Cheese feminised Ganja Seeds

კოდი: GS1598
ყველის სუნი ივსება ლიმონის, მუსკუსის და სანელებლების ნოტებით. გაჯერებული და კაშკაშა გემოების ბუკეტი მიიქცევს ყველაზე განებივრებული გროვერის ყურადღებასაც კი.
მწარმოებელი:
Ganja Seeds
THC:
მაღალი
CBD:
საშუალო
სქესი:
ფემინიზირებული
ყვავილობა:
ფოტოპერიოდული ჯიში
გენეტიკა:
Love Cheese х Afgan
ეფექტი:
ცამდე ამაღლებულ მდგომარეობას თანდათან ენაცვლება მოდუნების და სიმშვიდის ეფექტი
грузия:
არაა მარაგში
შეფუთვა:
+
-
თესლები:
15.20 ლ

იმისათვის, რომ Cheese feminized-ს ჰქონოდა საუკეთესო მახასიათებლები, ბრიდერებს დიდი შრომა დასჭირდათ. ელეგანტური ფორმის კანაფი ახდენს მკვრივი, არომატული, დომინანტი ინდიკას მქონე გირჩების ფორმირებას, რომელებშიც შეიმჩნევა სატივას გენები.

კანაბისი იზრდება სწრაფად. საკმარისია მცენარე აღმოცენდეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაშინვე გამოჩნდება ფოთლები. ვეგეტაციის პერიოდში ჯიში ავლენს თავის სილამაზეს და მომხიბვლელობას, ავსებს სივრცეს ნაღებისა და ყველის სასიამოვნო არომატით. სატივას გენების მინიმალური შემცველობა ჩანს მის გარეგნობაში, რაც ვლინდება ძლიერი ცენტრალური ღერით და მოგრძო გვერდითი ტოტებით, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე გირჩების წონის გაძლება.

ყვავილობის პროცესში ჰიბრიდისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობის ფისის გამოყოფა, რაც აუცილებლად გაახარებს გროვერს, რადგან შესაძლებელი იქნება პირველი ხარისხის ჰაშიშის მიღება. გამორჩეული და არომატული შტამი ყველა გროვერის და რასტამანის რჩეული გახდა.

სწორად მოყვანილი ჰიბრიდი აფრქვევს გაჯერებულ ნაღების და ყველის არომატს, ხოლო მისი ეფექტი შთაბეჭდილებას მოახდენს ყველაზე გამოცდილ შემფასებლებზეც კი.

საინტერესოა! ყვავილობის პერიოდში შეიძლება არა მარტო ყველის სუნის შეგრძნება, არამედ ლიმონის ნოტებისაც, რომლებიც მას საოცარ არომატს სძენს.

გროვერები, რომლებიც აქტიურად ახდენენ კანაბისის კულტივაციას ღია ცის ქვეშ, ღირსეულად შეაფასებენ აღნიშნულ სტრეინს. ქუჩის პირობებში ფემინიზირებული ჯიში აღწევს 250 სანტიმეტრს, ხოლო მოსავალი ასეთი გოლიათიდან რეკორდულ 1000 გრამს აღწევს ერთი ბუჩქიდან. ჯიშის მოყვანისას ინდორის პირობებში მებაღე ასევე დიდ მოსავალს მიიღებს. ერთი კვადრატული მეტრიდან მიიღება 800 გრამი გირჩები. მცენარისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფით ტგკ-ს დონე 20%-ს აღწევს.

სტრეინის შეძენისას, გროვერი დარწმუნებულია, რომ სიურპრიზები არ იქნება და არ გაჩნდება მამრი მცენარეები.

მნიშვნელოვანია! თუ თესლების დახასიათებაში მითითებულია სქესი „ფემინიზირებული“ - ეს ნიშნავს, რომ მცენარე 100%-ით მდედრი იქნება.

ზრდის პროცესში ვლინდება სტრეინის უპრეტენზიობა, ყოველგვარი კაპრიზების და სტრესების გარეშე ის ექვემდებარება «Scrog» და «Sog» ტექნიკას. მშობელი კანაფი გროვერს საშუალებას აძლევს მიიღოს 20-დან 40 კლონამდე, რომლებსაც მშობლის აბსოლუტურად იდენტური მახასიათებლები ექნებათ.

საინტერესოა! კლონირების ტექნიკის გამოყენებით მებაღე 2-3-ჯერ ზრდის მოსავალს.

კიდევ ერთი დამატებითი ბონუსი გროვერისათვის არის მისი შესაძლებლობა თავად მოახდინოს დღეების, თვეების ან წლების განსაზღვრა ვეგეტაციის პერიოდისთვის. როდესაც ბუჩქი მიაღწევს სასურველ ზომას, განათება გადადის ყვავილობის რეჟიმზე. შედეგად მიიღება გაფისული გირჩების მოსავლის რამდენჯერმე გაზრდილი რაოდენობა, ვიდრე მწარმოებლების მიერ იყო მითითებული.

შენიშვნა! განათების რეჟიმის 18/6 დროს, კანაბისი იმყოფება ვეგეტაციის პროცესში, ანუ იკრებს მწვანე მასას. ფემინიზირებული სტრეინის გაჩერება ვეგეტაციის სტადიაზე თავისუფლად შეიძლება განუსაზღვრელი დროით, რაც იძლევა მისი კლონირების საშუალებას მთელი მისი არსებობის მანძილზე.

მსოფლიო ბაზარზე სახელ განთქმული სტრეინი ცოტა კაპრიზულია კულტივაციის დროს და მებაღეს მოუწევს კარგად გაერკვეს კულტივაციის დეტალებში. სტრეინისთვის შესაფერისი პირობების შექმნა დააჯილდოვებს მებაღეს შესანიშნავი მოსავლით და გირჩების ეფექტით.

Cheese წარმომავლობა

საუკუნის მეოთხედზე მეტი დროის მანძილზე ბრიდერები ქმნიდნენ „ყველის ბრწყინვალებას“, რომელსაც კანაბისის მოყვარულები იცნობენ Cheese feminized სახელწოდებით. სტრეინი შეიქმნა Cheese და Afgani შეჯვარების შედეგად. მიღებულმა ჰიბრიდმა მშობლებისგან მიიღო საუკეთესო თვისებები და მახასიათებლები. ჯიში არის სტაბილური და მოხმარების ეფექტი ვლინდება ძლიერად და ხანგრძლივად.

თავის გენეტიკის წყალობით ჯიში უძლებს ტემპერატურის ცვლილებას, ასევე ობის და სოკოს დაავადებებს. ასეთი სტაბილურობის და სტრესების გამძლეობის გამო ჰიბრიდს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უნივერსალური კანაბისი, რომლის მოყვანას პლანეტის ყველა გროვერი შეძლებს.

ყველა სიდ ბანკს აქვს თავისი კანაბისის შტამი Cheese feminised. მისი პროდუქტიულობა გამოიყენება ახალი კანაფის ჯიშების შესაქმნელად, რომლებიც შეძლებენ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას თესლების მსოფლიო ბაზარზე.

Cheese კანაფის მოყვანის თავისებურებანი

მოცემული სტრეინი გულისა და თვალისთვის სასიამოვნოა, მისი მოსავლიანობა მისი მოთხოვნების კომპენსირებას ახდენს, რომელიც მდგომარეობს რეგულარულ მორწყვაში. კულტივაციას უხდება როგორც ინდორის, ასევე აუთდორის პირობებში, მაგრამ საუკეთესო შედეგების მიღწევა შესაძლებელია მისი ჰიდროპონიკსა და აეროპონურ სისტემაში მოყვანის დროს.

ტოტები უძლებს გირჩების დიდ მასას, მაგრამ 100%-იანი სიმშვიდისთვის რეკომენდირებულია დამატებითი გამაგრება.

შტამის კულტივაციისას ინდორის პირობებში არ ღირს დიდი ზომის ბუჩქის ლოდინი, გროვერების მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახლში მცენარე 120-140 სანტიმეტრზე მაღალი არ იზრდება, ამიტომ მისი გადაადგილება მარტივად არის შესაძლებელი მცირე ბოქსში.

ისეთი ტექნიკის გამოყენებისას, როგორიც არის „მწვანე ეკრანი“, კანაფი სწრაფად იწყებს ერთნაირი ზომის და სიმკვრივის გირჩების ფორმირებას, რაც 800 გრამ ხარისხიან და ძლიერი ეფექტის მქონე მოსავალს მოგვცემს 1 კვადრატული მეტრიდან.

რჩევა! გროვერი, რომელიც იყენებს „მწვანე ეკრანის“ ტექნიკას, შეიძლება არ დაელოდოს ბადის 100%-ით შევსებას, რამდენადაც განათების ყვავილობის რეჟიმზე გადართვის შემდეგ, კანაბისი რაღაც დროის მანძილზე აგრძელებს ზრდას და ავსებს თავისუფალ სივრცეს.

ფოტოპერიოდული სტრეინისთვის აუცილებელია ვეგეტაციის განათების რეჟიმის დაცვა 18/6, ხოლო ყვავილობის დროს განათება უნდა შეიცვალოს 12/12-ზე.

ბუჩქი ყვავილობის პერიოდში აფრქვევს თავის შესანიშნავ არომატს საკმაოდ დიდ ფართზე, ამიტომ გროვერმა აუცილებლად უნდა იზრუნოს ბოქსში ჰაერის ფილტრაციაზე ან გამოიყენოს „დამხშობი“ - საშუალება, რომელიც შთანთქავს სუნებს.

Cheese კანაფის მოყვანა სახლში

Cheese feminised კულტივაციას როგორც სახლის, ასევე ღია გრუნტის პირობებში იძლევა შესანიშნავ შედეგს. ნიადაგში გადარგვამდე რეკომენდირებულია თესლების წყალში დალბობა 12-24 საათით, როდესაც თესლები გაფუვდება, მათ ათავსებენ ბამბის დისკებს შორის 2-3 დღე-ღამით, იმისათვის, რომ თესლები გაღვივდეს.

ცნობისათვის! თესლების გასუფთავებას დაავადებებისგან ახდენენ ჩალბობისას წყალში წყალბადის ზეჟანგის დამატებით.

როდესაც გამოჩნდება პატარა თეთრი ან მწვანე, ზოგჯერ მოწითალო ამონაზარდი, თესლები ძალიან ფრთხილად გადააქვთ ნიადაგში 5-7 მილიმეტრის სიღრმეზე. ნაზი და დაუცველი კაკლების დაზიანება მარტივია, ამიტომ პროცედურის ჩატარებისას სასურველია პინცეტის გამოყენება.

საინტერესოა! არსებობს თესლების გაღვივების დასაჩქარებელი ისეთი მეთოდი, როგორიცაა „დაქლიბვა“, რომელიც აღმოცენების 99% გარანტიას იძლევა. პროცედურა საკმაოდ სარისკოა და მოითხოვს ცოდნას, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ პროფესიონალებისთვის არის რეკომენდირებული. აღმოცენების დაჩქარება შესაძლებელია გაფუებული თესლის კბილებით გახეთქვით, ეს ტექნიკაც სარისკოა, რამდენადაც შეიძლება თესლი გაიჭყლიტოს.თუ არ გაქვთ გამოცდილება, აჯობებს არ გამოიყენოთ ეს მეთოდები.

დიდი ფესვთა სისტემა მოითხოვს 10 ლიტრის მოცულობას. ყველაზე ოპტიმალური ქოთნის ზომა კანაფისთვის არის 20 ლიტრი, რომელიც უნდა შეივსოს 1/3 საკვებით და მიკროელემენტებით გამდიდრებული სუბსტრატით. კანაბისისთვის აუცილებელი მიკროელემენტების თანაფარდობა აზოტი/ფოსფორი/კალიუმი არის 20/20/20. თუ გრუნტის ასეთი ვარიანტი დახლზე არ აღმოჩნდა, დასაშვებია გადახრა +/- 25-35% ორივე მხარეს. აუცილებელია ნიადაგის მჟავიანობის შემოწმება. рН არ უნდა აღემატებოდეს 6-6,5-ს. შეძენილ ნიადაგს ემატება ვერმიკულიტი, ქოქოსის ბოჭკო და ცოტა ჰუმუსი. ასეთი სუბსტრატის შემადგენლობა იდეალურია ფესვებისთვის.

სუბსტრატის ოპტიმალური ვარიანტია:

  • 1 ნაწილი მსხვილი პერლიტი ან ვერმიკულიტი;
  • 3 ნაწილი ტორფი ან მიწა საჭირო рН დონით;
  • ნახევარი ჭიქა დოლომიტის ფქვილი;
  • 1 ნაწილი ჰუმუსი.

მნიშვნელოვანია! მცენარეების ყველა მაღაზიის დახლზე, არის ცხენის გრანულირებული ნაკელი. თუ დავამატებთ 1,5 სუფრის კოვზ აღნიშნულ საშუალებას 1 ლიტრ ნიადაგს გადარგვამდე, მცენარეს ექნება საკვები ნივთიერების მარაგი ვეგეტაციის მთელი პერიოდისთვის.

მოცემული რეცეპტის გამოყენებისას გროვერს არ დასჭირდება სასუქის დამატება. კომპოტები და ხსნარები მცენარეს დასჭირდება მხოლოდ ყვავილობის პერიოდში.

ფაქტი! ქიმიის გამოყენებისას სამედიცინო კანაბისის მიღება არ გამოგივათ, მიუხედავად იმისა, რომ ის იძლევა მოსავლიანობის 10-15%ით გაზრდის საშუალებას. ქიმიური მარიხუანის ხარისხი ორგანიკაზე მოყვანილ კანაბისზე ბევრად ნაკლებია.

ქიმიური დანამატების გამოყენებისას რეკომენდირებულია გრუნტი, შემდგარი: 1/3 ვერმიკულიტის, 1/3 ქოქოსის გრუნტის, 1/3 ნიადაგისგან (рН 6-6,5).

სტრეინი შესანიშნავ შედეგს იძლევა ლედ ნათურის (250ვატი) ქვეშ, ასევე შესაძლებელია დნატ ნათურის (400-600ვატი) გამოყენება. შუქზეა დამოკიდებული გირჩების თანაბარი ზრდა.

ინდიკას დომინირებული რაოდენობით შემცველი ჯიში მოითხოვს განიავებას. ამისათვის სასურველია ბოქსში დამონტაჟდეს ქულერი, რომელიც მუდმივად შეარხევს ფოთლებს და მოახდენს ნიავის იმიტაციას.

ფოტოსინთეზის გაძლიერებული სინთეზი, რომელიც კანაფისთვის დამახასიათებელია, მოქმედებს მცენარის ჯანმრთელობაზე. კანაბისის ყველა სტრეინს შეუძლია ჰაერში არსებული ნახშირრორჟანგის 5ჯერ მეტი რაოდენობის გადამუშავება, ამიტომ, იმისათვის, რომ მცენარე უფრო კომფორტულ გარემოში ვამყოფოთ, გამოცდილი გროვერები უზრუნველყოფენ ორანჟერეაში СО2 რეგულირებულ მიწოდებას. ყველა გროვერი ვერ შეძლებს მსგავსი მოწყობილობის დაყენებას, ამიტომ, სპეციალურ ინტერნეტ მაღაზიებში იყიდება აბები, რომლებიც მუდმივად გამოიმუშავებენ СО2-ს.

პერიოდულად საჭიროა სტრეინის განებივრება დამატებითი დატენიანებით. მიუხედავად რეგულარული მორწყვისა, მცენარე არ იტყვის უარს ფოთლების სუფთა წყლით დანამვაზე. ამის გაკეთება პულვილიზატორით არის შესაძლებელი.

ცნობისათვის! ჰაერში საჭირო ტენიანობის შესანარჩუნებლად 60-65%, ბოქსში რეკომენდირებულია სპეციალური დამატენიანებლის დაყენება, ასევე საკმარისი იქნება წყლით სავსე ქილის დადგმა მცენარესთან ახლოს.

მნიშვნელოვანია ბოქსში მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება +24-28 გრადუსი. ჰიბრიდი უძლებს ტემპერატურის მაჩვენებლის მცირე ცვლილებას.

ჯიში ყვავილობს 55-60 დღის განმავლობაში, მაგრამ ფაზის სრულად დასრულებისთვის და ტრიქომების ქარვის ფრად შესაფერად, სასურველია სტრეინი მოთავსდეს ბნელ ადგილზე 2-3 დღით გირჩების სრულად მომწიფებისთვის.

მნიშვნელოვანია! მარიხუანას ბოლის „შერბილება“ მას შემდეგ რაც ის გაშრება, შესაძლებელია მისი დაძველებით მაცივარში ან საყინულეში 1-2 კვირის განმავლობაში მოთავსებით.

ჯიშის დამახასიათებელი არომატის მიღება შესაძლებელია მისი სწორად გაშრობით. სიბნელეში მოთავსების შემდეგ, რეკომენდირებულია ბუჩქების ფესვებიანად გაშრობა, ფოთლების მოუჭრელად. მარიხუანას დაძველება ხდება ბნელ, მუდმივად განიავებად სივრცეში.

ცნობისათვის! აუცილებლად უნდა შემოწმდეს ხომ არ ხვდება მზის სხივები კანაბისს. წინააღმდეგ შემთხვევაში მარიხუანა დაკარგავს გემოს.

Cheese კანაფის მოყვანა ღია გრუნტში

Cheese feminized კანაფის დარგვა აპრილის ბოლოს არის სასურველი. იმის ნიშანი, რომ ბუნება მზად არის დაეხმაროს გროვერს უზრუნველყოს კანაბისისთვის რეგულარული ტემპერატურა, არის ღამის ტემპერატურა, როდესაც იგი მუდმივია და არის +8-10 გრადუსი.

ქუჩის პირობებში სტრეინი დიდ ზომებს აღწევს. ზოგჯერ მცენარე 200 და მეტი სანტიმეტრი იზრდება. ამიტომ, საჭიროა ხალხისგან მოშორებული ადგილის შერჩევა. ღია გრუნტი ჯიშს აძლევს საშუალებას სრულად გამოავლინოს მისი პოტენციალი. დიდი ძირითადი ღერო იფარება ტოტებით, საჭიროა მათი მიბმა ან საყრდენების შეყენება. ასეთი სიმაღლის კანაბისი იკეთებს უზარმაზარ გირჩებს, რომლების წონას შეუძლია დაამტვრიოს ტოტები.

მებაღე შეძლებს დიდი მოსავლის მიღებას, თუ შეარჩევს მინდორს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება მზის შუქით. ხეები და ბუჩქები არ უნდა ჩრდილავდეს კანაბისს. მზე უნდა ხვდებოდეს დილიდან საღამომდე.

ორმო, რომელშიც გაიზრდება კანაფი, არ უნდა იყოს 25 ლიტრ მოცულობაზე ნაკლები, უმჯობესია იყოს 50 ლიტრი. ის უნდა შეივსოს სასარგებლო საკვები გრუნტით, რომელიც შედგება:

  • 1/3 ნიადაგი, რომელშიც იზრდებოდა ჭინჭარი;
  • მცირე რაოდენობა ჰუმუსი;
  • კომპოსტი;
  • ვერმიკულიტი.

იდეალური გრუნტი პროფესიონალებისთვის 30 ლიტრზე, აუთდორში კულტივაციისთვის მზადდება ისეთი კომპონენტებისგან, როგორიცაა:

  • 3-4 ლიტრი ვერმიკულიტი ან პერლიტი;
  • 6 ლიტრი ჰუმუსი;
  • 3 ლიტრი ქვიშა;
  • 1-1,5 ლიტრი ცხენის ნაკელი ან კომპოსტი;
  • 1 ჭიქა დოლომიტი;
  • 17 ლიტრი მიწა რომელზეც იზრდებოდა ჭინჭარი (მისი შეცვლა შეიძლება ქოქოსის გრუნტთან ნარევი ტორფით).

ყველა კომპონენტი საგულდაგულოდ ირევა და ესხმება წყალი, ორმოს აჩერებენ 2-3 დღე, რათა მოხდეს ყველა კომპონენტის აქტივაცია.

ასეთი სუბსტრატის არ ქონის შემთხვევაში გროვერს შეუძლია შეიძინოს მაღაზიაში მზა გრუნტი აზოტის, ფოსფორის და კალიუმის საჭირო შემცველობით, შეურიოს ის ვერმიკულიტს, დაასხას წყალი და გააჩეროს რამოდენიმე დღე.

ტენიანობის მუდმივობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დარდი გროვერს ჰიდროგელის დამატებით შეუძლია მოიხსნას. ჰიდროგელი მორწყვის სიხშირის 20-30 %-ით შემცირების საშუალებას იძლევა.

გრუნტი, რომელიც მომზადებულია რეცეპტით, ან მაღაზიაშია ნაყიდი, გამდიდრებულია ყველა მიკროელემენტით, რაც საკმარისი იქნება ვეგეტაციის პერიოდისთვის. ეკო-კომპოტის ან ნაკელის დამატება, ან რომელიმე სხვა სასუქის დამატება საჭირო გახდება ყვავილობის პერიოდისთვის.

მნიშვნელოვანია! ქიმიის გამოყენების პროცესში გროვერი მკაცრად უნდა მიყვეს ინსტრუქციას. ასეთი სასუქის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება დაწვათ ფესვები და მცენარე მოკვდება.

Cheese კანაფის გემო და ეფექტი

ყველის სუნი ივსება ლიმონის, მუსკუსის და სანელებლების ნოტებით. გაჯერებული და კაშკაშა გემოების ბუკეტი მიიქცევს ყველაზე განებივრებული გროვერის ყურადღებასაც კი.

სუნი იგრძნობა კვირტების გაჩენისთანავე და მძაფრდება 55-60 დღეს. გემოსთვის დამახასიათებელია Cheese და Afgani-ს გემოები.

ჰიბრიდი ავლენს საკუთარ თავს თანდათანობით. ერთი ნაპასის მერე არ ღირს მაშინვე გამეორება, რადგან ვერ შეიგრძნობთ ეიფორიას, სიხარულს და ბედნიერებას. Cheese feminized საშუალებას აძლევს მწეველს ჩაეფლოს თავისებურ ფსიქოდელიურ მდგომარეობაში, რასაც თანდათან ცვლის განტვირთვა, რომელიც მძიმე ცხოვრებისეული სიტუაციების ყველა მხრიდან განხილვის და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.

ბოლი არის გაჯერებული და სქელი. ეფექტი გრძელდება რამოდენიმე საათის განმავლობაში. სტრეინის გამოყენება კარგია მეგობრების წრეში ან მედიტაციის და თვით ანალიზისთვის.

შტამის სამედიცინო პოტენციალი უსაზღვროა. კანაბისს ხშირად იყენებენ ქალები კრიტიკულ დღეებში ტკივილის გასაყუჩებალად. სტრეინი კარგია თავის ტკივილის, ბრონქიალური ასთმის და ეპილეფსიის დროს. მოხმარების შემდეგ იმატებს მადა, ყველა სტრესი და დეპრესია ქრება.

მწარმოებელი:
Ganja Seeds
THC:
მაღალი
CBD:
საშუალო
სქესი:
ფემინიზირებული
ყვავილობა:
ფოტოპერიოდული ჯიში
პერიოდი:
7-9 კვირა
გენეტიკა:
Love Cheese х Afgan
ტიპი:
Sativa / Indica
მოსავალი:
მაღალი 600-800 გ/მ²
მოსავლის აღების დრო:
სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
მცენარის სიმაღლე:
საშუალო
კულტივაცია:
Greenhouse, Indoor, Outdoor
გემო,არომატი:
ყველის არომატით
ეფექტი:
ცამდე ამაღლებულ მდგომარეობას თანდათან ენაცვლება მოდუნების და სიმშვიდის ეფექტი
სამედიცინო ჯიში:
დიახ
დამწყებთათვის:
არა
თასის გამარჯვებულები:
დიახ

Cheese feminised Ganja Seeds გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Cheese feminised Ganja Seeds