Ariocarpus MIX

კოდი: GLS8184
​Ariocarpus MIX — ჯიშების მიქსია, რომელიც მოიცავს არიოკარპუსების რამოდენიმე სახეობას. კაქტუსი შეიცავს ალკალოიდების ნაკრებს, რომელთა შორის ჭარბობს ჰორდენინი.
მწარმოებელი:
Gribo4ek
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
+
-
38 ლ

Ariocarpus MIX — ჯიშების მიქსია, რომელიც მოიცავს არიოკარპუსების რამოდენიმე სახეობას. კაქტუსი შეიცავს ალკალოიდების ნაკრებს, რომელთა შორის ჭარბობს ჰორდენინი.

Ariocarpus MIX კაქტუსის წარმომავლობა

ჯგუფის მცენარე გახლავთ ტექასის ენდემიკი. სუკულენტები კარგად იზრდება კირიან გრუნტში. გვხვდება ბუჩქების ჩრდილში, მთის დაღმართებზე, 2400 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

Ariocarpus MIX კაქტუსის აღწერა

მკვრივი ზედაპირის მქონე სუკულენტები მუქი ზეთისხილის, ყავისფერი ან მონაცრისფრო-მომწვანოა. მცენარის ფორმა გირჩისებრი, მიბრტყელებულია, ღეროს დიამეტრი არ აღემატება 12 სანტიმეტრს. ხორცოვანი ფოთლები სამკუთხედის ფორმისაა, მათ ბოლოებზე კი ეკლებია. სუკულენტებს ხშირი ტოტებიანი სისტემა აქვს.

არიოკარპუსების ყვავილები ჩნდება ზრდის წერტილთან ახლოს, ფორმით ზარს წააგავს, დიამეტრი 3-დან 5 სანტიმეტრამდეა. ყვავილები თეთრი, ყვითელი ან წითელია.

ნაყოფი ხორციანი, მომრგვალო ან მოგრძო ფორმის, თეთრი, ღია მწვანე ამ წითელი ფერისაა. თესლები არ არის მსხვილი.

Ariocarpus MIX კაქტუსების მოყვანის წესები

კაქტუსების სახლში მოყვანამ ახალბედებს შეიძლება სირთულეები შეუქმნას. აქტიური ზრდისთვის სუკულენტები საჭიროებენ ბუნებასთან მიახლოებულ პირობებს.

მცენარისთვის მაქსიმალურად კომფორტული ტემპერატურა 22-23 გრადუსს არ აღემატება, ზამთარში კაქტუსები უნდა იყოს 4-8 გრადუსის ტემპერატურაში. მცენარისთვის აუცილებელია კარგი განათება.

ზაფხულის თვეებში კაქტუსს რწყავენ 2-3 კვირაში ერთხელ, გრუნტის სრულად გაშრობის შემდეგ. ზამთარში მცენარეს არ რწყავენ. ზამთრის შრობის პერიოდი და დაბალი ტემპერატურა მცენარეს საშუალებას აძლევს მოიკრიბოს ძალები ვეგეტაციისთვის.

გრუნტის ნარევი უნდა იყოს მაქსიმალურად ფორებიანი. მასში ურევენ მდინარის ქვიშას, მარმარილოს ნამცეცებს "კროშკას" ან ხრეშს.

არიოკარპუსები კარგად მრავლდება თესლებით, რომლებსაც ტენიან გრუნტში რგავენ. 3-4 თვიან ამონაზარდებს რგავენ საშუალო ზომის ქოთნებში და 1,5 წელი ინახავენ ჰერმეტულად დახურულ სივრცეში, მზის სინათლეზე. მხოლოდ ამის შემდეგ მცენარეს ნელ-ნელა გააკაჟებენ და მიაჩვევენ მუდმივ პირობებს.

Ariocarpus MIX კაქტუსების მოხმარება და ეფექტი

არიოკარპუსმიქსი იდეალურია ნახარშების, მალამოების და ნაყენების მოსამზადებლად, მცენარე გამოიყენება სპორტულ საკვებად. ჰორდენინი (ძირითადი ალკალოიდი) ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონის კლებას.

მოხმარება:
ჩაი, ნაყენი
ჯიში:
Ariocarpus/Ариокарпус
ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
Hordeum
მწარმოებელი:
Gribo4ek
მოპოვების არეალი:
მექსიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში
ეფექტი:
ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები

Ariocarpus MIX გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Ariocarpus MIX