Ariocarpus lloydii 2.0

კოდი: GLS8183
​Ariocarpus lloydii 2.0 (არიოკარპუს ლოიდის ვარიაცია 2.0) - არიოკარპუსის ჯიშის წარმომადგენელი, იშვიათად გვხვდება ბუნებაში. კაქტუსს აქვს ძლიერი ფსიქომასტიმულირებელი თვისებები.
მწარმოებელი:
Gribo4ek
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
+
-
38 ლ

Ariocarpus lloydii 2.0 (არიოკარპუს ლოიდის ვარიაცია 2.0) - არიოკარპუსის ჯიშის წარმომადგენელი, იშვიათად გვხვდება ბუნებაში. კაქტუსს აქვს ძლიერი ფსიქომასტიმულირებელი თვისებები, რომლებიც განპირობებულია ძლიერი ალკალოიდის - ჰორდენინის შემცველობით.

Ariocarpus lloydii 2.0 კაქტუსის წარმომავლობა

კაქტუსი იზრდება მექსიკაში, უდაბნო ჩიუაუას ტერიტორიაზე, კოაუილას შტატში, დურანგოში, საკატეკასში. იზრდება საშუალო სიმაღლის კლდოვან ბორცვებზე, 500-1500მეტრზე ზღვის დონიდან.

Ariocarpus lloydii 2.0 კაქტუსის აღწერა

არიოკარპუსის ღერო ბრტყელია, 5-10სმ. დიამეტრის, სიმაღლე 5 სანტიმეტრამდეა. აქვს მონაცრისფრო-მომწვანო ან მონაცრისფრო-მოყავისფრო შეფერილობა. ფესვები მსხვილია, იტანს გვალვას, რომლის დროსაც მცენარის მიწის ზედა ნაწილი ცოტა იჭმუჭნება.

ხორცოვანი ფოთლები სამკუთხედის ფორმის არის, მონაცრისფრო-მომწვანო, ბოლოები წვეტიანი. შუაში აქვს ღარი, რომელსაც უეკლო არეოლასთან მივყავართ. გარეგნულად Ariocarpus lloydii 2.0 ქვას მოგაგონებთ, ადვილად ინიღბება ქვებს შორის.

ყვავილები მსხვილია, წაგრძელებული კაშკაშა ვარდისფერი ფურცლებით, გული ყვითელი აქვს. ნაყოფი დაფარულია ბუსუსებით, აქვს თეთრი-მომწვანო ელფერი.

Ariocarpus lloydii 2.0 კაქტუსის მოყვანის წესები

კაქტუსის მოყვანა იწყება თესლების ცივი სტრატიფიკაციით. შემდეგ თესლები ირგვება სუბსტრატში, რომელსაც დამატებული აქვს მდინარის ქვიშა, რაც უზრუნველყოფს კარგ დრენაჟს.

მცენარე უპრეტენზიოა, კარგად იზრდება ოთახის ტემპერატურაზე. აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს დღე-ღამეში 12 საათიანი განათება. მორწყეთ ზომიერად, ნიადაგის გაშრობის დროს, ზამთარში მორწყვის სიხშირე მკვეთრად მცირდება. Ariocarpus lloydii 2.0 მოსვენების დროს საჭიროებს 8-15 გრადუს ტემპერატურას.

არიოკარპუსი გამოირჩევა ნელი ზრდით. ყვავილობას უნდა ველოდეთ დარგვიდან 8-12 წლის შემდეგ. კაქტუსის ზრდას ასტიმულირებენ მინერალური აზოტის სასუქებით.

Ariocarpus lloydii 2.0 კაქტუსის მოხმარება და ეფექტი

Ariocarpus lloydii 2.0 აქვს მასტიმულირებელი გავლენა ნერვულ სისტემაზე: აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, აქვეითებს მადას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს ძილის მოთხოვნილებას. დიდი დოზებით მიღებისას აპროვოცირებს ტაქიკარდიას, იწვევს თავბრუსხვევას, შფოთვას.

მოხმარება:
ჩაი, ნაყენი
ჯიში:
Ariocarpus/Ариокарпус
ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
Hordeum
ღერო:
დიამეტრი არა უმეტეს 10 სანტიმეტრისა
მწარმოებელი:
Gribo4ek
მოპოვების არეალი:
მექსიკა (კოაუილა, დურანგო, საკატეკასი)
ეფექტი:
მასტიმულირებელი გავლენა ნერვულ სისტემაზე: აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, აქვეითებს მადას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს ძილის მოთხოვნილებას

Ariocarpus lloydii 2.0 გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Ariocarpus lloydii 2.0