Astrophytum myriostigma SB 262

კოდი: GLS8211
​Astrophytum myriostigma SB 262 - ასტროფიტუმების ჯიშის ყველაზე გავრცელებული ჯიშია. შეიცავს ალკალოიდ მესკალინს. არ არის პრეტენზიული, მოუხდება დამწყებ მებაღეებს.
მწარმოებელი:
Gribo4ek
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
+
-
38 ლ

Astrophytum myriostigma SB 262 - ასტროფიტუმების ჯიშის ყველაზე გავრცელებული ჯიშია. შეიცავს ალკალოიდ მესკალინს. არ არის პრეტენზიული, მოუხდება დამწყებ მებაღეებს.

Astrophytum myriostigma SB 262 კაქტუსის წარმომავლობა

ზრდის არეალი შემოიფარგლება მექსიკის შტატ სან-ლუის-პოტოსით. მცენარე კირქვა, ქვიან ნიადაგს ანიჭებს უპირატესობას, იზრდება 750-1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ხშირად გვხვდება სუკულენტ Agavelechuguilla სიახლოვეს.

Astrophytum myriostigma SB 262 კაქტუსის აღწერა

Astrophytum myriostigma SB 262 — მსხვილი მცენარეა, სიმაღლე 23-25სმ., დიამეტრი 30 სანტიმეტრამდეა. ბუნებაში იშვიათად გვხვდება 60-100სმ. სიმაღლის.

კაქტუსს აქვს სფეროსებრი, იშვიათად მოგრძო ფორმა, კაშკაშა მწვანე ფერი. ზედაპირზე აქვს 5 მკვეთრად გამოხატული ნეკნი, მრავალი ნაცრისფერი-მოთეთრო ფუფხი. მიკროსკოპით დათვალიერებისას შეიმჩნევა, რომ ეს თეთრი ფუფხი წვრილი ახლართული ბუსუსებია. მცენარეს საერთოდ არ აქვს ეკლები.

ყვავილები მსხვილია (4-7სმ.) მკრთალი ყვითელი გაშლილი ფოთლებით და კაშკაშა ყვითელი გულით. ყვავილობა იწყება ივლისში და აგვისტოში. ნაყოფის ზომები 2-2,5 სანტიმეტრია, მწვანე ან წითელი ფერი. თესლები მსხვილია, მუქი ყავისფერი, პრიალა.

Astrophytum myriostigma SB 262 კაქტუსის მოყვანის წესები

თესლების დასარგავად გამოიყენება მსუბუქი გრუნტი - ქვიშის, მარმარილოს ნამცეცის (კროშკა) და წვრილი კენჭების ნარევი. ზრდის სტიმულირებისთვის ნიადაგს ამდიდრებენ მცირე რაოდენობის ორგანული სუბსტრატით (ტორფი, ნეშომპალა).

მცენარე საჭიროებს ინტენსიურ განათებას. ვეგეტაციის პერიოდში ირწყვება ზომიერად. ზამთარში არ რწყავენ. მოსვენების პერიოდში ტემპერატურა 5-15გრადუსი უნდა იყოს.

კაქტუსი ნელა იზრდება, რეკომენდირებულია მყნობა. ზრდის გასააქტიურებლად იყენებენ მინერალურ აზოტიან სასუქს.

Astrophytum myriostigma SB 262 კაქტუსის მოხმარება და ეფექტი

კაქტუსის ნაყენს აქვს ჰალუცინოგენური ეფექტი. ის იწვევს სასიამოვნო ხილვებს, მისტიურ განცდებს, ეიფორიას, ცნობიერების ცვლას. ეფექტი იწყება მოხმარებიდან 45-60 წუთში და გრძელდება 4 საათი.

მოხმარება:
ჩაი, ნაყენი
ჯიში:
Astrophytum/Астрофитум
ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
Mescaline
ღერო:
დიამეტრი 30 სანტიმეტრამდე
მწარმოებელი:
Gribo4ek
მოპოვების არეალი:
მექსიკის შტატი სან-ლუის პოტოსი
ეფექტი:
იწვევს სასიამოვნო ხილვებს, მისტიურ განცდებს, ეიფორიას, ცნობიერების ცვლას

Astrophytum myriostigma SB 262 გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Astrophytum myriostigma SB 262