კანაბისის მოყვანა სათბურში
შინაარსი
- სათბური კანაბისის გროვინგისთვის
- კარკასი
- რით დავფაროთ სათბური?
- ფუნდამენტი
- სათბურის გაბარიტები
- სად უნდა განთავსდეს სათბური?
- მიწა, ვენტილაცია და მორწყვა სათბურში
- როგორ მოვამზადოთ ნიადაგი?
- როგორ მოვაწყოთ სავენტილაციო სისტემა?
- როგორ მოვრწყათ?
- როგორ მოვიყვანოთ კანაბისი სათბურში?
- დადებითი მხარეები
- სათბურში კულტივირების ძირითადი პრობლემები.
შეიძლება ითქვას, რომ სათბურის პირობებში კანაბისის მოყვანა ოქროს შუალედია ინდორულ და აუთდორულ მეთოდებს შორის. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ჩრდილოეთ რეგიონებში და კომერციული წარმოების დროს, რამდენადაც მას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს კანაფის სეზონის პერიოდის გაზრდის თვალსაზრისით. მარიხუანას მოსაყვანი სათბურის კონსტრუქცია თითქმის არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი სათბურის კონსტრუქციებისგან, მათი აწყობა მარტივია, სათბურის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მებაღეობის მაღაზიაში. ასეთი მეთოდით, თითქმის ყველა ჯიში შეძლებს პოტენციალის სრულად გახსნას, თუმცა შესაბამისი ჯიშების შერჩევის შემთხვევაში მოსავალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
სათბური კანაბისის გროვინგისთვის
სათბურის კონსტრუქცია დახურული ტიპის არის, რომელიც გამჭვირვალე დამათბობლით არის დაფარული. ის თავსდება ღია ცის ქვეშ. მცენარე ვითარდება საკუთარ მიკროკლიმატში, რომელიც მებაღის მიერ კონტროლდება. მცენარე სინათლის ენერგიით მარაგდება მზისგან. ასეთ კონსტრუქციებში ქმნიან ხელოვნურ ან ნატურალურ ვენტილაციის სისტემას და იყენებენ წინასწარ მომზადებულ შემავსებელს: სუბსტრატს ან გრუნტს.
კარკასი
სათბური შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
- კარკასი;
- საიზოლაციო მასალა;
- ფუნდამენტი.
კარკასის ფუნქციას ასრულებს მილები, ფიცრები, თაბაშირმუყაოს პროფილი, მეტალოპლასტიკური ნაკეთობები და სხვა. მთავარია უზრუნველყოთ სიმყარე და მან შეძლოს გადასახური მასალის დაჭერა ძლიერი ქარის და წვიმების დროს. ყველაზე ხშირად სათბური მოწყობილია არკის ან კონუსის მსგავსად, ამისათვის გარკვეული მიზეზები არსებობს - მასალის და სახსრების ეკონომია, კომფორტული მოხმარება და ნალექებისგან დაცვა.
რით დავფაროთ სათბური?
კარკასის დაფარვა შეიძლება სხვა და სხვა სახის ფირით, არსებობს სპეციალური სათბურის ფირიც. დააფარეთ რამოდენიმე პირი პოლიეთინის ფირი, ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა. გამოცდილი გროვერები გირჩევენ გამოიყენოთ ჰაეროვან-ბუშტუკოვანი ფირები, რომლებიც ეფექტურად ფანტავს სინათლის სხივებს და აქვს იდეალური თერმო იზოლაცია. ბოლო დროს ხშირად ხშირად აგრობოჭკოს იყენებენ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნებისთვის არის გათვლილი. ეს უნიკალური მასალაა, რომელიც შექმნილია სუფთა პოლიპროპილენის ბოჭკოსგან. მისგან არ გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, აქვს მცირე მასა, წყლისა და ჰაერის გაუმტარია. აგრო ბოჭკოში გადის დიდი რაოდენობით მზის სინათლე, ამავდროულად პირდაპირი სხივები იჩრდილება.
მაღაზიებში შეხვდებით არმირებულ ფირს, მისი შეძენა რეკომენდირებულია დიდი გაბარიტების სამრეწველო პლანტაციების მფლობელებისათვის. სათბურების გადასახურად ასევე გამოიყენება პოლიკარბონატული პანელები. არ გირჩევთ კანაბისისთვის ულტრაიისფერი სხივების გაუმტარი საფარის შეძენას, რადგან ულტრაიისფერი ნაკადი, თუ დავუჯერებთ კვლევებს, პოზიტიურად მოქმედებს ტგკ-ს კონცენტრაციაზე.
ფუნდამენტი
ეს ელემენტი 3 სახეობისაა. პირველი მხოლოდ კარკასის საფუძვლის, სამაგრისთვის გამოიყენება, რომელიც საძირკველში ამაგრებს დანარჩენ ნაწილს. მეორე ვარიანტი არა მხოლოდ იჭერს მას, ასევე იცავს სათბურში არსებულ ნიადაგს მავნე მწერებისა და ნივთიერებებისგან, უხვი ნალექის შემდეგ წყლისგან. ამ ყოველივეს გრუნტში მნიშვნელოვანი ჩაღრმავება უზრუნველყოფს.
ფუნდამენტის მესამე სახეობა ისხმება კონსტრუქციის მთელ ფართზე, გარკვეულ სიღრმეზე და ახდენს მის იზოლაციას ღია გრუნტისაგან. ამ სახის ფუნდამენტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ დრენაჟის აუცილებლობა და მის ფუნდამენტში გააკეთოთ სპეციალური არხები. ფუნდამენტს ეყრება სპეციალურად შეძენილი შემავსებელი. ფუნდამენტის დამზადება შეიძლება ჩვეულებრივი ბეტონისა და მეტალისაგან.
სათბურის გაბარიტები
ბოლო დროს, სულ უფრო მეტი გროვერი აღარ ამზადებს კონსტრუქციას დამოუკიდებლად და იყენებს მზა სათბურებს. არჩევანი დიდია, რადგან მწარმოებლებმა იციან მებაღეების მოთხოვნები და მუდმივად აუმჯობესებენ საქონელს. თქვენ შეძლებთ კომპაქტური სათბურის შეძენას, რომელიც ადვილად იშლება და მისი გადატანა ზურგჩანთითაც კი არის შესაძლებელი. ასევე შეძლებთ სერიოზული მეტალოპლასტიკის კონსტრუქციის შეძენას, რომელსაც დაამზადებენ თქვენი ყველა სურვილის გათვალისწინებით. სათბურებს კომპლექტში მონტაჟისთვის საჭირო ყველა კომპონენტი მოჰყვება.
სათბურის გაბარიტებს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს. გაბარიტები დამოკიდებულია მიზნებზე, შესაძლებლობებსა და სხვა და სხვა ფაქტორებზე. რამოდენიმე ავტომოყვავილე ბუჩქისთვის საკმარისი იქნება 2х4 მეტრი ფართის და 1,5მეტრი სიმაღლის სათბური. თუ გეგმაში გაქვთ ფოტოპერიოდულების გაზრდა, სიმაღლის მინიმუმ ნახევარი მეტრით მომატება მოგიწევთ. თუ მთელი წლის მარაგის მოყვანას აპირებთ, ცხადია ფართის გაზრდა მოგიწევთ. სიგანე ხშირ შემთხვევაში 2 მეტრი რჩება. კანაბისს 2 მწკრივად რგავენ, შუა ნაწილი, რომელიც ყველაზე მაღალია რჩება, განკუთვნილია მებაღის გადასაადგილებლად. ერთი სტრეინი ჯანსაღი და სწრაფი ზრდისთვის საჭიროებს 25-30 კვადრატულ სანტიმეტრს. სტრესული ვარჯიშების გამოყენებით კულტივირებისას 1 კვადრატულ მეტრზე რეკომენდირებულია 2-3 ფოტოპერიოდული და 4-6 ავტომოყვავილის დარგვა.
სად უნდა განთავსდეს სათბური?
სათბურის განთავსება ღია სივრცეში სჯობს. მოძებნეთ ისეთი ლოკაცია, სადაც მცენარე დღის განმავლობაში მზის სინათლის მაქსიმალურ რაოდენობას მიიღებს. მოერიდეთ ხეებს, მაღალ შენობებს, რათა არ იყოს ჩრდილი. არ გირჩევთ კონსტრუქციის დაბლობში და ნალექების დაგროვების ადგილებში დადგმას, რადგან ასეთ შემთხვევაში ნიადაგი მუდმივად ტენიანი იქნება, რაც მრავალ არასასიამოვნო შედეგს გამოიწვევს. თუ კედლები სრულად ან ნაწილობრივ გამჭვირვალეა, იზრუნეთ საკუთარ და მცენარის უსაფრთხოებაზე, არ განათავსოთ სათბური ხალხმრავალ ადგილზე.
მიწა, ვენტილაცია და მორწყვა სათბურში
როგორ მოვამზადოთ ნიადაგი?
როგორ წესი, სათბურებისთვის გამოიყენება ბუნებრივი შემავსებელი, თუმცა ნაყიდი ნიადაგის გამოყენებაც არის შესაძლებელი. ხშირად ასეთი კონსტრუქციები იდგმება ბაღსა და ბოსტანში, ამიტომ არსებული გრუნტის გამოყენება მისაღებია. სათბურისა და აუთდორისთვის ნიადაგის მომზადების წესი თითქმის არ განსხვავდება, თუ აუთდორის გამოცდილება გაქვთ სათბურსაც კარგად გაუმკლავდებით.
კანაბისისთვის აუცილებელია კარგად დრენირებადი ნიადაგი, საუკეთესო ვარიანტია ნიადაგი ქვიშის შემცველობით. თიხის გამოყენება არ ღირს, რამდენადაც ის არ ატარებს ჰაერსა და ტენს. ჩვეულებრივი შავი მიწა გამოიყენება კერამზიტთან ერთად, იმისათვის, რომ გაიზარდოს დენაჟის თვისებები და გაუმჯობესდეს ფესვებისთვის ჟანგბადის მიწოდება.
მებაღეების მნიშვნელოვანი ნაწილი იძენს გრუნტს უშუალოდ მცენარის დარგვის ადგილზე გამოსაყენებლად. ისინი თხრიან 1 მეტრი სიღრმის 60х60სმ ორმოს და ავსებენ მას მომზადებული ნიადაგით. ეს გახლავთ ფესვების განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფის შედარებით მარტივი მეთოდი.
ნიადაგში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა და სხვა სახის ორგანული წარმომავლობის მასალები, მაგალითად ტორფი, ქოქოსის ბოჭკო, მინერალური ბამბა, ვერმიკულიტი და სხვა. ისინი დაგეხმარებიან ნიადაგში ტენის შენარჩუნებაში. იმისათვის, რომ მორწყვის დროს წყალი არ იღვრებოდეს, მცენარის გარშემო გააკეთეთ კრატერის მსგავსი ამაღლება.
როგორ მოვაწყოთ სავენტილაციო სისტემა?
თუ გადაწყვეტთ კანაფის სათბურში მოყვანას, მზად იყავით სირთულეებისათვის, რომელთა შორის მთავარი, გარკვეულ პერიოდებში მაღალი ტემპერატურაა. ზაფხულის პერიოდში თერმომეტრის მაჩვენებელმა 40-50გრადუსს შეიძლება მიაღწიოს. ამიტომ, აუცილებელია სათბურს ჰქონდეს კარგი ვენტილაცია. თუ არ გსურთ დიდი ფინანსური ხარჯის გაწევა, უბრალოდ გახსენით ხოლმე სათბური, ან ამოჭერით პატარა „ფანჯრები“. შიგნით სასურველია დამონტაჟდეს რამოდენიმე ვენტილატორი, რომელიც ცხელ ჰაერს გარეთ გამოიტანს. ასევე შესაძლებელია გროურუმის მსგავსი სრულფასოვანი სავენტილაციო სისტემის აწყობა. გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენი მიზენბის, სურვილების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
როგორ მოვრწყათ?
ორანჟერეაში მარიხუანას მორწყვა შეიძლება როგორც ხელით, ასევე სპეციალური სისტემების დახმარებით. შედარებით ეფექტური ვარიანტი სარწყავი შლანგის გამოყენებაა, რომლის გადაადგილებას სათბურში თავისუფლად შეძლებთ. სისტემის მოსაწყობად დაგჭირდებათ ავზი წყლისთვის, დამნამავი მილები და მართვის ბლოკი.
როგორ მოვიყვანოთ კანაბისი სათბურში?
სათბურში კულტივირება თითქმის არაფრით განსხვავდება სახლის გროვინგისაგან. გამონაკლისი მხოლოდ განათებაა, რომელიც მზისგან და არა ხელოვნური წყაროსგან მიიღება. სათბურში ასევე მარტივდება ტენიანობის რეგულირება და კონტროლი, შეგიძლიათ უბრალოდ გამოაღოთ კარი და გაანიავოთ სათბური.
სათბურის პირობებში გროვერს თესლების გაღვივება ადრევე შეუძლია დაიწყოს, რადგან ტემპერატურა სათბურში ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე გარეთ. სათბურის მეშვეობით, ზოგიერთ რეგიონში კანაფის მოყვანა მთელი წლის განმავლობაში არის შესაძლებელი. საშუალო განედებში კულტივირების სეზონი იწყება გაზაფხულზე და სრულდება ნოემბერში, რაც სეზონზე რამოდენიმე ხარვესტის საშუალებას იძლევა, ხოლო ყველაზე ხანგრძლივად მზარდი ფოტოპერიოდული თესლები ასწრებენ პოტენციალის სრულად გახსნას და აღწევენ მოსავლის რეკორდულ მაჩვენებლებს. ჩრდილოეთ განედებზე უფრო სასარგებლოა სათბურების გამოყენება. თუ აუთდორში ცივი ამინდების დადგომამდე, მოსავლის აღების მოსასწრებად ყველაფრის კეთება სწრაფად გიწევთ, სათბურის გამოყენებისას აჩქარება არ მოგიწევთ.
დადებითი მხარეები
- მცენარე დაცულია ნალექის, ცუდი ამინდის და ყინვისგან;
- განათება უფასო და თვითრეგულირებადია;
- კანაბისი კარგად არის შენიღბული პოტენციური მოწმეებისგან;
- ჩითილის გადარგვა შეიძლება როგორც მიწაში, ასევე კონტეინერში;
- გროურუმთან შედარებით მოვლა მარტივია;
- უკეთ ნარჩუნდება სითბო, რაც ახანგრძლივებს გროვინგის სეზონს;
- ჩნდება ხანგრძლივად მოყვავილე სატივას უსაფრთხო კულტივირების საშუალება;
- ჩრდილოეთ რეგიონების მაცხოვრებლებსაც კი შეუძლიათ ფოტოპერიოდული ჯიშების გაზრდა.
სათბურში კულტივირების ძირითადი პრობლემები
როგორც უკვე ითქვა, ძირითად საფრთხეს მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს. ასევე ხშირად გვხვდება ობი და ფქვილისებრი ნამი. სიცხის ნეგატიური ეფექტის აღმოფხვრა მარტივად არის შესაძლებელი სავენტილაციო სისტემის დახმარებით, რაც შეეხება მეორე პრობლემას, მასთან გამკლავება არც ისე მარტივია. მეორე პრობლემა გამოწვეულია ტენიანობით, მისი კონტროლის რეგულირება კი რთულია, დახურული კონსტრუქციისა და მაღალი ტემპერატურის გამო. პერიოდულად გაანიავეთ სათბური, განსაკუთრებით მორწყვის შემდეგ. თუ შეამჩნევთ მცენარეზე დაავადებების სიმპტომებს, უმალ იმოქმედეთ. მოახდინეთ დაავადებული მცენარეების იზოლირება ჯანმრთელი მცენარეებისგან, რათა სულ არ დაკარგოთ მოსავალი. ობი და ფქვილისებრი სოკო ძალიან სწრაფად ვრცელდება, დროული რეაგირება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადდება მთელი პლანტაცია.