როგორ გავაღვივოთ კანაფის თესლები ქაღალდის პირსახოცის მეთოდით

ივნისი 5, 2020

შინაარსი

კანაბისის თესლები - ცოცხალი ორგანიზმებია და უცნაური იქნებოდა მათი ყოველ ჯერზე ასი პროცენტით გაღვივება. სამწუხაროდ, ბუნება ცოტა განსხვავებულად მუშაობს. გაღვივებაზე მრავალ ფაქტორს შეუძლია ზემოქმედება, გენეტიკის (ზოგიერთი შტამი ღვივდება სხვებზე ადვილად), თესლების ასაკის და მათი შენახვის პირობების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ "ქაღალდის პირსახოცის მეთოდი" ყოველ ჯერზე ახდენს კაკლების სტაბილური აღმოცენების დემონსტრირებას, რაც მის მაქსიმალურ ეფექტურობაზე მეტყველებს.

ზოგადი ინფორმაცია

ქაღალდის პირსახოცის მეთოდი მდგომარეობს კანაფის თესლების გაღვივებას ორ სველ ქაღალდის პირსახოცს შორის. მათ ასველებენ და ათავსებენ გამათბობელ ელემენტზე რამდენიმე დღით, მის გადარგვამდე.

ზოგადი ინფორმაცია

მეთოდის ნაკლოვანებები და უპირატესობანი

როგორც სხვა დანარჩენ მეთოდებს, "ქაღალდის პირსახოცს" აქვს პლიუსები და მინუსები. მოკლედ განვიხილოთ ყველა თავისებურება.

უპირატესობანი

  • აღმოცენების მაღალი მაჩვენებელი
  • პროცესის ხანგრძლივობა (ღვივდება 1-3 დღეში)
  • განვითარების კონტროლი ( თესლებზე დაკვირვებით თქვენ არ უშლით ხელს მის განვითარებას)
  • მოითხოვს მინიმალურ ადგილს (ბევრად კომპაქტურია, ვიდრე ქოთნებში ან სხვა მოცულობებში გაღვივება)
  • გაღვივების პროცესზე დაკვირვებით მიღებული ესთეტიური სიამოვნება

ნაკლოვანებები

  • პროცესი შედგება რამოდენიმე ეტაპობრივი ქმედებისგან (უფრო რთულია, ვიდრე უშუალოდ ნიადაგში დარგვა)
  • დაგჭირდებათ დამატებითი ხარჯები მასალის და ინსტრუმენტების საყიდლად (ქაღალდის პირსახოცები , გამათბობელი ელემენტი, საცობები ჩითილებისთვის )
  • "ჩაფხუტიანი" ნერგების მიღება. გაღვივების ამ მეთოდის გამოყენებისას, "ჩაფხუტები" დიდი ალბათობით რჩება ნარგავების ფოთლებზე, ამიტომ ნერგი არ აგდებს თავის თავს ნიადაგიდან. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პინცეტი, რათა ფრთხილად მოაშოროთ "ჩაფხუტი" ან დატოვოთ ის. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ იგივე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში (ინსტრუქცია სტატიის ბოლოს აგიხსნით, როგორ მოაშოროთ "ურჩი ნაჭუჭი"). ექსპერტების უმრავლესობა სრულიად დარწმუნებულია, რომ გაღვივების მაღალი მაჩვენებელი აბათილებს ამ ნაკლს.

როგორ გავაღვივოთ კანაფის თესლები ქაღალდის პირსახოცის მეთოდით

აუცილებელი ინსტრუმენტები

იაფფასიანი ქაღალდის პირსახოცები

რატომ იაფი პირსახოცები ? თესლებიანი ფესვები თანდათან ეფლობა მსგავს მასალებში და შედეგად ისინი უნდა ამოვჭრათ. ამიტომ ძვირი პირსახოცების შეძენას არანაირი აზრი არ აქვს. მათი ამოჭრაც საკმაოდ პრობლემური იქნება.

ორი თეფში

თქვენთვის აუცილებელია დააფიქსიროთ ტენი გაღვივების დროს. თეფშები იდეალური ვარიანტია ამ ამოცანისთვის .

კანაფის თესლები

იხილეთ ჩვენი სიახლეები და შეარჩიეთ ინტერნეტ მაღაზია. ყველა პარტნიორი შემოწმებულია მრავალწლიანი თანამშრომლობით.

კომპლექტი Rapid Rooter

პოლიმერული მიკროკონსტრუქცია ფესვების წარმოქმნის პროცესის დასაჩქარებლად. იდეალური გარემოა ახალი გაღვივებული თესლებისთვის .

„ლატოკი მომავალი ჩითილისთვის Rapid Rooter

შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი მოცულობა, შესაბამისი მახასიათებლებით, რომელსაც ჩვენ შემდგომ გამოვიყენებთ.

გამათბობელი ჩითილისთვის

შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერი თბილი ზედაპირი, რომელიც ინარჩუნებს 20-30გრადუს ტემპერატურას, რათა თესლები იყოს მუდმივად სითბოში.

მეთოდის განხორციელების საფეხურები

1. დადეთ თეფშზე ქაღალდის პირსახოცების 3-4 ფენა

არ არის აუცილებელი თეფშის ავსება ტონობით პირსახოცით, თუმცა სასარგებლოა თავიდანვე დავდოთ რამდენიმე ფენა, რომ მათ შეძლონ წყლის მაქსიმალური ოდენობის შეწოვა. აუცილებლობის შემთხვევაში შემოჭერით ან მოკეცეთ პირსახოცები თეფშის ზომაზე. თუ პირსახოცი გადმოდის თეფშიდან, შესაძლოა ისინი მალე გაშრეს.

შესაძლოა დაგჭირდეთ ქაღალდის შემოჭრა ან დაკეცვა, რათა ისინი სრულად დაეტიოს მოცულობის შიგნით.

მეთოდის განხორციელების საფეხურები

2. აუცილებლად გააკეთეთ შტამების მარკირება (წარწერა)

თუ თქვენ მოგყავთ ერთზე მეტი ჯიში, აუცილებლად მონიშნეთ ქაღალდის პირსახოცები , რათა იცოდეთ სად რომელი თესლია.

აუცილებლად გააკეთეთ შტამების მარკირება (წარწერა)

3. დაამატეთ წყალი და თესლები

ქაღალდის პირსახოცებს დაასხით წყალი, გაჟღინთეთ ისინი და ქვევით მოათავსეთ თესლები. დაწყება სწორედ ასეთი თანმიმდევრობით სჯობს (ჯერ წყალი, შემდეგ კაკლები), რათა თავიდან აირიდოთ კაკლების გადაადგილება. გაითვალისწინეთ, რომ თეფში უნდა იყოს ბრტყელი, იმისათვის, რომ თესლები არ გადაგორდეს .

დაამატეთ წყალი და თესლები

4. გადააფარეთ ქაღალდის პირსახოცის ერთი ფენა.

ერთი ფენა სავსებით საკმარისი იქნება, იმისათვის, რომ შეწუხების გარეშე დაინახოთ გაღვივდა თუ არა თესლები. შესაძლოა მოგიწიოთ წყლის დამატება, რომ ზედა ფენა იყოს ტენიანი მთელი პროცესის განმავლობაში.

ფოტოზე წარმოდგენილია თესლების იდეალური ხილვადობა.

გადააფარეთ ქაღალდის პირსახოცის ერთი ფენა

5. დააფარეთ თეფში

დააფიქსირეთ ტენი, რისთვისაც, ზევიდან უნდა დააფაროთ სხვა თეფში.

დააფარეთ თეფში

6. მოათავსეთ თქვენი „ბინადარი“ საჩითილეში

მომზადებული მოცულობა მალე უნდა გათბეს. შესაძლებელია თეფშების განლაგება პირდაპირ გამათბობელზე. თუმცა პატარა ნერგები შეიძლება გადახურდეს გამათბობელზე დადებით. სწორედ ამისთვის არის საჭირო „ ლატოკი “ Rapid Rooter. მოათავსეთ იგი ხალიჩასა და თეფშებს შორის. არ მოგერიდოთ სხვა ნივთების გამოყენებაც (მაგალითად წიგნი ან პირსახოცი). ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შექმნათ სივრცე გამათბობელსა და თეფშებს შორის ისე, რომ თეფში აგრძელებდეს გათბობას ხოლო სივრცე თანაბრად ანაწილებდეს სითბოს.

მოათავსეთ თქვენი „ბინადარი“ საჩითილეში

რატომ უნდა შევათბოთ ნერგები?

თესლები ბევრად სწრაფად ღვივდება, როდესაც პროცესი ხორციელდება 20-30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. საჩითილე თბილად ინარჩუნებს თესლებს გაღვივების პროცესში. როდესაც თქვენ შეეხებით ქაღალდის პირსახოცებს, ისინი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.

7. შეამოწმეთ თესლები მინიმუმ დღეში ერთხელ

რეგულარულად დარწმუნდით, რომ ქაღალდის პირსახოცები არ შრება. შესაძლებელია, თქვენ მუდმივად დაგჭირდეთ წყლის დამატება ტენის შესანარჩუნებლად. პერიოდულად შეამოწმეთ თესლების მდგომარეობა, ამით თქვენ შეძლებთ დროულად განსაზღვროთ თუ როდის გაღვივდა თესლები.

ზოგადად გაღვივებას სჭირდება 1-3 დღე. ზოგიერთ შტამს და ძველ თესლებს გასაღვივებლად შესაძლოა დამატებით რამოდენიმე დღე დასჭირდეს.

შეამოწმეთ თესლები მინიმუმ დღეში ერთხელ

8. მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

როგორც კი თესლები გაღვივდება, ფრთხილად მოაშორეთ ზედა ქაღალდის პირსახოცი.

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

იცით თუ არა, რომ ნერგის პირველი ორი ფოთოლი ჩაფხუტში უკვე სრულად ფორმირებული იყო? ახალი ფოთლები თავიდან ყვითელია. არ ინერვიულოთ, სულ მალე, როგორც კი მათ სინათლე მოხვდებათ, ისინი გამწვანდებიან .

ფოტოზე თქვენ ხედავთ, თუ როგორ აღმოცენდა OG Kush ნერგის ფოთლები და გამოიჭრა ჩაფხუტიდან .

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

თუ მოკლე ღერო და ფოთლები ჯერ არ აღმოცენდა, დადეთ ქაღალდის პირსახოცი უკან და აცადეთ კიდევ ერთი დღე. მომავალში ნერგები უფრო მალე გაიზრდება, თუ დარგვამდე მათ ცოტა მეტი ფესვები ექნებათ.

Critical Purple Kush ჯიშის ამ თესლს გაღვივებისთვის სხვა თესლებისგან განსხვავებით დასჭირდა დამატებით 1 დღე. არ იჩქაროთ ასეთ შემთხვევაში. აცადეთ ერთი დღეც, რათა ფესვი უკეთ განვითარდეს.

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ Rapid Rooter კონსტრუქციის ნახევრად გაჭრას, რომ მათში უფრო ადვილად მოვათავსოთ გაღვივებული თესლები. გრძელი და კლაკნილი ფესვითაც კი ადვილია თესლის მოთავსება Rapid Rooter- ის „ ბზარში “. ეს მოგცემთ საშუალებას თავი აარიდოთ ფესვის მოღუნვას .

გაჭერით შუაზე Rapid Rooter, ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები, რათა უფრო ადვილი იყოს გაღვივებული თესლების მასში მოთავსება.

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

ეცადეთ მოათავსოთ თესლის თავი მაქსიმალურად ახლოს ზედაპირთან, იმისათვის, რომ ნერგს არ დასჭირდეს დიდი მანძილის გადალახვა. როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, ზოგიერთი ნერგი ვერ აღწევს ზედაპირს, თუ მას ძალიან ღრმად ჩარგავთ.

თუ ნერგი უკვე განთავისუფლდა ჩაფხუტისგან , მოათავსეთ ფოთლები ზედაპირთან ახლოს. ასეთი ნერგები ყველაზე სწრაფად იზრდება.

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოათავსეთ ნერგი ისე, რომ ჩაფხუტიანი ნაწილი მაქსიმალურად ახლოს იყოს პოლიმერული კონსტრუქციის ზედაპირთან (იხ. ფოტო).

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

ფრთხილად დახურეთ Rapid Rooter ნარგავის გარშემო.

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

მოათავსეთ „ ლატოკში “ Rapid Rooter- ის ყველა ნაკეთობა (დარწმუნდით რომ ისინი სველია!). ლატოკის ქვედა ნაწილი შეინარჩუნებს დამატებით წყალს, იმისათვის, რომ საცობები არ გაშრეს.

მოათავსეთ გაღვივებული თესლები Rapid Rooter მოცულობებში

დაამატეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, იმისათვის, რომ Rapid Rooter იყოს მუქი, მაგრამ ძალიან არ ბრწყინავდეს (რაც ნიშნავს ზედმეტი წყლის არსებობას). როდესაც დაასრულებთ, მოათა ვ სეთ ლატოკი გამათბობელზე. ახალგაზრდა ნერგებს უყვართ სითბო!

9. თქვენ უკვე გაქვთ ნერგები!

ფოთლები უნდა ამოვიდეს Rapid Rooter კონსტრუქციის ზედაპირზე 1 ან 2 დღის განმავლობაში.

ფოტოზე წარმოდგენილ ნერგებს სულ 12 საათი დასჭირდათ ზედაპირზე ამოსასვლელად.

თქვენ უკვე გაქვთ ნერგები!

ამ მომენტისთვის დროა მოათავსოთ ნარგავები სინათლეზე. ეს შეიძლება იყოს ფანჯრიდან შემომავალი ბუნებრივი სინათლე. თუ არ გაქვთ ამის საშუალება, გამოიყენეთ ნათურები ვეგეტაციური ზრდისთვის. ეცადეთ არ შეეხოთ მცენარეებს, თუ ეს შესაძლებელია. ამ ფაზაში ისინი ძალიან დაუცველები არიან.

1 ან 2 დღის განმავლობაში, საკმარისი განათების პირობებში, თქვენ მიიღებთ სასურველ ნარგავებს!

თქვენ უკვე გაქვთ ნერგები!

ნერგები მზადაა კონტეინერში გადასატანად, როგორც კი პირველი წყვილი ფოთლების ფორმირებას მოახდენენ (დაახლოებით Rapid Rooter სიგანეზე), როგორც ფოტოზეა ნაჩვენები:

თქვენ უკვე გაქვთ ნერგები!

მოვიდა დრო გადავიტანოთ მცენარე Rapid Rooter- დან ქოთნებში. არ დაგავიწყდეთ მონიშნოთ ჯიშები!

თქვენ უკვე გაქვთ ნერგები!

დროა გადავიტანოთ ჩითილი ქოთანში. მოათავსეთ ვეგეტაციური განათება ახლოს, სტანდარტულ მანძილზე, როგორც კი მცენარეს ექნება ფოთლების 3 წყვილი. ამ დროისათვის მათ უნდა დაიწყონ სწრაფი ზრდა.

თქვენ უკვე გაქვთ ნერგები!

კანაფის ახალგაზრდა ვეგეტაციური მცენარე, რომელიც იზრდება 315 LEC ნათურის განათების ქვეშ, თანდათან ღიავდება და ხდება ხასხასა მწვანე.

მნიშვნელოვანია! თუ მცენარეს უვითარდება გრძელი ღეროები, მოაშორეთ სინათლე როგორც საწყის სტადიაზე. მაღალი, ელასტიური მცენარე სინათლის ნაკლებობაზე მეტყველებს.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

რა გავაკეთოთ, თუ თესლის გარსი გაიჭედება?

ამ მეთოდის ერთ-ერთი ნაკლია „ჩაფხუტის“ გაჭედვა ნერგზე. რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში.

სასარგებლო ინსტრუმენტია: წვეტიანი პინცეტი (თუმცა პინცეტების უმეტესობა ეფექტურია).

ზოგჯერ ფოთლები იჭედება ნაჭუჭში. აი რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს.

კანაფის ნერგი აგდებს თესლს ზედაპირზე.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

პირველ რიგში, აცადეთ ნერგს 24-48 საათი, რომ დაინახოთ, მოიშორებს თუ არა ის გარსს დამოუკიდებლად. ხშირად მათ უბრალოდ დამატებითი დრო სჭირდებათ.

დააიგნორეთ დაკიდებული „ჩაფხუტები“, თუ ფოთლები უკვე განთავისუფლდა. გარსი თავად მოსძვრება.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

თუ თქვენ ვერანაირ პროგრესს ვერ ხედავთ და ფოთლები კვლავ „ტყვეობაში“ რება , 1-2 დღეში მოგიწევთ გარსის მოშორება ფოთლების გასათავისუფლებლად. თუ ფოთლები არ გამოვა და არ დაინახავს სინათლეს, მცენარე შეიძლება მოკვდეს.

დახურეთ პინცეტი, ისე რომ ის რაც შეიძლება ვიწრო გახდეს და მოათავსეთ „ჩაფხუტის“ ბზარში . შემდეგ ნელ-ნელა გაუშვით პინცეტს ხელი და ფრთხილად მოაშორეთ გარსი.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

შედარებით გამოცდილი გროვერები გარსის მოსაშორებლად თითებს იყენებენ, ამის მოხერხება მცენარის შეწუხების გარეშე რთულია. ნერგები ხომ ჯერ კიდევ დაუცველია. არ მოქაჩოთ და არ გამოიყენოთ ძალა, უბრალოდ ფრთხილად და ნელა გაუშვით ფოთლებს ხელი. თავდაპირველად, ფოთლები შეიძლება მიეკროს გარსს, შეიძლება საჭირო გახდეს წამიერი, სწრაფი მოქაჩვა მათ მოსაშორებლად. თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემები, გაჭედილ ნაწილს დაამატეთ ცოტა წყალი და დაელოდეთ რამოდენიმე წამი დალბობას .

თუ ფოთლები არ იშლება, რადგან გაიჭედა მემბრანაში , დაასველეთ მემბრანა და დაელოდეთ დალბობას რამდენიმე წუთი. შემდეგ გამოიყენეთ პინცეტი და ფრთხილად მოაშორეთ მემბრანა. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მარტივია შედოთ პინცეტი ბზარში და მოაშოროთ გარსი ფოთლებს.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

თუ ფოთლები გაიჭედა მემბრანაში 1-2 დღეზე დიდ ხანს, მოიქეცით შემდეგნაირად: დაასველეთ მემბრანა, დაელოდეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ გამოიყენეთ პინცეტი, რათა აკურატულად მოაშოროთ იგი ფოთლებს.

თუ თქვენ ხსნით თესლებს ხელით, ზოგჯერ რჩება „აპკი“, რომელმაც შეიძლება შეავიწროვოს ნერგის ფოთლები. როგორც წესი, აპკი შორდება ნაჭუჭთან ერთად.

როგორც კი დაინახავთ, რომ ორი ფოთოლი განცალკევებულია , ყველაფერი მზადაა!