კულტივაცია ღია ცის ქვეშ (ოუთდორი)
გაზაფხულის დადგომასთან ერთას, დგება იმის სურვილი,რომ კანაფი მოვიყვანოთ არა დახურულ შენობაში, ანამედ გარეთ ღია სივრცეში. ზოგიერთი შემოიფარგლება რამოდენიმე ბუჩქით ბოსტანში, ან ქოთნებში, რომლებიც გამოფენილია გარეთ. სხვებს შესაძლოა მოუნდეთ გაზარდონ ასეულობით ძირი მინდორში, რომ შემდგომში გამოიმუშაონ თანხა. ამას ნებისმიერი წყვეტს თავად.
კანაფის მოყვანა ღია ცის ქვეშ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან, შესაძლოა მიაღწიოთ ფენომენალურ რეზულტატს.
კანაფი-ეს არის მცენარე, რომელიც არის მგრძნობიარე და რეაგირებს სინათლისა და სიბნელის დროზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მცენარე დამოკიდებულია ფოტოპერიოდზე. თითქმის ყველა გროვერმა იცის, რომ კანაფის ჯიშების დიდი ნწილი ყვავილობს სინათლის 12/12 რეჟიმზე. იმ გროვერების დავალება, რომლებიც აჩევენ ავტომოყვავილე კანაფის გაზრდას ღია ცის ქვეშ, მდგომარეობს შემდეგში -რომ ნახონ ისეთი ჯიშები, რომლებიც იყვავილებენ პერიოდში, როდესაც დღის მზიანი პერიოდი უფრო გრძელია, ვიდრე ღამე, იმისათვის რომ მიიღონ მოსავალი დიდი გირჩებით.
სწორად შერჩეული ჯიში, საჭირო გენეტიკით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორ მისი დარგვის ადგილი. საჭიროა ჯიშები, რომლებიც არიან მდგრადები ტეპერატურის ვარდნაზე, ასევე მავნებლბებსა და ობზე. სასურველია, რომ არც ისე აფრქვევდენ სურნელს ყვავილობის დროს. სატივას გააჩნია ძლიერი სუნი ყვავილობის სტადიაზე, ამასთან კანაფში, სადაც დომინირებს ინდიკა, მიათი გირჩები წვიმის შემდგომ დიდხანს უნდებიან გაშრობას, რის გამოც, არსებობს დიდი ლაბათობა იმისა, რომ გაჩნდეს ობი. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა -მოსავიანობის სიდიდე და მისი სიძლიერე(ეფექტი).
კანაფის არჩევისას ოუთდორისთვის, საჭიროა ყურადღება მიექცეს რეგიონში არსებულ პირობებს, სადაც აპირებთ მის კულტივაციას. ყველა რეგიონს გააჩნია თავისი პლიუსი და მინუსი, მაგრამ პირობები განსხვავებულია და საჭიროებს ყირადღების მიქცევას. ჩრდილოეტ მხარეებში გაზაფხული დგება ცოტა მოგვიანებით, სიცივე კი ადრე. სამაგიეროდ არ არის იმის რისკი, რომ ზაფხული იქნება ძალიან ცხელი. სამხრეთ რეგიონში კი ყველაფერი საპირისპიროდაა, აქ საჭიროა სიცხესთან ბრძოლა. იმისათვის რომ მივიღოთ კარგი მოსავალი, საჭიროა მოვძებნოთ და შევუქმნათ იდეალური კომბინაცია.
როდის არის კარგი დაწყება? ახლავე! თუნდაც გარეთ იყოს სიცივე, ეს არ უნდა გაღელვებდეთ. გაღივებისას და პირველ ხანებში, ხომ თქვენ მაინც შენობაში იქნებით და გამოიყენებთ კონტეინერებს, და ნათურებს.
უსაფრთხო ადგილის ძებნა კანაფის მოსაყვანად
ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ადგილი, რომელიც მდებარეობს ქალაქისგან, დასასვენებელი კურორტებისგან და ბოსტნებისგან რაც შეიძლება მოშორებით, რომ აავილ წააწყდეს შემთხვევით თქვენს მცენარეებს. განსაკუთრებით,კი ისეთი ხალხი, რომელიც უკვე გარკვეულია თემაში და შესანიშნავად არჩევს კანაფს სარეველასგან.
ამავდროულად, უსაფრთხოების გარდა, დასარგავი ადგილი უნდა იყოს მზის გულზე, კანაფს უყვარს სინათლე, სინათლის წყარო.
იმისათვის რომ იყოთ დაზღვეულები, უკეთესი იქნება თუ ყველა მცენარეს არ დარგავთ ეღთ ადგილას. ჩარგეთ სხვადასხვა ადგილად, რომ რომელიმე მაინც შეგრჩეთ სრულად.
ფოტოპერიოდული ჯიშები და ავტოებიც, რომლების იქნება დარგული ზაფხულის ბოლოს, უკეთესია დარგოთ დაბლობზე. ამ შემთხვევაში, ქარი არც ისე ძლიერად შეეხება მცენარეს.
რაც შეეხება კანაფის დარგვას წყლალთან სიახლოვეს, აქ ყველაფერი ერთგვაროვანი არაა. ერთის მხრივ, ჰაერში ტენი იქნება მუდმივად და უფრო მარტივია მცენარის მორწყვა. სხვა მხრივ კი, წყლიანი ადგილები ყოველთვის იზიდავს მხეცებს და ასევე ადამიანებს. ასე რომ, ასეთ დროს უკეთესიააირჩიოთ-დაჭაობებული ადგილი, რომელიც არ გამოდგება საბანაოდ.
თქვენს საკუთარ ბოსტანში კანაფის მოყვანა არ არის რეკომენდირებული. მინიმუმ, თუ ადგილი დიდია, ყვეთვის შეიძლება მიაწვეთ იმას, რომ ვიღაც სხვამ დარგო ამ ადგილად მცენარე თქვენთან შეთანხმების გარეშე. აასთან, თუ პოლიცია დაიჭერს ვინმეს თქვენს ადგილში, მათ შეუძლიათ გაჩხრიკონ სახლიც.
სადაც არ უნდა დარგოთ, შეამოწმეთ აუცლებლად ნიადაგი. იდეალურია, შაი მიწა, რომელიც მდიდარია მატლებით, მცენარეებით. მიწაში არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით ქვიშა და თიხა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, იდეალურად ეწყობა- კარგად განათებული ხევების დაბლობები. ზარისგან დაცულობის გარდა, ასეთ ადგილებში მიწა შეიცავს ძალიან ბევრს საკვებ ელემენტებს, რადგან წვიმიას ყველაფერს ჩარეცხავს სწორეს აქ. ერთის მხირვ, ხევის სულ ყველაზე დაბალ ნაწილშიც არ ღირს დარგვა, რადგან იქ შეიძლება დაგროვდეს წყალი, ნესტი.
ნიადაგის დასასუქება დარგვამდე უფრო კარგია
უნდა ამოვთხაროთ 60-80 სმ. სიღრმის პატარა ორმო, გავაფხვიეროთ მიწა, რო ფესვებმა შეძლონ ადვილად გაარღვიონ მიწა ქვევით. მიწაში აურიეთ სასუქი და ჩაყარეთ ისევ ორმოში. დამატებითი სასუქები უნდა გამოიყენოთ სხვადასხვანაირად, მცენარის ჯიშიდან გამომდინარე.
ნადაგის ხარისხის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- ფერფლი. ფოთლები, ნახერხი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დამწვარი ნაგავი, პლასტმასი, რეზინა.
- Компост.
- მდინარის ქვიშა
- მატლებით დამუშავებული მიწა.
- პერლიტი და ვერმიკულიტი. თუმცა, ტყეში მინდორში ასეთი დანამატები საკმაოდ თვალში მოსახვედრია.
- საქონლის , ან ქათმის ნაკელი. უმჯობესია ის შევიძინოთ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, რომ არ იყოს მასში მავნე მწერები და მიკრობები.
- დოლომიტის ფხვნილი.
სად და როგორ უნდ ადავრგოთ კანაფის თესლი, ან კანაფის კლონები
თუ გამოვიყენებთ თესლს, მასინ, როგორც წესი,კლონთან შედარებით მცენარე გაიზრდება დიდი, ძლიერი. მაგრამ, სანამ დავრგავთ მას გარეთ, კაკლებს ესაჭიროებათ ჯერ გაღივება შენობაში, ქოთანში. საშუალოდ 25-35 სიმაღლის. ამდენად, თუკი სიცივე დაიწყება დროზე ადრე, მცენარე მოასწრებს სრულად მომწიფებას. კლონები შეიძლება გადავრგათ გარეთ, როგორც კი დაფესვიანდებ 10-15 სმ-ით. სხვათაშორის, მათი გარადგვა მარტივად შეიძლება ჩარგვის ადგილზე, პატარა ზომის გათვალისწინებით. მაგრამ,კლონირება შესაძლებელია მხოლოდ ფოტოპერიოდულ ჯიშებზე. ავტოები კლონირების დროს იღუპებიან ვეგეტაციის სტადიაში.
ნიადაგის მომზადება და დასასუქება
გროვერი ყოველთვის დგას დილემის წინაშე. თუ მცნარეს დარგავს ვადაზე ადრე, სიცივემ შეიძლება მისი მოსავლის ნაწილი გაანადგუროს. თუ ფესვთა სისტემა არასათანადოდ ფორმირდა. სხვა მხრივ, გვიანი დარგვის შემთხვევაში, ბუჩქების გადარჩენის ალბათობა რათქმაუნდა იზრდება, მაგრამ ხარისხი აგრძნობლად დაიწევს. ბუჩქის ზომა, გირჩის ზომა, სიძლიერე და სხვა ასეტი მაჩვენებლები იწევს დაბლა გვიანი დარგვის შემთხვევაში. თუმცა გვიან დარგვას აქვს თავისი უპირატესობები. მაგალითად- ადრე ყვავილობა პატარა ზომიდან გამომდინარე, პლიუს მათი პოვნა რთული იქნება.
წლებთან ერთად, დაგროვილი ცოდნის საშუალებით, თქვენ შეძლებთ შეუცდომლად შეარჩიოთ სათანადო დრო, რა დროს უნდა დარგოთ ოუთდორში მცენარე.
პრობლემები,რ ომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ღია გრუნტში კულტივირებისას (მავნებლები, ობი და სხვა)
ღია გრუნტში კულტივაციის დროს აუცილებელია მუდმივად იყოთ ყურადღებით და ამოწმოთ თქვენი ბუჩქები! თუ შემოღობავღ მას, შეიძლება მიიქციოს ყურადღება. ქიმიკატების გამოყენება კი მავნებლების წინააღმდეგ , ასევე არაგონივრულია, რადგან ისინი ზიანს მიაყენებენ მცენარეს, და გამოყენებისთვის უვარგისი გახდება.
როდესაც პატარა მცენარეს გადარგავთ გარეთ, მას როგორც მაგნიტს ისე იზიდავს - კურდღლები, თაგვები, თახვები და მსგავსი პარაზიტები. ზოგიერთი მებაღე, იმისათვის რომ დააფრთხოს ცხოველები, იყენებს საკუთარ შარდს, ბუჩქების გარშემო. მისი სუნი დააფრთხობს როგორც პატარა მავნებლებს, ასევე მსხვილფეხა ცხოველებს. ამ მიზნისათვის შესაძლებელია ასევე ადამიანის თმების გამოყენებაც, შეხვეული კალგოტკასი, ან მსგავს ქსოვილში. საერთოდაც, ადამიანის სუნი, სხვადასხვანაირი სუნამოები, ბევრს ცხოვრელს აფრთხობს. შესაძლებელია საპნის გამოყენებაც, თუმცა წვიმის შემდეგ ამ ოპერაციის გაკეთება ისევ მოგიწევთ.
იმისათვის რომ მცენარეზე არ წარმოიქმნას ობი, აუცილებელია ჰაერის ცირკულაციის გამუმჯობესება, ამისათვის საჭიროა ქვედა მუხლთაშორისი ტოტები გადავხაროთ და მივამაგროთ, რომ მათ შორის კარგად მოძაობდეს ჰაერი, და ასევე ხვდებოდეს მზის სხივები. ეს დაგეხმარებათ არა მარტო ობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე უზრუნველყოფს დიდ მოსავალ, კარგი განათების ხარჯზე.
მაგრამ, აუცილებელია ტოტების გადახრისას გამოიჩინოთ სიფრთხილე! შემთხვევით არ გადაგიტყდეთ.იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, აუცილებლად გააკეთეთ ყველაფერი ძალიან ნელა და ხშირად. არ ღირს ყველა ტოტის ერთდროულად გადახრა. როდესაც ტოტებს გადაღუნავთ, მათ შორის დარჩება ცარიელი ადგილი, სადაც ძალაინ სწრაფად იზრდება ახალი ყლორტები. ეს მეთოდი შეიძლება შევადაროთ ScrOG მეთოდს, მხოლოდ არ ვჭრით წვეროებს, მხოლოდ ვაფორმირებთ ბუჩქს ტოტების გადახრის მეთოდით.
და თუკი ობი მაინც გაუჩნდა მცენარეს, ეცადეთ რაც შეიძლება მალე მოაშოროთ ის ბუჩქს. ობი ძალიან სწრაფად ვრცელდება, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და მოაშოროთ მთლიანი ტოტი, ვიდრე საფრთხეში ჩააგდოთ მთლიანი ბუჩქი. ობის მოშორების შემდეგ, ყურადღებით დააკვირდით ბუჩქას, რომ არსად აღარ გაჩნდეს.
გარდა ყველა ზემოთჩამოთვლილთაგან, კანაფს შეიძლება ბევრი სხვა ფაქტორი ემუქრებოდეს. მაგალითად, სხვადასწხვა მწერები, ან ადამიანი. ამასთან არასასურველი ბუნებრივი პირობების დროს, შეიძლება მცენარე დაიღუპოს. თუ იქნება ძალიან სიცივე, ან პირიქით დიდი სიცხე, ტენის უკმარისობა-გვალვა. კანაფს უყვარს ტენი. და წყლის ტარება რამოდენიმე კილომეტრზე, ყოველ მეორე დღეს, საკმაოდ არასასიამოვნოა. განსაკუთრებით, თუ დარგეთ ბევრი მცენარე. უმჯობესია, თუ ახლოს იქნება წყლის წყარო. ეს საკმაოდ გაგიადვილებთ დავალებას.
მიიღეთ სასარგებლო გამოცდილება
ეცადეთ დარგოთ სხვადასხვა ჯიშის კანაფი, მთელი სეზონის მანძილზე. მხოლოდ ასე შეგიძლიათ მიიღოთ კარგი რეზულტატი. იმის მაგივრად, რომ ერთდროულად დარგოთ ერთი სახეობის ბევრი მცენარე, შეიძლება მთელი სეზონი იღებდეთ მოსავალ. და თან სხვადასხვა ნაირი ჯიში გაგახარებთ .
ბევრი ძალისხმევის მაგივრად, შეიძლება ისიამოვნოთ რზულტატით მთელი წლის მანძილზე