კანაბისი და შაქარი
შინაარსი
- შაქრის როლი კანაბისის მოყვანაში
- როგორ მოქმედებს ბრიკსის შკალა კანაბისის მოყვანაზე
- რეფრაკტომეტრი - საუკეთესო დამხმარე
- ცოტა რამ მაჩვენებლების შესახებ, რას მიგვანიშნებს სხვა და სხვა მაჩვენებლები
- როგორ გავზარდოთ შაქრის დონე კანაბისში
- მნიშვნელოვანი ფაქტორები
- არასაკმარისი სინათლე
- არასაკმარისი ვენტილაცია
- ტენიანობის არასწორი დონე
- ტემპერატურა
- არასწორი მორწყვა
- განათებისგან მიღებული დამწვრობები
- ღია ფესვები
ბრიკსის შკალის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია კანაბისის ზრდისთვის.
დამწყები მებაღეები ცდებიან, როდესაც თვლიან, რომ კანაბისის მოყვანა და მოსავლიანობის გაზრდა სულ რამოდენიმე ეტაპისგან შედგება, გამოცდილმა გროვერებმა კი ზუსტად იციან, რომ ეს ასე არ არის.
კარგი ხარისხის გირჩების მიღება ერთია, სრულყოფილების მიღწევა - სულ სხვა. იმისათვის, რომ მივიღოთ კანაბისის მაღალი ხარისხის კვირტები, უნდა ვფლობდეთ ყველა წვრილმანი დეტალის მთელ სპექტრს და სწორად ვმართოთ ისინი. ვინმეს თუ გსმენიათ ბრიკსის შკალის და მცენარეში შაქრის შემცველობის შესახებ?
ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ მთავარი როლის შესახებ, რომელსაც შაქარი თამაშობს კანაბისის ზრდაში, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ შაქრის შემცველობა ბრიკსის შკალის მაჩვენებლების ანალიზის საშუალებით.
შაქრის როლი კანაბისის მოყვანაში
არ არის აუცილებელი იყოთ ექსპერტი ბოტანიკაში, იმისათვის, რომ იცოდეთ, რომ ფოტოსინთეზს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის. ამას სკოლაში ბიოლოგიის სწავლის დაწყებისთანავე გაიგებდით.
შაქრის წარმოქმნა ახდენს ფოტოსინთეზის სტიმულირებას. მცენარე საჭიროებს ნახშირორჟანგს, რომელსაც შთანთქავს ფოთლების მეშვეობით, ასევე წყალს, რომელსაც ფესვთა სისტემიდან იღებს, ქლოროფილს და მზის სინათლეს, რათა მიიღოს შაქარი.
შაქრის საჭიროება და მისი განაწილება განსხვავდება მცენარის სხვა და სხვა ნაწილებში და განვითარების სხვა და სხვა ეტაპებზე. შტამი და მისი სტრუქტურა ასევე პირდაპირ მოქმედებს მასზე.
მაგალითად ნედლი ფოთლები შთანთქავს ბევრად მეტ შაქარს, რადგან ისინი ზრდის პროცესშია. სრულად ფორმირების შემდეგ, ფოთლებს შედარებით ნაკლები შაქარი სჭირდება. კულტურა დამოუკიდებლად უშვებს შაქრის მართვის ინტელექტუალურ მექანიზმს, რომელიც შაქარს საჭიროებისამებრ ანაწილებს. ეს ყოველივე ძალიან ჰგავს თვით რეგულირებად მექანიზმს.
შაქარი ნაწილდება თითოეული ფიტობიოლოგიური აგენტის ბუნებრივი მოთხოვნის შესაბამისად. კვირტები გახლავთ შედარებით აქტიური შაქრის მომხმარებლები, რამდენადაც მათ ესაჭიროებათ ენერგიის მუდმივი ნაკადი, ზრდისა და ტრიქომების წარმოქმნისათვის.
აი რატომ არის შაქარი საჭირო კანაბისის ზრდისა და განვითარებისთვის.
როგორ მოქმედებს ბრიკსის შკალა კანაბისის მოყვანაზე
ბრიკსის შკალა გამოიყენება წყლის ნაზავში საქაროზის პროცენტული შემადგენლობის დასადგენად. ფაქტიურად, ძირითადად ფასდება სინათლის რაოდენობა, რომელიც რეფრაქცირდება ნებისმიერ მყარ ან წყლის ნარევში მოხვედრისას.
სინათლე ჰაერში უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წყალში.
თუ ჩვენ მოვათავსებთ ობიექტს წყალში, დაინახავთ თითქოს ის იცვლება. თქვენს წინაშე ბანალური ოპტიკური ტყუილია.
იგივე ხდება ნებისმიერ ურთიერთ ქმედებაზე წყალში. სინამდვილეში, ჰაერის და წყლის სიმკვრივის დონე იმდენად განსხვავებულია, რომ წყალში მუშაობა ბევრად დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
თვალს არ ძალუძს შეაფასოს მცენარეებში შაქრის შემცველობა. მცენარის სხვა და სხვა ნაწილებში მოხვედრამდე შაქარი წარმოიქმნება და გროვდება უშუალოდ ფოთლებში.
ბრიკსის შკალის მაჩვენებლები იზომება რეფრაკტომეტრის (შაქრის საზომის) საშუალებით, რომელიც აფიქსირებს რეფრაქციის კუთხეს. ეს მაჩვენებელი ახდენს შაქრის სიმკვრივის და მცენარის იმუნური სისტემის დემონსტრირებას.
მცენარის წვენი შეიცავს სხვა მრავალ მოლეკულას. თუმცა, გლუკოზის მოლეკულები შედარებით მსხვილია, ამიტომ მათი მოძებნა და დათვლა უფრო მარტივია. შკალაზე დასაშვები ნომინალური დონე შეადგენს 12%-დან 15%-მდე. ეს მაჩვენებელი გახლავთ ოქროს შუალედი.
რეფრაკტომეტრი - საუკეთესო დამხმარე
ბრიკსის შკალის მაჩვენებლების შემოწმების ერთადერთი საშუალება ხელის ინსტრუმენტი - რეფრაკტომეტრია, რომელიც შაქრის საზომის სახელითაც არის ცნობილი. გაყიდვაში გვხვდება ბევრი სხვა და სხვა მოდელი. როგორ ბიუჯეტსაც არ უნდა ფლობდეთ, მარტივად შეძლებთ თქვენთვის მისაღები ღირებულების მოდელის პოვნას. ერთ-ერთი საუკეთესო - ციფრული ჯიბის რეფრაკტომეტრია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ზუსტ მონაცემების მიღებას. მოწყობილობების გამოყენება მარტივია და ხელმისაწვდომი.
დანადგარი უნდა შემოწმდეს თავიდანვე გარემოს ანალოგიურ პირობებში (ტემპერატურა და ტენიანობა). მოწყობილობების უმეტესობა კალიბრდება ავტომატურად, მაგრამ დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ წინასწარი მონაცემები, რადგან მონაცემები შეიძლება აღმოჩნდეს არაზუსტი.
რეფრაკტომეტრის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ის სწორად კალიბრდება. შემოწმებისთვის გამოიყენეთ დისტილირებული წყალი. თუ მოწყობილობა გიჩვენებთ 0%-ს ბრიკსის შკალით - დანადგარი შესანიშნავად მუშაობს და თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას.
შემოწმების შემდეგ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი კანაფის წვენი, გასრესილი ფოთლებიდან და ჩართეთ რეფრაკტომეტრი. მიმდინარე პროცენტი აუცილებლად უნდა გაჩნდეს ციფრულ ეკრანზე.
ცოტა რამ მაჩვენებლების შესახებ, რას მიგვანიშნებს სხვა და სხვა მაჩვენებლები
კანაბისის ოპტიმალური განვითარების, კარგი მოსავლისა და ძლიერი იმუნური სისტემისთვის (მავნებლებისა, სოკოს და ინფექციების მიმართ), მაჩვენებელი ბრიკსის შკალით უნდა შეადგენდეს 12% დან 15%-მდე.
ასე თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ მცენარე წარმოქმნის და ანაწილებს შაქარს სტრუქტურაში არა მხოლოდ თანაბრად, არამედი საკმარისი რაოდენობითაც და აწვდის დიდ ნაწილს სწორედ იქ, სადაც ის საჭიროა განვითარების კონკრეტული ეტაპისთვის. ასეთი მიდგომის შედეგად მცენარე იქნება ჯანმრთელი მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე და მოგცემთ კარგ მოსავალს. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი 14% ან 15%, მით უკეთესია მცენარისთვის.
თუ მაჩვენებელი უახლოვდება 12%-ს, ეს მიგვანიშნებს, რომ მცენარეს აკლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ელემენტი (სინათლე, წყალი, ჰაერი, საკვები ნივთიერებები). ეს შეიძლება ასევე მიგვანიშნებდეს არასწორ ტემპერატურაზე. თუ ასე მოხდება, მოგიწევთ სასწრაფო ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად. ბრიკსის შკალას რეალურად შეუძლია დაგეხმაროთ სრულყოფილების მიღებაში.
შაქრის არასწორმა განაწილებამ შესაძლებელია გროვის რეალურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. არ ჩავარდეთ პანიკაში, შეასრულეთ ყველა სამუშაო თანმიმდევრულად, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია.
როგორ გავზარდოთ შაქრის დონე კანაბისში
იზრუნეთ თქვენი მცენარისთვის აუცილებელ ყველა მნიშვნელოვან მოთხოვნაზე.
- გამოიყენეთ გროურუმის ან გროუბოქსის შესაბამისი სინათლის ძლიერი წყარო;
- უზრუნველყავით მცენარე საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მცენარის განვითარებისთვის სასიცოცხლო ციკლის შესაბამისად, ზრდისა და ყვავილობის სტიმულირების პერიოდის ჩათვლით;
- საგულდაგულოდ მორწყეთ მცენარეები, მაგრამ არ გადააჭარბოთ. აუცილებლად შეარჩიეთ მორწყვის გრაფიკი ცვალებადი გარემო პირობების შესაბამისად;
- დარწმუნდით, რომ ზრდის ყველა ეტაპის შესაბამისად უზრუნველყოფთ ვენტილაციის, ტემპერატურის და ტენიანობის ოპტიმალური პირობებს;
- იქონიეთ თქვენს სივრცეში სისუფთავე და აკურატული ორგანიზებულობა;
- მცენარის შემოჭრა აჩქარებს შაქრის წარმოქმნას ზედა ტოტებში ყვავილობის ფაზაში (ქვედა ტოტების შემოჭრა, SCROG ან სუპერშემოჭრა).
ზემოაღნიშნულთან ერთად, დარწმუნდით, რომ პირველადი მნიშვნელობის ფაქტორები სრულად კონტროლდება. აუცილებელია შაქრის გამომუშავების და განაწილების სტიმულირება, რათა განვითარდეს ძლიერი და ჯანმრთელი მცენარე, რაც განაპირობებს იდეალურ მოსავალს.
მნიშვნელოვანი ფაქტორები
არასაკმარისი სინათლე
როგორც აუთდორში, ასევე დახურულ სივრცეში კანაბისს უყვარს სინათლე. კანაბისის მოყვანისას გავრცელებული შეცდომა - ღია სივრცეში არასწორი ადგილის შერჩევაა, სადაც მცენარე არ ღებულობს საკმარისი რაოდენობით მზის პირდაპირ სხივებს. თუ კანაფი მოგყავთ დახურულ სივრცეში, შესაძლებელია ცდილობდეთ ეკონომიის გაკეთებას, ნათურების მრავალჯერადი გამოყენებით (რეკომენდირებულია ნათურების შეცვლა 2 ხარვესტის შემდეგ, ანუ ყოველ 6 თვეში), ანუ 2 წელიწადში ერთხელ ნათურების შეცვლა მოძველებული ტექნიკაა, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ არასაკმარის განათებამდე. დარწმუნდით, რომ ამრეკლებზე არ არის მტვერი და სინათლე კარგად ირეკლება.
შედეგები: არასაკმარის სინათლეს მივყავართ იქამდე, რომ საკვები ნივთიერებები გამოიყენება არა რეგულარულად, ფოტოსინთეზი ნელდება და მცენარე ხდება „წვრილი“(ღეროები „იწელება“ სინათლის ძებნის გამო, ზრდა კი ნელდება). საბოლოო შედეგი მცირე მოსავალია.
არასაკმარისი ვენტილაცია
ძალიან გავრცელებული შეცდომა კანაბისის კულტივაციის დროს დახურულ სივრცეში - არასაკმარისი ვენტილაციაა. დარწმუნდით, რომ შენობა იქნება ეს, თუ კარადა, აღჭურვილია ჰაერის განიავების კარგი სისტემით და სწორად მუშაობს. ერთი, ან რამდენიმე ვენტილატორის არსებობა (დამოკიდებულია ნარგავების ზომაზე) ასევე მნიშვნელოვანია. ამგვარად, თქვენ შეძლებთ უზრუნველყოთ ჰარის საჭირო ცირკულაცია.
შედეგები: არასაკმარისი ვენტილაციის შემთხვევაში მცენარე არ ღებულობს CO2-ს საჭირო ფოტოსინთეზისთვის, რასაც ზრდის შენელებამდე მივყავართ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, იმაში მდგომარეობს, რომ არასათანადო ვენტილაციით აღჭურვის შემთხვევაში, ჩვენ ვქმნით იდეალურ გარემოს ობისა და სოკოს ინფექციების განვითარებისთვის.
ტენიანობის არასწორი დონე
თუ ტენიენობა თქვენს გროურუმში ან გროუბოქსში ძალიან მაღალია, სოკოს ინფექციის განვითარების დონე მაღალია. თავის მხრივ, თუ ტენიანობა დაბალია, მცენარემ შეიძლება განიცადოს სტრესი. რაც აიძულებს მცენარეებს, გამოიყენონ დიდი რაოდენობით წყალი, რის შედეგადაც ისინი ფაქტიურად „იგუდებიან“.
იდეალურ შემთხვევაში ტენიანობის მანიშნებელი უნდა შეადგენდეს 40%-დან 50%-მდე და ყვავილობის პერიოდში 50-60%-ს ვეგეტაციის დროს. თქვენ უნდა შეამციროთ ტენიანობა, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი.
ტემპერატურა
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი მომავალი მოსავლისთვის. თუ ის ზედმეტად მაღალი, ან დაბალია, შესაძლებელია სავალალო შედეგებს წააწყდეთ მცენარის განვითარების და სწორი მეტაბოლიზმის საკითხებში.თუ ტემპერატურა ძალიან დაბალია, მოსავლის რაოდენობა იკლებს, დაიწყება მავნებლების და სხვა და სხვა ინფექციების გავრცელება. იდეალურ მაჩვენებლად ითვლება 21-27° С.
არასწორი მორწყვა
მორწყვა უნდა შეესაბამებოდეს მცენარის მოთხოვნებს, წყლის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე - ტენიანობაზე, გენეტიკის ტიპზე (ზოგიერთი შტამი მეტ რაოდენობას მოითხოვს).
ზედმეტი მორწყვა: დიდი რაოდენობით წყლის შემთხვევაში, სუბსტრატი ფუჭდება, აერაცია მცირდება, ფესვები იბლოკება ჩარეცხილი გრუნტით. ასეთი ვითარება ხელს უშლის სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას, იქმნება დეფიციტი და მცენარე სუსტდება. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ფესვების ლპობა.
არასაკმარისი მორწყვა: მსგავსი სიტუაციის გამო საკვები ნივთიერებები საჭირო რაოდენობით ვერ აღწევს მცენარის სისტემაში, მცენარე სუსტდება და წარმოიქმნება საკვების დეფიციტი: ფოთლები ავადდება, ფესვები შეიძლება სიმშრალისგან მოკვდეს.
განათებისგან მიღებული დამწვრობები
დამწვარი ფოთლები სუსტია და მიდრეკილია დაავადებებისა და მწერების შემოსევისადმი. თუ მცენარე დახურულ სივრცეში მოგყავთ, დარწმუნდით რომ განათება დაშორებულია საჭირო მანძილით: დაახლოებით 30 სმ. 600ვატიანი ნათურის შემთხვევაში, 400 ვატიანის - 25 სმ. და 1000 ვატიანის 40-45სმ.
ღია ფესვები
ფესვები მოითხოვს სიბნელეს. თუ კონტეინერში ან ჰიდროპონურ სისტემაში ხვდება სინათლე, ფესვები მწვანდება და მათი ფუნქცია მნიშვნელოვნად ქვეითდება, რაც ხელს უშლის საკვები ნივთიერებების შთანთქმას. იქონიეთ ფესვები სიბნელეში!