Lophophora williamsii

კოდი: GLS8234
Lophophora williamsii – საოცარი უნიკალური მცენარეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა შამანების მიერ, მექსიკაში. კაქტუსი გამოიყენებოდა სხვა და სხვა მაგიური ცერემონიებისთვის.
მწარმოებელი:
Gribo4ek
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
+
-
არაა მარაგში
49.40 ლ

Lophophora williamsii – საოცარი უნიკალური მცენარეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა შამანების მიერ, მექსიკაში. კაქტუსი გამოიყენებოდა სხვა და სხვა მაგიური ცერემონიებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა ამ სუკულენტსპეიტოლ“-ს უწოდებს. სხვა მონათესავე კაქტუსებისგან განსხვავებით, მისი წვენი ალკალოიდების უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს, ლიფოფორა უილიამსის ქერქში კონცენტრირებულია მესკალინი - ნივთიერება, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და იწვევს კაშკაშა ხილვებს.

Lophophora williamsii კაქტუსის წარმომავლობა

Lophophora williamsii კაქტუსის თესლები ჩამოტანილია მექსიკიდან. ბუნებაში სუკულენტი დიდი რაოდენობით მესკალინს შეიცავს, სახლის პირობებში მესკალინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება.

სუკულენტი მცირე ბორცვებზე იზრდება, ბუჩქების გარემოცვაში.

Lophophora williamsii კაქტუსის აღწერა

კაქტუსი ბრტყელი სფეროს ფორმისაა. მერქანს აქვს ლურჯი-მომწვანო ფერი. გლუვია და სასიამოვნოა შეხებისას. კულტივირების ხანგრძლივობის მიხედვით დიამეტრი შესაძლებელია 15 სანტიმეტრს აღწევდეს. ზედაპირზე ფორმირდება არეოლა თითოეული სეგმენტის ცენტრში. ყვავილობის ფაზაზე სუკულენტზე ფორმირდება მილის ფორმის, ლამაზი კვირტი, წითელი ფერის. ვარდისფერი ნაყოფის დიამეტრი 2 სანტიმეტრს აღწევს.

ფესვთა სისტემა დიდია, ზომით არ ჩამოუვარდება ღეროს. სახეობა გახლავთ ნელა მზარდი. 1 წლის განმავლობაში იზრდება მხოლოდ 0,5 სანტიმეტრით.

Lophophora williamsii კაქტუსის მოყვანის წესები

სწორი და ჯანმრთელი ზრდისათვის, წარმოდგენილ სუკულენტს სჭირდება ოპტიმალური პირობები, კერძოდ:

  • შესაფერისი განათება. შუქი უნდა იყოს კაშკაშა, გაფანტული. ამისათვის იყენებენ ესლ ნათურებს. მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მცენარის მოთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება და გაფერმკრთალება.
  • ტემპერატურა. ტემპერატურა სეზონის შესაბამისად იცვლება. წლის თბილ პერიოდში მცენარე თავს კომფორტულად +20 გრადუსზე გრძნობს, ზამთრის პერიოდში ტემპერატურას ამცირებენ +10-13 გრადუსამდე.
  • მორწყვა. ნიადაგის შემადგენლობისა და ხარისხის მიხედვით განისაზღვრება მორწყვის რეჟიმი. გამოცდილი გროვერები გვირჩევენ კაქტუსების მორწყვას ნიადაგის სრული გაშრობიდან 2-3 დღეში. სექტემბრიდან მარტის პირველ რიცხვებამდე მორწყვა წყდება.
  • სასუქი. სასუქს ამატებენ მხოლოდ ვეგეტაციის დროს. 4 კვირაში ერთხელ.

შენიშვნა! Lophophora williamsii კაქტუსის თესლებს ნიადაგში დარგვამდე აუცილებლად ალბობენ წყალში და აღვივებენ პოლიეთილენით დაფარულ მოცულობებში. საკვები სუბსტრატისთვის გამოგადგებათ პერლიტის, წვრილი კენჭების და ტორფის ნარევი. კენჭების ნაცვლად შეიძლება წვრილი ქვიშაც გამოიყენოთ.

Lophophora williamsii კაქტუსის მოხმარება და ეფექტი

მექსიკაში კაქტუსს მშრალად ან ნახარშის სახით იყენებენ. ეფექტი მოხმარებიდან 30-40 წუთში ვლინდება და გრძელდება 4-6 საათი. მოქმედების პირველი სიმპტომები სხეულის ცხელებით ვლინდება, ადგილი აქვს მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს, ფერების უფრო მკაფიოდ აღქმას, სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავებას და ეიფორიულ ექსტაზს. მომხარებლების აღენიშნებოდათ შფოთვა, დროსა და სივრცეში არევა. მსგავსი ეფექტი აქვს ლსდ- ან მაგიური სოკოების მოხმარებას, მაგრამ კაქტუსის მოქმედება შედარებით სუსტია.

მოხმარება:
ჩაი, ნაყენი
ჯიში:
Lophophora/Лофофора
ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
Mescaline
ღერო:
დიამეტრი 8 სანტიმეტრამდე
მწარმოებელი:
Gribo4ek
მოპოვების არეალი:
აშშ (ტეხასი)
ეფექტი:
ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები

Lophophora williamsii გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Lophophora williamsii