Tapalpa

კოდი: GS02240
Tapalpa ადვილად ექვემდებარება კულტივაციას და არ გამოიწვევს სირთულეებს დამწყები მიკოლოგისთვის. შტამი რეკომენდირებულია პირველი გროვისთვის.
მწარმოებელი:
Gribo4ek
ეფექტი:
მსუბუქი ეიფორია, ნათელი ვიზუალიზაცია
აქტიურობა:
მაღალი
პროდუქცია არის უკრაინაში. მიწოდების საფასური დაითვლება ინდივიდუალურად.
რაოდენობა:
+
-
არაა მარაგში
60.80 ლ

Cubensis Tapalpa პსილოციბინური სოკოების სპორები წარმოადგენს შესანიშნავ სტრეინს, რომელსაც ახასიათებს საშუალო ზომა და მაღალი მდგრადობა დაავადებების მიმართ. მიცელიუმი აგრესიულია და სწრაფად ახდენს სუბსტრატის კოლონიზაციას. სოკო იზრდება ოჯახებად, 2-4 ცალის ოდენობით და ყოველთვის არ ფარავს სუბსტრატის ბლოკს.

Tapalpa ადვილად ექვემდებარება კულტივაციას და არ გამოიწვევს სირთულეებს დამწყები მიკოლოგისთვის. შტამი რეკომენდირებულია პირველი გროვისთვის.

კუბენსისების ყოველი სტრეინი თავის მხრივ უნიკალურია, არც აღნიშნული სტრეინი გახლავთ გამონაკლისი. ის გაგაკვირვებთ ფსიქოაქტიურობით, ამიტომ დამწყებები ფრთხილად უნდა იყვნენ დოზირებასთან.

Tapalpa გარეგნული დახასიათება

ნაყოფი გრუნტზე წარმოქმნის სოკოების „გამოხშირულ ტყეს“, რომლებიც ორგანიზებულები არიან ცალკეულ ოჯახებად. ქუდები იზრდება 3-7 სანტიმეტრი დიამეტრის და აქვს გაჯერებული კრემის ფერი, ნაპირებზე მოყვითალო შეფერილობით. „კაბა“ ირჩევა მარტივად და არ მოითხოვს მიკოლოგის ჩარევას. ფეხი მყარია და ხორციანი, აქვს კაშკაშა ყვითელი ან ღია ყავის ფერი. ღეროს დასაწყისში სასიცოცხლო ციკლის ბოლოს შესაძლებელია წარმოიქმნას მცირე „სიფუმფულე“.

სხვა შტამებისგან განსხვავებით შტამი არ წარმოქმნის ერთი ზომის ნაყოფს. ყველაზე მსხვილი წარმომადგენლებისგან შესაძლებელია დამზადდეს ჰალუცინოგენური სოკოების სპორები და შეივსოს თქვენი მიკოლოგიური კოლექცია.

Tapalpa წარმომავლობა

Tapalpa ნაპოვნი იყო გვადალახარის სამხრეთით მექსიკაში, პატარა ქალაქ ტაპალპასთან, რომელიც ხალისკოს რაიონში მდებარეობს. ეს უცნაური სახეობა იზრდებოდა 2000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მთის კლიმატმა კულტურას მისცა საშუალება გამოემუშავებინა ძლიერი იმუნიტეტი და აგრესიულობა სუბსტრატის ათვისებაში.

სუბსტრატი Tapalpa მიცელიუმისთვის

ჯიში გვიჩვენებს ნებისმიერი სახის ნიადაგის ათვისების საოცარ სისწრაფეს. ის კარგად ვითარდება ხორბალზე, შვრიაზე, თივაზე, ასევე ბრინჯის კვერებზე და ნაკელზე. ზოგიერთი გროვერი წარმატებით იყენებდა წიწიბურას.

იმისათვის, რომ Psilocibe cubensis-მა შეძლოს სრულფასოვნად აითვისოს საკვები მინარევი, ის უნდა გასუფთავდეს პათოგენური ნაერთებისგან - სპორების სხვადასხვა სოკო და ობი, ასევე ბაქტერიები. ამისათვის მარცვლებს ჯერ ხარშავენ წყალში ანტიბიოტიკებით ან წყალბადის ნარევით, შემდეგ აკეთებენ პასტერიზაციას.

ცნობისათვის! მრავალი ეთნობოტანიკოსი, რომელიც პასტერიზაციისთვის იყენებს მიკროტალღურ ღუმელს, ამბობს რომ ანტიბიოტიკების დამატება საჭირო არ არის.

Tapalpa მოსავალი

Tapalpa საშუალო მოსავლიანი სტრეინია, რომელიც ხელსაყრელი პირობების დროს მზრუნველი პატრონისთვის იძლევა 200-250 გრამ მშრალ ნაყოფს 1 ლიტრი მიცელიუმიდან. გროვერს შეუძლია მოსავლის გაზრდა კუბენსისების მოყვანის თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით „მონოტუბში“. სუბსტრატის ბლოკი ზოგადად იძლევა მოსავალს, რომელიც მისი წონის 20-25%-ს შეადგენს. შესაბამისად, თუ მონოტუბში იქნება 6 კგ. სუბსტრატი, შესაძლოა ველოდოთ 1000-1200 გრამს პირველი ტალღიდან. მეორე და მესამე ტალღები ნაკლებად მოსავლიანი იქნება, მაგრამ მაინც დაიმსახურებს დამწყები მიკოლოგის ყურადღებას.

ტემპერატურა Tapalpa მოყვანისა და მომწიფების დროს

აგრესიული მიცელიუმი +26-30 გრადუსის პირობებში 7-12 დღეში სრულად იხარებს. რეკომენდირებული ტემპერატურის შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაითესოს სოკო კეისებსა და მონოტუბში.

ეშმაკობა! იმისათვის, რომ სუბსტრატიანი კონტეინერი სწრაფად შეივსოს ნაყოფით, მას დგამენ სპეციალურ თერმო ხალიჩაზე.

ზედმეტად დაბალი ტემპერატურა შეანელებს სოკოს განვითარებას ან სრულად შეაჩერებს. კეისის ნაყოფიერება ხდება +22-25 გრადუსის დროს.

Tapalpa ეფექტი

ნახარშის მოხმარება მოგზაურს მისცემს საშუალებას შეაღწიოს სამყაროს ვიბრაციებში, ასევე "დაინახოს" მუსიკა. შამანური ორნამენტების ცეკვა და პარალელური გალაქტიკების ფერები დაგეხმარებათ გაიგოთ დედამიწაზე მრავალი მოვლენის ბუნება. 4 საათის განმავლობაში ფსიქონავტს გარს ახვევია სიმშვიდის აურა და ჩაფლულია სულის აბსტრაქტულ სამყაროში.

ნახარშმა შეიძლება გახსნას ნიჭი და მიგითითოთ ცხოვრების ნამდვილი მიზნებისკენ. ტრიპში დრო ჩერდება, ხოლო სივრცე ხდება მრავალწახნაგოვანი, მუდმივად ცვალებადი ხედვის კუთხით. თუ მოგზაურის ინტერესები არის არა მხოლოდ მატერიალური, სოკომ შეიძლება მიიყვანოს ის სამყაროს სიბრძნეებისა და ცოდნის ბიბლიოთეკის ბილიკებამდე, დაეხმარებათ სულიერი მიზნების მიღწევაში, ასევეე გაართობს სხეულს მიღმა ფრენით და ახალი ნაცნობობით.

გაცნობისათვის მინიმალური დოზა შეადგენს 1,5-2 გრამი მშრალი პროდუქტი. თუ მოგზაურს უკვე ჰქონდა გამოცდილება, კარგი ტრიპისათვის საჭირო იქნება 3-4 გრამი. ხოლო თუ ფსიქონავტი გადაწყვეტს სრულად მიენდოს და გაუშვას ილუზორული სინამდვილე, შესაძლებელია 4,5-5 გრამის გამოყენება.

მწარმოებელი:
Gribo4ek
სტრეინი:
Psilocybe Cubensis Tapalpa
მოყვანა:
ძალიან აგრესიული და სწრაფად უწევს კოლონიზირებას სუბსტარტს
ეფექტი:
მსუბუქი ეიფორია, ნათელი ვიზუალიზაცია
აქტიურობა:
მაღალი
ანაბეჭდი:
სტერილური, მკაფიო, წარმოდგენილია თეთრ ქაღალდზე(შესაძლოა ვარიანტი - 2 ანაბეჭდი ერთ ქაღალდზე) და შეფუთულია ჰერმენტულ ზიპლუქ პაკეტში

Tapalpa გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Tapalpa