Auto Afghani №1 feminised Ganja Seeds
- მწარმოებელი:
- Ganja Seeds
- THC:
- მაღალი
- CBD:
- საშუალო
- სქესი:
- ფემინიზირებული
- ყვავილობა:
- ავტომოყვავილე ჯიში
- ეფექტი:
- დასვენება, ხანგრძლივი
Afghani №1 feminised აუტომოყვავილე ჰიბრიდის თესლები - შესანიშნავი სათესი მასალაა, რომელსაც დალბობის და გაღვივების შემთხვევაში აღმოცენების მაღალი პროცენტი აქვს (99%). წარმოდგენილი თესლებიდან იზრდება ძლიერი, ელეგანტური ბუჩქები. ინდიკას მოყვარულები აღფრთოვანებულნი იქნებიან ჰიბრიდის სწრაფი ზრდით. ბუჩქს აქვს მიწის და ავღანური ჰაშიშის არომატი.
ყურადღებას იქცევს გირჩებზე არსებული კუპრის რაოდენობა. სასიცოცხლო ციკლის მესამე კვირაში ფოთლებზე წარმოიქმნება ტრიქომები. მოსავლის აღების მომენტში ბუჩქის ღეროებიც კი იფარება ზეთოვანი წვეთებით.
მოვლის სიმარტივე, კომპაქტური ზომა და ვარჯიშის სიმარტივე გამოუცდელ გროვერსაც კი აძლევს საუკეთესო მოსავლის მიღების საშუალებას. კულტურის სრული სასიცოცხლო ციკლი 10-12 კვირა გრძელდება. ბუჩქის სიმაღლე არ აჭარბებს 80 სანტიმეტრს.
სინათლის დღის ხანგრძლივობის მიუხედავად აუტო ყვავილობის თვისება, მებაღეს ერთ სეზონზე სამი მოსავლის აღების საშუალებას აძლევს.
Afghani №1 კანაფის წარმომავლობა
Afghani №1 feminised კანაფის ძლიერი და ლეგენდარული ჯიში გამოყვანილი იყო ავღანეთის მთიან რეგიონებში მოპოვებული ინდიკას და რუდერალისის შეჯვარების შედეგად. რუდერალისმა ჰიბრიდს გადასცა ძლიერი იმუნიტეტი. ბუჩქი აფრქვევს ისეთ არომატს, რომ მავნებელი მწერები მას არ ეკარებიან.
მიუხედავად მისი სურნელის დადებითი თვისებებისა, აუცილებელია მისი დაფარვა. პრობლემას ადვილად გაუმკლავდება კარგი ვენტილაცია ნახშირის ფილტრით.
Afghani №1 კანაფის მოყვანის თავისებურებანი
კანაფის ფემინიზირებული თესლები მხოლოდ მდედრი მცენარეების მოყვანის გარანტიას იძლევა, რომლებსაც პირველი 3-4 კვირის განმავლობაში რეგულარული მორწყვა და სუფთა ჰაერი დასჭირდებათ. 35 დღიდან შესაძლებელია სასუქის დამატება. ჯიში კარგად ითვისებს მინერალურ ნარევებს და ორგანიკას. ბუჩქის მოყვანა შესაძლებელია ქოქოსში ან მიწის და პერლიტის ნარევში. SCROG ტექნიკის გამოყენებით, კვარდატული მეტრიდან შესაძლებელია 500 გრამი მოსავლის მიღება. მოცემული მაჩვენებლი მიიღება დიდი მოცულობის ქოთნების (10-15ლიტრი) და კარგი განათების პირობებში (400-600ვატი).
სისტემურ ბლოკებში ან ხელნაკეთი კომპაქტური გროუბოქსების გამოყენებისას, შესაძლებელია ზრდის კონტროლის, LST ტექნიკის გამოყენება. ფიმინგის და ტოპინგის ჩატარება უმჯობესია პირველი სამი კვირის განმავლობაში. მართალია, აღნიშნული ტექნიკები აუტომოყვავილეებისთვის არ არის რეკომენდირებული, Afghani №1-ის შემთხვევაში ისინი მისაღებია. სტრესის შემდეგ შტამი სწრაფად აღიდგენს ძალებს და ასწრებს შთამბეჭდავი რაოდენობის გირჩების ფორმირებას.
Afghani №1 კანაფის არომატი და ეფექტი
არომატში შერწყმულია სანელებლების, ტკბილეულის და მიწის ნოტები. ბოლის გემო მოგაგონებთ ჰაშიშს. ეფექტი დაგამშვიდებთ, მოახდენს გონების ჰარმონიზაციას, ადუნებს სხეულს და პოზიტიურს გახდის ცხოვრებაზე შეხედულებას. ექსტრაქტის ან მარიხუანას გამოყენების შემდეგ, შეგიძლიათ იოცნებოთ ან ჩაეფლოთ ტკბილ სიზმრებში.
Afghani №1 კანაფის გამოყენება მედიცინაში
ჰიბრიდი არ არის აღიარებული თერაპიულ შტამად, მაგრამ მისი გამოყენება ეფექტურია უძილობის, დეპრესიის და უმადობის დროს.
- მწარმოებელი:
- Ganja Seeds
- THC:
- მაღალი
- CBD:
- საშუალო
- სქესი:
- ფემინიზირებული
- ყვავილობა:
- ავტომოყვავილე ჯიში
- პერიოდი:
- 6-7 კვირა
- ტიპი:
- Indica / Ruderalis
- მოსავალი:
- საშუალო 400-600 გ./მ²
- მოსავლის აღების დრო:
- დამოკიდებულია დარგვაზე
- მცენარის სიმაღლე:
- საშუალო
- კულტივაცია:
- Greenhouse, Indoor, Outdoor
- გემო,არომატი:
- პიკანტური
- ეფექტი:
- დასვენება, ხანგრძლივი
- სამედიცინო ჯიში:
- არა
- დამწყებთათვის:
- დიახ
- თასის გამარჯვებულები:
- არა