რით განსხვავდება მარიხუანას მოხმარება: ჭამა, მოწევა, აორთქლება
შინაარსი
- ფიტოკანაბინოიდური ცვლა
- აუცილებელი სიფრთხილე
- დოზირება
- აქტიური კომპონენტის შემცველობის ცვლილება „კანაფის საკვებში“
- საკვები მარიხუანა: კანაბისის მოხმარების კარგი ვარიანტი
- როგორ შევარჩიოთ კერძი
- ცოტა რამ აორთქლების შესახებ
- მოწევის და ვეიპის უპირატესობანი
- რა ავირჩიოთ?
- საბოლოო დასკვნები
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეფექტები, რომლებიც მიიღება მარიხუანის შემცველი პროდუქტების მიღებისას, დამოკიდებულია ადამიანზე, არ არსებობს ერთიანი წესები.
ეფექტი, რომელიც წარმოიშვება კანაბისის მიერ, შესაძლებელია გამოირჩეოდეს იმის მიხედვით, მიირჩმევთ მას, ეწევით თუ აორთქლებთ.
მოცემულ მასალაში ჩვენ ვეცდებით სამეცნიერო თვალსაზრისით აგიხსნათ, თუ რაში მდგომარეობს განსხვავება, რათა შეძლოთ სწორი არჩევნის გაკეთება მარიხუანას მოხმარების მეთოდის შერჩევისას. .
ფიტოკანაბინოიდური ცვლა
მან, ვისაც ეს გაუსინჯავს, იცის, რომ რაიმეს გამოყენება, რაც შეიცავს კანაბისს, უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს., ვიდრე მისი მოწევის დროს. ამას აქვს ფიზიოლოგიური ახსნა: როდესაც თქვენ მიიღებთ კანაბისს საკბვებში, ტგკ ახდენს ღვიძლში მეტაბოლიზმს, შედეგად გარდაიქმნება 11 ჰიდროქსი- ტეტრაკანაბინოლად. ეს აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც ბევრად ეფექტურად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და თავის მხრივ, ავლენს ბევრად ინტენსიურ ეფექტს.
THC, რომელიც ორგანიზმში ბოლით , ან აორთქლებით ხვდება, იწვევს მეტაბოლიზმის განსაკუთრებულ პროცესს: კუჭში მოხვედრის ნაცვლად, ხვდება ღვიძლში. ტგკ მიემართება პირდაპირ ტვინში. აი რატომ არის დამწვარი ან აორთქლებული მარიხუანას ეფექტი სწრაფი, მაგრამ გრძელდება ნაკლები დროის განმავლობაში.
აუცილებელი სიფრთხილე
მნიშვნელოვანია დაიცვათ უსაფრთხოება მარიხუანას საფუძველზე შექმნილი პროდუქტების მოხმარებისას. აკონტროლეთ დოზები. ეფექტი დგება ნახევარი საათიდან 2 საათამდე შუალედში და გრძელდება რამოდენიმე საათი.
კანაბისის ეფექტის ინტენსიურობა ვლინდება დოზირების მიხედვით. გარდა ამისა, უნდა იყოთ მოთმინებით (საშუალოდ 45წუთიდან 1 საათის განმავლობაში). თუ არ მიჰყვებით მოცემულ რეკომენდაციებს, რისკავთ მიიღოთ ცუდი გამოცდილება. ამასთანავე, განჯას ზომიერი და სიფრთხილით მოხმარება უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
კანაფის შემცველი საკვების გამოყენება ახდენს უფრო ინტენსიურ ზემოქმედებას, კანაბინოიდების კონცენტრაცია სისხლში იქნება ნაკლები. გაეცანით რამოდენიმე თეზისურ ფაქტს:
- კანაფის შემეცველი საკვების მიღება აფერხებს ტეტრაჰიდროკანაბინოლის და სხვა კანაბინოიდების სისხლში შეწოვას 10-დან 20%-მდე. მაშინ, როდესაც ბოლის შესუნთქვისას დონე 50-დან 60%-მდეა.
- როდესაც ეწევით ან აორთქლებთ მარიხუანას, მეტაბოლიზმის პროცესი ბევრად სწრაფად მიმდინარეობს, მისი მოქმედება პიკს აღწევს 10-15 წუთში და იკლებს დაახლოებით ერთი საათის შემდეგ.
დოზირება
საკვებში ტეტრაჰიდროკანაბინოლის სწორი დოზის განსაზღვრა რთული საკითხია. საკითხი გახლავთ რთული ექსპერტებისთვისაც კი, რადგან რთულია ზუსტად შემუშავდეს რეცეპტები და გაირკვეს კანაბინოიდების ზუსტი კონცენტრაცია.
ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი კარგავს მოთმინებას, არ ელოდება ეფექტს და მალევე იღებს დამატებით დოზას. რასაც მივყავართ ძლიერი ინტენსივობის ეფექტამდე. შედეგად, საუკეთესო შემთხვევაში დაგეძინებათ, უარესზე სჯობს არ ვისაუბროთ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეფექტმა შესაძლებელია აგირიოთ გონება. ჩვეულებრივი მწეველებისთვის ეფექტი მალევე ვლინდება.
მაგალითად, 10მგ. ტეტრაჰიდროკანაბინოლი ითვლება სტანდარტულ დოზად, რომელიც იწვევს მსუბუქ ეფექტს. საკვები, რომელიც 70-80 მილიგრამს შეიცავს, იქონიებს ძლიერ ეფექტს და სასურველია მისი გაყოფა რამოდენიმე პორციად.
დიდ დოზას არ მოაქვს სავალალო შედეგები, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გამოცდით, მეორედ გამეორება ნამდვილად არ მოგინდებათ. ცუდი ტრიპი - კარგი გაკვეთილი იქნება მომავალში დოზების განსაზღვრისთვის. სიამოვნების მისაღებად აუცილებელია პასუხისმგებლობით მოეკიდოთ დოზებს.
აქტიური კომპონენტის შემცველობის ცვლილება „კანაფის საკვებში“
ბოლო წლებში ლეგალიზაციის ტალღას თან ახლდა წარუმატებელი ტრიპები და ბაზარზე არსებული მარიხუანას შემცველი საკვების გადაჭარბებული დოზებით მიღება. რის გამოც რიგ სახელმწიფოებში მთავრობა იძულებული გახდა ზოგიერთ პროდუქტში შეეცვალა აქტიური ნივთიერებების დოზები (მაგალითად ტგკ).
მაშინაც კი, თუ რეგულარულად მოიხმართ კანაფის შემცველ საკვებს, სიფრთხილე გამოიჩინეთ დოზების შერჩევისას.
დღეისათვის სიტუაცია სტაბილურია, რადგან მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული პროდუქტებში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მაქსიმალური დონე.
საკვები მარიხუანა: კანაბისის მოხმარების კარგი ვარიანტი
მრავალ ადამიანს სურს მოიხმაროს მარიხუანა მის საფუძველზე შექმნილი საკვების სახით.
მარიხუანას შემცველი პროდუქტების მოხმარება საუკეთესო ვარიანტია. ის აგაცილებთ მოწევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ვაღიაროთ, მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის. აორთქლება ნაკლებად მავნებელი მეთოდია და მას ხშირად გვირჩევენ. და მაინც, დღეისათვის მარიხუანას საკვები პროდუქტების სახით მიღება ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია მომხმარებლებისთვის.
საკვების სახით კანაფის მიღების ერთ ერთი უპირატესობა, ბაზარზე ხელმისაწვდომი დიდი ასორტიმენტია: ნამცხვრები, ორცხობილები, წვენები, ტკბილეული და სხვა. გამოცდილების შემდეგ კი თავად შეძლებთ სასურველი საკვების მომზადებას.
ყველაზე მნიშვნელოვანია - გამოიჩინოთ სიფრთხილე და ზუსტად მიჰყვეთ რეცეპტებს.
ბაზარზე ახალი პროდუქტების გაჩენის შემდეგ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ იმატებს უარყოფითი ეფექტები, მაგალითად, შფოთვა და პარანოია, განსაკუთრებით გამოუცდელ მომხმარებლებში.
როგორ შევარჩიოთ კერძი
თანამედროვე სამზარეულო იმდენად უნივერსალურია, რომ მარტივად არის შესაძლებელი კანაბისის ხარისხიანად დამატება, როგორც დილის საუზმეში, ასევე საღამოს ქაფქეიქში. არც ისე დიდი ხნის წინ მენიუ მხოლოდ ნამცხვრებით და კექსებით შემოიფარგლებოდა. ორიენტრება უნდა მოახდინოთ არა გემოზე, არამედ მოსალოდნელ ეფექტზე. გადახედეთ ჩვენს სტატიებს და აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ რეცეპტს.
ცოტა რამ აორთქლების შესახებ
კექსები, კანფეტები, ხუმუსი, ბეკონი, პიცა... კანაბისის საკვების სახით მოხმარება გავრცელებული ვარიანტია. თუმცა ყველა ირჩევს სხვა და სხვა ვარიანტს. ზოგიერთი არჩევანს ვეიპინგზე აკეთებს. ორივე ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
კანაბისის ორგანიზმში მოსახვედრად ინჰალაცია საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც ვერ ითმენს და სწრაფად უნდა შედეგის მიღება, ასევე რაღაც მიზეზების გამო არ სურს დიდი ხნის განმავლობაში იყოს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.
მოწევის და ვეიპის უპირატესობანი
მოწევის დროს რიგი პროცესების გამო ხდება ორივე ნაერთის ასიმილირება. კბდ და ტგკ არ იხსნება წყალში, ამიტომ სწრაფად გამოდის სისხლიდან, ვრცელდება ცხიმოვან ქსოვილებში, სადაც საბოლოოდ გროვდება. ამით, ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღწევენ ნერვულ ცენტრებს, მცირდება. პროცენტი დამოკიდებულია მოხმარების მეთოდზე. საკვების სახით მიღებისას, ისინი გაივლის ღვიძლს, რომელიც ასრულებს ფილტრის ფუნქციას და აშორებს ნაერთების განსაზღვრულ რაოდენობას, მსგავსი პროცესი არ ხდება სხვა სახით მიღების შემთხვევაში.
ბოლის და ვეიპის ერთ-ერთი უპირატესობაა მწეველისთვის დოზირების კონტროლი. ჯოინტით მოწევისას თქვენ აუცილებლად მიხვდებით როდის უნდა გაჩერდეთ. საკვებში ტეტრაჰიდროკანაბინოლის და კანაბიოლის კონცენტრაციის განსაზღვრა რთულია. ნამცხვრების, მაფინების და სხვა საკვების მწარმოებლებსაც კი უჭირთ მათი მაჩვენებლის განსაზღვრა. სამედიცინო დანიშნულებით წარმოებულ პროდუქტებშიც კი ხშირად კანაბინოიდების კონცენტრაციის მაჩვენებლები არ ემთხვევა შეფუთვაზე აღნიშნულ მაჩვენებლებს.
როდესაც ხდება კანაბისის მიღება აორთქლების გზით, მისი მომენტალური ეფექტი იძლევა დოზის კონტროლის საშუალებას. ითვლება, რომ დაახლოებით 10მგ. ტგკ-ს (ან კბდ-ს) მოხმარებას ახლავს საშუალო ინტენსივობის ეფექტი, მაშინ, როდესაც 100მგ. საკვები პროდუქტის მოხმარება იწვევს უფრო ძლიერ ეფექტს და სრული სიამოვნების მისაღებად მიიღეთ ეტაპობრივად.
რა ავირჩიოთ?
მარიხუანას მოხმარების მეთოდის შერჩევისას, გამოიყოფა შემდეგი ძირითადი მიზეზების ჯგუფები:
- მოწევაზე უარს ამბობენ ისინი, ვისაც არ უყვარს ბოლი და ეშინია ჯანმრთელობის ზიანის;
- ვეიპინგს ირჩევენ მომხმარებლები, ვისაც მიაჩნია, რომ მოწევა მავნებელია და პროცესი საინტერესო და რიტუალურია;
- მოწევის და ვეიპინგის მომხრეები არიან ისინი, ვისაც არ უნდა მარიხუანას ხანგრძლივი ზემოქმედება ორგანიზმზე და მისი ზედოზირება;
- პროდუქტების გურმანები - უბრალოდ გურმანები და ისინი, ვისაც ურჩევნია რამოდენიმე საათიანი, ხანგრძლივი ეფექტი;
- იმავე ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ სამედიცინო მარიხუანას, რომელთათვის მარიხუანას ეფექტის ხანგრძლივობა, რადგან ის უმცირებს ტკივილს და დაავადების არასასიამოვნო შეგრძნებებს.
საბოლოო დასკვნები
ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სტაფის მოწევას და საკვების სახით მიღებას აქვს სრულიად განსხვავებული შედეგები.
შედეგი დამოკიდებულია იმაზეც, თუ როდის მიირთმევენ პიცას, ცარიელ კუჭზე თუ კარგად დანაყრებულები. ამ საკითხზე კვლევები არ არსებობს, დასკვნები დაფუძნებულია მხოლოდ მომხმარებლების გამოცდილებიდან.
არსებობს კანაბისის მოხმარების სხვა და სხვა მეთოდები, რომლებიც არ გულისხმობს ბალახის წვის ბოლის ჩასუნთქვას, მაგალითად ვეიპინგი, ან საკვებში გამოყენება, ყველა მათგანი გამოყენების შედეგად ეფექტი განსხვავებულია.
საკვები პროდუქტები იწვევს ხანგრძლივ ეფექტს, ბოლის შემთხვევაში ეფექტი მალე გადის.
ასევე საკვების მიღებისას კანაბისის ფსიქოაქტიური ელემენტების მოქმედებას უფრო დიდი ხანი უნდა დაელოდოთ, ვიდრე მოწევისას.