Early Skunk feminised Ganja Seeds

კოდი: GLS7116
Early Skunk feminized შეიძლება კანაბისის საუკეთესო სტრეინების ხაზს მივაკუთვნოთ. მცენარე იდეალურია ღია გრუნტში მოსაყვანად და აღწევს 200 სანტიმეტრ სიმაღლეს, ზოგჯერ აჭარბებს კიდეც.
მწარმოებელი:
Ganja Seeds
THC:
მაღალი
CBD:
საშუალო
სქესი:
ფემინიზირებული
ყვავილობა:
ფოტოპერიოდული ჯიში
გენეტიკა:
Skunk #1 x Early Pearl
ეფექტი:
ცამდე ამაღლებული განწყობა, ხოლო რამოდენიმე ხნის გასვლის შემდეგ იწყება „მიწაზე დაშვება“, რომელსაც გაჰყვება stone-body ეფექტი
грузия:
არაა მარაგში
შეფუთვა:
+
-
თესლები:
19 ლ

Early Skunk feminized შეიძლება კანაბისის საუკეთესო სტრეინების ხაზს მივაკუთვნოთ. მცენარე იდეალურია ღია გრუნტში მოსაყვანად და აღწევს 200 სანტიმეტრ სიმაღლეს, ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. ხელმისაწვდომი Early Skunk თესლების ფემინიზირებული ვერსია გაახარებს მებაღეს მხოლოდ მდედრი მცენარეებით.

თესლებიდან იზრდება ლამაზი და მასიური მცენარეები ძლიერი ტოტებით, რომლებსაც შეუძლიათ გირჩების დიდი მოსავლის გაძლება კლიმატისა და რეგიონის მიუხედავად.

უპრეტენზიო სტრეინი შესანიშნავად ხარობს სათბურში, ღია ცის ქვეშ და ინდორის პირობებში. მოკლე ზაფხული არ შეაფერხებს გირჩების მომწიფებას, რადგან შტამი სრულად ყვავილობს 8 კვირაში. ტესტირების პროცესში წარმოდგენილი ჯიშის თესლები ასწრებდნენ თავიანთი ყავილობის ციკლის დასრულებას იმ დროში, როდესაც კანაბისის სხვა სტრეინები ჯერ კიდევ სტიგმების გამოშვებას იწყებდნენ.

გირჩების სიმკვრივის გამო, რომელიც მან ორიგინალი სკანკისგან მემკვიდრეობით მიიღო, Early Skunk feminized გახდა მთელი პლანეტის გროვერების საყვარელი სტრეინი. ჯიში რეკომენდირებულია ჩრდილოეთ რეგიონებში მოყვანისთვის. ის შესანიშნავად უმკლავდება ობს და სოკოს და არ უშინდება ტემპერატურის ცვლილებას. კანაფის შტამი მოსახერხებელია გროვინგის პირველი მცდელობისთვის. ის არ არის კაპრიზული და პატიობს დამწყებს შეცდომებს.

სახლის პირობებში იშვიათად აჭარბებს 140 სანტიმეტრ სიმაღლეს და მარტივად ექვემდებარება კულტივაციას.

სტრეინი არ ისტრესება ვარჯიშისგან და ექვემდებარება «SCROG» ტექნიკას. ერთი კვადრატული მეტრიდან შესაძლებელია 450-500 გრამი მზა პროდუქტის მიღება. ჰიბრიდი კარგად კლონირდება, რაც ნიშნავს, რომ გამოცდილ გროვერს შეუძლია შექმნას ამ არაჩვეულებრივი სტრეინისგან „საკუთარი კლონების არმია“. კლონებს ექნებათ იგივე მახასიათებლები, რაც მშობელს აქვს. კულტივაციის ასეთი ტექნიკა მოგცემთ მეტი მოსავლის აღების საშუალებას.

ცნობისათვის! ერთო მშობელი მცენარიდან ღებულობენ 30-მდე კლონს, რომლებიც მარტივად დაეტევა ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე. გროვერი სასიამოვნოდ იქნება გაკვირვებული მოსავლის რაოდენობით, რადგან კლონირების ტექნიკა 2-3-ჯერ მეტი მოსავლის აღების საშუალებას იძლევა. ნათურა კლონების თავზე უნდა იყოს ჩვეულებრივზე ცოტა მაღლა, აუცილებელია გვრდითი ტოტების მოჭრა. ამგვარად მცენარის მთელი პოტენციალი დაიხარჯება ძირითადი ღეროს და გირჩების განვითარებაზე.

მშობელი მცენარე შეიძლება გაჩერდეს ვეგეტაციის სტადიაში დიდი ხნის განმავლობაში, რითიც საშუალება გექნებათ მუდმივად მისაწვდომი იყოს ერთი ფენოტიპის კლონები. პროფესიონალ მებაღეებს მშობელი მცენარეები რამოდენიმე წლის განმავლობაში აქვთ შენახული.

საინტერესო ფაქტი! გროვერს შეუძლია შექმნას „კლონები კლონებისგან“ და ამგვარად მოიყვანოს ერთი მცენარე განუსაზღვრელი რაოდენობით.

Early Skunk feminized - დომინანტი ინდიკას მქონე კანაბისია (65%), სატივას დონე (35%), ასეთი კომბინაცია მცენარეს საშუალებას აძლევს მოგვცეს გირჩების დიდი მოსავალი ღია გრუნტის პირობებში და გამოიწვიოს შეუდარებელი ეფექტი მოხმარებისგან.

Early Skunk წარმომავლობა

Early Skunk feminized-ის მისაღებად სელექციონერებმა შეაჯვარეს Early Pearl და Skunk#1. შედეგად მიღებული იქნა მდგრადი და უპრეტენზიო ჰიბრიდი, რომელიც არაჩვეულებრივ იმუნურ სისტემას ფლობს. მცენარე ყვავილობას იწყებს თავის მშობელზე Skunk #1-ზე რამოდენიმე კვირით ადრე და ხარვესტისთვის მზად 45-55 დღის შემდეგ არის.

ჰიბრიდი ყველაზე სწრაფად მოყვავილე კანაბისის სტრეინების ხუთეულში შედის და ხიბლავს ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრებ გროვერებს. სტრეინს შეუძლია 500-1000 გრამი გირჩების მოცემა აუთდორის პირობებში.

ცნობისათვის! რამდენადაც გენეტიკურ პანთეონში არის ცნობილი სკანკი, ყვავილობის დროს შესაძლებელია იგრძნობოდეს მისთვის დამახასიათებელი სუნი.

Early Skunk კანაფის მოყვანის თავისებურებანი

Early Skunk feminized შესანიშნავად იზრდება როგორც ღია გრუნტის, ასევე ინდორის პირობებში. სტრეინი კარგ შედეგს იძლევა ჰიდროპონიკაზე და აეროპონიკაზე, ასევე სათბურში. ქუჩაში ბუჩქები 200-300 სანტიმეტრი იზრდება, ამიტომ დარგვის ადგილი საგულდაგულოდ უნდა იყოს შერჩეული.

კანაბისი სრულად ხსნის თავის პოტენციალს გრილი ამინდის დადგომასთან ერთად და 2-3 კვირით უსწრებს თავის მშობელი სკანკის მომწიფებას. ასეთი სწრაფი ზარდა Pearl გენეტიკის დამსახურებაა.

ძლიერი გვერდითი ტოტები არ საჭიროებენ გამაგრებას და მიბმას. ცენტრალური ღერო ახდენს ყვავილედების წარმოუდგენელი რაოდენობის ფორმირებას, რომლებიც ყვავილობის ბოლოს ერთ დიდ გირჩად გარდაიქმნება. ბუჩქებისთვის დამახასიათებელია ფოთლების საშუალო რაოდენობა. ასეთი წყობა საშუალებას აძლევს მზის შუქს ყველაზე ქვედა გირჩებამდე ჩააღწიოს.

შტამი კარგად უმკლავდება ობის ეპიდემიას, ასევე არ უშინდება მავნებელ მწერებს. სტრეინი ადვილად კულტივირდება «SCROG», «SOG», ჰიდროპონიკით და აეროპონიკით. მოცემული ჯიშის კანაფი კარგად იზრდება სხვა და სხვა სახის გრუნტზე, მაგრამ პოტენციალის სრულად გახსნისთვის სასურველია მომზადდეს საკვები სუბსტრატი.

დამწყებს ცნობისათვის! „მწვანე ეკრანის“ ტექნიკის გამოყენების პროცესში არ არის აუცილებელი მებაღე ელოდოს ბადის სრულად შევსებას, განათების ყვავილობის რეჟიმზე გადართვის შემდეგ, კანაბისი რაღაც დროის განმავლობაში კვლავ განაგრძობს ზრდას, რითიც სრულად შეავსებს ცარიელ ადგილებს.

Early Skunk კანაფის მოყვანა სახლში

Early Skunk feminized კანაფის მოყვანა სახლის პირობებში შეიძლება საშუალო ზომის ბოქსში ინდორული კულტივაციის ყველა ტექნიკის გამოყენებით. ბუჩქი წარმოქმნის ფუმფულა სტრუქტურას, ფესვთა სისტემა მოითხოვს 10 ლიტრი და მეტი მოცულობის ქოთანს. თუ იქნება გამოყენებული ნაკლები მოცულობის ქოთნები, შესაძლებელია სტრეინმა სრულად ვერ მოახერხოს თავის პოტენციალის გახსნა.

მნიშვნელოვანია! ქოთანს უნდა ქონდეს სადრენაჟო ხვრელები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტი წყალი დაგროვდება ქოთნის ძირში და შესაძლებელია გააფუჭოს მცენარე.

თესლებს წინასწარ ალბობენ თბილ წყალში 12-24 საათით, იმისათვის, რომ თესლები დავიცვათ ობისა და სოკოს ინფექციებისგან, სასურველია წყალში დავამატოთ მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი. ამის შემდეგ თესლები უნდა მოვათავსოთ სველი ბამბის დისკებს შორის და ჩავდოთ პლასტმასის კონტეინერში გასაღვივებლად.

ცნობისათვის! აუცილებელია თვალი ვადევნოთ ბამბის დისკებს რათა თავიდან ავიცილოთ მათი გამოშრობა. გამოცდილ გროვერებს შეუძლიათ თესლების გახეთქვა, ან მოქლიბვა მათი უკეთესად აღმოცენებისთვის, მაგრამ დამწყებ მებაღეებს ამის ცდას არ ვურჩევთ.

იმისათვის, რომ თესლები მალე გაღვივდეს, რეკომენდირებულია სათბურის პირობების შექმნა. თუ მსგავსი პირობების შექმნა პრობლემას წარმოადგენს, შესაძლებელია უბრალოდ დავაფაროთ თესლებს ერთჯერადი ჭიქა და მუდმივად ვაკონტროლოთ ნიადაგის ტენიანობა.

გაღვივებულ თესლებს, პინცეტით, ფრთხილად ათავსებენ საკვებ გრუნტში და დგამენ ნათურის ქვეშ. ქოთანი უნდა იყოს სავსე საკვები გრუნტით, რომლის შეძენაც შესაძლებელია მაღაზიაში ან დაამზადოთ თავად.

საკვები გრუნტის რეცეპტი #1 10 ლიტრიანი ქოთნისთვის:

  • 5 ლიტრი საკვები გრუნტი მიკროელემენტების მაჩვენებლით 20/20/20;
  • 3 ლიტრი პერლიტი ან ვერმიკულიტი
  • 1,5 ლიტრი ქოქოსის ბოჭკო;
  • 0,5 ლიტრი ბიოჰუმუსი (ჭიებით დამუშავებული მიწა).

საკვები სუბსტრატის რეცეპტი #2 10 ლიტრიანი ქოთნისთვის:

  • 4 ნაწილი მაღაზიის გრუნტი (20/20/20);
  • 1 ნაწილი მსხვილი პერლიტი ან ვერმიკულიტი;
  • 1 ჭიქა ხის ნაცარი;
  • 2 ნაწილი კომპოსტური ნარევი;
  • 1-2 სუფრის კოვზი დოლომიტი.

ყველა ინგრედიენტს საგულდაგულოდ ურევენ და ასხამენ წყალს. გრუნტი უნდა გავაჩეროთ 1-3 დღე რის შემდეგაც მასში მოვათავსებთ გაღვივებულ თესლს.

თუ გროვერი კანაბისის მოყვანას ჰიდროპონურ სისტემაზე ანიჭებს უპირატესობას, საკვები სუბსტრატის სახით იყენებენ ნარევს, რომელიც შედგება 50% ქოქოსის გრუნტისა და 50% კერამზიტისგან. ქოქოსის ბოჭკო - იდეალურია ჰიდროპონიკისთვის. ეს სრულიად ორგანული პროდუქტია რომელსაც ნეიტრალური მჟავიანობა აქვს.

ცნობისათვის! პროფესიონალი გროვერები ქოქოსის გრუნტს გამოყენებამდე რამოდენიმეჯერ რეცხავენ, რადგან მასში შეიძლება იყოს ზღვის მარილი.

რამდენადაც ნათესი იზრდება მაღალი, გროვერმა არ უნდა აავსოს ქოთანი ბოლომდე, უნდა დარჩეს 10-12 სანტიმეტრი თავისუფალი სივრცე. როდესაც მცენარე გაიზრდება, შემდეგ შეიძლება დაემატოს ახალი მიწა. ამგვარად კანაბისის ფესვთა სისტემა დაიწყებს უფრო სწრაფ განვითარებას.

ცნობისათვის! ბიოჰუმუსის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ცხენის ნაკელის გრანულები. ის შეიცავს კანაბისის ზრდისთვის საჭირო რაოდენობის მიკროელემენტებს. გრანულებს შეუძლიათ ტენიანობის შენარჩუნება და მცენარის კვება სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.

კანაფის მოყვანა ორგანულ სუბსტრატზე ბიოჰუმუსის ან ნაკელის დამატებით, არ საჭიროებს ქიმიური დანამატებს ყვავილობის დადგომამდე. თუ გროვერი უპირატესობას სამედიცინო მარიხუანის მოყვანას ანიჭებს, ქიმიური დანამატები შეიძლება შეიცვალოს და ორგანიკით და საკვები „კამპოტით“ ხარვესტამდე.

ცნობისათვის! ორგანული კანაბისის ხარისხი ქიმიური საშუალებებით მოყვანილ გირჩებზე დიდია. სხვაობა ამ ორ მეთოდს შორის 10-15%-ია მოსავლის რაოდენობით „ქიმიის“ სასარგებლოდ.

ჯიშის კულტივაციისთვის საჭიროა მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები 250 ვატიდან. იმისათვის, რომ ყვავილობის ბოლოსთვის მცენარე სრულად დაიფაროს კრისტალებით, ასევე მოახდინოს დიდი და მძიმე გირჩების ფორმირება, აუცილებელია 600 ვატი სიმძლავრის ნათურა.

ცნობისათვის! თუ გროვერს სხვა და სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია გამოიყენოს დნატ, სასურველი შედეგის მიღება მას შეუძლია ესლ (100 ვატიდან) ნათურის თბილი სპექტრის გამოყენებით. შესანიშნავი არჩევანი იქნება ლედ ნათურა 250 ვატიდან. გროვერი თავად შეძლებს სპექტრის მართვას რითიც შექმნის „სასურველ ამინდს“ გროუბოქსში.

ჰიბრიდი იზრდება +24-29 გრადუსის პირობებში. მცირე ხვლილების დროს სტრეინი არ რეაგირებს მკაცრად.

1 კავრდატული მეტრის პირობებში გროვერს შეუძლია შექმნას კლონების არმია. ამ მეთოდის ერთადერთ მინუსს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელი სათითაო მცენარეს მივაქციოთ სათანადო ყურადღება, რადგან ისინი ერთმანეთთან იქნება ძალიან ახლოს გაზრდილი. მცენარეები ინარჩუნებენ მშობლების ყველა მახასიათებელს და იძლევიან უხვ მოსავალს.

ცნობა! მოსავლის გაზრდისთვის ბოქსში ათავსებენ სპეციალურ აბებს, რომლებიც CO2-ს გამოყოფენ. კანაფს შეუძლია შთანთქას 5-ჯერ მეტი ჟანგბადი, ვიდრე ის ჰაერში მოიპოვება. აბების დამატების შემდეგ ჰიდროპონური სისტემის ბოქსში, გროვერს მოუწევს სასუქის დოზების გაზრდა.

გენეტიკაში ინდიკას სიჭარბე განაპირობებს მცენარის სიყვარულს განიავებისადმი. თუ გროვერს უნდა მიიღოს გირჩების ღირსეული მოსავალი, აუცილებელია ბოქსში დამონტაჟდეს მცირე ვენტილატორი, ან რამოდენიმე კომპიუტერის ქულერი.

კანაბისი უპირატესობას ანიჭებს ტენიანობის განსაზღვრული მაჩვენებლის პირობებში ზრდას, ამიტომ ბოქსი უნდა იყოს აღჭურვილი დამატენიანებლით, ან უნდა მოთავსდეს წყლით სავსე ქილა.

ბუჩქი შთანთქავს წყალს არა მარტო ფესვების საშუალებით, არამედ ფოთლებითაც. მზრუნველი მებაღე მას ხშირად აპკურებს წყალს პულვილიზატორიდან.

მნიშვნელოვანია! ქიმიური სასუქების გამოყენების დროს, რომლებსაც შეუძლიათ ნიადაგის მჟავიანობის შეცვლა, რეკომენდირებულია დამონტაჟდეს рН-მეტრი და არ დავუშვათ მაჩვენებლის მატება 6-6,5-ზე მეტად.

ყვავილედები სრულად მომწიფებული იქნება 45-55 დღეში, მაგრამ შეგვიძლია გავაჩეროთ მცენარე კიდევ 5 დღის განმავლობაში სრულ სიბნელეში. ეს მისცემს საშუალებას მოსავალს ბოლომდე მომწიფდეს. კანაბისის მზაობის განსაზღვრა შეიძლება გამადიდებლის საშუალებით. თუ 60-70 ტრიქომს ექნება ქარვის ფერი, ეს მეტყველებს სიმწიფეზე.

კანაბისს აშრობენ კარგად განიავებად შენობაში სადაც არ ხვდება მზის სხივები. ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ ტგკ-ს დაშლა და საბოლოო პროდუქტის ხარისხი საგრძნობლად გაუარესდება. კარგი გაშრობის შემდეგ გირჩებს ათავსებენ დასაძველებლად მაცივარში 1,5-2 კვირით. ასეთი პროცედურის შემდეგ სტრეინი არ გამოიწვევს მოხმარებისას თავის ტკივილს, ასევე ქრება ბალახის გემო.

ფაქტი! ხარისხიანი კანაბისის მოსამზადებლად, ზოგიერთი გროვერი ბუჩქს ფესვებიანად აშრობს. ის მდიდარია შაქრით, ასევე მიკროელემენტებით, რომელსაც ის ზრდის პროცესში ღებულობს. საბოლოო პროდუქტი ხდება უფრო რბილი და ტკბილი.

Early Skunk მოყვანა ღია გრუნტის პირობებში

ღია გრუნტში სტრეინი გაჩვენებთ შესანიშნავ შედეგს და სათანადო პირობებში გადაიქცევა 200-300 სანტიმეტრი სიმაღლის გიგანტად. მინდვრის შერჩევისას უნდა შეაჩეროთ არჩევანი ადგილზე, სადაც მზის შუქი კანაბისს დილიდან საღამომდე მოხვდება. უნდა მოვერიდოთ მინდვრებს, სადაც ბევრი ხეები და ბუჩქებია, რათა მცენარე არ დაიჩრდილოს.

კანაბისს ღია გრუნტში რგავენ კარგად აღმოცენებული ჩითილით. აუთდორისთვის იდეალური მაჩვენებელი იქნება 3-4 წყვილი ფოთოლი მცენარეზე. ასეთი მცენარეები უკვე ძლიერია და შეძლებს ამინდის ცვლილების ატანას.

სულ უფრო მეტი გროვერი კანაბისის მოსაყვანად იყენებს ნაჭრის ტომრებს, რომლებიც შესანიშნავია აუთდორის პირობებში კულტივაციისთვის. ნაჭრის ტომარას აქვს ერთი დიდი უპირატესობა, კანაბისი, რომელიც იზრდება „მსუნთქავ“ ტომარაში, თავისუფლად შეიძლება მისი გადაადგილება საჭიროების მიხედვით.

ორმოების მოცულობა უნდა იყოს 20 ლიტრი და აივსოს საკვები გრუნტით.

ინგრედიენტებს ურევენ და ახსავენ დიდი რაოდენობით წყალს. გრუნტს აჩერებენ ორმოში 2-დან 4 დღე-ღამემდე. ნიადაგში დამატებული ვერმიკულიტი ან მსხვილი პერლიტი, შექმნის აუცილებელ ფორებიან სტრუქტურას. ზოგიერთი გროვერი საკვებ სუბსტრატს ააქტიურებს „ბაიკალ მ1“ სასუქით. ეს ეკოლოგიური დანამატი შეიცავს დიდი რაოდენობით ბაქტერიებს, რომლებიც აცოცხლებენ ნიადაგს და მატებენ მიწას მოსავლიანობას.

მცენარეს უყვარს რეგულარული მორწყვა და გროვერმა უნდა მიაწოდოს მას წყალი გრუნტის გაშრობის მიხედვით, არანაკლებ 2-ჯერ კვირაში. ზარმაცებისთვის შექმნილია ჰიდროგელი, რომელსაც ათავსებენ ორმოს შუაში, რითიც ნიადაგის გაშრობის შემთხვევაში მცენარეს გარკვეული დროის განმავლობაში წყლის საკმარისი მარაგი ექნება. ჰიდროგელის გამოყენების შემთხვევაში მორწყვის სიხშირე 40%-ით მცირდება.

Early Skunk feminised დარგვა ხდება აპრილის შუა რიცხვებში - მაისის დასაწყისში, რეგიონის მიხედვით. ამინდის ძირითადი მაჩვენებელი ღამის ტემპერატურაა. თუ თერმომეტრზე +7-10 გრადუსია, თამამად შეიძლება მცენარის გადარგვა ღია გრუნტში.

სათანადო მოვლის შემთხვევაში, 45-55 დღის შემდეგ გროვერი შეძლებს არომატული და გაფისული გირჩების 500 გრამზე მეტი მოსავლის მიღებას ერთი ბუჩქიდან.

Early Skunk კანაფის გემო და ეფექტი

Early Skunk feminized აქვს მკვეთრად გამოხატული მრავალფეროვანი გემო მჟავე ელემენტებით. ბოლი სქელი და სასიამოვნოა. მოხმარების შემდეგ რჩება ტკბილი გემო.

თავიდან ჰიბრიდი ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს და ამაღლებს განწყობას, რაღაც დროის შემდეგ იწყება დაშვება, რომელსაც თან ახლავს stone-body. ეიფორიას პირველი ნაპასიდან 6-10 წუთში უნდა ველოდეთ.

ჯიშს აქვს სამედიცინო პოტენციალი და წარმატებულად გამოიყენება ტკივილის თერაპიის დროს, ასევე დაგეხმარებათ დეპრესიასა და სტრესთან გამკლავებაში. ინდიკას დომინირება შტამის გამოყენების საშუალებას უძილობის და სხვა და სხვა ფსიქიკური აშლილობის დროს იძლევა. სტრეინი შეუცვლელია ეპილეფსიის და გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.

მწარმოებელი:
Ganja Seeds
THC:
მაღალი
CBD:
საშუალო
სქესი:
ფემინიზირებული
ყვავილობა:
ფოტოპერიოდული ჯიში
პერიოდი:
7-9 კვირა
გენეტიკა:
Skunk #1 x Early Pearl
ტიპი:
Sativa / Indica
მოსავალი:
მაღალი 600-800 გ/მ²
მოსავლის აღების დრო:
სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
მცენარის სიმაღლე:
მაღალი
კულტივაცია:
Greenhouse, Indoor, Outdoor
გემო,არომატი:
მიწის არომატით
ეფექტი:
ცამდე ამაღლებული განწყობა, ხოლო რამოდენიმე ხნის გასვლის შემდეგ იწყება „მიწაზე დაშვება“, რომელსაც გაჰყვება stone-body ეფექტი
სამედიცინო ჯიში:
დიახ
დამწყებთათვის:
დიახ
თასის გამარჯვებულები:
არა

Early Skunk feminised Ganja Seeds გამოხმაურებები

იყავით პირველი, ვინც გააკეთებს გამოხმაურებას ამ პროდუქტზე!
Early Skunk feminised Ganja Seeds