Colombian Rust Spore (Red Spore)

კოდი: GS05502
მსოფლიოში რომ ტარდებოდეს ფესტივალი ან ჩემპიონატი კუბენსისებს შორის, Colombian Rust Spore ყველა ჯილდოს და ჩემპიონის თასსაც აიღებდა.
მწარმოებელი:
Gribo4ek
ეფექტი:
ეიფორია, ნათელი ვიზუალიზაცია
აქტიურობა:
მაღალი
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
რაოდენობა:
+
-
არაა მარაგში
76 ლ

წარმოგიდგენთ ერთ ერთ ყველაზე იშვიათ სოკოს ჯიშს, რომლის ფსიქოაქტიურობაზე ლეგენდები დადის, ხოლო მისი მოქმედების მოგზაურობები გრძელ მოთხრობებად გადმოიცემა. მსოფლიოში რომ ტარდებოდეს ფესტივალი ან ჩემპიონატი კუბენსისებს შორის, Colombian Rust Spore ყველა ჯილდოს და ჩემპიონის თასსაც აიღებდა. კულტურა გამოირჩევა კარგი მოსავლით და ძლიერი ეფექტით. თუ ეთნო ბოტანიკოსი გამოცდილია და მზადაა გაემგზავროს მოგზაურობაში, რომელსაც კონტროლის და ყურადღების დაკარგვა ახლავს თან, მაშინ აღნიშნული შტამი საუკეთესო არჩევანია.

წარმოდგენილი შტამის სპორები რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, სტერილურია. მოყვანა არ გამოიწვევს სირთულეებს როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი გროვერისთვის.

Colombian Rust Spore გარეგნული დახასიათება

ნაყოფის ქოლგებს აქვს ყვითელი შეფერილობა. ქოლგის ცენტრში შეიმჩნევა ვუალის ნარჩენები, რომლებიც ჩანს თეთრი პატარა ლაქების სახით.

სოკოს ფეხი ყვითელია, ცენტრისკენ ფერთა გამა ხდება მარგალიტის ფერი თეთრი. ფეხი მკვრივია და ხორციანი. ქუდიც მოყვითალოა და მომწიფებისას ღებულობს ყავის ფერს. სპორების თიხის ფერი გამოირჩევა სხვა სოკოებისგან. სავარაუდოდ, სწორედ ფორების ჟანგის ფერმა განაპირობა მათი სახელწოდება.

იზრდება მცირე კლასტერებად 2-8 ცალის ოდენობით. სუბსტრატის ბლოკზე ფორმირდება ორ ათეულამდე მსხვილი ოჯახი. დაზიანებისას ნაყოფი მომენტალურად ხდება იასამნისფერი-ლურჯი, რაც პსილოციბინის მაღალ კონცენტრაციაზე მეტყველებს.

Colombian Rust Spore სტრეინის წარმომავლობა

სტრეინის სამშობლო კოლუმბია და სამხრეთ ამერიკაა. კულტურა მდგრადობით გამოირჩევა, რაც მის საფუძველზე ახალი შტამების გამოყვანის საშუალებას იძლევა.

სუბსტრატი Colombian Rust Spore მიცელიუმისთვის

პსილოციბინური სოკოების შეძენა - პირველი ნაბიჯია აბსტრაქტული გამოსახულებების ამოუცნობი სამყაროს გასაცნობად. სპორების შეძენის შემდეგ საჭიროა სწორად მომზადდეს ნარევი და მოვათავსოთ ის შესაბამის სუბსტრატში. დამწყები მიკოლოგებისთვის საკვებ სუბსტრატად რეკომენდირებულია მარცვლეულის გამოყენება. სტაჟიან ეთნობოტანიკოსებს შეუძლიათ ჩალის, თივის ან ნაკელის გამოყენება.

Colombian Rust Spore მოსავალი

ბევრი სოკო და მაღალი ფსიქოაქტიურობა - სიხარულის ნამდვილი კოქტეილია გამოცდილი „შრუმერისთვის“. ჯიში ახდენს მოსავლის შთამბეჭდავი მაჩვენებლის დემონსტრირებას, ლიტრი მიცელიუმიდან 250-350 გრამი ნედლი ნაყოფი. სუბსტრატის ბლოკი 5 ტალღას იძლევა.

ტემპერატურა Colombian Rust Spore კოლონიზაციის და მომწიფების დროს

Colombian Rust Spore შესანიშნავი კოლონიზატორია. სპორები სწრაფად მოიცავს საკვებ ნიადაგს +26-28 გრადუსი მუდმივი ტემპერატურის დროს. ტემპერატურის მაჩვენებლის მცირე გადახრა არ იმოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ქილები სრულად ივსება 7-15 დღეში.

მომწიფების დროს მოითხოვს +22-27 გრადუს ტემპერატურას. რეკომენდირებულია კონტეინერის რეგულარული განიავება.

Colombian Rust Spore ეფექტი

ნახარშის ან ნაყოფის მოხმარება გაგიშვებთ სამოგზაუროდ იმაზე სწრაფად, ვიდრე თქვენ ელოდით. ზემოქმედება ხასიათდება კაშკაშა ემოციებით და ტრანსცენდენტური ხასიათის ღრმა განცდებით. სულ რაღაც 15 წუთის შემდეგ კონტროლსა და ყურადღებაზე საუბარიც ზედმეტია. ასეთი რამ ხშირად დამწყებებს ემართებათ, თუმცა ამ მდგომარეობასთან გამკლავება მარტივია, თუ დააკვირდებით გრძნობებს და არ მოახდენთ რეაგირებას ემოციებსა და განცდებზე.

მშვიდი და ყურადღებიანი გონებით ფსიქონავტი ხვდება მუდმივად ცვალებად სივრცეში, რომელიც სავსეა მოცეკვავე ორნამენტებით და მანდალებით. საკუთარი თავის შეცნობის მსურველები იგრძნობენ ყველაფერი არსებულის ერთობას და განუყოფლობას, რომელიც შეიძლება „მე ვარ ყველაფერი და ყველაფერი არის მე“ ფრაზაში გავაერთიანოთ. მოგზაურობის მეორმოცე წუთზე ფსიქონავტისგან პრაქტიკულად არაფერი დარჩება. მას ელის სიბრძნის ნაკადი, ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხები.

სოკოს გასაცნობი პორცია 1,5-2 გრამია. ცერემონიისთვის საუკეთესო ტყეში განმარტოებაა, მდინარის ან ტბის მახლობლად.

მწარმოებელი:
Gribo4ek
სტრეინი:
Psilocybe Cubensis Colombian Rust Spore
მოყვანა:
რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნეს მარცვლეული:ჭვავი, ხორბალი, შვრია, ან მოხალული ქერის ბურღული
ეფექტი:
ეიფორია, ნათელი ვიზუალიზაცია
აქტიურობა:
მაღალი
ანაბეჭდი:
სტერილური, მკაფიო, წარმოდგენილია თეთრ ქაღალდზე(შესაძლოა ვარიანტი - 2 ანაბეჭდი ერთ ქაღალდზე) და შეფუთულია ჰერმენტულ ზიპლუქ პაკეტში

Colombian Rust Spore (Red Spore) გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Colombian Rust Spore (Red Spore)