Lophophora diffusa var. lutea

კოდი: GLS8231
მესკალინის ამ წყაროს განსაკუთრებულობა, ამ სახეობების ყვავილებისთვის არა დამახასიათებელი შეფერილობაა. აქტიური ყვავილობის პერიოდში ყვავილები ყვითელ ფერს იძენს.
მწარმოებელი:
Gribo4ek
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
+
-
49.40 ლ

Lophophora diffusa var. lutea – ჩვენს დედამიწაზე არსებული კაქტუსების პოპულაციის იშვიათი წარმომადგენელია. მესკალინის ამ წყაროს განსაკუთრებულობა, ამ სახეობების ყვავილებისთვის არა დამახასიათებელი შეფერილობაა. აქტიური ყვავილობის პერიოდში ყვავილები ყვითელ ფერს იძენს. პირველად ეს სუკულენტი აღმოჩენილი იყო 1922 წელს მკვლევარების როლანდ-კოსსელინის და დიგეს მიერ ჩრდილოეთ მექსიკაში.

Lophophora diffusa var. lutea კაქტუსების წარმომავლობა

Lophophoralutea გახლავთ ყველაზე სამხრეთის პოპულაცია თავის ჯიშში და გავრცელებულია კერეტარო-შტატის მახლობლად. კაქტუსი იზრდება მხოლოდ მცირე ფართობზე მაღალმთიან უდაბნოში ვიზარრონის, ბუკარელს და ტოლიმანს შორის ხეობაში. ფართობი გავრცელებულია დაახლოებით 300 კვადრატულ კილომეტრზე. იზრდება ქსეროფიტული ბუჩქების სიახლოვეს (Larreatridentata და Acaciasororia), ასევე კირქვა ნიადაგში, რომელიც ფესვებს მიწაში ღრმად ჩაღწევის საშუალებას აძლევს. ლოფოფორას ეს სახეობა გაქრობის პირასაა, გამოიყენება ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ სამედიცინო მიზნებისათვის.

Lophophora diffusa var. lutea კაქტუსის აღწერა

Lophophora diffusa var. lutea – სფეროსებური კაქტუსია. წარმოქმნის რამოდენიმე ღეროს ერთობლიობას, ან ახდენს რამოდენიმე გვირგვინიანი ჯგუფის ფორმირებას. ამ სუკულენტს იშვიათად შეხვდებით სახლის ორანჟერეებში, რადგან მათი თესლების შეძენა რთულია.

ლოფოფორას წარმოდგენილი სახეობის ღეროს სიმაღლე 2-7 სმ-ს და დიამეტრი 12სმ-ს აღწევს. ზრდის ოპტიმალურ პირობებში ღეროს დიამეტრმა შესაძლებელია 25 სანტიმეტრს მიაღწიოს. ფერი ყვითელი-მომწვანო ან ნაცრისფერი-მომწვანოა. ნეკნები წამოწეულია, ტალღისებური და ბრტყელი. ზედაპირზე შეიძლება შეიმჩნეოდეს ბუსუსები.

ყვითელი ლოფოფორა იზიდავს მთელი მსოფლიოს ბოტანიკოსებს თავისი ყვითელი ყვავილებით. მათი ზომები მნიშვნელოვნად დიდია ამ ჯიშის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით. ნაყოფი ვარდისფერია, თესლები შავი.

Lophophora diffusa var. lutea კაქტუსის მოყვანის წესები

თესლებს ნიადაგში დარგვამდე ერთი დღე ალბობენ თბილ წყალში. სუბსტრატისთვის იყენებენ ვერმიკულიტს, პერლიტს ან ქვიშას. რამდენადაც ასეთ სუბსტრატში არ არის საკვები ელემენტები, მათ მხოლოდ გაღვივებისთვის იყენებენ. სუკულენტებისათვის ძირითადი საკვები ნიადაგია ქვიშის, პერლიტის და ტორფის ნარევი.

თესლებს რგავენ განიერ, საშუალო სიმაღლის "ლატოკებში", ვინაიდან კაქტუსების ფესვთა სისტემა პირველი 6 თვის განმავლობაში 2 სანტიმეტრს აღწევს. "ლატოკს" აუცილებლად უკეთდება სადრენაჟე ხვრელები. თესლებს რგავენ წვეტიანი მხრით ქვევით და ნამავენ პულვილიზატორის საშუალებით. ზევიდან აფარებენ საკვების ცელოფანს, რომელსაც ნემსით უკეთდება რამოდენიმე ათეული ხვრელი, ჰაერის ცირკულაციისთვის. სუბსტრატს ატენიანებენ გაშრობის შემდეგ. ოპტიმალური ტემპერატურაა +22-28 გრადუსი.

გაღვივების შემდეგ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ოპტიმალური განათება (6400კ), ლურჯი სპექტრი ან ესლ თბილი სპექტრის ნათურა 2700კ-დან. გაღვივებიდან 2 თვის შემდეგ ხდება მცენარის ადაპტირება გარემოსთან, პერიოდულად ხსნიან სათბურს 15-20 წუთით, კვირაში 1-2-ჯერ. მსგავსი ვარჯიშებიდან 1 თვეში, ცელოფანს ხსნიან. მოძლიერებული კაქტუსის გადარგვა ქოთანში შესაძლებელია 2-3 თვეში. ლოფოფორას სასუქს შემოდგომასა და გაზაფხულზე ამატებენ.

Lophophora diffusa var. lutea კაქტუსის მოხმარება და ეფექტი

პეიოტები მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა სასმელების მოსამზადებლად. მათ მერქანში 1,2% მესკალინია, ასევე სხვა ალკალოიდები, რომლებიც ფსიქოაქტიურ მოქმედებას ახდენენ:

  • Anhalamine;
  • ტირამინი;
  • Pellotine;
  • О-Methylanhalinine;
  • Methylmescaline და სხვა.

ნაყენის მოხმარების შემდეგ შეიმჩნევა გონების დაბინდვა, მოქმედების უკონტროლობა, გულის რევის შეგრძნება და ოფლიანობა. მოცემული ეფექტი გრძელდება ცოტა ხნის განმავლობაში და თანდათანობით გარდაიქმნება ფსიქიკურ კმაყოფილებად. ადგილი აქვს ვიზუალურ და სმენით ჰალუცინაციებს. ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავდა ხანგრძლივ სედატიურ ეფექტს. ეფექტი გრძელდება 8 საათის განმავლობაში.

მოხმარება:
ჩაი, ნაყენი
ჯიში:
Lophophora/Лофофора
ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
Pellotine
ღერო:
დიამეტრი 12 სანტიმეტრამდე
მწარმოებელი:
Gribo4ek
მოპოვების არეალი:
აშშ (ტეხასი)
ეფექტი:
ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები

Lophophora diffusa var. lutea გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Lophophora diffusa var. lutea