Astrophytum senile viesca

კოდი: GLS8229
Astrophytum senile viesca — ასტროფიტუმის ჯიშის ვარიაციაა გარეგნობის უმნიშვნელო განსხვავებით. მცენარე ფლობს ფსიქოაქტიურ თვისებებს, მის შემადგენლობაში შედის ალკალოიდი მესკალინი.
მწარმოებელი:
Gribo4ek
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
+
-
38 ლ

Astrophytum senile viesca — ასტროფიტუმის ჯიშის ვარიაციაა გარეგნობის უმნიშვნელო განსხვავებით. მცენარე ფლობს ფსიქოაქტიურ თვისებებს, მის შემადგენლობაში შედის ალკალოიდი მესკალინი. კაქტუსი არ არის მომთხოვნი გარემო პირობების მიმართ, მარტივი მოსაყვანია დამწყები მებაღეებისთვის.

Astrophytum senile viesca კაქტუსის წარმომავლობა

მცენარე იზრდება მექსიკის შტატ კოაუილაში, სიერა-დე-პარასის რეგიონში. იზრდება ღარიბ, ქვიან ნიადაგში, იტანს გვალვებს. მრავალი მაქსიმალურად წვეტიანი ეკლების წყალობით ადვილად ინიღბება მშრალ ბალახში.

Astrophytum senile viesca კაქტუსის აღწერა

ფესვთა სისტემა კარგად არის განვითარებული. ღეროს დიამეტრი 10-15სმ., სიმაღლე კი 35 სანტიმეტრია, ხორცოვანი, მრგვალი ფორმის. მცენარეს აქვს მწვანე ან ნაცრისფერი-მომწვანო ფერი. ღეროს აქვს 8 ბასრი, სწორი ნეკნი. არეოლებზე მცირე რაოდენობით მოკლე ბუსუსებია, 15-20 ნაცრისფერი-მოყავისფრო, 5-10სმ. სიგრძის ეკალი, რომლებიც იღუნება და ფარავს ღეროს.

ყვავილები მსხვილი, ერთ დღიანია, ჩნდება ზაფხულში. ფურცლები მკრთალი ყვითელია, გული ნარინჯისფერი ან წითელი. ნაყოფი მოგრძოა, მცირე ზომის, წითელი.

Astrophytum senile viesca კაქტუსის მოყვანის წესები

კაქტუსი კარგად იზრდება ღარიბ, ქვიშის, მარმარილოს ნამცეცის (კროშკა) და კენჭების გრუნტში, მცირე რაოდენობით ტორფის ან ნეშომპალას დამატებით. ქოთანში კეთდება დრენაჟი ზედმეტი ტენისა და ფესვების ლპობისგან დასაცავად. პირველი ამონაზარდები ჩნდება თესლების დარგვიდან 2-3 კვირაში.

აქტიური ზრდის პერიოდში ასტროფიტუმი საჭიროებს სითბოს, ინტენსიურ განათებას, რეგულარულ ზომიერ მორწყვას. არასაკმარისი განათების დროს ჩნდება ღეროს დეფორმაციის და ფერის ცვლილების რისკი. ზამთრის მოსვენების პერიოდში აუცილებელია ტემპერატურის შემცირება 5-10 გრადუსამდე. ასევე საჭიროა მორწყვის შეწყვეტა.

ასტროფიტუმ senile viesca იზრდება ნელა. სიმწიფეს აღწევს 7-10 წელიწადში. ზრდის დასაჩქარებლად კაქტუსს ამყნობენ, სეზონურად ამატებენ მინერალურ ნარევებს აზოტის დაბალი კონცენტრაციით.

Astrophytum senile viesca კაქტუსის მოხმარება და ეფექტი

მესკალინი იწვევს სხვა და სხვა სახის ჰალუცინაციებს, მისტიკურ ხედვებს. კაქტუსის ნახარშს აქვს ეიფორიის ეფექტი, იცვლება ცნობიერება, აქტიურდება აბსტრაქტული აზროვნების უნარი. ფსიქოაქტიური მოქმედება იწყება მოხმარებიდან 45-60 წუთში და გრძელდება 4-5 საათი.

მოხმარება:
ჩაი, ნაყენი
ჯიში:
Astrophytum/Астрофитум
ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
Mescaline
ღერო:
დიამეტრი 15 სანტიმეტრამდე
მწარმოებელი:
Gribo4ek
მოპოვების არეალი:
მექსიკა (კოაუილა)
ეფექტი:
იცვლება ცნობიერება, აქტიურდება აბსრაქტული აზროვნების უნარი

Astrophytum senile viesca გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Astrophytum senile viesca