პსილოციბინური სოკოები: სახეობები და მოხმარება

ივნისი 5, 2020

შინაარსი

პსილოციბინური სოკოები - სოკოს სახეობების ერთობლიობაა, რომლებიც შეიცავენ პსილოციბინს . ეს ნივთიერება გახლავთ ალკალოიდი და აქვს ისეთივე ჰალუცინოგენური მოქმედება, როგორც LSD- ს . პირველად ის 1975 წელს იყო აღმოჩენილი Psilocybe mexicana სოკოში. არსებობს 180-ზე მეტი სოკოს სახეობა, რომელიც შეიცავს პსილოციბინს . ხშირ შემთხვევაში ამ ნივთიერების რაოდენობა მცენარეში, არ აღემატება 0,2-0,3%-ს (მაქსიმუმ 1%). უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძლიერი ნარკოტიკული ეფექტის გამო სოკო აკრძალულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.

სახეობები

სოკოების დიდი ნაწილი, რომელიც შეიცავს პსილოციბინს , პატარა ზომისაა. მათ აქვთ ყავისფერი ან მოყვითალო - ყავისფერი ქუდი, რის გამოც საკმაოდ ადვილია მათი არევა სოკოს სხვა სახეობებთან, რომელთაც არ აქვთ ფსიქოაქტიური ეფექტი. სტატიაში წარმოდგენილია ამ ოჯახის სოკოების ძირითადი ჯიშები.

Psilocybe semilanceata

ფსიქოაქტიური თვისებების გამო, ხალხში ამ სოკოს, ხშირად „ მხიარულას “ უწოდებენ. სიმაღლეში ის 4-10 სანტიმეტრს აღწევს. ქუდი გლუვია , მომრგვალო, ან კონუსური ფორმის (ზევით მას შეიძლება პატარა ბორცვი ქონდეს). მისი ფერი შესაძლოა ვარირებდეს ბეჟიდან ყავისფერში . ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქუდზე იყოს ოდნავ შესამჩნევი ზოლები. ფეხი თითქმის ყოველთვის ქუდზე ღია ფერისაა, თხელი, დრეკადი და გლუვი. კანი შორდება მარტივად, განსაკუთრებით ახალგაზრდა ეგზემპლარებს. დაზიანებისას რბილობი შრება და ლურჯდება. იზრდება ტენიან ადგილებში. მოსაკრეფად საუკეთესო დრო - აგვისტოს ბოლო - იანვრის შუა პერიოდია.

პირველი ეფექტი იგრძნობა მოხმარებიდან 20-25 წუთში. ზოგ შემთხვევაში, 10 წუთიც საკმარისია. მოქმედების პიკი დაახლოებით 1-1,5 საათში დგება და 2-3 საათი გრძელდება. შემდეგ, რამოდენიმე საათის განმავლობაში ხდება ეფექტის აქტიურობის დაქვეითება. ჯამში ეფექტი გრძელდება 4-7 საათის განმავლობაში. თუმცა, უარყოფითი ეფექტები შესაძლოა რამოდენიმე დღე შენარჩუნდეს. ამ სოკოს გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს გონების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. რიგ შემთხვევებში, მდგომარეობიდან გამოსასვლელად არა მხოლოდ მედიცინის მუშაკების, არამედ ფსიქიატრების დახმარება ხდება საჭირო.

Psilocybe semilanceata

Panaeolus campanulatus

ამ სოკოს - პეპლისებურ პანელოუსს უწოდებენ. მისი სიმაღლე მერყეობს სამიდან შვიდ სანტიმეტრამდე. ფეხი სწორია, თხელი და შიგნით ცარიელი. ახალგაზრდა სოკოს ფეხი მოწითალოა , მოზრდილის - შავი - ყავისფერი . ქუდი არასდროს არის ბრტყელი, უმეტესად აქვს გაშლილი ქოლგის ფორმა. ზედაპირის ფერი შეიძლება იყოს სხვა და სხვა: თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი ან მოწითალო. ხშირად მას აქვს მუქი ყავისფერი ლაქა ცენტრში. სოკოს რბილობი ნაცრისფერია, არ აქვს მკვეთრად გამოხატული სუნი და გემო.

პანელოუსი ძირითადად იზრდება ჯგუფებად, იშვიათად გვხვდება თითო-თითო. იზრდება იქ სადაც მაღალი ბალახია და ტენი, მაგალითად მდინარეების ნაპირებზე. მოსაკრეფად საუკეთესო დრო არის აპრილიდან დეკემბრამდე. სოკოს მოხმარება იწვევს ძლიერ ჰალუცინაციებს და კუჭის მოქმედების დარღვევას.

Panaeolus campanulatus

Psilocybe mairei

სიმაღლეში სოკო აღწევს 3-10 სანტიმეტრს. ქუდის ფორმა იცვლება სოკოს ასაკის შესაბამისად: ახალგაზრდა სოკოს ის კონუსისებური აქვს, შემდეგ ხდება შედარებით მრგვალი. დიდ სოკოებს ქუდი ბრტყელი აქვს, ზოგჯერ ზევით აპრეხილი. მშრალი კლიმატის პირობებში ზედაპირი ყვითელია, სინესტეში - წაბლის ფერი. დაზიანებისას რბილობი ხდება ცის ფერი. ფეხი მყიფეა, თხელი, ძირითადად სწორი ან ოდნავ მოღუნული. მისი ფერი უფრო ხშირად თეთრია, ქვევით მოყავისფრო. წელიწადის მშრალ დროს, შესაძლოა დაჰკრავდეს ცისფერი ელფერი. სოკოები ძირითადად გვხვდება ჯგუფებად, ან მარტო წაქცეულ ხეებზე ან ნესტიან ბალახში. მისი მოკრეფის საუკეთესო დრო აგვისტოდან დეკემბრამდეა.

Psilocybe mairei

Deconica montana

ამ სოკოს - მთის პსილოციბეს უწოდებენ. იზრდება 3-8 სანტიმეტრი. ქუდის ფორმა არის როგორც მომრგვალებული, ასევე ცოტა გაწელილი. ფერი დამოკიდებულია კლიმატზე: მშრალ კლიმატში - მონაცრისფრო - ყავისფერია , მაღალი ტენიანობის დროს - ყავის ფერი. ქუდის ნაპირები უსწორმასწოროა . ფეხი ყავის ფერია (ძირითადად ქუდზე ღია ფერის), მოღუნული და ძირისკენ შედარებით სქელი. იზრდება ხავსთან , გვიმრებთან და ლიქენებთან ახლოს. მოსაკრეფად საუკეთესო დროა ივლისის ბოლო - დეკემბრის დასაწყისი.

Deconica montana

Psilocybe cyanescens

სოკოს სიმაღლე 2,5-5 სანტიმეტრია. ახალგაზრდა სოკოს ქუდი მომრგვალო აქვს, მოზრდილს უბრტყელდება . მისი ნაპირები უსწორმასწოროა , ტალღოვანი, შესაძლოა ჰქონდეს ცისფერი ლაქები. ზედაპირის ფერი შეიძლება იყოს როგორც ყავისფერი, ასევე მოწითალო, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ყვითელი სოკოები. ფერი იცვლება ამინდის შესაბამისად: თუ დიდი ხანი არ ყოფილა წვიმა, ის იქნება ღია ყვითელი, მაღალი ტენიანობის დროს კი შედარებით მუქი. დაზიანებისას რბილობი ხდება მოლურჯო - მწვანე . სოკოს ფეხები ხშირად შეეზრდება ხოლმე ერთმანეთს. ისინი თხელია, თეთრი, ასაკთან იძენს ლურჯ ელფერს. ძირითადად იზრდება ტყის და გზის ნაპირებზე, საძოვრებზე. ყველაზე მოსავლიანია შემოდგომაზე. სოკოს მოხმარებას მივყავართ სმენის და მხედველობის დაქვეითებამდე , ასევე იწვევს ძლიერ ჰალუცინაციებს.

Psilocybe cyanescens

Protostropharia semiglobata

სოკოს სიმაღლე 5-13 სანტიმეტრია. ახალგაზრდა ნაყოფს ქუდი გახსნილი ქოლგის ფორმის აქვს, შედარებით დიდს - ბრტყელი. ფერი გვხვდება ღია ყვითელი, ასევე მოყვითალო - ყავის ფერი. ძირითადად ცენტრში ზედაპირი უფრო მუქია, ვიდრე ნაპირებზე. ამ ჯიშის განმასხვავებელია ძირისკენ შესქელებულ სწორ ფეხზე არსებული თეთრი ან მოყვითალო წრე. სოკოს მოკრეფა სასურველია ზაფხულსა და შემოდგომაზე. იზრდება ჯგუფებად, მარტო გვხვდება ძალიან იშვიათად. რამდენადაც ეს სოკო შეიცავს მცირე რაოდენობით ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ის იჭმევა და არ აქვს ძლიერი ჰალუცინოგენური ზემოქმედება.

Protostropharia semiglobata

მოხმარება

პსილოციბინური სოკოების მოხმარების ისტორია ითვლის დაახლოებით შვიდ ათასწლეულს. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ მათ როგორც ჰალუცინოგენებს , სხვა და სხვა რიტუალებში . დღეისათვის ეს საშიში სოკოები უფრო ფართოდ გამოყენებადი ფსიქოდელიკებია .

ზემოქმედება

ჰალუცინოგენური სოკოების მოქმედ ნივთიერებას პსილოციბინი წარმოადგენს. სოკოს საკვებში გამოყენებისას, ორგანიზმში პსილოციბინი გარდაიქმნება პსილოცინად . სწორედ ის ახდენს ნარკოტიკულ ზემოქმედებას.

რთულია წინასწარ განისაზღვროს ადამიანის რეაქცია მისი მიღების შემდეგ. ეფექტის ინტენსივობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ პირობებსა და პიროვნული თავისებურებებზე. სოკოს მოქმედების პირველი ნიშნები შესაძლებელია შეიმჩნეოდეს მოხმარებიდან 20 წუთში. მთლიანობაში ეფექტი ნარჩუნდება 6 საათამდე. თავიდან იგრძნობა გულის რევა, აღგზნება, შიში. ზოგს ეჩვენება, რომ გიჟდება. ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ძილსა და სიფხიზლეს შორის. შესაძლებელია აღინიშნოს ხასიათის ცვალებადობა, სმენის და მხედველობითი ილუზიები, იკარგება დროის აღქმის უნარი. ჩნდება ძილიანობა, ქავილი, ადამიანს აციებს და იმატებს მგრძნობელობა სინათლის მიმართ. ადამიანის ქცევა ხდება აგრესიული, უარყოფითი ეფექტებიდან უნდა აღინიშნოს თავის ტკივილი, სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, გულის ცემის აჩქარება და თვალის გუგების გაფართოება.

თუ სოკოს იყენებთ საკვებში მუდმივად, მოსალოდნელია მეხსიერების დარღვევა, მოტივაციის დაქვეითება, პანიკის შეტევები, ოპტიკური ჰალუცინაციები. ზოგ შემთხვევაში ილუზიები შეიძლება ჩნდებოდეს კვირების და წლების შემდეგ, როდესაც ადამიანი შეწყვეტს ამ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებას.

ჰალუცინოგენური სოკოები არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, ხოლო ფსიქიკური დამოკიდებულება საკმაოდ სუსტია. შეჩვევა ხდება მხოლოდ ხანგრძლივი მოხმარების დროს. სხვა და სხვა სოკოებში პსილოციბინის რაოდენობა განსხვავებულია, ამიტომ დოზის განსაზღვრა რთულია, რაც სოკოს მოხმარებას საშიშს ხდის.

მოხმარება და დოზირება

სოკოს მოხმარება შეიძლება ნებისმიერი ფორმით. უფრო გავრცელებულ ვარიანტს წარმოადგენს მშრალი სოკოს ჭამა ან მოწევა. სტანდარტულ დოზად მიიჩნევა 2 გრამი მშრალი სოკო. ბევრს არ მოსწონს მისი გემო და შესანიღბად ურევენ არაქისის კარაქს ან ამზადებენ ჩაის.

თუ სოკოს მოიხმართ უმად, ეფექტის მისაღებად საკმარისია 30 გრამი. ეს რაოდენობა გათვლილია ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ მათი მოხმარების გამოცდილება და იციან შედეგები. პირველი ცდისთვის საკმარისია შემოიფარგლოთ 15 გრამით.

სოკოს მიღება სასურველია უზმოზე, ამგვარად მაქსიმალურ შედეგს უკვე 1 საათში იგრძნობთ. ერთ-ორ საათში ეფექტი შესუსტდება და შესაძლებელია დოზის მომატება, რეკომენდირებულია კიდევ 7-15 გრამი. ნედლ სოკოს არასასიამოვნო გემო აქვს.

თუ სოკო დამუშავდა თერმულად, ან გაშრა ბუნებრივ პირობებში, ეს არ იმოქმედებს მის ჰალუცინოგენურ თვისებებზე. გამოცდილი ადამიანისთვის საკმარისია 5 გრამი. დამწყებისთვის 2,5.

პსილოციბინური სოკოების ჩაი

ჩაის მოსამზადებლად რეკომენდირებულია აიღოთ 60 გრამი სოკო და დაასხათ 0,5 ლიტრი წყალი. ხარშვისას წყლის ნაწილი აორთქლდება. აუცილებელია წამოვადუღოთ ნარევი და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე ადუღებიდან დაახლოებით ნახევარი საათი. ამ დროს ნივთიერება სოკოდან გადადის წყალში. უნდა გადავწუროთ წყალი და მოვათავსოთ ჩაის პაკეტი. შემდეგ შესაძლებელია თაფლის დამატება. თუ ეფექტი არ იქნება ძლიერი, შეგიძლიათ ნახარშში დარჩენილი სოკო მიირთვათ.

რეკომენდაციები მოხმარებამდე

სოკოსგან მიღებული ეფექტი დამოკიდებულია მომხმარებლის განწყობაზე და გარემოზე. ამიტომ მნიშვნელოვანია მოიხმაროთ მშვიდ გარემოში, მაგალითად პარკში ან სახლში. ნარკოტიკული ნივთიერებები გააძლიერებს მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ადამიანი: თუ ის მხიარულია, შეუძლია მიაღწიოს ეიფორიის მდგომარეობას, თუ მოწყენილია - დეპრესიას.

თუ სოკოს მოიხმართ პირველად, უკეთესია გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მოვლენებს დააკვირდება. სასურველია მასაც ქონდეს გამოცდილება ამ საქმეში.

არ მიიღოთ ერთჯერადად დიდი პორცია . უმჯობესია დაიწყოთ ნახევარი პორციით , მეორე ნახევარი კი ერთ საათში დაამატოთ.

არ არის რეკომენდირებული პსილოციბინების მიღება ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიირთვათ სოკო შოკოლადთან ერთად. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტს.

უმჯობესია მიიღოთ სოკო არა უმეტეს ერთი მიღებისა თვეში.

არ არის რეკომენდირებული მიღება ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ფსიქიური დაავადებები, ამან შეიძლება გაართულოს მდგომარეობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ ქვეყანაში სოკოს მიღება არაკანონიერია, რადგან მისი მოქმედების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. სასიკვდილო მოწამვლა ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ არაკონტროლირებად ქცევას მივყავართ ლეტალურ შედეგებამდე. ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ, ნეგატიური შეგრძნებები და უარყოფითი ეფექტები შეიძლება 5-6 საათი შენარჩუნდეს. ამ დროს უნდა მოერიდოთ ყველანაირ საქმეს და საჭის მართვას. სოკო შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის. არ არის რეკომენდირებული სოკოს მოხმარება გულის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების და ასთმის დროს. ორსულობის დროს გამოყენება იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ნაყოფის პათოლოგიებს ან მის დაკარგვას. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სოკოს მოხმარების შეწყვეტა არ ნიშნავს მისი ორგანიზმზე ზემოქმედების შეწყვეტას.