როდის გადავიდეთ ზრდის ვეგეტაციური ეტაპიდან ყვავილობაზე

იანვარი 11, 2022

ვეგეტაციური ეტაპიდან ყვავილობაზე გადასვლა - მებაღისთვის გადამწყვეტი მომენტია. ადრე გადასვლის შემთხვევაში - მოსავალი იქნება მცირე და თქვენს მცენარეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნას. დაგვიანების შემთხვევაში კი თქვენი მცენარე უბრალოდ აღარ დაეტევა მისთვის განკუთვნილ სივრცეში.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც იქონიებს გავლენას თქვენს გადაწყვეტილებაზე ვეგეტაციიდან ყვავილობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუ არ მოგყავთ აუტომოყვავილეები, თქვენ ფლობთ სრულ კონტროლს გადასვლაზე.

ჩვენი სახელმძღვანელო საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, თქვენს ინდივიდუალურ შემთხვევაში როდის სჯობს ვეგეტაციიდან ყვავილობის სტადიაზე გადასვლა.

შინაარსი

კანაფის ყვავილობის ციკლი

კანაფის ყვავილობის ციკლი

ვიდრე გადავალთ სხვა და სხვა ფაქტორების განხილვაზე, რომლებიც მიგანიშნებენ გადასვლის დროზე, მოკლედ შეგახსენებთ თქვენი მცენარის ზრდის ძირითად ციკლსა და მისი ეტაპების დაახლოებით ხანგრძლივობას:

  • თესლების გაღვივება: 1-2 კვირა
  • ჩითილები: 2-3 კვირა
  • ვეგეტაციური ფაზა: 2-8 კვირა
  • ყვავილობა 6-10 კვირა
  • მოსავლის აღება.

ამ ეტაპების ხანგრძლივობაზე გავლენას თავად მცენარის ჯიში ახდენს, ამიტომ, მცენარის მოყვანამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ კარგად შეისწავლეთ ჯიში.

როგორ გადავიდეთ ვეგეტაციის სტადიიდან ყვავილობაზე

მთელი არსი სინათლის გრაფიკშია. როდესაც მცენარე ვეგეტაციის მდგომარეობაშია, მას სჭირდება მეტი სინათლე მწვანე მასის ასაკრეფად, მინიმუმ 18 საათი დღეში. მებაღეების უმეტესობა იყენებს განათების რეჟიმს 18-6, თუმცა ზოგი 24-0 ამჯობინებს.

როდესაც გადაწყვეტთ, რომ ყვავილობაზე გადასვლის დროა, აუცილებელია განათების ხანგრძლივობის შემცირება. საუკეთესოა გრაფიკი 12-12.

როგორ გავიგოთ, თუ როდის უნდა მოვახდინოთ გადასვლა? მოგახსენებთ ყველა ფაქტორს, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

შტამები

რეალურად არსებობს გენეტიკური სხვაობა სატივასა და ინდიკას შორის და მათი ქცევა ყვავილობის დროს სრულიად განსხვავებულია.

ინდიკას შტამები, როგორც ცნობილია, იძლევიან სატივასთან შედარებით უფრო გაბუჩქულ, დაბალ მცენარეებს. ისინი სიმაღლის მეოთხედიდან ნახევრამდე იკრეფენ ყვავილობის სტადიაზე, ამიტომ, მოსავლის მაქსიმალურად გასაზრდელად, უმჯობესია ვეგეტაციის სტადიის გახანგრძლივება.

შტამები

ცნობილია, რომ სატივა შედარებით მაღალია და ყვავილობის სტადიაზე ბევრად უფრო იზრდება, ზოგჯერ მისი სიმაღლე ყვავილობიდან მოსავლის აღებამდე ორმაგდება კიდეც.

თუ თქვენ აირჩიეთ ჰიბრიდული ჯიში, მოიძიეთ გროურეპორტი, ან კითხეთ რჩევა გამოცდილ გროვერს.

ასაკი - მხოლოდ ციფრებია

გროვერების ნაწილი ვეგეტაციის სტადიის საუკეთესო დროდ 2 თვეს მიიჩნევს, მაგრამ ეს დრო ყოველთვის როდია საუკეთესო. უნდა გვახსოვდეს, რომ ყვევილობის ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება ბევრად რთულია, ამიტომ, პერიოდების ცვლილებამდე, აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარე სრულიად ჯანმრთელია.

თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრ საკითხში იქონიებს გავლენას მცენარის ასაკი. თუ გსურთ მოსავლის მაქსიმალური რაოდენობის მიღება, მცენარე ვეგეტაციის სტადიაზე უნდა გააჩეროთ 60 დღემდე.

ხშირ შემთხვევაში ზრდისთვის განკუთვნილი სივრცე ზღუდავს მებაღეს, ამიტომ რეკომენდირებულია ყვავილობის სტადიაზე გადასვლა მანამ, სანამ მცენარე ძალიან დიდი გაიზრდება.

მცენარის სიმაღლე

მხოლოდ თქვენ იცით, თუ რა სივრცეა საჭირო თქვენი მცენარისთვის. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გააჩერებთ მას ვეგეტაციის სტადიაზე, მით უფრო მაღალი გაიზრდება ის. თუ ეს ეტაპი ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა, მცენარე შეიძლება მიუახლოვდეს ნათურებს და მიიღოს დამწვრობა.

ზოგადი პრაქტიკული წესია - არასდროს მოათავსოთ განათება მცენარესთან 30 სანტიმეტრზე ახლოს.

მოყვანის მეთოდები

მოყვანის მეთოდები

მოყვანის მეთოდი ან მისი ვარჯიში - ყოველივე იმოქმედებს ვეგეტაციური ეტაპიდან ყვავილობის ეტაპზე გადასვლაზე. როგორც წესი, ძლიერი სტრესის მეთოდები ნიშნავს, რომ თქვენს მცენარეს დასჭირდება მეტი დრო მწვანე მასის განვითარებისთვის, ხოლო დაბალი დონის სტრესის მეთოდები ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ყვავილობაზე ადრე გადასვლა.

მწვანე ეკრანის (SCROG) მეთოდის გამოყენებისას, როდესაც დადებთ მცენარის თავზე ჰორიზონტალურად ბადის ეკრანს, დატოვეთ მცენარე ვეგეტაციის სტადიაზე მანამ, სანამ ის არ ამოსცდება ბადეს. პერიოდი დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ მოწყობილ ინდივიდუალურ სივრცეზე, მაგრამ ძირითადად ეკრანები თავსდება მცენარიდან 30-60 სმ. სიმაღლეზე.

მაღალი დატვირთვის მეთოდები

თუ გსურთ უხვი მოსავლის მიღება, დატოვეთ მცენარე ვეგეტაციის სტადიაზე დიდი დროით, ეს მოახდენს მისი სიმაღლის კონტროლს. ასევე, თუ გასამრავლებლად მოჭრით ძირითად ღეროს, ეს მაღალი სტრესის მეთოდიც ასევე მოითხოვს ვეგეტაციის ხანგრძლივ პერიოდს, რათა დარწმუნდეთ, რომ მცენარე ჯანმრთელია და მზად არის ყვავილობისთვის.

მცენარის მოყვანა ღია გრუნტში

თუ მცენარე ღია გრუნტში მოგყავთ, ის თავისთავად ყვავილობს. ძირითადად სეზონთან შესაბამისობაში, როდესაც დღე 12 საათზე ნაკლები ხდება. ზოგიერთი კლიმატური პირობა აფერხებს ბუნებრივ სინათლის ციკლს და ვეგეტაციიდან ყვავილობაზე გადაყვანა შეიძლება თქვენ მოგიწიოთ. აქაც მოქმედებს იგივე წესები, რაც დახურულ გრუნტში მოყვანის დროს. საჭიროა შეამციროთ სინათლის მიწოდება დღეში 12 საათამდე.

მაშინაც კი, თუ ბუნებრივი სინათლის ციკლი მცირდება 12 საათამდე, ზოგჯერ მცენარეს მაინც უჭირს ყვავილობაზე გადასვლა. ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს ხელოვნურ განათებასთან - გარეგანათება, ლამპიონები და ა.შ.

აუტომოყვავილე ჯიშები

თუ მოგყავთ აუტომოყვავილე ჯიში, მცენარე ყვავილობას იწყებს განათების რეჟიმისგან დამოუკიდებლად. ამიტომ არის ასეთი ჯიშები იდეალური ღია გრუნტში მოსაყვანად.

ზოგადად აუტომოყვავილეები ვეგეტაციიდან ყვავილობის სტადიაზე დაახლოებით 3-4 კვირაში გადადიან. ყვავილობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯიშზე.

მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სინათლის რეჟიმს და ყვავილობაზე გადასვლის მომენტს, მცენარე უკეთეს მოსავალს იძლევა იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს მისი სასიცოცხლო ეტაპისთვის რეკომენდირებული სინათლის რაოდენობას. თუ მცენარე ვეგეტაციის სტადიაზე მიიღებს სინათლეს 18 საათის განმავლობაში, თქვენ მიიღებთ ძლიერ და ჯანმრთელ მცენარეს და შესაბამისად კარგ მოსავალს.

ყვავილობის სტადია

ჯიშების უმრავლესობისთვის ის შეადგენს 7-დან 10 კვირამდე, ზოგიერთი ჯიშის შემთხვევაში შეიძლება 12 კვირაც გაგრძელდეს. ხშირ შემთხვევაში თქვენ გაქვთ 2-3 კვირიანი ფანჯარა, როდესაც შეძლებთ მოსავლის აღებას, მაგრამ თუ მცენარეს უფრო დიდი ხანი გააჩერებთ, მოსავალი გაიზრდება ახალი ყვავილედების ფორმირების შესაბამისად.

ნაადრევი ყვავილობა

მართალია გროვერები უმეტეს შემთხვევაში იყენებენ ფემინიზირებულ თესლებს, აუცილებელია ყოველთვის დროულად გაარკვიოთ მცენარის სქესი და შესაბამისი მეთოდით დაამუშავოთ მამრი მცენარეები.

თუ იყენებთ მაღალი სტრესის ზრდის მეთოდს, ნაადრევმა ყვავილობამ შეიძლება თქვენი მცენარე ჰერმაფროდიტად აქციოს, ამიტომ ყოველთვის უნდა მიაქციოთ ამ საკითხს ყურადღება თქვენი პლანტაციის რეგულარული შემოწმების დროს. თუ შეამჩნევთ ჰერმაფროდიტ მცენარეს, უმჯობესია გაანადგუროთ ის, რათა შეზღუდოთ მისი მოქმედება სხვა მცენარეებზე. თუ შეამჩნევთ, რომ ჩნდება რამოდენიმე მამრი ყვავილი, მოჭერით ისინი, მტვერი კი გაასტერილეთ წყლით.