ყველაფერი სამედიცინო მარიხუანას შესახებ
შინაარსი
- რაში მდგომარეობს განსხვავება
- კანაბინოიდები - გამოუკვლეველი ნარევი
- რით დავიწყოთ მარიხუანას ჯიშის შერჩევა
- „ათრობს“ თუ არა სამედიცინო მარიხუანა?
- რომელი დაავადებების მკურნალობა არის შესაძლებელი სამედიცინო მარიხუანას დახმარებით
- რომელი შტამები არის ეფექტური სხვა და სხვა სიმპტომების დროს?
- კანაბისი სხვა და სხვა ჩივილების დროს
- სამედიცინო მარიხუანა საკვებში და ვეიპინგიn
- სამედიცინო მარიხუანაზე გადასვლიდან, რამდენ ხანში შეიძლება სარეცეპტო მედიკამენტების მიღების შეწყვეტა
რაში მდგომარეობს განსხვავება
რაში მდგომარეობს განსხვავება სამედიცინო და არა სამედიცინო მარიხუანას შორის? თუ მაქსიმალურად მოკლედ გიპასუხებთ - განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს. სამედიცინო მარიხუანას სახელწოდება განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი მის მოხმარებაზე და გეხმარებათ თუ არა პრობლემების დროს. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ჯიში მიეკუთვნება ორივე კატეგორიას ერთდროულად, მაგალითად JackHerer. ინდიკას და სატივას კონტექსტში განხილვასაც არ აქვს აზრი, რადგან დღეისათვის არსებული შტამები ინდიკა- სატივას (ან პირიქით) ჰიბრიდებია.
კანაბინოიდები - გამოუკვლეველი ნარევი
დღემდე არ არის ცნობილი, თუ უშუალოდ რომელი კანაბინოიდი მიეკუთვნება მხოლოდ სამედიცინოს (თუმცა კბდ სწორედ სამედიცინოდ ითვლება)და საერთოდ როგორ მოქმედებს სხვა და სხვა კანაბინოიდური ნაერთი ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ, იტალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ახალი კანაბინოიდი - ტეტრაჰიდროკანაბიფოროლი (THCP). მისი მოქმედება ბოლომდე არ არის შესწავლილი. ამას დაამატეთ ყველა არსებული ტერპენული ნაერთი, ფლავანოიდები , ეს ყოველივე ნაერთების კონკრეტულ კლასიფიკაციას შეუძლებელს ხდის. ჩვენ ვეცდებით გაგცეთ პასუხი თქვენს შეკითხვებზე. მივყვებით თანმიმდევრობით .
რით დავიწყოთ მარიხუანას შერჩევა
იმის ნაცვლად, რომ ორიენტირება მოვახდინოთ, არის თუ არა შტამი ინდიკა ან სატივა , ან ვიხელმძღვანელოთ რომელიმე კონკრეტული ასპექტით, აჯობებს შერჩევა გენეტიკით, ცნობილი და დაზუსტებული ეფექტებით და სხვა პაციენტების გამოხმაურებებით დავიწყოთ.
„ათრობს“ თუ არა სამედიცინო მარიხუანა?
მართალია კანაბისის მრავალ ჯიშს აქვს ძლიერი რეკრეაციული ზემოქმედება, ზოგიერთი სტრეინი სრულიად მოკლებულია ფსიქოაქტიურ კომპონენტებს. არა ფსიქოაქტიური სახეობები ძლიერად არ მოქმედებს თქვენს აზროვნებაზე (საერთოდ თუ იმოქმედებს). მსგავსი შტამები შეიცავს ბევრ კანაბიდიოლს და თითქმის არ შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს . როგორც წესი, ასეთი მარიხუანა შფოთვის, უძილობის და კრუნჩხვების დროს არის შედეგიანი.
არ არსებობს მტკიცებულებები, რომ სამედიცინო მარიხუანა „კურნავს“, თუმცა მრავალ პაციენტს ის ბევრად უმსუბუქებს სიმპტომატიკას . ამავდროულად, ხშირად გამოიყენება ტგკ- ს მაღალი შემცველობის კანაფის სახეობები, ტკივილისა და გულის რევის შეგრძნებების დროს.
რომელი დაავადებების მკურნალობა არის შესაძლებელი სამედიცინო მარიხუანას დახმარებით
მარიხუანას სამედიცინო პოტენციალი ნამდვილად ძალიან დიდია, მაგრამ არ არის დამტკიცებული, რომ მას რომელიმე კონკრეტული პრობლემის განკურნება შეუძლია. მარიხუანას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. კანაბისი იმდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში, რომ მისი სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება 20 წელზე მეტს ითვლის კალიფორნიაში. 2020 წლის მდგომარეობით, აშშ-ში 30-ზე მეტ შტატში, კანონიერად ნებადართულია კანაბისის მოხმარება მათთვის, ვისაც ამის სამედიცინო საჭიროება აქვს.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ტყუილად აიმედებს ხალხს, რომ კანაბისს შეუძლია კიბოს, გაფანტული სკლეროზის, პოსტ ტრავმული სტრესების ან ეპილეფსიის განკურნება. თუ ვინმე ამბობს, რომ კანაბისს შეუძლია ვინმე „განკურნოს“, მის კომენტარს სკეპტიკურად უნდა მივუდგეთ.
არსებობს მრავალი ფაქტი, რომ პაციენტების ნაწილი ნამდვილად გრძნობს შვებას კანაბისის მოხმარებისგან, სხვა და სხვა სიმპტომების დროს, ჩვენი სტატიაც სწორედ ამ თემას ეძღვნება.
რომელი შტამები არის ეფექტური სხვა და სხვა სიმპტომების დროს?
დანამდვილებით არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ რამოდენიმე რეკომენდაციას მოგცემთ. არ არსებობს არანაირი წესი, როდესაც საქმე სტრეინის მოქმედების შეფასებას ეხება. კანაფის ჯიშებს აქვს განსხვავებული მოქმედება, თუ ისინი სხვა და სხვა პირობებში მოჰყავთ, ერთი და იგივე გირჩებიც კი განსხვავებულად მოქმედებენ.
კბდ- ს მაღალი შემცველობის მქონე სამედიცინო შტამები, ვიზუალურად არაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენისგან, მაგრამ მათი შიდა კანაბინოიდური პროფილი სრულიად განსხვავებულია.
მნიშვნელოვანია! განჯას ზემოქმედება, რომელიც ერთ ადამიანში შფოთვას აძლიერებს, მეორეს შეიძლება მოუხსნას ტკივილი ან გულის რევის შეგრძნება. გირჩები, რომლებიც ერთს შეტევებს უხსნიან, შეიძლება სხვასთან პირიქით - გამოიწვიონ.
პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ სამედიცინო მარიხუანას, უნდა დაეყრდნონ სანდო ინფორმაციას, მაგრამ არ არსებობს მოქმედი მონაცემთა ბაზა ან სხვა საშუალება, რომელიც მარიხუანას მომწოდებლებსა და პაციენტებს შორის გამოცდილების გაცვლის საშუალებას იძლევა. ვინაიდან მარიხუანა აშშ-ს ფედერალურ დონეზე არ არის კანონიერი, ჩატარებულია ძალიან ცოტა საავტორო კვლევა. გავრცელებული დეზინფორმაციების გამო, უნდა იყოთ რეალისტი, თუ რაღაც ზედმეტად კარგად ჟღერს სამედიცინო მარიხუანას ეფექტურობაზე და რაღაც გარანტიებს გპირდებათ, დაფიქრდით, სავარაუდოდ თქვენ გატყუებენ.
გაგიზიარებთ იმ ცოდნას, რაც დანამდვილებით ვიცით სამედიცინო მარიხუანაზე, მათ შორის იმაზეც, თუ რატომ არის ის ეფექტური ზოგ პაციენტებში და ზოგიერთში არა.
კანაბისი სხვა და სხვა ჩივილების დროს
- ტკივილი, სპაზმები, გულის რევის შეგრძნება და უმადობა - ხშირად იკურნება ტგკ- ს მაღალი შემცველობის შტამებით. შედეგები პაციენტებში სხვა და სხვა გვარია, ამიტომ შედეგების შეფასება კონკრეტული შემთხვევების მიხედვით უნდა მოხდეს.
- კიბოს მკურნალობის სიმპტომები. მრავალი დაავადებული აცხადებს, რომ კანაბისი ქიმიოთერაპიის შედეგებს უმსუბუქებს. მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კანაბისს კიბოს მკურნალობა შეუძლია.
- კრუნჩხვები, ეპილეფსია, დარვეს სინდრომი. ეპილეფსიის მქონე პაციენტების ნაწილი აცხადებს, რომ მაღალი კბდ- ს შემცველი მარიხუანას მოხმარებისას, უმცირდებათ სიმპტომები. ამ პაციენტების უმრავლესობა მოიხმარს სამედიცინო მარიხუანას სხვა პრეპარატებთან ერთად, ანუ არ ცვლიან მედიკამენტებს მარიხუანით. ამავე დროს, THC მაღალ დონეს შეუძლია ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში გამოიწვიოს კრუნჩხვები. დღეისათვის ხელმისაწვდომ შტამებს აქვთ ტგკ- ს მაღალი და კბდ- ს დაბალი შემცველობა, რაც ნიშნავს, რომ კანაფის ჯიშების უმრავლესობამ შეიძლება გაამწვავოს კრუნჩხვების სიმპტომები.
- შფოთვა ან უძილობა. ამ სიმპტომების შემსუბუქება ხშირად არის შესაძლებელი მაღალი შემცველობის კბდ- ს და შედარების ნაკლები THC მქონე მარიხუანას საშუალებით. ტგკ- ს მაღალმა შემცველობამ შეიძლება გაართულოს შფოთვები , განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი განსხვავებულ გარემოში და დიდი დოზით მოიხმარენ მას. არიან პაციენტები, რომლებიც მაქსიმალურ სიმსუბუქეს გრძნობენ მაღალი შემცველობის ტერაჰიდროკანაბინოლის შტამებისგან .
სამედიცინო მარიხუანა საკვებში და ვეიპინგი
როდესაც საქმე სამედიცინო მარიხუანას ეხება, მოწევა - საუკეთესო ვარიანტი არ არის, მან შეიძლება გააღიზიანოს ფილტვები. ვეიპინგი (გირჩების აორთქლება დაწვის ნაცვლად) ან კანაბისის საკვებში გამოყენება, „ ოქროს სტანდარტად“ ითვლება, რომელიც მარიხუანას სამედიცინო პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება საკვებს, არსებობს გემრიელი საკვების მომზადების მრავალი ვარიანტი: დესერტები, პასტა, სუპები, ნამცხვრები. ცალკე პოზიციას იკავებს კარაქი. ხშირად ამზადებენ კაფსულებს. კაფსულების მიიღება პერორალურად, არ არის საკვებივით გემრიელი, ამ შემთხვევაშიც ნივთიერებები სისხლში იწოვება კუჭ-ნაწლავიდან.
სამედიცინო მარიხუანაზე გადასვლიდან, რამდენ ხანში შეიძლება სარეცეპტო მედიკამენტების მიღების შეწყვეტა
არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეძლეს წამლების მიღების შეწყვეტა და თანდათანობით ისწავლეს სიმპტომების მართვა სამედიცინო მარიხუანას დახმარებით. ასეთი პაციენტების შესახებ უამრავი ისტორია იწერება, სადაც აღწერილია მარიხუანას დადებითი მოქმედება. როგორც ირკვევა ასეთი შედეგი პაციენტები უმრავლესობას აქვს.
სიმართლე ის არის, რომ არ არის არც ერთი ოფიციალურად რეგისტრირებული პაციენტი, რომელმაც შეძლო სრულად შეეცვალა წამლები მარიხუანით. ზოგმა შეძლო დამოკიდებულების ან დოზირების შემცირება, მაგრამ მარიხუანას გამოყენება შედეგს იძლევა მისი დამატების სახით გამოყენებისას.
კანაბისი აუმჯობესებს სხვა და სხვა დაავადების მქონე ადამიანის სიცოცხლის ხარისხს. ნებისმიერმა, ვინც კანაბისს სამედიცინო მიზნებით მოიხმარს, უნდა იცოდეს, რომ თუ ის უკვე იღებს წამლებს ამა თუ იმ დაავადებისგან, მარიხუანა შედეგს წამლებთან კომპლექსში მოხმარების შემთხვევაში იძლევა და არც ცვლის მათ.
სამედიცინო მარიხუანას სარგებლობის ბევრი მაგალითი გინახავთ ალბათ ბავშვებში, ისეთი შეტევების დროს, როგორიც არის დარვეს სინდრომი. თუმცა, კანაბიდიოლის მაღალი შემცველობის მქონე კანაბისი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ ცხოვრებას, ისინი მაინც განაგრძობენ წამლების მიღებას და კანაბისს მხოლოდ დამატების სახით მოიხმარენ. კანაბისი გამოიყენება დამატებით, სხვა მედიკამენტებთან ერთად, რათა კიდევ უფრო შეამსუბუქოს კრუნჩხვები და სიმპტომები. ასევე უნდა აღინიშნოს სხვა და სხვა მედიკამენტების უკუჩვენებები, ამ შემთხვევაშიც კანაბისს მოაქვს კოლოსალური სარგებელი.
რიგ შემთხვევებში, პაციენტებს შეუძლიათ შეამცირონ წამლების რაოდენობა, განსაკუთრებით ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ ნეგატიურ სიმპტომებს. საუბარია ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები და ოპოიდები . რაც უფრო მეტი კვლევა ტარდება და ჩნდება ახალი ჯიშები, დაავადებების სირთულეების შემსუბუქების შესაძლებლობები იზრდება. ის, ვინც ფიქრობს მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას, უნდა გაესაუბროს მკურნალ ექიმს. სავარაუდოდ მარიხუანას დამატების სახით გირჩევენ და ის ვერ შეგიცვლით წამლებს.