ჰალუცინოგენური სოკოების შესახებ: რა არის ჰალუცინოგენური სოკო და სად შეიძლება მისი პოვნა?
შინაარსი
- ჰალუცინოგენური სოკოს აღწერა
- ფსილოციბინური სოკოს წყობა და თავისებურებანი
- როგორ ვიცნოთ ჰალუცინოგენური სოკო
- სად და როდის შეიძლება ჰალუცინოგენური სოკოს მოკრეფა
- რა შეიძლება მოხდეს, თუ აგვერევა შხამიან სოკოებში
- საჭმლის მომნელებელი სისტემა
- ცენტრალური ნერვული სისტემა
- ღვიძლი და თირკმელები
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა
- დასკვნა
ჰალუცინოგენური სოკოების შესახებ არსებობს ასობით მითი, რომლებიც ხშირად იუმორისტულ ქვეტექსტში გამოიყენება. ხალხს არ სჯერა სოკოს შესაძლებლობების და არ იყენებენ მათ გარანტირებული გართობისა და დასვენებისთვის. ფსილოციბინური სოკო ნამდვილად არსებობს და ეს სულ არ არის სასაცილო. სოკოს ნამდვილად შეუძლია დადებითად იმოქმედოს დეგუსტატორზე, მიანიჭოს მას სიამოვნება და დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს საშიში ჰალუცინაციების და გონების დაბინდვის ალბათობის შესახებ. სოკოების გამოცდილმა მომხმარებლებმა იციან ფსიქოდელიკების თვისებების შესახებ და იციან როგორ გამოიწვიონ მხოლოდ დადებითი შეგრძნებები. ახალბედებმა დიდი სიფრთხილით უნდა გასინჯონ სოკო და მზად იყვნენ რისკისთვის.
ჰალუცინოგენური სოკოს აღწერა
საფრთხის თავიდან ასაცილებლად, უარი თქვით ექსპერიმენტებზე, კარგად გაეცანით სოკოს ვიზუალს, მის წყობას. მხოლოდ ეს მეთოდი მოგცემთ სწორი სოკოების შერჩევის საშუალებას და მათ განსხვავებას შხამიანი „ძმებისგან“ - რომლებმაც სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
მიკოლოგები გამოყოფენ ფსილოციბინების მრავალ სახეობას, თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული მახასიათებლები. მიუხედავად იმისა, რომ სოკოები განსხვავებულია, თუ გვეცოდინება რამდენიმე საიდუმლო, ადვილად შევძლებთ მათ გარჩევას ტოქსიკური სოკოებისგან.
ფსილოციბინური სოკოს წყობა და თავისებურებანი
ძირითადად ჰალუცინოგენურ სოკოს აქვს წვრილი, გრძელი ღერო, რომელსაც „ფეხს“ უწოდებენ. ხრტილოვანი და ბოჭკოვანი ღერო 10 სანტიმეტრამდე შეიძლება გაიზარდოს სიმაღლეში და დიამეტრში ნახევარ სანტიმეტრს არ გადააჭარბოს. ქუდი მცირე ზომის არის, კონუსის მსგავსი ფორმის, შუა ნაწილში წაწვეტებული, დიამეტრი 2 სანტიმეტრზე ნაკლებია. როგორც წესი, ქუდის ნაპირები იღუნება შიდა მხარეს და ფარავს ფირფიტისებურ ჰიმენოფორს.
წვრილი, ხშირი ფირფიტები ღია ფერის არის, განვითარებასთან ერთად ისინი მუქდება. ფირფიტებშია ყავისფერი ან მეწამული სპორები, რომელთა ფორმა მარცვალს ან ელიპსს მოგაგონებთ. სპორების საშუალებით შესაძლებელია სოკოების მოყვანა. ქუდის ფერი განსაზღვრული არ არის: ის შეიძლება ფეხის ფერს ემთხვეოდეს, ან პირიქით განსხვავდებოდეს მისგან. ხშირად სოკოს აქვს მკვეთრად გამოხატული ზეთის ხილის ფერი, მოწითალო ან ყვითელი.
ხელის შეხებით რთულია ფსილოციბინური სოკოს ამოცნობა, გვხვდება იდეალურად მშრალი და გლუვი, სველი ან ლორწოვანი, ხავერდისებურიც. ზედაპირი და ფერი დამოკიდებულია მისი ზრდის ადგილზე, ტენიანობაზე, ტემპერატურულ რეჟიმზე, განათებაზე და ზოგად მიკრო კლიმატზე.
როგორ ვიცნოთ ჰალუცინოგენური სოკო
გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი წარმოდგენილი მახასიათებელი არ არის მისი განმასხვავებელი ნიშანი. მსგავსი ნიშნები გვხვდება შხამიან სოკოებშიც, რაც ართულებს მაგიური სოკოს ამოცნობას. საჭიროა ცოდნა.
ახალგაზრდა სოკოებს რბილობი აქვს ფხვიერი და მყიფე, მწიფე სოკო მყარი, რეზინის მსგავსია. გადატეხვისას, დაზიანების ადგილი ლურჯდება, მომენტალურად რეაგირებს გარემოსთან კონტაქტზე. ნაყოფს არ აქვს დამამახსოვრებელი და სასიამოვნო გემო. სუნი ძლიერი აქვს, არომატი ახლად მოთიბული ბალახის ან ობის სუნს ჰგავს, მაგრამ შეიძლება მძაფრი, არა სასიამოვნო სოკოც შეგვხვდეს.
კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ მათ ღეროზე არ არის დამცავი „ბეჭედი“. ქუდი მარტივად სუფთავდება თხელი კანისგან, ამ თავისებურების აღმოჩენა ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა სოკოზე არის შესაძლებელი, ამიტომ მხოლოდ ამ ნიშანზე დაყრდნობა არ ღირს.
სად და როდის შეიძლება ჰალუცინოგენური სოკოს მოკრეფა
ბევრს მიაჩნია, რომ ჰალუცინოგენების დიდ წილად იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში და წარმოადგენს ადგილობრივი, ძირძველი მოსახლეობის საყვარელ რიტუალურ საშუალებას, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ აღნიშნულ რეგიონებში. აბორიგენები და ტომების შამანები ატარებდნენ სხვა და სხვა ცერემონიალს ჯანმრთელობისთვის, ღვთაებებთან და გარდაცვლილებთან კონტაქტისთვის. სინამდვილეში, სოკო ყველგან იზრდება, მათ შორის ჩვენს კონტინენტზეც.
რა შეიძლება მოხდეს, თუ აგვერევა შხამიან სოკოებში
თუ არ უკვეთავთ ფსილოციბინური სოკოს სპორებს და კრეფთ სოკოს დამოუკიდებლად, მეთოდი საკმაოდ საშიშია. შხამიანი სოკოთი მოწამვლამ, შესაძლებელია სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
თქვენ გელით მკვეთრი, სპაზმების მსგავსი ტკივილი ეპიგასტრაში. თავდაპირველად იგრძნობთ გულისრევას, რომელიც ღებინებაში გადაიზრდება. იწყება ფაღარათი. ექსკრემენტების გამოყოფა ხდება დღეში 10-20-ჯერ.
ცენტრალური ნერვული სისტემა
ცნს-ს დარღვევა ვლინდება კოორდინაციის დარღვევით, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებით, ბოდვით, რეაქციის შენელებით, შფოთვით. ხშირად, ნეგატიური ეფექტების შემსუბუქების შემდეგ, დეგუსტატორი ვარდება აპათიაში და კარგავს გონებას. პრინციპში, ასეთივე შედეგი შეიძლება სოკოს არასწორმა მოხმარებამაც გამოიწვიოს, ამიტომ, საჭიროა არა მხოლოდ მათი ცნობა, არამედ გამოყენების ცოდნაც. ამის შესახებ ინფორმაციას სხვა სტატიებში შეიძლება გაეცნოთ.
ღვიძლი და თირკმელები
შხამი დამანგრევლად მოქმედებს ამ ორგანოებზე. შარდის გამოყოფა მცირდება, კანი ყვითლდება, ღვიძლის ზომები იზრდება. მძიმე მოწამვლა იწვევს თირკმელების და ღვიძლის უკმარისობას. უფრო საშიში შედეგი არის კომა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
გულის რიტმი ირღვევა, გულისცემა ჩქარდება, ვარდება არტერიული წნევა. გულის დაავადებების და მგრძნობიარე ორგანოების დროს, უვნებელი სოკოების გამოყენების შედეგი, შეიძლება დამანგრეველი იყოს.
დასკვნა
ალბათ დარწმუნდით, რომ სოკოების ცნობა, არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯადოსნური ეგზემპლარების მოკრეფისას, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ყველა დეტალს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რათა თავიდან აირიდოთ დეგუსტაციის შემდგომი ნეგატიური ეფექტები, შეუკვეთეთ სოკოს სპორები ჩვენს მაღაზიაში.