კანაფის თესლები

იანვარი 14, 2022

კანა-კულტურა და ლეგალაიზი უწყვეტად აგრძელებს ჰორიზონტის გაფართოებას. დღითი-დღე კაცობრიობა სულ უფრო იაზრებს კანაფის სხვა და სხვა სფეროში გამოყენების სარგებელსა და ეფექტს, ამიტომ არ არის გასაკვირი კანაფის თესლებზე მოთხოვნის ზრდა.

კანაფის თესლების ასორტიმენტი

კანაფის თესლების ასორტიმენტი

საკმარისია გადახედოთ GanjaSeeds ინტერნეტ - მაღაზიის მიერ წარმოდგენილი თესლების ჩამონათვალს - თავბრუსხვევა გარანტირებული გაქვთ. მოცემული სტატია დაგეხმარებათ საგნის და მისი საფუძვლების გაგებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს სათესი მასალის განსაზღვრის რამოდენიმე პრინციპი:

  • დანიშნულება (რეკრეაციული, სამედიცინო, ტექნიკური);
  • მოყვანის სირთულე (დამწყებთათვის, გამოცდილი გროვერებისთვის, პროფესიონალებისთვის);
  • ტიპის მიხედვით (რეგულარული, ფემინიზირებული, აუტომოყვავილე და ა.შ.).

მოცემული სტატია მაქსიმალურად აღწერს ჩამოთვლილ ყველა კატეგორიას.

შინაარსი

კანაფის ფემინიზირებული ჯიშების თესლები

იმ დროს, როდესაც კანაფის ტექნიკური ჯიშების სამრეწველო კულტივირება სრულად გადასულია ერთსახლიან შტამებზე, კანა - კულტურა, რომელიც ორიენტირებულია რეკრეაციული და სამედიცინო ჯიშების წარმოებაზე, თითქმის სრულად გადავიდა მარიხუანას ფემინიზირებულ ჯიშებზე. ამის ახსნა მარტივია: ფემინიზირებული თესლებიდან იზრდება მხოლოდ მდედრი მცენარეები, რაც გროვერს საშუალებას აძლევს არ დაკარგოს დრო სქესის განსაზღვრაზე და თავიდან აიცილოს კულტივირებისას წარმოქმნილი სხვა პრობლემები. ამავდროულად, მებაღე კარგავს „შთამომავლობის“ მიღების საშუალებას საკუთარი სათესი ფონდის შესაქმნელად. ეს პრობლემა მარტივად გვარდება - ირჩევთ რეგულარულ სტრეინებს, ამ შემთხვევაში მიიღებთ სხვა და სხვა სქესის მცენარეებს დაახლოებით ერთნაირი თანაფარდობით.

კანაფის ფემინიზირებული ჯიშების თესლები

რა არის ფემინიზირებული კაკლები

ეს არის სათესი მასალა, რომლისგანაც მიიღება მხოლოდ მდედრი მცენარეები, რაც მაქსიმალურად ხელსაყრელია მებაღისთვის. „სენსიმილიის“ მიღება ბევრად მარტივია. პერიოდულად შეიძლება მამრი მცენარე გაჩნდეს, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ათასიდან ერთია. მაქსიმალური მწარმოებლურობა და მოყვანის სიმარტივე „ფემებს“ სულ უფრო მოთხოვნადს ხდის. მარიხუანას პრაქტიკულად ყველა ჯიშს აქვს ფემინიზიებული მოდიფიკაცია. მათი განსაზღვრა მარტივია, სახელწოდების ბოლოს ყოველთვის არის მითითებული feminized, ან მოკლედ fem.

მნიშვნელოვანია! ფემინიზირებული თესლების გამოყენება არ გულისხმობს გროვის უყურადღებოდ დატოვებას, რადგან არ არის გამორიცხული ჰერმაფროდიტი მცენარეების გაჩენა (მცენარე, რომელსაც აქვს მდედრი და მამრი მცენარეების ნიშნები ერთდროულად). ისევე, როგორც მამრი მცენარეების შემთხვევაში, თუ გსურთ სათესი მასალის მიღება, ჰერმაფროდიტები აუცილებლად უნდა მოაშოროთ გროვს!

ფემების ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია, მაგრამ შრომატევადი. პროცედურა დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ დღეისათვის ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის და თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ ფემების რეალიზება. არ დაგავიწყდეთ, რომ მანიპულაციაში მონაწილე ბუჩქები ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისთვის არ გამოდგება.

რა არის ფემინიზირებული კაკლები

კანაფის რეგულარული ჯიშების თესლები

მოცემული კატეგორია ფემინიზირებული თესლების სრულიად საპირისპიროა. რეგულარულ ჯიშებთან მუშაობისას, სწორედ გროვერი განსაზღვრავს მამრობითი და მდედრობითი მცენარეების რაოდენობას. სტანდარტულად მდედრობითი და მამრობითი მცენარეების თანაფარდობა 50/50-ზეა. პროპორციები შეიძლება იცვლებოდეს გარემო პირობების და რიგი ფაქტორების შესაბამისად. თუ ჩავუღრმავდებით გროვინგის დეტალებს, მდედრი და მამრი მცენარეების რაოდენობა დამოკიდებულია მებაღის მოქმედებაზე. ვინაიდან მოცემული სტატია სხვა თემას ეთმობა, ყველა მოქმედი ფაქტორის აღწერა რთულია. რეგულარული თესლების განსაზღვრა მარტივია სახელწოდების მიხედვით. როგორც წესი, მასში არასდროს არ არის სიტყვა feminised. თუმცა უმჯობესია ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის სრულ აღწერას.

კანაფის აუტოფემინიზირებული ჯიშების თესლები

ამ ჯგუფში შედის მარიხუანას თესლები, რომლებიც განსაკუთრებით მოთხოვნადია დამწყებ მებაღეებს შორის, შემდეგი მიზეზების გამო:

  • ავტომატური ყვავილობა, განათების რეჟიმის და სხვა ფაქტორების მიუხედავად;
  • მხოლოდ მდედრი მცენარეების ფორმირება; მოკლე სასიცოცხლო ციკლი;
  • მაღალი იმუნიტეტი; ზრდასრული ბუჩქის კომპაქტურობა.

ბრიდერები, თესლების მოცემული სახეობის განსასხვავებლად, შტამს აძლევენ სახელწოდებას, რომელშიც პირველი სიტყვა არის Auto, ხოლო ბოლო – feminised. მაგალითად, Auto Northern Light feminised, Auto AK-47 feminised. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. აუცილებლად გაეცანით სტრეინის დეტალურ აღწერას. ავტორიტეტულ ინტერნეტ მაღაზიებში სტრეინის აღწერილობა დეტალური და ამომწურავია.

კანაფის აუტორეგულარული ჯიშების თესლები

აუტორეგულარული სტრეინების უნიკალურობა, ვეგეტაციის და გროვის განვითარების შემდეგ ეტაპზე მებაღის ყურადღების კონცენტრაციაში მდგომარეობს. ჯიშებს ირჩევენ გამოცდილი მებაღეები, რადგან დამტვერვის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია მამრი მცენარეების დაფიქსირება. ბექგრაუნდის გარეშე დებიუტანტმა მებაღემ შეიძლება შეცდომები დაუშვას, რაც ნეგატიურად აისახება მოსავალზე. თუ კულტივაციის მიზანი საკუთარი ჰიბრიდის გამოყვანა ან მომავალი სეზონისთვის სათესი მასალის რაოდენობის გაზრდაა, მამრობითი სქესის მცენარეები აუცილებლად გამოგადგებათ. წარმოგიდგენთ მოცემული კატეგორიის რამოდენიმე სახეობას: Auto White Widow regular, Auto AK-47 regular, Auto Black Jack regular და მრავალი სხვა.

კანაფის აუტორეგულარული ჯიშების თესლები

კანაფის ფემინიზირებული ფასტ ჯიშების (Fast Version) თესლები

მოცემული მიმართულება შედარებით გვიან გაჩნდა და მალევე შეიძინა მომხრეები. Fast Version - გახლავთ მსოფლიოში ცნობილი შტამების ორიგინალური მოდიფიკაციაა, რომელიც სწრაფი ზრდით და მოკლე სასიცოცხლო ციკლით გამოირჩევა (ზრდის ტემპში აუტომოყვავილეებსაც კი უსწრებს). GanjaSeeds ინტერნეტ მაღაზიის ასორტიმენტს გასულ წელს ფემინიზირებული ფასტ ჯიშების თესლები უხვად შეემატა. გამოიყენეთ ფილტრი ყველა აქტუალური შეთავაზების სანახავად.

მათი სახელწოდება ასე ჟღერს: Cream 47 feminised Fast Version, Jack 47 feminised Fast Version და ა.შ.

კანაფის ელიტარული თესლები

ელიტარული სათესი მასალის გაგება შედარებითია. GanjaSeeds ინტერნეტ მაღაზიაში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან თესლების სტატუსის მინიჭებას, ამიტომ მსგავსი სახელწოდების მისაღებად პროდუქტი ნამდვილად უნიკალური უნდა იყოს, უნდა ფლობდეს ისეთ თვისებებს, რომლებიც არ ახასიათებს მის ანალოგებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის მწარმოებელი. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია შტამები ესპანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ჩეხეთიდან და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნიდან. უნიკალური სტრეინების მოყვარულები შეძლებენ ექსკლუზიური ლენდრეისების პოვნას მსოფლიოს ყველაზე მოშორებული წერტილებიდან. ნამდვილი, ელიტარული სათესი მასალის გასაცნობად, საკმარისია ეწვიოთ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიას და შეარჩიოთ სასურველი კანაფის თესლები!

ანაფის ელიტარული თესლები

სამედიცინო კანაფის თესლები

მარიხუანას სამკურნალო თვისებები განაპირობებს მსოფლიოში მის გლობალურ ლეგალიზაციას. მისი უნიკალური შესაძლებლობები საგულდაგულოდ შეისწავლება კვლევითი ინსტიტუტების და ლაბორატორიების მიერ.

დღეისათვის, დანამდვილებით მხოლოდ ერთ-ერთი ფიტოკანაბინოიდის - კანაბიდიოლის სასწაულმოქმედ თვისებებზე შეიძლება საუბარი. ეს არის ნივთიერება, რომელიც დადებით გავლენას ახდენს პაციენტის ორგანიზმზე. ამიტომ, მიღებული ჰიბრიდის შეფასებისას, სელექციონერები ორიენტირებულნი არიან მშრალ ნივთიერებაში კბდ-ს შემცველობაზე. სამედიცინო მარიხუანად ითვლება მარიხუანა, რომელშიც (სასურველია) CBD-ს დონე 1%-ზე მეტია. ამავდროულად, სტაფისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ტეტრაჰიდროკანაბინოლის დაბალი შემცველობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი ვერ კლასიფიცირდება სამედიცინო მარიხუანად და არ გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის.

სამედიცინო კანაფის ინდუსტრია დინამიურად ვითარდება ამერიკაში, ესპანეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში. პროექტებში იდება კოლოსალური თანხები. სასურველი სამედიცინო მარიხუანას ჯიშის შესარჩევად გამოიყენეთ ძებნის სპეციალური ფილტრი.

კანაფის თესლები დამწყებთათვის

კანაფის თესლები დამწყებთათვის

ხშირ შემთხვევაში დამწყები მებაღეებსთვის კანაფის თესლების ცალკე ჯგუფად გამოყოფა ტექნიკური მახასიათებლების გამო რთულია. მაგრამ, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მათი დაჯგუფება მაინც შესაძლებელია. სტრეინი უნდა ფლობდეს ისეთ თვისებებს, როგორიცაა:

  • უნდა იყოს აუტომოყვავილე;
  • თესლებიდან უნდა იზრდებოდეს მხოლოდ მდედრი მცენარეები (ფემინიზირებული);
  • კულტურა უნდა ფლობდეს მაღალ იმუნიტეტს მწერების, სოკოს ინფექციების და სხვათა მიმართ;
  • აგროტექნიკა - მაქსიმალურად პრიმიტიული და მარტივი.

არ დაგავიწყდეთ, რომ არ არის აუცილებელი ჰიბრიდი ყველა მახასიათებელს აკმაყოფილებდეს. დებიუტანტებში შედარებით მოთხოვნად შტამებს შორის არის: Auto Ak 47 feminised, Auto Jack Herer feminised, Auto Amnesia Haze feminised და ათობით სხვა, არა ნაკლებ წარმატებული ჰიბრიდი!

მაღალ მოსავლიანი კანაფის ჯიშები

მაღალ მოსავლიანი კანაფის ჯიშები

მიუხედავად გენოტიპში სატივას და ინდიკას დომინირებისა, თითოეული მიმართულებისთვის არსებობს მაღალ მოსავლიანი შტამების ჩამონათვალი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც საუბარია მაქსიმალურად ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში ღია გრუნტში კულტივირებაზე, ეს არის ჰიბრიდები სატივას დომინირებით. ინდორში უპირატესობა ინდიკას აქვს, საბოლოო პროდუქტის მასა ბევრად მეტია სატივაზე. შრობისა და დაძველების შემდეგ, indica-სგან განსხვავებით, Cannabis sativa კარგავს მასის დიდ წილს.

მაღალ მოსავლიანი სტრეინების შერჩევისას, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ისეთებზე, როგორიცაა:

  • Nefertiti;
  • Amnesia Haze;
  • Big Bang;
  • Super Critical და მრავალი სხვა.

იდეალური შტამის შესარჩევად, გაითვალისწინეთ რამდენიმე თავისებურება:

სტაფის მაქსიმალური რაოდენობის მიღების შანსებს, მაქსიმალურად გაზრდის ფოტოპერიოდული ჯიშების თესლების გამოყენება. თუ მებაღე გამოცდილია, უმჯობესია არჩევანი რეგულარულების სასარგებლოდ გაკეთდეს. და მაინც, თუ გროვისგან ელით ხარისხის მაღალ მახასიათებლებს (გემო, ეფექტი, მოქმედების ხანგრძლივობა) ყოველივე ზემოაღნიშნული - პირობითია.

კანაფის თესლების სასარგებლო თვისებები

კანაფის თესლების სასარგებლო თვისებები

კანაფის თესლებს არა მხოლოდ ადამიანებისთვის შეუძლია სარგებლობის მოტანა. მათ სასარგებლო თვისებებზე სტატიის შემდეგ ნაწილში გიამბობთ, ახლა კი განვიხილოთ უშუალოდ კაკალი, როგორც სასარგებლო თვისებების წყარო. დაახლოებით ორი ათეული ამინომჟავის მეშვეობით, ის უზრუნველყოფს ადამიანს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. განსაკუთრებით მათი აუცილებლობაა მაშინ, როდესაც საჭიროა:

  • მეტაბოლიზმის ამაღლება;
  • ხორცში შემავალი ცილების და პროტეინების ჩანაცვლება;
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
  • ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

მარიხუანას თესლების სამედიცინო მოხმარების თემას სტატიის შემდეგ ნაწილში განვიხილავთ.

კანაფის თესლები მდიდარია ომეგა-ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით A, B, C, D, E, PP. მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა, ცინკი და სხვა მიკროელემენტები.

კანაფის თესლები კულინარიაში

ამ სფეროში კაცობრიობას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. თესლები ათასობით წელია რაც კულინარიაში გამოიყენება. ცალკე ყურადღებას იმსახურებს „მხიარული“ სამზარეულო, რომელსაც საფუძვლად უდევს მშრალი სტაფი, ან კანაფის ექსტრაქტები. ჩვენს სტატიაში ძირითადი ყურადღება უშუალოდ კაკლებზეა გამახვილებული.

მოხმარება შესაძლებელია რამდენიმე სახით:

  • ფქვილი;
  • ზეთი;
  • რძე;
  • გაღვივებული თესლები;
  • გასუფთავებული თესლები.
კანაფის თესლები კულინარიაში

ბოლო ორი ვარიანტი ყველაზე ხშირად სალათებში გამოიყენება. დანარჩენი ვარიანტები საკმაოდ უნივერსალურია. ეს შეიძლება იყოს ნამცხვარი, ნებისმიერი პირველი და მეორე კერძი, ცივი კერძები და სოუსებიც კი. გემოს პალიტრა შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადად იკვეთება თხილეულის ნოტები, რომელსაც უმნიშვნელო სიმწარე დაჰკრავს. თუ გიყვართ კულინარიული ექსპერიმენტები, დამუშავებული ან დაქუცმაცებული კანაფის კაკლები აუცილებლად შესძენს თქვენს კერძებს არაორდინალურ გემოს. სცადეთ! კაკლებში არ არის ფსიქოაქტიური კომპონენტები, ამიტომ ყველა ქვეყანაში ისინი ლეგალურია. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანა, შეძენისას, თავის დაზღვევის მიზნით გაეცანით თქვენი ქვეყნის კანონმდებლობას.

მნიშვნელოვანია! პროდუქტის კარგად ასათვისებლად, გამოიყენეთ მიღებული ნორმატივები. დღე-ღამის დოზა არ უნდა აჭარბებდეს სამ სუფრის კოვზს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები შეგექმნათ. თესლების შენახვის პირობები მარტივია - მშრალი, გრილი ადგილი, არ უნდა ხვდებოდეს მზის სხივები. ასეთ გარემოში შენახვა წლების განმავლობაში არის შესაძლებელი.

კანაფის თესლები მედიცინაში

პროდუქტის გამოყენება მედიცინაში საუკუნეებს ითვლის. მართალია მედიცინის განვითარებასთან ერთად მარიხუანით და მისი ექსტრაქტებით მკურნალობამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, იგი აქტუალურობას მაინც არ კარგავს. მას სარგებელი მედიცინის მრავალ დარგში მოაქვს. კანაფის თესლები პაციენტებს ეხმარება შემდეგი პრობლემების დროს:

  • აუმჯობესებს ლაქტაციის პროცესს ქალებში, ბუნებრივი კვების დროს;
  • ააქტიურებს და ასტაბილურებს ტვინის ფუნქციონირებას, ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ებრძვის უძილობას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას;
  • ონკოლოგიის პროფილაქტიკა;
  • ტონუსში ინარჩუნებს მამაკაცების პოტენციას;
  • ახდენს ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის ფუნქციონირების ნორმალიზებას და სხვა.

ერთი სიტყვით, სპექტრი დიდია და წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა გველის.

კანაფის თესლები მედიცინაში

კანაფის თესლები კოსმეტოლოგიაში

ხშირ შემთხვევაში კანაფის თესლები შედის კრემების, ნიღბების, ბალზამების, შამპუნების, ლოსიონების, გელების, კოსმეტიკური ზეთების, პომადების და ტუჩის ბალზამების შემადგენლობაში და მათი ეფექტი ნამდვილად დადებითია.

როგორც წესი, კომპანიები წარმოებაში იყენებენ ექსტრაქტების დაბალ ტემპერატურულ წურვას. ეს საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნდეს კულტურის ყველა ბუნებრივი თვისება და მზა პროდუქტს მოშორდეს პოტენციური ტოქსინები და კონცეროგენული ნაერთები.

თესლების ეფექტებიდან აღსანიშნავია:

  • კანის გაახალგაზრდავება (ნაოჭებისგან გათავისუფლება, რეგენერაციის და სიმკვრივის გაუმჯობესება);
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს პრეპარატების მოქმედებას დერმატოლოგიაში;
  • აღადგენს დაზიანებულ თავის კანს, აქრობს ქავილს, ქერტლს;
  • იცავს კანს ინფრაწითელი გამოსხივებისგან, კანის დაავადებების პროფილაქტიკა.
კანაფის თესლები კოსმეტოლოგიაში

კოსმეტოლოგიური პროდუქტის მრავალი რთული ელემენტის მსგავსად, კანაფის თესლები ავლენენ მწარმოებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ეფექტს.

კანაფის თესლები მესაქონლეობაში

გასული ასწლეულის შუა პერიოდამდე, ცხოველების საკვებში კანაფის თესლებს ამატებდნენ. აკრძალვებმა ნეგატიურად იმოქმედა პერსპექტივებზე.

განსაკუთრებით ეფექტურია მსგავსი დანამატები შინაური და დეკორატიული ფრინველებისთვის. საკვები, რომლის შემადგენლობაში შედის კაკლები, ასტიმულირებს რეპროდუქციულ ფუნქციას, აძლიერებს იმუნიტეტს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ შეფერილობას. ფრინველები კარგად ინელებენ პროდუქტს.

სინთეტიკური მინარევების შემცირება კანაფის თესლების ხარჯზე, ამაღლებს ქათმის ხორცის და კვერცხის ღირებულებებს. ეს ფაქტები დადასტურებულია კანადისა და დანიის მესაქონლეების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით. ასევე ფრინველი სწრაფად იმატებს მასას.

ახალზელანდიელი აგრონომები სერიოზულად ფიქრობენ კანაფის თესლების გამოყენებას ცხვრების საკვებში. მათი ბეწვი ხდება მკვრივი, ხორცი ნაზი. არანაკლები პერსპექტივები ისახება ცხენებისა და ძროხების კანაფის თესლებით კვებაში. მცირდება ხელოვნური დანამატების წილი, ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირე, ეს ყოველივე კი აუმჯობესებს საბოლოო პროდუქტის ხარისხს, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზეც.

კანაფის თესლები მესაქონლეობაში

კანაფის თესლები მეთევზეობაში

სტაჟიანმა მეთევზეებმა იციან,რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლების გამოყენებას პოზიტიური შედეგი მოაქვს როგორც სატყუარად, ასევე თევზების საკვებად გამოყენების შემთხვევაში.

კანაფის თესლები ხელოვნებაში

ყველაზე ფართოდ გამოიყენება კანაფის ზეთი - ზეთის ტილოების შექმნის კომპონენტი. იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნებაში გამოიყენება სელის და სხვა ნებისმიერი მცენარეული წარმოშობის ზეთები, უშუალოდ კანაფის განსაკუთრებულობაზე საუბარი ძნელია.

რაც შეეხება თესლებისგან შექმნილ მოზაიკებს, კოლაჟებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ხელოვნების მსგავსი ნიმუშები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან ნამდვილი შემოქმედები, რომელთა შთაგონების წყარო აუცილებლად გახდება საყვარელი კულტურა.

კანაფის თესლები ისტორიაში

კანაფი არ გახლავთ ის ელემენტი, რომელიც ომების და ცივილიზაციების მარცხის წყაროს წარმოადგენს. მაგრამ მისი ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული კაცობრიობის განვითარებასთან. ეს კავშირი მინიმუმ 7 ათასწლეულს ითვლის, რადგან სწორედ ეს ვადებია (5 ათასი წელი ჩწ.) დასახელებული არქეოლოგების მიერ, რომლებმაც აღმოაჩინეს მარიხუანას პირველი კვალი ციმბირსა და ჩრდილოეთ ჩინეთში. შემდეგ კულტურა თავს იჩენს ეკვატორის სიახლოვეს, ტიბეტის რაიონში, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და სხვა. სავარაუდოდ, აბრეშუმის გზა გახდა ლოჯისტიკური სისტემა, რომელმაც საშუალება მისცა კანაფის თესლების ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ევროპაში გადატანას. რაც შეეხება ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკას, აქ იყო კაქტუსების, ლიანების (აიაუასკა) და სოკოების კულტი. მხოლოდ ევროპელი მეზღვაურების გამოჩენის შემდეგ გაიცნო ამერიკამ Cannabis კულტურა. ეს მოხდა დაახლოებით XV-XVI საუკუნეებში. XIX საუკუნის ბოლომდე კანაფის გავრცელება სულ უფრო აფართოებდა ჰორიზონტს. გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო შეზღუდვები, მეტიც, მიღებულ იქნა საერთაშორისო კონვენცია (შვეიცარიაში, ჟენევაში), რომლის თანახმად კანაფი გახდა აკრძალული ნარკოტიკული საშუალება. კანაფის თესლებიც კი უკანონო გახდა. დროთა განმავლობაში მოხდა სათესი მასალის ლეგალიზაცია. დროთა განმავლობაში სულ უფრო იმატებს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც მოახდინეს მარიხუანას ლეგალიზაცია.

დღეისათვის კანაფის თესლების ბაზარი - ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ბაზარია. ახალი ლეგალური ბაზრების გაჩენა ზრდის მოთხოვნას სათეს მასალაზე. საბედნიეროდ დღეისათვის ნებისმიერი მებაღისთვის ხელმისაწვდომია ყველა სახის მარიხუანას თესლები. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს რომელიმე უნიკალური ლენდრეისი ან ჰიბრიდი, რომელიც ლიმიტირებული სერიებით არის წარმოებული.

სად შეიძლება კანაფის თესლების შეძენა?

სად შეიძლება კანაფის თესლების შეძენა?

ოფიციალურად და კანონიერების ფარგლებში კაკლების შეძენა მხოლოდ იმ ქვეყნების ტერიტორიაზე შეგიძლიათ, სადაც ლეგალურია არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული მარიხუანა. როგორც წესი, ასეთ რეგიონებში სათესი მასალა ხელმისაწვდომია სპეციალიზირებულ აფთიაქებში, მაღაზიებსა და პროფილურ დისპანსერებში.

კანაფის თესლების დიდი ნაწილი იყიდება პროფილური ინტერნეტ მაღაზიების საშუალებით. როგორც წესი, ერთ სავაჭრო პლატფორმაზე ერთდროულად წარმოდგენილია რამდენიმე სიდბანკი - სათესი მასალის მწარმოებელი. სიდბანკი აწარმოებს საკუთარ შტამებს, ან პარტნიორებთან ერთად დაკავებულია ორიგინალური სიახლეების კოლაბორაციით.

რაც შეეხება შეძენას, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტ მაღაზიაზე ოპტიმალური ვარიანტი ჯერ არ შექმნილა.

როგორ შევარჩიოთ კანაფის თესლების ინტერნეტ მაღაზია?

მაღაზიის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

  • მანძილი გამომგზავნ პუნქტამდე;
  • შენაძენის და პერსონალური ინფორმაციის დაცვის ხარისხი;
  • გამოხმაურებები მაღაზიის შესახებ; პროდუქციის ასორტიმენტი და ფასები.

თითოეული პუნქტის კრიტიკული ანალიზის შემდეგ, აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით თქვენი შენაძენით! რაც უფრო ახლოს მდებარეობს მაღაზია, მით უფრო დაბალია ფასები. რაც უფრო ნაკლებ ინფორმაციას ითხოვს თქვენგან მომწოდებელი, მით უკეთესია თქვენთვის. აუცილებლად გაეცანით გამოხმაურებებს. აუცილებლად გაარკვიეთ მაღაზიის არსებობის ხანგრძლივობა. რაც უფრო დიდია ასორტიმენტი, მით უფრო მეტი ვარიაცია გაქვთ ოპტიმალური სტრეინის შესარჩევად.

რომელი ინტერნეტ მაღაზია ავირჩიოთ? რა თქმა უნდა Ganja Seeds! ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოში უმსხვილეს და ყველაზე აქტუალურ სიდბანკებთან. გარდა ამისა, ბევრი წლის მუშაობის შედეგად, მაღაზია იქცა საკუთარი წარმოების მქონე კორპორაციად, საკუთარი საწყობებით, ლოჯისტიკური ცენტრით და სხვა ქვედანაყოფებით, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეკავებინა ლიდერი პოზიციები არა მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, არამედ სხვა მრავალ ქვეყანაში. გაითვალისწინეთ მიწოდების ღირებულება და ფასები, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალობის და შეკვეთის დროულად მიწოდების მაქსიმალურ გარანტიას. თქვენი შეკვეთა გაფორმებისთანავე მზადდება და იგზავნება!

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხარისხის კონტროლზე. გარდა აუცილებელი პროცედურებისა, ჩვენი მაღაზია ახორციელებს პროდუქციის ხარისხის დამატებით შემოწმებას და თითოეული კაკლის აღმოცენების 100%-იან გარანტიას იძლევა!

კანაფის თესლები: პირველი გამოცდილება

კანაფის თესლები: პირველი გამოცდილება

ეჭვები, შეკითხვები, ინფორმაციის დაზუსტება - სასარგებლოა. სწორედ ასეთი მიდგომა გეხმარებათ უსიამოვნების თავიდან არიდებაში. გამოცდილი მებაღეებისგან მიღებული ინფორმაციული მხარდაჭერის გარეშე, შეიძლება შეცდეთ.

სათესი მასალის სანდო გამყიდველთან შეძენისას, თქვენ იღებთ ხარისხს! გამყიდველი ყოველთვის დაინტერესებულია თანამშრომლობის გაგრძელებით.

არასდროს, არავის გადასცეთ თქვენი პირადი მონაცემები გარდა სახელის, გვარის და მისამართისა. თუ მოითხოვენ მეტ ინფორმაციას, დაფიქრდით, რამდენად საიმედო და კონფიენციალურია ეს ყოველივე.

არავითარ შემთხვევაში არ მოიხიბლოთ ზედმეტად დაბალი ფასებით. არსებობს ღირებულების ზღვარი, რომელზე ქვევით ფასის დაწევა არც ერთ ნორმალურ მაღაზიას არ უღირს. თუ ფასი კონკურენტებზე რამდენჯერმე დაბალია, გადაამოწმეთ გამყიდველის სანდოობა.

ყურადღებით გაეცანით პროდუქტის დაბრუნების და გარანტიის შესახებ შეთანხმებას. თუ ყველაფერს კანაფის მოყვანის ინსტრუქციის შესაბამისად აკეთებთ და მცენარე არ აღმოცენდება, კაკლებს აუცილებლად შეგიცვლიან.

არ დატოვოთ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე. სწორედ ამისთვის არის საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს თითოეული შენაძენის ინფორმაციულობა.

კანაფის თესლების შეძენა ფოსტით

კანაფის თესლების შეძენა ფოსტით

პლანეტის ნებისმიერ წერტილში ფოსტა ითვლება ყველაზე ხელმისაწვდომად და სანდოდ. საფოსტო განყოფილებები პრაქტიკულად ყველგან არის და თუ არ არის, კურიერი ნებისმიერ ადგილზე მოგაწვდით წერილსა თუ ბანდეროლს.

გზავნილის მისაღებად, წინასწარ უნდა გადაიხადოთ შეკვეთის საფასური. ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენი შეკვეთის მოძრაობას.

თუ არ ხართ მიჩვეული შენაძენში თანხის წინასწარ გადახდას, ეს შეიძლება ფოსტით შეძენის მინუსად ჩათვალოთ.

კანაფის თესლების ფასი

კანაფის თესლების ფასის ფორმირების ძირითადი ფაქტორი - მის შექმნაზე გაწეული შრომაა. მასში შედის სელექციონერების, გროვერების, მკვლევარების და ბრიდერების მიერ გაწეული შრომა. ეს ყოველივე ისე ჟღერს, თითქოს ერთი კაკალი კოლოსალური თანხა უნდა ღირდეს. ასე არ არის, რადგან საუბარია ახალი შტამის შექმნაზე, შემდეგ ხდება სათესი მასალის ტირაჟირება და რაც უფრო დიდია საბოლოო შედეგების მოცულობა, მით უფრო ნაკლებია მისი ფასი. ეს არის მარტივი და იდეალური მოდელი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ: არ უნდა მოიხიბლოთ ძალიან დაბალი ფასებით. ხშირ შემთხვევაში იაფი უხარისხო პროდუქციაა. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. მაღაზიამ შეიძლება ამოიღოს რომელიმე სახეობა ასორტიმენტიდან და მას დიდი ფასდაკლებით ყიდდეს.

როგორ გავაღვივოთ კანაფის თესლები

წარმოგიდგენთ გროვინგის ძირითად ეტაპებს:

სათესი მასალის გაღვივება

სათესი მასალის გაღვივება

იმისათვის, რომ კაკლები დროულად გაღვივდეს, უნდა უზრუნველყოთ სამი ძირითადი პირობა, რომლებიც საჭირო მიკროკლიმატს ქმნიან:

  • ტემპერატურული რეჟიმი;
  • ტენიანობის კონტროლი;
  • წყლით უზრუნველყოფა.

შეინარჩუნეთ ტემპერატურული ბალანსი +24-29 გრადუსს შორის. რაც შეეხება წყალს, რეკომენდაციას ვუწევთ სუფთა, უკიდურეს შემთხვევაში ნადგამ წყალს.

მასალები

არაფერი განსაკუთრებული არ დაგჭირდებათ, „სამუშაო“ სივრცედ გამოგადგებათ პირსახოცი, ხელსახოცი, ბამბის დისკები ან ჩვეულებრივი სამზარეულოს ღრუბელი. თუ წყალი ბოთლის გაქვთ, ან გასუფთავებული, შეგიძლიათ მჟავიანობა არ გაზომოთ. მთავარია დარწმუნებული იყოთ, რომ წყალში არ არის ზედმეტი მარილები და მჟავიანობა ხელს არ შეუშლია მცენარის განვითარებას. თუ იყენებთ ონკანის წყალს, დაიმახსოვრეთ რამდენიმე მაჩვენებელი:

  • მინერალიზაცია უნდა იყოს 50-330 ppm ფარგლებში;
  • pH დონე 5,5-6,5 შუალედში.

კომპლექტაციის ბოლო პუნქტი - პლასტიკის კონტეინერი სადაც მოხდება თესლების გაღვივება.

სტარტი

საკმარისია წინასწარ დაალბოთ თესლები 10-12 საათის განმავლობაში. ამგვარად „ჩაფხუტი“ დალბება და დაჩქარდება გაღვივების პროცესი. აიღეთ წყლით სავსე ნებისმიერი მოცულობა, ჩადეთ მასში კაკლები და მოათავსეთ რეზერვუარი ბნელ ადგილზე. მოცემული დროის გასვლის შემდეგ, გადაიტანეთ თესლები ბამბის დისკებზე, პირსახოცზე ან სხვა თქვენს მიერ შერჩეულ ზედაპირზე.

არ დატოვოთ კაკლები ღია, აუცილებლად დააფარეთ მათ პირსახოცის ნაწილი ან ბამბის დისკი. შეასრულეთ შემდეგი მანიპულაციები:

  • დაასხით წყალი და დაელოდეთ სანამ ზედაპირი მას საკმარისი რაოდენობით შეიწოვს;
  • გაწურეთ და მოაშორეთ ზედმეტი წყალი;
  • დააფარეთ მოცულობას სახურავი, შემოახვიეთ ნაჭერი და მოათავსეთ ბნელ, თბილ ადგილზე.

დაელოდეთ გაღვივებას.

პროცესი მოითხოვს რამდენიმე დღეს. ყურადღებით დაათვალიერეთ თესლები, თუ ნახავთ გაუღვივებელ კაკალს, გაყოფის ადგილზე ფრთხილად გაქლიბეთ ის ფრჩხილების ქლიბით.

როგორ გადავრგოთ გაღვივებული კაკლები

როგორ გადავრგოთ გაღვივებული კაკლები

აქ განსაკუთრებული ცოდნა საჭირო არ არის. წარმატების მთავარი კრიტერიუმი - სიფრთხილეა. გადარგეთ კაკლები გრუნტში არა უმეტეს 5 მილიმეტრი სიღრმისა.

მნიშვნელოვანია! ამონაზარდი უნდა იყოს თესლის ქვედა მხარეს!

პროცესის კულმინაცია ნიადაგის ზედაპირზე ამონაზარდის გამოჩენაა. თუ სუბსტრატის სახით იყენებთ ქოქოსს ან მინერალურ ბამბას, დაგჭირდებათ უმნიშვნელო რაოდენობით საკვების დამატება. თუ არ გსურთ ზედმეტი შრომა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი გრუნტი ან ტორფის დისკები. მათში საკმარისი რაოდენობით საკვები ნივთიერებებია მცენარის სასიცოცხლო ციკლის საწყისი ეტაპისათვის. შეინარჩუნეთ საჭირო ტენიანობა. სინათლის რეჟიმი უნდა იყოს:

  • პირველი კვირა - 24 საათი;
  • მეორე კვირა - რეჟიმი დღე/ღამე 18/6.

გროვის დასაწყისი

მცენარის რეზერვუარის შერჩევა

ჩვენ აღვწერეთ გადარგვის პროცესი, ახლა განვიხილოთ, თუ სად გადავრგოთ მომავალი ბუჩქები.

ოთახის მცენარის ჩვეულებრივი ქოთანი

საწყის ეტაპზე საკმარისია ჩვეულებრივი ქოთნის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ არჩევანი აუტომოყვავილეებზე შეაჩერეთ. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი იქნება. თუმცა, მომავალში აუცილებლად დაფიქრდებით უფრო შესაფერისი მოცულობის შეძენაზე. რადგან ყვავილის ქოთანი არ არის კანაფის მოყვანისთვის ოპტიმალური ვარიანტი. ქოთანი ზღუდავს ფესვთა სისტემის განვითარებას, არ იძლევა სუბსტრატის ტენიანობის კონტროლის საშუალებას, ხშირ შემთხვევაში ჩნდება ობი, რაც პოტენციურ დაავადებებს იწვევს.

ნაჭრის ქოთანი

ნაჭრის ქოთანი

დღეისათვის, საუკეთესო ვარიანტია ნაჭრის ქოთანი. ფესვთა სისტემის განვითარება არ იზღუდება. მეორე, მნიშვნელოვანი პლიუსი - მხოლოდ საჭირო რაოდენობის ტენის შენარჩუნებაა, რეზერვუარის ნაჭრის კედლებში ჰაერის მოძრაობის ხარჯზე.

უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულ გადაწყვეტილებას აქვს უარყოფითი მხარეები და ნაჭრის ქოთანიც არ არის გამონაკლისი. არ არის რეკომენდირებული ისეთი სუბსტრატების გამოყენება, რომელიც ტენს არ ინარჩუნებს. ტენიანობის კონტროლი რთული ხდება. მაგრამ, ობის გაჩენის მცირე რისკი და მექანიკური დაზიანების საფრთხის არ არსებობა - ნაჭრის ქოთნებს საუკეთესო ვარიანტად ქმნის.

სხვა ქოთნები

შედარებით ძვირი, მაგრამ კარგი ვარიანტი გახლავთ კანაფის სათლი და კანაფის ქოთანი ხვრელებით. ქოთანი - „ჭკვიანი“ ქოთნის მოდიფიკაციაა, მოცულობა მყარია, მაგარი კედლებით. ღირს შედარებით ძვირი.

რაც შეეხება კანაფის სათლს, ეს გადაწყვეტილება გამოცდილი მებაღეებისთვისაა, რომელთაც აქვთ კანაფის მოყვანის გამოცდილება და იციან ჰიდროპონურ სისტემებთან მუშაობის პრინციპები. თქვენს წინაშეა სწორედ ასეთი კულტივაციის გამარტივებული ვარიანტი. ეს ვარიანტიც საკმაოდ ძვირია.

როცა თესლები გაღვივებული და გადარგულია, დროა გადავიდეთ უშუალოდ გროვის სამუშაოებზე. წარმატებებს გისურვებთ!