Astrophytum crassispinum

კოდი: GLS8203
Astrophytum crassispinum (ასტროფიტუმკრასსისპინუმი, ანუ სქელეკლიანი) - ვარსკვლავისებური ფორმის სუკულენტია, რომელიც ველურ და კულტურულ ფორმებში გვხვდება.
მწარმოებელი:
Gribo4ek
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
+
-
38 ლ

Astrophytum crassispinum (ასტროფიტუმკრასსისპინუმი, ანუ სქელეკლიანი) - ვარსკვლავისებური ფორმის სუკულენტია, რომელიც ველურ და კულტურულ ფორმებში გვხვდება. ბუნებაში ჩრდილოამერიკულ კონტინენტზე იზრდება. დეკორატიული ფორმები ყველგან მოჰყავთ.

Astrophytum crassispinum კაქტუსის წარმომავლობა

ჯიში გვხვდება მხოლოდ მშრალ ცხელ კლიმატში. მისი სამშობლო მექსიკის ნახევრად უდაბნოებია (კუატრო სენეგასი), აშშ-ს სამხრეთი. სუკულენტი უპირატესობას ღარიბ ნიადაგს ანიჭებს, კარგი გამტარობის უნარით. იზრდება კირქვა, თიხნარ და ქვიშიან ნიადაგში.

Astrophytum crassispinum კაქტუსის აღწერა

Astrophytum crassispinum ღეროს აგებულებით ასტროფიტუმის სხვა წარმომადგენლებს ჰგავს. სუკულენტს აქვს მრგვალი, იშვიათად მოგრძო ფორმა. ზედაპირი მწვანეა, ფერი შეიძლება გაღიავდეს ზედმეტი სინათლისგან. კულტურული ფორმის სიმაღლე 4-5სმ, დიამეტრი 8-9 სანტიმეტრია. ნეკნები 8. ნაპირები გამოკვეთილი, მუქი წითელი შეფერილობით. ეპიდერმისი გლუვია, თეთრი წინწკლების გარეშე. წერტილები შეიძლება ახალგაზრდა მცენარეებს ქონდეს.

კვირტები დახრილია და ღია ყავისფერი ბუსუსები აქვს. ეკლები 4-6 ცალიან კონებად იზრდება. ახალგაზრდა სუკულენტების ეკლები შავია, ზრდასრულის - ნაცრისფერი. სიგრძე 8,5სმ. 3-4 წლის სუკულენტების უჩნდება ყვითელი ყვავილი.

Astrophytum crassispinum კაქტუსის მოყვანის წესები

თესლებიდან კაქტუსის მოსაყვანად საჭიროა ბუნებრივი პირობების იმიტაცია. პირველი ეტაპი - სუბსტრატის მომზადებაა. სუკულენტს სჭირდება ტორფის და ქვიშის , მსუბუქი, ფხვიერი ნარევი. შეიძლება ხის ნახშირის დამატება.

ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი 22-25 გრადუსია. ახალგაზრდა სუკულენტები იჩრდილებიან. ზრდასრული მცენარე კარგად იტანს მზის პირდაპირ სხივებს. ირწყვება ზომიერად, სუბსრატის შრობის შესაბამისად. წყლის მიწოდება ხდება დრენაჟიდან. ამდიდრებენ კალიუმის სასუქით. უნდა მოერიდოთ კალციუმის და აზოტის სიჭარბეს. ზამთარში Astrophytum crassispinum გადააქვთ გრილ შენობაში. მოსვენების პერიოდის ტემპერატურა 10-12 გრადუსია. მორწყვა წყდება.

Astrophytum crassispinum კაქტუსის მოხმარება და ეფექტი

სუკულენტის რბილობი შეიცავს ფსიქოტროპულ ნაერთებს. მცენარე შეიცავს აკლალოიდებს hordenine და pellotine, რომლებსაც მესკალინის მსგავსი მოქმედება აქვთ. აქვს აღმგზნები მოქმედება, ზრდის ფიზიკურ აქტივობას, იცვლება ცნობიერება.

მოხმარება:
ჩაი, ნაყენი
ჯიში:
Astrophytum/Астрофитум
ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
Hordeum
ღერო:
დიამეტრი არა უმეტეს 10 სანტიმეტრისა
მწარმოებელი:
Gribo4ek
მოპოვების არეალი:
მექსიკის ნახევრად უდაბნოებია (კუატრო სენეგასი), აშშ-ს სამხრეთი
ეფექტი:
აქვს აღმგზნები მოქმედება, ზრდის ფიზიკურ აქტივობას, იცვლება ცნობიერება

Astrophytum crassispinum გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Astrophytum crassispinum