ფსილოციბინური სოკოები - ბუნების საოცრება

მაისი 16, 2021

შინაარსი

თანამედროვე მსოფლიოში, ინტერნეტის წყალობით, ადამიანი დატვირთულია ინფორმაციით. ის ერკვევა პოლიტიკაში, სპორტში, ხელოვნებასა და ეკონომიკაში. რა არის ჩვენთვის ცნობილი ფსილოციბინური სოკოების შესახებ? ყველამ იცის, რომ არსებობს ნარკოტიკული სოკოები, მაგრამ როგორი ეფექტი აქვს მათ, როგორია მათი ისტორია, თავისებურებანი, სად შეიძლება მათი მოხმარება - ამ ყოველივეზე ადამიანთა უმრავლესობას პასუხი არ აქვს. სტატიაში მოგითხრობთ ყველა ხსენებული ასპექტის შესახებ.

რა არის ცნობილი წარსულში სოკოების მოხმარების შესახებ

რა არის ცნობილი წარსულში სოკოების მოხმარების შესახებ


შემორჩენილია მონაცემები იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ 1000 წლის წინ სოკოები გამოიყენებოდა ნარკოტიკების სახით მედიცინაში, რიტუალებში და რეკრეაციული მიზნებისათვის. ოფიციალურად მათი შესწავლა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო.

XX საუკუნემდე მეცნიერები რიტუალებს უაზროდ და არამიზნობრივად მიიჩნევდნენ, მაგრამ მათი ისტორიის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მაიას და აცკეტების მსგავსი მრავალი გამქრალი ცივილიზაცია, მათ რეგულარულად იყენებდა. სოკოები გამოიყენებოდა ღვთაებებთან უშუალო კავშირის დასამყარებლად. 1953 წელს კოლუმბიური უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ მექსიკაში და მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთი უძველესი ტომის სოკოების ცერემონიაში. ამ მომენტმა დაუდო საფუძველი ბუნებრივი ჰალუცინოგენების სკურპულოზურ შესწავლას.

სოკოს ფსიქოტროპულმა ეფექტმა გავლენა მოახდინა ძველ ეგვიპტურ და ძველ ბერძნულ მისტერიებზე. სინთეზის და წარმოდგენილი სოკოს სპეციალური დამუშავების შედეგად შეიქმნა პრეპარატი ლსდ.

რას მალავს ფსიქოდელიური სოკოები

რას მალავს ფსიქოდელიური სოკოები

გარეგნულად მაგიური სოკოების განსხვავება ჩვეულებრივი სოკოებისგან რთულია. ფსილოციბინური სოკოების სპორები და ჩვეულებრივი სოკოების სპორებიც თითქმის არ განსხვავდება. ძირითადი განსხვავება ფსიქოტროპული ნივთიერების - ფსილოციბინის შემცველობაა. სწორედ ის იწვევს გარემოს აღქმის ცვლილებას და გონების არევას.

ადამიანის ორგანიზმში მოხვდერის შემდეგ, ეს ალკალოიდი ბლოკავს თავის ტვინის განსაზღვრულ ნაწილებს და ასტიმულირებს ნეირონულ კავშირს, ასეთ ფორმულირებას აქვს ფიზიკური, მეცნიერული ხასიათი. ნაყენის ან ნაყოფის მოხმარებისას გონება გაფანტულია და ეს მდგომარეობა ნარჩუნდება გარკვეული დროით. მყარდება განუყოფელი კავშირი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის. სოკოს ზემოქმედების ქვეშ, ადამიანს შეუძლია სიღრმისეულად განიცადოს და გააცნობიეროს ბუნების კანონები, შეიცნოს სულიერი გაბრწყინება და განიცადოს ნამდვილი ექსტაზი.

ფსიქოდელიკების დეგუსტაციის შემდეგ, მრავალი რელიგიის წარმომადგენლებმა შეძლეს ღმერთთან კონტაქტი. ათეისტები ყვებოდნენ, რომ ეკონტაქტნენ არა ღმერთს, არამედ საკუთარ „მე“-ს. ასეთივე ეფექტი მიიღწევა ხანგრძლივი მედიტაციის შემდეგ. თუ მოგეცემათ ბერთან საუბრის საშუალება, რომელიც მედიტირებს 10 წელზე მეტ ხანს, ეცადეთ მოუყვეთ თქვენი ტრიპის შესახებ და დააკვირდით მის რეაქციას. მას არ გაუკვირდება მონაყოლი. სავარაუდოდ ის იტყვის, რომ მუდმივად განიცდის მსგავს შეგრძნებებს. ერთად-ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მედიტაციის დროს მას უნარჩუნდება ყურადღების კონტროლის უნარი.

ნახტომი კურდღლის სოროში

ნახტომი კურდღლის სოროში

რა მოუვა მოგზაურს, რომელიც გასინჯავს სოკოს? პირველ რიგში შამანები და ფსიქოდელიკების სტაჟიანი მკვლევარები გირჩევენ ჩაიტაროთ სხეულისა და გონების გაწმენდა. არ გასინჯოთ სოკო ნაჭამმა, ასევე არ არის რეკომენდირებული მათი შერევა ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ცნობიერებას ცვლის (ალკოჰოლური სასმელები, ოპიატები).

პირველი ნახევარი საათის განმავლობაში შეამჩნევთ, რომ იცვლება ფერები, ხდება უფრო კაშკაშა. თანდათანობით საკუთარ თავთან დიალოგი შემცირდება და გაჩნდება ხილვები. გარემოს უფრო მძაფრად აღიქვამთ, შეგრძნებები გახდება უფრო მძაფრი. თუ გონება მშვიდია, მარტივი იქნება ყურადღების კონტროლი და არ გაიფანტება გონება სხვა და სხვა საკითხებზე. ასეთ შემთხვევაში მოგზაურს ელის დაუვიწყარი ტრიპი აბსტრაქტული ჰალუცინაციების სამყაროში.

ტერენს კემპ მაკკენა გახლავთ ეთნობოტანიკოსი და მკვლევარი. მან მრავალი წიგნი დაწერა ფსიქოდელიური განცდების შესახებ, რომელსაც „ტეონანაკატლი“ იწვევს. ავტორი თვლის, რომ მას შეუძლია ადამიანისთვის ბუნების საიდუმლოებების გახსნა. ის აღნიშნავს, რომ ჯადოსნური სოკოების დეგუსტაციის პრაქტიკა იყო და არის ევოლუციური პროგრესის მამოძრავებელი, რომელიც სპეციალურად არის შეჩერებული მთავრობის მიერ აკრძალვებით. მისი აზრით, ადამიანები დაშორებულები არიან საკუთარ ქვეცნობიერს. უნდა აღინიშნოს, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნები უარს ამბობენ არაკომერციული ფონდების რეგისტრაციაზე, ყველა დოკუმენტის წარმოებაზე, რომლებშიც სიტყვა „მედიტაცია“ არის ნახსენები.

ფსიქონავტები ადასტურებენ, რომ ნახარშის მოხმარების შემდეგ, ადამიანს შეუძლია ყველა კითხვაზე პასუხის მიღება. რაც იმით აიხსნება, რომ ქვეცნობიერმა ცნობიერზე მეტი იცის. არსებობს ანდაზა, რომელიც ერთი მეცნიერის პრაქტიკაზეა დაფუძნებული. როდესაც ფსილოციბინის მოქმედება შემსუბუქდა, მან თქვა შემდეგი სიტყვები: „ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც გასინჯავს ფსილოციბინურ სოკოს, სამუდამოდ დარჩება ადამიანად, რომელმაც ისინი გასინჯა“. ეს ადასტურებს აზრს, რომ ადამიანი ეზიარება ჭეშმარიტებას.

ფსილოციბინი თანამედროვეობაში

ფსილოციბინი თანამედროვეობაში

სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის აკრძალვებს ბუნებრივ ნივთიერებებზე, რომლებიც ცვლიან ცნობიერებას. 2019 წელს, ამერიკის შტატში - დენვერში, გამოვიდა კანონი მაგიური „ტეონანაკატლების“ აკრძალვის მოხსნის შესახებ. ამ მომენტიდან, დენვერის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ფსილოციბინური სოკოების კულტივირება, შენახვა და მოხმარება. ინტერნეტში ხშირად გვხვდება მაღაზიები, რომლებშიც იყიდება ფსილოციბინური სოკოების ხარისხიანი სპორები. გამომდინარეობს დასკვნა, რომ ბუნებასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ძირითადი კანონები არ იცვლება და დროთა განმავლობაში ყველაფერი ადგილზე დგება.