითარება, ტენი. უფრო რთულია ჰიდროპონიკაში, ან ქოქოსის სუბსტარტში.

ყურადღებით ადევნეთ თვალყური მცენარის მდგომარეობას, რომ არ მოუვიდეს დოზის გადაჭარბება

გროვერის მთავარი დავალება არის - სწორად მოამზადოს ნიადაგი,რომ შემდგომში მცენარეს შეეძლოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოს ყველა საკვები ნივთიერება მისთვის საკმარისი რაოდენობით. ვეგეტაციის სტადიაში, კანაფს არ სჭირდება სასუქი, ან დანამატები. აი ყვავილობის დროს კი, მცენარეს უკვე ათვისებული ექნება მიწა და ის მოითხოვს ფოსფორს და მსგავს სასარგებლო დანამატებს.

მიწაში მოყვანის დროს, ყოველთვის აკონტროლეთ ტენის დონე . მის გამო, რომ დახურულ გრუნტში ჟანგბადი ცუდად ხვდება, ტენის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება დამღუპველად იმოქმედოს ფესვთა სისტემაზე. მანამდე, სანამ ხელახლა მორწყავთ, შეამოწმეთ, საკმარისად გამოშრა თუ არა მიწა.

ნიადაგი

ორგანული გროვისათვის, ყველაზე მეტად მიესადაგება: ტორფი, ჰუმუსი, ქოქოსის ბოჭკო, და რაღათქმაუნდა - შავი მიწა. იდეალში, კარგი იქნებოდა მათი გაერთიანება, და უნიკალური ნიადაგი შეიქმნებოდა, რომელიც გამდიდრებული იქნება მცენარისათვის აუცილებელი მდიდარი სასარგებლო მინერალებით. დანამატის სახით შეიძლება გამოვიყენოთ-ჩიტის, საქონლის ნაკელი და ნარჩენი საკვები. უმჯობესია არ გავაკეთოთ ეკონომია და ვიყიდოთ მაღაზიაში, უკვე გადამუშავებული სახით.

როდესაც დაიწყებთ ნიადაგის გამზადებას მცენარის დასარგავად, ეცადეთ სასუქის დიდი ნაწილი მოათავსოთ რაც შეიძლება ღრმად, ზედაპირზე დატოვოთ ნაკლებად დასასუქებული ნიადაგი. თუ მცენარე საწყის ეტაპზე მიიღებს სასუქის გადაჭარბებული დოზას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და მცენარის დაღუპვაც კი. მცენარემ სასუქი უნდა მიიღოს, თავისი ზომის და ფესვთა სისტემის ზრდის პროპორციულად.

სასუქი

სასუქი

პირველ ეტაპზე, როდესაც თესლი გაღივდა და დაიწყო დაფესვიანება, ის არ საჭიროებს სასუქს და საკვებ დანამატს. ყველაფერი, რაც მას ვეგეტაციის სტადიაშიე სჭირდება , ეს არის - წყალი და სინათლე. წყალი უმჯობესია გამოიყენოთ ხარისხიანი, ქლორის გარეშე. თუ მაინც გადაწყვიტეთ მცენარის მორწყვა ონკანის წყლით, მაშინ დააყოვნეთ წყალი რამოდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე. ზოგიერთი გროვერი რეკომენდაციას უწევს წყლის ჟანგბადით გამდიდრებას, აკვარიუმის კომპრესორის გამოყენებით. ის ხელს უწყობს, ფესვების ჟანგბადით უზრუნველყოფას.

როდესაც კანაფი გადაგვყავს ვეგეტაციის სტადიიდან ყვავილობაზე ( 12 საათიანი განათების რეჟიმი ), საჭიროა შეუმციროთ აზოტის და გაზარდოთ ფოსფორის რაოდენობა. როგორც წესი, ამ მიზნისათვის იყენებენ ხის ნაცარს. მაგრამ, იყავით ძალაინ ფრთხილად, რადგან მას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალში გაზავება.

ერთი მხრივ, თუ თქვენ კანაფის მოყვანისას გამოგიყენებიან თუნდაც მხოლოდ ორგანიკა, ქიმიური დანამატების გარეშე, ყვავილობის პოლო ეტაპზე , მაინც კარგია კანაფის ჩარეცხვა. თუმცა უნდა იყოთ ფრთხილად, გადაჭარბებულმა ტენმა შეიძლება წარმოქმნას ობი.