თესლი შესაძლოა არ გაღივდეს
ბევრი დამწყები გროვერი, არ ითვალისწინებს გაღივების ელემენტარულ წესებს, რის შემდეგაც ისმის კითხვა - რატომ არ გაღივდა თესლი?
მაშ ასე, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რის გამოც თესლს არ შეუძლია გაღივდეს, ან გაჩვენოთ ფესვი და მაშინვე დაიღუპოს.
- თესლი შესაძლოა ინახებოდა თბილ, ნესტიან და განათებულ ადგილას, რის გამოც მათ დახარჯეს თავისი სასიცოცხლო თვისებები. თესლის შენახვა ყოვეთვის საჭიროა გრილ, ბნელ, მშრალ ადგილას, სადაც თელამდე არ მიაღწევს ჟანგბადი. ტემპერატურის ცვალებადობა, ასევე ცუდად მოქმედებს თესლის შენახვის პირობებზე.
- გაღივების დროს, ჩაალბეთ თესლი რაომენიმე საათით, რომ მათ აითვისონ ტენი და გაიღღნთონ წყლით. შემდგომ, მოათავსე ის ტენიან ბამბის დისკზე და დადეთ თვილ, ბნელ ადგილას.
- თუ თქვენ მოათავსებთ რაფაზე, სადაც პირდაპირ მოხვდება მზის სხივები, სულ უბრალოდ მოხარშავთ თესლს.
- გამოყენოთ წყალბადის ზეჟანგი და მსგავსი საშუალებები, ისე რომ არ იცოდეთ ზუსტი პროპორციები, თესლი უბრალოდ გადაიწვება (ზედმეტის შემთხვევაში)
- თესლი უნდ აიყოს ახალი, მაქსიმუმ ორწლიანი. თუ თესლი 3 , ან მეტი წლოვანებისაა, შესაძლოა არ გაღივდეს.
- ბევრი ძვირადღირებული ჰოლანდიური სიდბანკების თესლიც კი ინახება რამოდნიმე წელი, ვიდრე გაყიდვაშია. ბუნებრივია, თუ ისინი ინახებოდნენ არასწორ პირობებში, სიცოცხლისუნარიანობა იქნება არც ისე მაღალი.
- ძალიან ღრმად ჩარგვა ფესვის გამოჩენის შემდეგ, ძალიან დამღუპველია თესლისათვის. სინათლის გარეშე, 2 ან მეტი სამტიმეტრი სიღრმეზე, თესლი დაიღუპება. ყველა თესლის ჩარგვის ოქროს წესი- ჩარგეთ სიღრმეზე 2-х – 3-х თავად კაკლის სისქეზე.
- თუ თესლი არ ყოფილა შეძენილი, არამედ რეგულარული ჯიშისგან შეგროვილი, და მომდევნო წელს არ გაღივდა, შესაძლოა, არ იქნა დაცული შენახვის პირობები, ან არ იყო კარგად გამომშრალი.
- ქერქის პირის გატეხვა. თუ თქვენ ქერქს მოაკვნიტავთ, ეცადეთ რომ არ დააზიანოთ კაკლის შიგთავსი.
- ხშირად, ჩარგვის დროს ზიანდება ჯერ კიდევ სუსტი , დაუფორმირებელი ფესვი.
- თუ თესლი ღრმადაა ჩარგული, არავითარ შემთხვევაში არ ამოთხაროთ ხელებით!დიდი ალბათობით-დაგემტვრევათ ფესვი. გამოიყენეთ მიწის წყლით ამოვსების მეთოდი.
- თუ თესლმა ფესვი გაჩვენათ, ესეიგი ის ცოცხალია.ამის მერე ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს ცოდნაზე. მიზეზი, რატომ არ გაღივდა კაკალი, შეიძლება იყოს უამრავი. მაგრამ ყოველთვის ეცადეთ გაარკვიოთ მიზეზი- რომ არ დაუშვათ მსგავსი შეცდომა სხვა დროს.