თამბაქოს მოზაიკის ვირუსი და კანაბისი

ივლისი 20, 2020

შინაარსი

ეს დაავადება ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენს მრავალი სტაჟიანი კანაფის მწარმოებლისთვის. ნაწილი დარწმუნებულია, რომ კანაბისს ემუქრება ვირუსის საფრთხე, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია. არსებობს უამრავი არგუმენტი ორივე მხარის სასარგებლოდ. მოცემული მასალის გაცნობის შემდეგ, თავად გირჩევთ გასცეთ პასუხი, შესაძლებელია თუ არა თამბაქოს მოზაიკის ვირუსი გავრცელდეს კანაბისზე.

რა არის თამბაქოს მოზაიკის ვირუსი?

TMV - არის ვირუსი, რომელიც ზოგადად გვხვდება თამბაქოს მცენარეებზე და იწვევს ფოთლებზე ლაქების გაჩენას, ან ფოთლების დახვევას (აპრეხას), უცნაური ლაქების სიმპტომს (მოზაიკას), შენელებულ ზრდას და შესაბამისად მოსავლის შემცირებას. მოზაიკის ვირუსი თამბაქოს გარდა, ვრცელდება რამოდენიმე სხვა მცენარეზე და ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ კანაბისიც შესაძლებელია დაავადდეს მისით.

მნიშვნელოვანია! თამბაქოს მოზაიკის ვირუსი არ დაგაზარალებთ, მაგრამ შესაძლებელია მცენარემ შეანელოს და გააუარესოს ზრდა.

ისტორიული ცნობები

თამბაქოს მოზაიკის ვირუსი იყო პირველი აღმოჩენილი მცენარის ვირუსი.

ის პირველად თამბაქოს მცენარეზე აღმოაჩინეს 1892 წელს, დღეისათვის ცნობილია, რომ მას შეუძლია დააავადოს 125 სახეობის მცენარე, პომიდვრის, წიწაკის და მრავალი ყვავილის ჩათვლით. ის შეიძლება იყოს ნიადაგში, მაგრამ ძირითადად გადადის მცენარიდან მცენარეზე, უშუალო კონტაქტით.მისი გადატანა ასევე შესაძლებელია დაავადებულ მცენარეზე ხელით შეხებისას.

მოზაიკის ვირუსს შეუძლია მრავალი მცენარის დაავადება, მაგრამ ვრცელდება თუ არა ის კანაფზე?

რამოდენიმე ან ერთი-ორ ფოთოლს მცენარის განვითარების ყველა ფაზაზე შეიძლება ჰქონდეს სიმპტომები. ზოგადად ფოთლების ხვეულ ზრდას ახლავს ლაქებიანი/მოზაიკური სურათი. სიტუაციის კიდევ უფრო გასამძაფრებლად გეტყვით, რომ ზოგიერთი მცენარე არის ვირუსის ჩუმი მატარებელი და ის შეიძლება სულაც არ ახდენდეს სიმპტომების დემონსტრირებას.

რაში არის მთავარი გამოცანა? შეიძლება თუ არა ვირუსი გავრცელდეს მარიხუანაზე? და თუ ეს შესაძლებელია, როგორია სიმპტომები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?

ზოგ მწარმოებელს მიაჩნია, რომ ლაქების მქონე ფოთლები შეიძლება იყოს ვირუსის მანიშნებელი.

მოზაიკის სურათის მაგალითი, რომელსაც იწვევს TMV ვირუსი

მოზაიკის სურათის მაგალითი, რომელსაც იწვევს TMV ვირუსი.

მოცემულ მასალაში წარმოდგენილია სიმპტომების ფოტოები, რომლებიც მწარმოებლებს მიაჩნიათ მოზაიკის ვირუსის მანიშნებლად. სიმპტომები მოიცავს ხვეულ, აპრეხილ ფოთლებს, ყვითელ ზოლებს, ლაქებს და მოზაიკურ სურათს. თუმცა, ასეთივე სიმპტომები შეიძლება იყოს გამოწვეული მცენარის ისეთი პრობლემებით, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ფესვების ლპობა, სტრესი, საკვები ნივთიერებების დეფიციტი და სხვა. ასევე არსებობს მუტაციის და სხვა გენეტიკური ფაქტორები.

TMV-სთან მეტად დაკავშირებული სიმპტომია, ფოთლებზე არათანაბარი მუქი მწვანე ზოლების გაჩენა. უარესია დეფორმირებული და დახვეული ფოთლების გაყვითლება. ფოთლების მუქი მწვანე ნაწილები ღია ნაწილებზე სქელი რჩება.

თამბაქოს მოზაიკის ვირუსი და კანაბისი

დახვეული ფოთლები ყვითელი ზოლებით ან ლაქებით, ვირუსის შედარებით გავრცელებული სიმპტომია.

თამბაქოს მოზაიკის ვირუსი და კანაბისი

ყვითელ ზოლებიანი დაგრეხილი კანაბისის ფოთლის მაგალითი.

ამბობენ, რომ TMV დაავადებული მცენარე ნელა იზრდება, გამოიყურება ცუდად და როგორც წესი, იძლევა ცუდ მოსავალს.

დაწვრილებით ვირუსის შესახებ

ზოგიერთი გროვერი ამტკიცებს, რომ დაავადებამ ცუდად იმოქმედა მათ მოსავალზე, იმ დროს, როდესაც სხვები ამას უარყოფენ, იმასაც კი ამტკიცებენ რომ ვირუსი არ ვრცელდება კანაბისიზე. მოზაიკის ვირუსის შემოწმება რთულია, ლაბორატორიაშიც კი. ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს მცენარის ზრდის შენელება და ცუდი მოსავალი. თუ მცენარე სწრაფად და ჯანმრთელად იზრდება, სხვა სიმპტომების გარეშე და არ ამჩნევთ დაავადების გავრცელებას, არ იდარდოთ არაფერზე.

სტატიაში წარმოდგენილი ფოტოები შეესაბამება მოზაიკის ვირუსის სიმპტომებს, მაგრამ, არც ერთი შემთხვევა არ იქნა დადასტურებული. რას ფიქრობთ? აქვთ თუ არა ამ მცენარეებს თამბაქოს მოზაიკის ვირუსი?

თამბაქოს მოზაიკის ვირუსი და კანაბისი

სამწუხაროდ, ცოტა მებაღეს გააჩნია მოწყობილობები და საშუალებები ვირუსის არსებობის დასადგენად. არ არის იმის კონკრეტული მტკიცებულებები, რომ კანაბისი შეიძლება დაავადდეს მოზაიკის ვირუსით, გარდა გროვერების შეტყობინებებისა.

ტესტები ხშირად უარყოფითია. ფლორიდის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა შეამოწმა სიმპტომებიანი კანაბისის რამდენიმე მცენარე, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა დადებითი შედეგი ვირუსზე. თუ ფლობთ დამატებით ინფორმაციას კანაბისის ვირუსზე ტესტების დადებითი შედეგების შესახებ, გთხოვთ გვაცნობოთ კომენტარებში.

მსგავსი სიმპტომები ხშირად დაკავშირებულია სხვა პრობლემებთან. მრავალ ზოგად პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომი, მათ შორის არის рН დონის არასწორად შერჩევა, მორწყვის პრობლემები, ფესვთა სისტემის და სხვა სირთულეები, რომლებიც წარმოიშვება გროვერის შეცდომების ან გარემოს პირობების ზემოქმედებით.

დაზიანებული მცენარეები ყოველთვის არ არის ვირუსის გადამტანი. როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით მსგავს სიმპტომებს, ვეცადეთ „დაგვეავადებინა“ სხვა მცენარეები გროურუმში მათი შეხებით. მრვალი ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვირუსი არც ერთხელ არ გადასდებია სხვა მცენარეებს. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა გამოცდილ ბრიდერებთან, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ერთ ბუჩქზე გამოვლენილი ვირუსის სიმპტომები არასდროს გადასდებია სხვა ბუჩქებს.

შეიძლება საქმე მცენარის გენეტიკაშია და სწორედ გენეტიკური ცვლილებების შედეგად ჩნდება ნიშნები. მაგალითად, ექსპერიმენტულ გროურუმში მოხდა PurpleSunset სახეობის რამოდენიმე ბუჩქის კულტივირება და მათ ყველას გაუჩნდა ყვითელი ლაქები. თუმცა, ისინი არ გასჩენია სხვა სახეობის ბუჩქებს საერთო სივრცეში. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, PurpleSunset ჯიშის უფრო მეტი თესლების გაღვივებისას, მცენარე იზრდებოდა სწრაფად და ჯანმრთელი, მაგრამ ზოგიერთ ფოთოლზე კვლავ გამოვლინდა იგივე სიმპტომები, რაც პირველი სეტის დროს. ბრიდერთან აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს გაირკვა, რომ მან სიმპტომები შეამჩნია იმ მცენარეებზე, რომლებიც დიოდის ქვეშ მოჰყავდა, რაც ამტკიცებს სიმპტომების გაჩენას გენეტიკის ფაქტორით და არა ვირუსის.

ფოტოზე წითელი ისარი მიგვანიშნებს PurpleSunset ფოთლებზე მოზაიკურ ზოლებზე. მცენარე იზრდებოდა სწრაფად და ჯანმრთელად, ზოლების მიუხედავად და რამოდენიმე კვირაში ფოთლებმა განაგრძეს ნორმალური ზრდა.

თამბაქოს მოზაიკის ვირუსი და კანაბისი

PurpleSunset მცენარეების სხვა მაკრო ფოტო თესლების იგივე პარტიიდანაა. მათ ქონდათ იგივე მარკირება, რაც დაავადებულებს, მაგრამ მაინც არ იყვნენ დაავადების გამავრცელებლები. იყო თუ არა ეს გენეტიკის შედეგი?

თამბაქოს მოზაიკის ვირუსი და კანაბისი

დასკვნა: ჩვენ ვერ ვიხილეთ დამაჯერებელი დასკვნები (ჯერ) იმის შესახებ, რომ თამბაქოს მოზაიკის ვირუსი ვრცელდება კანაბისის მცენარეზე. TMV- ტრადიციული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა და სხვა ფაქტორებით, ან ვირუსი არსებობდეს ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. ეს არ ნიშნავს რომ კანაბისი არ შეიძლება დაავადდეს ვირუსით, მაგრამ ლაქების გაჩენა დიდად არ უნდა აღელვებდეს მებაღეს.

თამბაქოს მოზაიკის ვირუსი და კანაბისი

კანაბისის ამ მცენარეს აქვს ყვითელი ლაქები და კოპლები, რომლებიც ჩნდება ფოთლების დაავადებულ ნაწილებზე. ეს მოზაიკის ვირუსია? სავარაუდოდ არა.

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ვირუსს შეუძლია დააავადოს კანაფი? ის ფაქტი, რომ სიმპტომები ყოველთვის არ არის გამოწვეული თამბაქოს მოზაიკით, არ ნიშნავს, რომ მისი გაჩენა სრულად არის გამორიცხული.

საშიში არის თუ არა ის მცენარისთვის?

თუ სურათს მთლიანობაში განვიხილავთ, მოზაიკის ვირუსის ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს მცენარის ზრდის შენელება. ეს ნიშნავს, რომ რეალურად არ არის პრობლემები, თუ დაავადებული მცენარე მთლიანობაში ჯანმრთელია და სწრაფად იზრდება, გავრცელების ნიშნების გარეშე.

არ შეშფოთდეთ ვირუსზე, თუ:

  • დაზარალებული მცენარე გარეგნულად ჯანმრთელია და განაგრძობს ზრდას.
  • სიმპტომები არ გადადის სხვა ბუჩქებზე.
  • თუ სიმპტომები გენეტიკურია (მაგალითად დამახასიათებელია ჯიშის ყველა ბუჩქისთვის), მაგრამ სიმპტომები არ ვლინდება სხვა ჯიშის ბუჩქებზე.
  • თუ დარწმუნებული ხართ, რომ სიმპტომების მიზეზი შეიძლება იყოს სხვა პრობლემა, საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, ფესვთა სისტემის პრობლემები, სითბური სტრესი და სხვა.

ვირუსის განსაზღვრა რთულია, რადგან მსგავს სიმპტომებს მრავალი ფაქტორი იწვევს. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თუ არსებობს მოზაიკის ვირუსი, სავარაუდოდ ის მარიხუანას შემთხვევაში შედარებით იშვიათად გვხვდება.

არ ვართ დარწმუნებულები, რომ მარიხუანა შეიძლება დაავადდეს ამ ვირუსით, მაგრამ თუ მაინც მიგაჩნიათ, რომ ხედავთ აღნიშნულ პრობლემას, მცენარეს უნდა მოეპყროთ ისე, როგორც მოზაიკით დაავადებულ სხვა მცენარეებს.

ახლა ცოტა ცუდ სიახლეებზე ვისაუბრებთ. სამწუხაროდ, როცა საქმე ეხება მოზაიკის ვირუსს, მისი მკურნალობის გზები არ არსებობს. დაავადებულ მცენარეს ვირუსი ექნება ყოველთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ ის არ ავლენს აქტიურ სიმპტომებს. თუ მიგაჩნიათ, რომ მარიხუანას აქვს TMV, თქვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს - არ დაუშვათ მისი გავრცელება.

მოზაიკასთან ბრძოლის ერთადერთ პროდუქტიულ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ყველა დაავადებული მცენარის მოშორება, ასევე ნიადაგისაც, რომელზეც ისინი იზრდებოდნენ და ახლოს მდებარე სხვა მცენარეების მაქსიმალური იზოლაცია (ასევე უნდა დაიბანოთ ხელები დაავადებულ მცენარესთან შეხების შემდეგ). საბედნიეროდ, TMV, დიდი ალბათობით, არ მოსპობს თქვენს მცენარეებს და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ყოველივე მოგაყენებთ ზიანს, დაავადებული მცენარეები იზრდება ნელა და შედეგად იძლევიან ნაკლებ მოსავალს.

თუ ოდესმე გინახავთ მოზაიკით დაავადებული კანაბისი, გაგვაგებინეთ!

შესაძლებელია თუ არა, სიმპტომები სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული?

კანაბისის ზოგიერთ მცენარეს შეიძლება ჰქონდეს ისეთი მუტაციები, როგორიცაა ჭრელი შეფერილობა (ორ ფეროვანი ფოთლები), რაც შეიძლება აგერიოთ მოზაიკის ვირუსში. ერთ-ერთი განსხვავებაა, რომ მცენარე აგრძელებს ზრდას და არ ხდება დაავადების ნიშნების გამოვლენა.

შესაძლებელია თუ არა, სიმპტომები სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული

ორ ფეროვანი ფოთლის მაგალითი - გავრცელებული მუტაცია.

შესაძლებელია თუ არა, სიმპტომები სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული

თრიფსი - მცენარეების მავნებელია, რომელსაც ახასიათებს მოზაიკის ვირუსის მსგავსი სიმპტომები.

რამდენადაც მცენარის სხვა პრობლემებს შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები, ყოველთვის კარგად უნდა დააკვირდეთ მათ და შეისწავლოთ ისინი.

აუცილებლად დაადგინეთ დიაგნოზი!

ინფორმაცია ცნობისათვის: როგორ ვრცელდება TMV?

მოზაიკის დაავადებას იწვევს ვირუსი. ის სტაბილურია და შეიძლება შენარჩუნდეს დაბინძურებულ ნიადაგში, ინფიცირებულ ნარჩენებში, თესლების ზედაპირზე ან გარსში, ასევე დამზადებულ თამბაქოს ნაწარმში. ვირუსი ადვილად გადაედება მცენარიდან მცენარეს მექანიკური საშუალებებით.

ეს შეიძლება იყოს ვირუსის გადატანა მუშაობის პროცესში, ღეროს შეხება ინსტრუმენტებით, ან ფოთლების შეხება დაბინძურებული ინსტრუმენტებით, სამოსით ან ხელით.

დაავადების შემდეგ ვირუსისგან „განკურნება“ შეუძლებელია!

ამიტომ აუცილებელია გამოიყენოთ ყველანაირი ძალისხმევა ბაღში ვირუსის მოხვედრის წინააღმდეგ.

სანიტარია და სისუფთავე წარმოადგენს ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლის ძირითად საშუალებას. დაავადებული მცენარეები სასწრაფოდ უნდა მოშორდეს, რათა ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელება. გროვის პროცესში უნდა მოვერიდოთ თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას. ნებისმიერი, ვინც ეწევა თამბაქოს, ან მუშაობს დაავადებულ მასალასთან, მარიხუანასთან მუშაობის დაწყებამდე უნდა დაიბანოს ხელები საპნით.